17 აპრილი 2026, 16:17 / სანდო წყარო

ლევან ვეფხვაძე: დღეს ენერგეტიკის სექტორში დეველოპერებისთვის გაცილებით პროგნოზირებადი გარემოა, რაც მნიშვნელოვანია საინვესტიციო გრძელვადიანი აქტივობისთვის

ლევან ვეფხვაძე

ლევან ვეფხვაძე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის თემაზე საჯარო დისკუსიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პირადად მონაწილეობს. ეს ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომელიც ენერგეტიკის სექტორს თავისთავად აქვს ეკონომიკის განვითარების კუთხით, ასევე სამინისტროს და პირადად მინისტრის ხედვას იმისთვის, რომ ეკონომიკის სტაბილური, გრძელვადიანი განვითარება მივიღოთ, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში ენერგეტიკის საკითხებზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, დარგობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა. შეხვედრისას საუბარი შედგა სექტორის განვითარების ხედვასა და შემდგომ სტრატეგიაზე, მათ შორის 10-წლიან გეგმაზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და პროექტებზე.

„ბიზნესი ყოველთვის ღიაა სათანამშრომლოდ. რაც შეეხება დღეს წარმოდგენილ ხედვას, ცხადია, უაღრესად მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგმება. ასევე მნიშვნელოვანია ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც უკვე გადაიდგა და რაც დღეს ითქვა, ყველანაირად პასუხობს ბიზნესის, ქვეყნის განვითარების საჭიროებას და უაღრესად საჭიროა გრძელვადიანი, სტაბილური განვითარებისთვის“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, დღეს ენერგეტიკის სექტორში დეველოპერებისთვის გაცილებით პროგნოზირებადი გარემოა, რაც მნიშვნელოვანია საინვესტიციო გრძელვადიანი აქტივობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დეველოპერებმა იციან - ეკონომიკის სამინისტრო ჰესებთან დაკავშირებით განსხვავებულ მიდგომებზე ფიქრობს და მუშაობს.

„ის, რომ დღეს საზოგადოებამ იცის - მაღალკაშხლიანი, სტაბილურობის მომტანი სისტემისთვის, ჰესებთან დაკავშირებით სამინისტროს აქვს ჩამოყალიბებული ხედვა და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, ვფიქრობ, რომ ინვესტორებისთვის სექტორს ძალიან მიმზიდველს ხდის. შესაბამისად, ინვესტორების ჩართულობა ძალიან მაღალი იქნება“, - აღნიშნა ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ყველა სიახლე

გიორგი გამსახურდია

09 მაისი 2026, 17:14

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც ვერ მოიპოვა ფინანსები ერთ-ერთ ეპარქიაში, მერე საპატრიარქოში და ვერც „ქართულ ოცნებაში“, ახლა „ნაცების“ მედიაარხები აპიარებენ - ასეთი ე.წ. მამაოები გამოდიან მეუფე შიოს წინააღმდეგ

აი ასეთი ე.წ. მამაოები გამოდიან მეუფე შიოს წინააღმდეგ. რომლებიც მთელი მათი "მსახურების" მანძილზე ლახავდნენ და ლახავენ ქართული ეკლესიის სახელს, - წერს გიორგი გამსახურდია და 2021 წლის 5 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს, სასულიერო პირის, სპირიდონ ცქიფურიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას აქვეყნებს, რომელიც შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებს.

09 მაისი 2026, 16:55

მსოფლიო

პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გახდა

უნგრეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით პარტია „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

09 მაისი 2026, 16:34

მსოფლიო

რომში დააკავეს იტალიის ყოფილი ელჩი უზბეკეთში, რომელიც შენგენის ვიზებს ყიდდა

იტალიელმა სამართალდამცველებმა უზბეკეთში იტალიის ყოფილი ელჩი, პიერგაბრიელე პაპადია დე ბოტინი დი სანტ-ანიეზე დააკავეს, რომელსაც შენგენის ვიზების უკანონო გაცემა ედება ბრალად. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

09 მაისი 2026, 16:14

მსოფლიო

პუტინი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სლოვაკეთის მოთხოვნა ენერგორესურსებთან დაკავშირებით დავაკმაყოფილოთ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, რათა ბრატისლავის მოთხოვნა ენერგორესურსებთან დაკავშირებით დააკმაყოფილოს.

ნიკოლოზ მეტრეველი

09 მაისი 2026, 16:00

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: წლების განმავლობაში ნიკა გვარამია და სხვები ებრძოდნენ ქართულ ეკლესიას. ეს ძალები კვლავ ცდილობენ, ეს გააკეთონ. როდესაც სცდება საკითხი სასულიერო არჩევნებს, თითოეული მოქალაქე ვალდებულია, სიმართლის მხარეს დადგეს

როდესაც სცდება საკითხი სასულიერო არჩევნებს, თითოეული მოქალაქე ვალდებულია, სიმართლის მხარეს დადგეს, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქის არჩევის საკითხზე საუბრისას.

