მიხეილ სარჯველაძე: სახეზეა ოჯახები, რომელთაც, გაუჩნდათ გარკვეული მატერიალური შესაძლებლობები, გაუუმჯობესდათ მდგომარეობა და მათი ეს მდგომარეობა აღარ არის ისეთი ხელმოკლეობა, როდესაც მათ სახელმწიფომ უნდა დაუნიშნოს ფინანსური შემწეობა
მიხეილ სარჯველაძე
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
„დღეისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა აღემატება 185 ათასს, ხოლო ასეთი ოჯახების წევრთა რაოდენობა შეადგენს ჯამში 710 000-ს. ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400 ათასამდე ოჯახი (ჯამში დაახლოებით 1 300 000 პირი), თუმცა, ნახევარზე მეტი არ იღებს შემწეობას, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის შეღავათით“, - განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გამართულ ბრიფინგზე, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა არაერთხელ გამხდარა არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი“.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ძირითად შემთხვევაში სახეზეა ოჯახები, რომელთაც, ამ დროის განმავლობაში, გაუჩნდათ გარკვეული მატერიალური შესაძლებლობები, გაუუმჯობესდათ მდგომარეობა და მათი ეს მდგომარეობა აღარ არის ისეთი ხელმოკლეობა, როდესაც მათ სახელმწიფომ უნდა დაუნიშნოს ფინანსური შემწეობა.
„დასაწყისშივე აღვნიშნოთ, რომ 2012 წლის შემდეგ, მეტი ადამიანის მხარდაჭერის მიზნით, ორჯერ გაიზარდა იმ ქულის მაჩვენებელი, რომელიც შემწეობის მიღებას განსაზღვრავს. ქულა რომ არ გაზრდილიყო, ანუ, შედარებით უფრო შეძლებულებისთვისაც რომ არ დაენიშნა სახელმწიფოს შემწეობა, დღეისთვის შემწეობის მიმღებ ოჯახთა რაოდენობა იქნებოდა მაქსიმუმ 120 ათასი, ნაცვლად 185 ათასი ოჯახისა.სამწუხაროდ, გადამოწმების შეფერხებები, სხვა ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებები ოპოზიციურად განწყობილ პირებს საფუძველს უქმნიდა ასეთი სპეკულაციებისთვის.აღსანიშნავია, რომ კოვიდპანდემიის შემდეგ მოქმედებდა ე.წ. მორატორიუმი და გარდა უიშვიათესი გამონაკლისებისა, პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა ოჯახების გადამოწმება. ამის გამო, ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომელსაც, საბედნიეროდ, აღარ აქვთ სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების აუცილებლობა.
ამავე მიზეზთა გამო, არის სრულიად ანომალიური შემთხვევებიც, რომელთა რიცხვი არ არის სამწუხაროდ ცოტა. მაგალითად, ბაზაში დღეს რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლოს სამ თვეში მიღებული აქვს შემოსავალი ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარი, ან ოჯახი, რომელსაც ერთი წლის მანძილზე შეძენილი აქვს რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული რამდენიმე ავტომანქანა, ან რეგისტრირებულია ოჯახი, რომელსაც 2025 წელს შეძენილი აქვს 2025 წელს გამოშვებული ავტომანქანა, ან ოჯახი, რომელსაც მაგალითად, აღებული აქვს საბანკო სესხი რამდენიმე ასეული ათასი ლარის ოდენობით და ა.შ.როგორც აღინიშნა, ასეთი ოჯახების რაოდენობა არ არის ცოტა, თუმცა, ძირითად შემთხვევაში სახეზეა ოჯახები, რომელთაც, ამ დროის განმავლობაში, გაუჩნდათ გარკვეული მატერიალური შესაძლებლობები, გაუუმჯობესდათ მდგომარეობა და მათი ეს მდგომარეობა აღარ არის ისეთი ხელმოკლეობა, როდესაც მათ სახელმწიფომ უნდა დაუნიშნოს ფინანსური შემწეობა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ყველა სიახლე
17 აპრილი 2026, 16:59
ეკონომიკა
მაია მელიქიძე: ენერგეტიკის განვითარების ახალი სტრატეგიით ხუთი წლის განმავლობაში ქსელს 4000 მგვტ დადგმული სიმძლავრე დაემატება
ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო იმის მოსმენა, რომ ენერგეტიკის განვითარების ახალი სტრატეგიით ხუთი წლის განმავლობაში ქსელს 4000 მგვტ დადგმული სიმძლავრე დაემატება, - განაცხადა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ, რომელიც დღეს ეკონომიკური ფორუმის მორიგ დისკუსიას ესწრებოდა.
