არქივი

მაიკ ბენცი

19 თებერვალი 2026, 20:46

პოლიტიკა

რატომ დასჭირდა ევროპას ის, რის გამოც საქართველოს სანქციებით ემუქრებოდნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რატომ დასჭირდა ევროპას ის, რის გამოც საქართველოს სანქციებით ემუქრებოდნენ? აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკ ბენცი ღიად ამბობს, რომ გამჭვირვალობა ბრიუსელმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად აქცია.

ოთარ ფარცხალაძე

19 თებერვალი 2026, 20:38

სამართალი

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ე.წ ქოლცენტრების საქმეში დევს საქმის ფიგურანტების ჩვენებები, რომლებიც ღიად საუბრობენ რა მეთოდებით მფარველობდნენ ოთარ ფარცხალაძე და ძმები მიქაძეები ათამდე ქოლცენტრს

„ქრონიკამ“ მოიპოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქმეში დევს პირდაპირი და მამხილებელი მტკიცებულებები, მათ შორის თაღლითური ქოლცენტრების მმართველების და სქემაში მონაწილე სხვა ფიგურანტების ჩვენებებია, რომლებიც ღიად საუბრობენ რა მეთოდებით მფარველობდნენ ოთარ ფარცხალაძე და ძმები მიქაძეები ათამდე ქოლცენტრს.

19 თებერვალი 2026, 20:37

პოლიტიკა

ბრალდებულ კილაძის მორიგი დეზინფორმაცია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან დაკავშირებული ტყუილი გამოვლენილია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობისთვის დაკავებულმა ელისო კილაძემ თავის სამართლებლად კიდევ ერთი დეზინფორმაცია გაავრცელა. ბრალდებულმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს კიდევ ერთხელ დააბრალა ის, რაც ერთი წლის წინაც თქვა. ვერც მაშინ და ვერც ახლა - ვერანაირი არგუმენტი ვერ წარმოადგინა.

19 თებერვალი 2026, 20:35

პოლიტიკა

ბრძოლა კორუფციასთან და მუნიციპალიტეტების განვითარება - პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო რწმუნებულებს, მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კორუფციის პრევენციის მნიშვნელობაზე პრემიერ-მინისტრმა აჭარაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ილაპარაკა. მთავრობის მეთაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან ერთად სახელმწიფო რწმუნებულებს, მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა.

ელისო კილაძე

19 თებერვალი 2026, 20:30

სამართალი

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ელისო კილაძის წინააღმდეგ ჩვენება მისივე ბიზნესპარტნიორმა გივი ჯიბლაძემ მისცა, რომელმაც გამოძიებას მოუყვა თუ რა როლი და ფუნქცია ჰქონდათ მას და ელისო კილაძეს ქოლცენტრების საქმეში

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ელისო კილაძის წინააღმდეგ ჩვენება მისივე ბიზნესპარტნიორმა გივი ჯიბლაძემ მისცა. ამავე საქმეზე ბრალდებულმა ჯიბლაძემ დეტალურად მოუყვა გამომძიებლებს თუ რა როლი ჰქონდათ მას და ელისო კილაძეს ქოლცენტრების საქმეში და რა ფუნქცია ეკისრებოდა ელისო კილაძეს.

19 თებერვალი 2026, 20:22

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: სამთავრობო მედია საუბრობს ისტორიულ მოვლენაზე ქართული ზამთრის სპორტის ისტორიაში. სინამდვილეში ეს არის სამარცხვინო ფურცელი

სამთავრობო მედია საუბრობს ისტორიულ მოვლენაზე ქართული ზამთრის სპორტის ისტორიაში. სინამდვილეში ეს არის სამარცხვინო ფურცელი, - წერს სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

დონალდ ტრამპი

19 თებერვალი 2026, 20:20

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ 10 მილიარდ დოლარს გადარიცხავს „მშვიდობის საბჭოს“ ფონდში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ 10 მილიარდ დოლარს გადარიცხავს „მშვიდობის საბჭოს“ ფონდში. აღნიშნული ორგანიზაციის მიზანი საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებაა, მისი პირველი მისია კი ღაზის სექტორის აღდგენით დაიწყო.