ირაკლი ხელაძე

09 მაისი 2026, 15:22

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე „იმედის“ „წაღების“ შესახებ დევდარიანის განცხადებაზე: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მსგავსი განცხადებების გაკეთება მიუთითებს იმ უტიფრობაზე, რასაც კადრულობენ კოლეტქიური „ნაციონალური მოძრაობა“, მათი პროპაგანდისტები

ქეთი დევდარიანის განცხადებასა და ბრალდებას, ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერასა და პროპაგანდას უწოდებს, რადგან ბიუროკრატია, იმ ევროპული ღირებულებას უპირისპირდება, რასაც მედიის თავისუფლება ჰქვია. კერძოდ, დევდარიანმა თქვა, რომ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ წართმეული ტელეკომპანია “იმედის" კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება არხის "წაღება" იყო. მან ეს ბრალდება ბიძინა ივანიშვილს წაუყენა.

თორნიკე ფაღავა

09 მაისი 2026, 15:20

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: შერჩევით სამართალთან დაკავშირებით ოპოზიციის ნარატივი სრულიად ჩამოიშალა. სახელმწიფომ აჩვენა ის, რომ სამართლის უზენაესობის პრინციპი განუხრელი პრინციპია და ეს მუდამ ასე იქნება

ოპოზიციის ის ნარატივი, შერჩევით სამართალთან დაკავშირებით, სრულიად ჩამოიშალა. სახელმწიფომ აჩვენა ის, რომ სამართლის უზენაესობის პრინციპი განუხრელი პრინციპია და ეს მუდამ ასე იქნება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თორნიკე ფაღავა 2024 წლის დეკემბერში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას.

09 მაისი 2026, 15:05

საზოგადოება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

პეტერ ფიშერი

09 მაისი 2026, 14:58

პოლიტიკა

გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა არ უპასუხა „ქრონიკის“ კითხვას, რატომ არ ცვლის გერმანიის საგარეო უწყება საქართველოს შესახებ ვებგვერდზე ატვირთულ ძველ მონაცემებს

„ქრონიკამ“ კიდევ ერთხელ ჰკითხა გერმანიის ელჩს, გერმანიის საგარეო უწყება საქართველოსთან დაკავშირებით რატომ არ ცვლის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტადაა მოხსენიებული, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი. პეტერ ფიშერმა კითხვას არ უპასუხა.

09 მაისი 2026, 14:52

მსოფლიო

უკრაინაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც 9 მაისს მაღალი რანგის უკრაინელი სამხედროს მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის სამსახურმა ქალაქ ოდესაში დააკავა მამაკაცი, რომელიც რუსეთის დავალებით უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მაღალი რანგის სამხედრო პირის ლიკვიდაციას გეგმავდა.

09 მაისი 2026, 14:52

რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, აბაშის მერთან გიგა გაბელიასთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების დღე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დავით კაჭარავას მიულოცა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, აბაშის მერთან გიგა გაბელიასთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების დღე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დავით კაჭარავას მიულოცა.

09 მაისი 2026, 14:49

რეგიონი

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს 9 მაისი მიულოცა

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს სახლში ესტუმრა.

09 მაისი 2026, 14:47

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ვარლამ წიკლაური

09 მაისი 2026, 14:45

საზოგადოება

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სოფელ აწყურში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს უსამძიმრებს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში დატრიალებული ტრაგედიის გამო, 10 მაისს „ახალციხის ციხეზე“ დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო, - წერს სოციალურ ქსელში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური.

09 მაისი 2026, 14:43

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის გმირი კაპიტნის საფლავი ყვავილებით შეამკეს

ბათუმში ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წელი აღინიშნა. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

09 მაისი 2026, 14:40

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

რატი იონათამიშვილი

09 მაისი 2026, 14:40

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი რადიკალებზე: იმის ნაცვლად, რომ აქებდნენ შესაბამის საგამოძიებო უწყებებს იმისთვის, რომ საქმეები ბოლომდე იყო მიყვანილი და გამოძიებული, ახლა გამოდიან და ისევ ცდილობენ, სიცრუით გავიდნენ ფონს

მათ ხელიდან გამოეცალათ ის საკითხები, რითაც ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის დაზიანებას და ამით, როგორც ჩანს, არიან ძალიან დაბნეულები, შეშფოთებულებიც და შეშინებულებიც, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა 2024 წლის დეკემბერში განვითარებულ მოვლენების შეფასებისას.

09 მაისი 2026, 14:37

პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო.

პაველ ჰერჩინსკი

09 მაისი 2026, 14:33

პოლიტიკა

ევროპის დღის ღონისძიება პაველ ჰერჩინკიმ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკისთვის გამოიყენა

ევროპის დღის ღონისძიება პაველ ჰერჩინკიმ, საქართველოს ხელისუფლების კრიტიკისთვის გამოიყენა. ევროკავშირის ელჩმა, მთავრობის მისამართით მორიგი ბრალდება გააჟღერა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისკენ სვლა შეაჩერა.

09 მაისი 2026, 14:21

რეგიონი

ფაშიზმზე გამარჯვების დღე გურჯაანში დიდების მემორიალთან აღნიშნეს

ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად ხალხმრავლობა იყო გურჯაანის დიდების მემორიალთან. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მერის წარმომადგენლებმა კი ადმინისტრაციულ ერთეულებში პატივი მიაგეს თავიანთი სოფლებიდან დაღუპულ გმირების ხსოვნას