17 აპრილი 2026, 16:58
საზოგადოება
ვეტერინართა სერტიფიცირების პროგრამის ფარგლებში ქირურგიული პროტოკოლი შემუშავდება
საბჭოს წევრების შეფასებით, ქირურგიული პროტოკოლის შემუშავება ხელს შეუწყობს არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებას, პროფესიული სტანდარტების ამაღლებას და ცხოველთა უფლებებისა და კეთილდღეობის დაცვას. ახალი რეგულაციის მიხედვით, პრაქტიკოსი ვეტერინარები ვალდებული იქნებიან ქირურგიული მანიპულაციების ჩატარებამდე დაიცვან პროტოკოლით განსაზღვრული პროცედურები.
17 აპრილი 2026, 16:40
სპორტი
დავით კაჭარავა ფიგურულ მოციგურავეებს: როგორც სპორტსმენმა ზუსტად ვიცი, რა შრომასთან არის დაკავშირებული თქვენ მიერ მიღწეული თითოეული გამარჯვება. სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ფედერაციის ყველა თანამშრომელს მადლობას გიხდით ამისთვის
„უკვე მიღწეული სპორტული შედეგებით არაფერი მთავრდება, სწორედ ახლა იწყება გზა დიდი და საუკეთესო შედეგებისკენ,“ - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ სპორტის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ფიგურულ ციგურაობაში არსებული მდგომარეობის, საერთაშორისო წარმატებებისა და განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარადგინა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა.
17 აპრილი 2026, 16:35
სპორტი
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია
ეთერ ლიპარტელიანი ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიაში პირველი ევროპის ჩემპიონია. ლიპარტელიანმა ფინალში ისრაელის წარმომადგენელი ლევი ფინალში ეფექტური გდებით დაამარცხა.
17 აპრილი 2026, 16:32
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: მხოლოდ ჩვენს ბანკში დაახლოებით 700 მლნ ლარის ენერგოპროექტია, ვიმედოვნებ, რომ ამ სფეროს განვითარება კიდევ უფრო დინამიურად გაგრძელდება
ენერგეტიკაში ინვესტიციები და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა ძალზე მნიშვნელოვანი საკითხებია, განსაკუთრებით იმ ვითარების ფონზე, რაც ჩვენს რეგიონში ხდება, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძემ ეკონომიკური ფორუმის სხდომაზე, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიდგომასა და შესაძლებლობებს მიეძღვნა.
17 აპრილი 2026, 16:26
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს შეხვდა
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
17 აპრილი 2026, 16:17
ეკონომიკა
ლევან ვეფხვაძე: დღეს ენერგეტიკის სექტორში დეველოპერებისთვის გაცილებით პროგნოზირებადი გარემოა, რაც მნიშვნელოვანია საინვესტიციო გრძელვადიანი აქტივობისთვის
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის თემაზე საჯარო დისკუსიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პირადად მონაწილეობს. ეს ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომელიც ენერგეტიკის სექტორს თავისთავად აქვს ეკონომიკის განვითარების კუთხით, ასევე სამინისტროს და პირადად მინისტრის ხედვას იმისთვის, რომ ეკონომიკის სტაბილური, გრძელვადიანი განვითარება მივიღოთ, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
17 აპრილი 2026, 16:14
სამართალი
ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხისა და ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 145 608 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია ერთ-ერთი სამართალდამრღვევი მოქალაქის მიერ, არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტი, როდესაც თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით - 76 509 ლარი შეადგინა.
17 აპრილი 2026, 16:03
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია, სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს დადგმული სიმძლავრეების ზრდას
ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია და სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც დადგმული სიმძლავრეების ზრდას უზრუნველყოფს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ.
17 აპრილი 2026, 15:59
მსოფლიო
CIA-ს ყოფილი ოფიცრის განცხადებით, აშშ-ში იცვლებიან პრეზიდენტები, მაგრამ „დიფ სთეითი“ არსად მიდის და არაერთი ათეული წელია მოქმედებს
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი ოფიცერი და მამხილებელი ჯონ კირიაკუ აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებში იცვლებიან პრეზიდენტები, მაგრამ „დიფ სთეითი“ არსად მიდის და არაერთი ათეული წელია მოქმედებს.
17 აპრილი 2026, 15:57
სპორტი
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი გამოვლენ
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ბლოკში ორი ქართველი გამოვა. 73-კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ოქროს მედლის მოპოვებას ეცდება, მან ნახევარფინალში ფრანგ, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, იპონით გოლდენ სქორში სძლია. მანამდე კი ფინეთის, რუმინეთის და კოსოვოს წარმომადგენლებს აჯობა.
