არქივი
20 თებერვალი 2026, 00:02
პოლიტიკა
შოთა ბერეკაშვილი: საერთაშორისო ექსპერტები კომისიისგან დამოუკიდებლად იმუშავებენ. გვინდა შედარებითი ანალიზის გაკეთება, რომელიც ჩვენთვის რთულია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს გვინდა შევადაროთ საქართველოს FMCG სექტორი
ეს [საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა] დამატებითი მექანიზმია, რომელიც კომისიისგან დამოუკიდებლად იმუშავებს. ასევე გვინდა შედარებითი ანალიზის გაკეთება, რომელიც ჩვენთვის რთულია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რომ შევადაროთ საქართველოს FMCG სექტორი, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
20 თებერვალი 2026, 00:01
ეკონომიკა
ზაალ იაკობიძე ფასებზე: საინტერესო და დადებითი მიდგომაა, როცა მთავრობა ინტერესდება ამ საკითხით და მითუმეტეს თვით პრემიერ-მინისტრია პროცესში ჩართული
საინტერესო და დადებითი მიდგომაა, როცა მთავრობა ინტერესდება ამ საკითხით და მითუმეტეს თვით პრემიერ-მინისტრია პროცესში ჩართული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ბიზნესმენმა ზაალ იაკობიძემ. მისივე თქმით, პროცესის მიზანია, რომ მოსახლეობამ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასები მიიღოს.
19 თებერვალი 2026, 23:55
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი ელისო კილაძეზე: რა დაინტერესება და რა მამუკა მდინარაძე? სად შენ და სად მდინარაძე შე ნაძირალა? მთელი საქართველო გყავს გადამტერებული შენი სიბინძურეებით, ადამიანებს სიცოცხლეს უმწარებდი ფინანსური ინტერესების გამო
ზოგადად, ვინც არ უნდა იყოს, პატიმარზე ლაპარაკი არ მახარებს, მაგრამ ეს ადამიანად უბრალოდ შეუძლებელია მიიჩნიო. რა დაინტერესება და რა მამუკა მდინარაძე? სად შენ და სად მდინარაძე შე ნაძირალა? - წერს ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი "ქოლცენტრების საქმეზე" ბრალდებული ელისო კილაძის შესახებ, რომელმაც სასამართლოში განაცხადა, რომ მის მიმართ "დაინტერესება აქვს მამუკა მდინარაძეს".
19 თებერვალი 2026, 23:54
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი გურამ როგავაზე: იშვიათია ამგვარი აღიარების მოსმენა, რომ ადამიანი ჟურნალისტიკას კი არა პროპაგანდას ემსახურებოდა. დასაფასებელია
„იშვიათია ამგვარი აღიარების მოსმენა, რომ ადამიანი ჟურნალისტიკას კი არა პროპაგანდას ემსახურებოდა. დასაფასებელია“, - წერს პაპუაშვილი.
19 თებერვალი 2026, 23:52
ეკონომიკა
შოთა ბერეკაშვილი სურსათის ფასებზე: ჩვენ ჯაჭვის თითოეული რგოლის შეფასება გვინდა. როდესაც თითოეულ რგოლში პრობლემების იდენტიფიცირებას შევძლებთ, ამის შემდეგ შევძლებთ, რომ მნიშვნელოვან კორექციას მივაღწიოთ
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი ამ ეტაპზე თავს იკავებს კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თუ რამდენი პროცენტით შეიძლება შემცირდეს სასურსათო პროდუქტებზე ფასები და რა მოლოდინები აქვს მთავრობას.
19 თებერვალი 2026, 23:46
მსოფლიო
L'Express: „ბრძოლა არსებობის გასაგრძელებლად“ - უკრაინა უპრეცედენტო დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგას
„როცა მეკითხებიან, რა არის ომი, მე პირდაპირ ვპასუხობ: სახელები“, - წერდა უკრაინელი პოეტი მაქსიმ კრივცოვი 2024 წლის იანვარში, ბრძოლის ველზე დაღუპვამდე. დასავლეთ უკრაინაში, ლვოვის სამხედრო სასაფლაოზე, ეს სახელები რიგებს მიღმაც კი გადადის. 2022 წლის მარტიდან მოყოლებული, აქ ათასზე მეტი ჯარისკაცია დაკრძალული, სამხედრო ტრადიციისამებრ. ამ ადგილის სიჩუმეს მხოლოდ თოვლში მგლოვიარე ოჯახების ნაბიჯების ხმა და დროშების ფრიალი არღვევს, - წერს ფრანგული ყოველკვირეული საინფორმაციო-პოლიტიკური ჟურნალი L'Express-ი სტატიაში სათაურით „ბრძოლა არსებობის გასაგრძელებლად“ - უკრაინა უპრეცედენტო დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგას“.
19 თებერვალი 2026, 23:44
ეკონომიკა
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიზანია გავასწოროთ სტრუქტურული პრობლემა
ჩვენი მიზანია გავასწოროთ სტრუქტურული პრობლემა, რაც [ფასის] მნიშვნელოვან კორექციას მოგვცემს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტისა და დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა. მისივე თქმით, სუპერმარკეტების ასი ასორტიმენტიდან 20% შემოსავლების 80%-ს აგენერირებს და ეს არის მომხმარებლისთვის ყველაზე აუცილებელი [პროდუქტი].
19 თებერვალი 2026, 23:40
პოლიტიკა
რას ნიშნავს „ქეშბექი“ ქსელურ მაღაზიასა და მწარმოებელს შორის - შოთა ბერეკაშვილი განმარტავს
ბიზნესთან ურთიერთობაში ბევრი აღმოჩენა გავაკეთეთ, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
19 თებერვალი 2026, 23:28
ეკონომიკა
შოთა ბერეკაშვილი: ადგილობრივი წარმოება ჩვენი ეკონომიკის ფუნდამენტია
ჩვენ დავიწყეთ ფასის შესწავლა პირველი წერტილიდან, ეს არის ადგილობრივი წარმოება, რადგან მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი წარმოება ჩვენი ეკონომიკის ფუნდამენტია, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოება იყოს კონკურენტული, ზუსტად გვესმოდეს რა ხარჯები აქვთ, ბიზნესპროცესები როგორ მიმდინარეობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტისა და დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა. მისივე თქმით, კომისია უკვე შეხვდა დაახლოებით 30 ადგილობრივ მწარმოებელს, შეისწავლა მათი საოპერაციო და საწარმოო ხარჯები, ფინანსური სტაბილურობა.
19 თებერვალი 2026, 23:28
ეკონომიკა
შოთა ბერეკაშვილი: საკვები პროდუქტის მწარმოებელი 31 კომპანია შევისწავლეთ და ვერ ვნახეთ განსაკუთრებულად მაღალი მოგების მარჟები. იკვეთება ბაზარზე შესვლის ბარიერები, ზედა ზღვარზე მყოფ სუბიექტს გააჩნია გადაჭარბებული უფლებები
ჯაჭვში ზედა ზღვარზე მყოფ სუბიექტს გააჩნია გადაჭარბებული უფლებები და არის შემთხვევები, როდესაც ის ბოროტად იყენებს მას. ეს იწვევს წარმოების ნაწილში საოპერაციო ხარჯების ზრდას და მწარმოებელს უძვირდება თვითღირებულება პროდუქციის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.
19 თებერვალი 2026, 23:23
პოლიტიკა
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიზანია ისეთი ინსტიტუციური ბაზის შექმნა, რომ ადგილობრივ მწარმოებელს ჰქონდეს კონკურენტული გარემო, ეფექტური ბიზნესოპერაციები და საბოლოო ჯამში შეეძლოს კონკურენციაში შევიდეს იმპორტთან
ჩვენი მიზანია, რომ ისეთი ინსტიტუციური ბაზა შევქმნათ, რომ ადგილობრივ მწარმოებელს ჰქონდეს კონკურენტული გარემო, ეფექტური ბიზნესოპერაციები ჰქონდეს და საბოლოო ჯამში შეეძლოს კონკურენციაში შევიდეს იმპორტთან, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
19 თებერვალი 2026, 23:13
მსოფლიო
L'Express: ბელგიიდან პოლონეთამდე, დონალდ ტრამპის ელჩები ევროპაში პროვოკაციულ ტაქტიკას მიმართავენ
ბელგიურ-ამერიკული ურთიერთობები ბოლო რამდენიმე დღეა ისეთ მშფოთვარე ეტაპს გადის, როგორიც აქამდე არ ყოფილა, - წერს ფრანგული ყოველკვირეული საინფორმაციო-პოლიტიკური ჟურნალი L'Express-ი სტატიაში სათაურით „ბელგიიდან პოლონეთამდე, დონალდ ტრამპის ელჩები ევროპაში პროვოკაციულ ტაქტიკას მიმართავენ“.