17 აპრილი 2026, 15:49
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ნათლად ვუთხარი ევროკომისიის პრეზიდენტს და თითოეულ ევროპელ ლიდერს, რომ უნგრეთი არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრ პოზიციას დაიავებს
უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, ბუდაპეშტი ვიქტორ ორბანის მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას გააგრძელებს და არალეგალ მიგრანტებთან ბრძოლას უფრო გაამკაცრებს.
17 აპრილი 2026, 15:45
პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი: ოპოზიციის ძირითადი ძალები - „ალიანსი“, „რუსთაველის პროტესტი“ გვეუბნებიან, რომ პოლიტიკა ქვეყანაში მოკვდა და ხელისუფლებას უნდა გავუმართოთ ომი. ამათ მადიარი და პოლიტიკოსი კი არ სჭირდებათ, აქ საჭიროა ლენინი, ტროცკი, ჩეგევარა
პრაქტიკულად ოპოზიციის „მეინსტრიმი“, ძირითადი ძალები - „ალიანსი“, „რუსთაველის პროტესტი“ გვეუბნებიან, რომ პოლიტიკა ქვეყანაში მოკვდა და უნდა ვიომოთ. ხელისუფლებას უნდა გავუმართოთ ომი. ამათ უნდათ ლენინი. ამას მადიარი და პოლიტიკოსი კი არ სჭირდება, აქ საჭიროა ლენინი, ტროცკი, ჩეგევარა და ვიღაც ასეთი, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
17 აპრილი 2026, 15:36
პოლიტიკა
დათა გვასალია: ერთი ამბავი ატეხეს აბასთუმნის თავზე ფრენების რეგულირებასთან დაკავშირებით - საერთაშორისო პრაქტიკაში იმაზე გაცილებით მკაცრი რეგულაციები არსებობს, ვიდრე აბასთუმნის შემთხვევაშია
ერთი ამბავი ატეხეს აბასთუმნის თავზე ფრენების რეგულირებასთან დაკავშირებით. თან ძირითადად იმ ბაბლის ნაწილმა, ვინც ქვეყნის ომში გახვევას და შესაბამისად ისეთივე დახურულ ცას „ესწრაფოდა“ როგორიც დღეს უკრაინის, ირანის ან ყურის ქვეყნებშია - ახლა კი ომის პროპაგანდისტები და „ბომბების წვიმის“ გულშემატკივრები, აბასთუმანში დაწესებულ საჰაერო რეგულაციებზე აღშფოთდნენ, - წერს ჟურნალისტი, დათა გვასალია, სოციალურ ქსელში.
17 აპრილი 2026, 15:34
პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
17 აპრილი 2026, 15:26
მსოფლიო
Reuters: ევროკავშირი მაისიდან სირიასთან ოფიციალური კონტაქტების აღდგენას გეგმავს
ევროკავშირი სირიასთან თანამშრომლობის გაღრმავებას ოფიციალური პოლიტიკური კონტაქტების აღდგენისა და უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირების დამყარების საშუალებით აპირებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 15:18
პოლიტიკა
ნიკა ობოლაძე ჩერგოლეიშვილზე: მიშას ხმებით პარლამენტში შესვლა უნდა, თან ისე, რომ „არაფერზე და არავისზე" აზრს არ იცვლის და 5 წელია, პოლიტპატიმარ სააკაშვილს ჩარეცხვით ემუქრება და რუსის აგენტობას აბრალებს - ნაცმოძრაობა დუმს
„ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე, „ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ, მიხეილ სააკაშვილის, გიგი წერეთლისა და სხვადასხვა ოპოზიციური აქტორების მიმართ გამოთქმული მწვავე კრიტიკის ამსახველ სქრინებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ინტერესდება, რა პასუხს გასცემს ჩერგოლეიშვილი, რომელიც ახლა თავად არსებობს სააკაშვილის გვერდით პოლიტიკურად და გიგი წერეთელთან ერთადაც დგას.
17 აპრილი 2026, 15:12
საზოგადოება
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის ფარგლებში ცხოველთა სამი ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა რიგ კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს, მათ შორის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობას ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში.
17 აპრილი 2026, 15:10
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა თბილისის N145-ე, N106-ე, N190-ე, N211-ე, N212-ე საჯარო სკოლების და კერძო სკოლა „ალბიონის“ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 15:07
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ქართული ინოვაციური პროექტები გააცნო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