19 თებერვალი 2026, 23:12
სამართალი
საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს და მათთან ერთად ბრალდებულ სხვა პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებული ექვსივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათ შორის არიან: ოთარ ფარცხალაძე, ძმები მიქაძეები, მიხეილ ჩოხელი, სეხნიაშვილი და ელისო კილაძე. ბრალდებულთა ნაწილი მიმალვაშია, შესაბამისად, სასამართლომ მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაუსწრებლად იმსჯელა.
19 თებერვალი 2026, 22:41
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედების ვადა, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო იყო შემოღებული. შესაბამისი დოკუმენტი აშშ-ის ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნდა.
19 თებერვალი 2026, 22:40
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების მანქანების შემოყვანის შეზღუდვის შესახებ: დღევანდელ ჩემს განცხადებას, რომელიც ამ ინიციატივას არ ეთანხმება, საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მოყვა
ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ 6 წლის ზემოთ ასაკის ავტომანქანების შემოყვანაზე შეზღუდვის დაწესება მეორადი ავტომანქანების რეალიზაციის ბიზნესზეც უარყოფითად აისახება.
19 თებერვალი 2026, 22:07
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
19 თებერვალი 2026, 22:04
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე: საქართველო ინარჩუნებს ეკონომიკურ ზრდას და ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას იმკვიდრებს
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი, 19 თებერვალს ვენაში, ავსტრიის რესპუბლიკაში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მეორე კომიტეტის (ეკონომიკური, ეკოლოგიური და ტექნოლოგიური საკითხები) სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
19 თებერვალი 2026, 21:58
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.
19 თებერვალი 2026, 21:55
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე ქვეყანაში ექვს წელზე მეტი წლოვანების მანქანების შემოყვანის აკრძალვის ინიციატივაზე: რეგულაციები ნაჩქარებია და საჭირო არის მეტი კონსულტაციები და გონივრული გადაწყვეტილებები
ავტოპარკის განახლებისა და ძველი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით ინიციატივა გააკრიტიკა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ საკითხი კომპლექსურია და დამატებით განხილვას საჭიროებს.
19 თებერვალი 2026, 21:11
მსოფლიო
ტრამპი ნორვეგიის მიერ „მშვიდობის საბჭოს“ მასპინძლობაზე: როდესაც წავიკითხე ფრაზა „მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ნორვეგია...“, მეგონა, რომ ნობელის პრემიას მაძლევენ, როგორც იქნა, მიხვდნენ
ნორვეგიის მიერ „მშვიდობის საბჭოს“ მასპინძლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად სიახლე სხვაგვარად გაიგო.
19 თებერვალი 2026, 21:08
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, ეკა სეფაშვილი სიტყვით გამოვიდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მეორე კომიტეტის სხდომაზე
19 თებერვალს, ქალაქ ვენაში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, ეკა სეფაშვილი სიტყვით გამოვიდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მეორე კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეკონომიკური, ეკოლოგიური და ტექნოლოგიური საკითხები განიხილებოდა.
19 თებერვალი 2026, 21:02
პოლიტიკა
ბესიკ კალაძე: შეხვედრა გავმართე მოსახლეობასთან ავჭალა 2-ში, კერძოდ ხორავას ქუჩაზე, სადაც გზის დაგეგმილი რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე
„შეხვედრა გავმართე მოსახლეობასთან ავჭალა 2-ში, კერძოდ ხორავას ქუჩაზე, სადაც გზის დაგეგმილი რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე. გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, საგზაო სამუშაოები ხორავას ქუჩასა და აღნიშნული ქუჩის I ჩიხში 3 200 კვ.მ ფართობზე იგეგმება, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 258 000 ლარი.
19 თებერვალი 2026, 20:59
ეკონომიკა
როგორ უნდა დარეგულირდეს ფასები და გაიზარდოს ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობა? პარლამენტის დროებითმა კომისიამ, მესამე სხდომა გამართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ უნდა დარეგულირდეს ფასები და გაიზარდოს ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობა? ფასების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ,მესამე სხდომა გამართა. დღეს ფქვილის, ზეთის, კონსერვებისა და ტკბილეულის მწარმოებლებს მოუსმინეს. მათ რამდენიმე გამოწვევა დაასახელეს
19 თებერვალი 2026, 20:59
პოლიტიკა
უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი ყულევის პორტის სანქცირებას ითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და მავნებლობა - უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი, ყულევის პორტის სანქცირებას ითხოვს. „ნაციონალური მოძრაობის“ პატიმარი ლიდერი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის სანქცირების შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სააკაშვილი და მისი პარტია ქვეყნის რეპუტაციის მიზანმიმართულ დაზიანებას ცდილობენ და აცხადებდნენ, რომ თითქოს ქვეყანა სანქციებს გვერდს უვლიდა.
19 თებერვალი 2026, 20:53
რეგიონი
გივი მიქანაძემ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, განათლების რეფორმის კონცეფციის გაცნობის მიზნით, სასკოლო საზოგადოებასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.
19 თებერვალი 2026, 20:52
პოლიტიკა
გიორგი ბაჩიაშვილის აღიარებამ ე.წ. პოლიტიკური საქმის ფარსი დაადასტურა. რას ამტკიცებდნენ ოპოზიცია და მათი მოკავშირეები და როგორია შეფასებები ახლა? „ქრონიკის“ სიუჟეტი
გიორგი ბაჩიაშვილმა დანაშაულის აღიარებით საკუთარ საქმეს ე.წ. პოლიტიკური მოტივები თავად გამოაცალა.
19 თებერვალი 2026, 20:49
სამართალი
„ქრონიკას“ მიაწოდეს დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ ჩანაწერი, სადაც ელისო კილაძე თავის ბიზნესპარტნიორთან ოპონენტების შანტაჟსა და დაშინებაზე საუბრობს, სავარაუდოდ, თავად ელისო კილაძემ გააკეთა
„ქრონიკას“ მიაწოდეს დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ ჩანაწერი, სადაც ელისო კილაძე მის ბიზნესპარტნიორთან, წყაროს ცნობით, ოპონენტების შანტაჟსა და დაშინებაზე საუბრობს, სავარაუდოდ თავად ელისო კილაძემ გააკეთა. დოკუმენტი, რომელიც „ქრონიკამ“ მოიპოვა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არის გაცემული.
19 თებერვალი 2026, 20:46
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, „მშვიდობის საბჭო“ გაეროს „ზედამხედველობას“ გაუწევს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ხედვით, „მშვიდობის საბჭო“ ზედამხედველობას გაუწევს გაეროს.
19 თებერვალი 2026, 20:46
პოლიტიკა
დაანონსების მიუხედავად, რომ გიორგი გახარია მიუნხენის კონფერენციაზე ევროპელ ლიდერებს შეხვდებოდა, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არ იძებნება. გახარიას პარტიის წევრები კითხვებს გაურბიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაანონსების მიუხედავად, რომ გიორგი გახარია მიუნხენის კონფერენციაზე ევროპელ ლიდერებს შეხვდებოდა, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არ იძებნება.
19 თებერვალი 2026, 20:46
პოლიტიკა
რატომ დასჭირდა ევროპას ის, რის გამოც საქართველოს სანქციებით ემუქრებოდნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რატომ დასჭირდა ევროპას ის, რის გამოც საქართველოს სანქციებით ემუქრებოდნენ? აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკ ბენცი ღიად ამბობს, რომ გამჭვირვალობა ბრიუსელმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად აქცია.