19 თებერვალი 2026, 20:17

სამართალი

აღკვეთილია ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობა - სუს-მა სისხლის სამართლის 13 საქმე გახსნა. უწყება ე.წ. შუა რგოლის კორუფციას ისევ პრობლემად ასახელებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაკავებულთა შორის არიან: ლაგოდეხის მერის წარმომადგენელი, ბათუმში დასუფთავების ერთ-ერთი სამსახურის უფროსი.

ნინო ლაცაბიძე

19 თებერვალი 2026, 20:16

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, ის გრძელვადიანი გეგმები განვიხილეთ, რომელთა განხორციელებაც, ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, ის გრძელვადიანი გეგმები განვიხილეთ, რომელთა განხორციელებაც, ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოების თავმჯდომარეებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

19 თებერვალი 2026, 20:08

მსოფლიო

Le Figaro: სანქციების მიუხედავად, ევროპული სამხედრო აღჭურვილობა რუსეთში მაინც აღწევს

2014 წლის 31 ივლისს, ევროკავშირმა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დაგმობის ნიშნად, რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაზე ემბარგო დააწესა - 2022 წლის 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბური ომი დაიწყო, ევროკავშირმა შეზღუდვები გააფართოვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ზომებს გარკვეული ეფექტი აქვს, აღნიშნული საქონელი რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით მაინც აღწევს - ნათქვამია მიუნხენის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ კვლევაში, - წერს ფრანგული გამოცემა Le Figaro სტატიაში სათაურით „სანქციების მიუხედავად, ევროპული სამხედრო აღჭურვილობა რუსეთში მაინც აღწევს“.

გურამ მაჭარაშვილი

19 თებერვალი 2026, 19:47

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომანქანების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვაზე: პრობლემასა და საზოგადოების თითქმის უმრავლესობის ინტერესებს შორის ბალანსი უნდა მოიძებნოს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომანქანების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია კონსულტაციების გამართვა და იმ ბალანსის მონახვა, რომელიც საკითხსა და საზოგადოების თითქმის უმრავლესობის ინტერესებს შორის არის.

გურამ მაჭარაშვილი

19 თებერვალი 2026, 19:39

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: დაახლოებით ერთი წელია რაც ახალი, რეგიონული განვითარების სამინისტრო შეიქმნა, სადაც ხდება გარკვეული საკითხების კონცენტრაცია. შესაბამისად დადგა სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტების მართებულობის საკითხი

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა რეგიონებში გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტურობაზე ისაუბრა. ამით ის გამოეხმაურა პარტიის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით.

დონალდ ტრამპი

19 თებერვალი 2026, 19:31

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: შესაძლოა, კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა დაგვჭირდეს, ან შესაძლოა - არა - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, უახლოესი 10 დღის განმავლობაში შეიტყობთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარისთვის ემზადება.

19 თებერვალი 2026, 19:25

რეგიონი

ახალქალაქი-სომხეთის რესპუბლიკის საზღვრის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ72-კმ112 (ახალქალაქი-სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

დონალდ ტრამპი

19 თებერვალი 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი ორბანს: მინდა იცოდეთ, რომ გაქვთ ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა - ამას კიდევ ერთხელ საჯაროდ ვადასტურებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მოახლოებულ არჩევნებში „სრული და აბსოლუტური“ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

კახა გულედანი

19 თებერვალი 2026, 19:14

პოლიტიკა

კახა გულედანი: პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მუნიციპალიტეტებმა დაიწყეს გრძელვადიან გეგმებზე მუშაობა, რაშიც ჩართულია რეგიონული განვითარების სამინისტრო, მოხდება თვითმმართველობის გეგმების შეჯერება დარგობრივი სამინისტროების გეგმებთან

მუნიციპალიტეტის ყველა საჭიროებას ვერ დაფარავს ადგილობრივი რესურსები, სწორედ ამიტომ უახლოეს მომავალში გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები დარგობრივ სამინისტროებში გადაიგზავნება. თვითმმართველობის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი და პროდუქტიული, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მეფე ჩარლზ III

19 თებერვალი 2026, 18:59

მსოფლიო

მეფე ჩარლზ III პრინც ენდრიუს დაკავებას ეხმაურება: „კანონმა თავისი გზით უნდა იაროს“

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-მ „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა მისი უმცროსი ძმის, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის დაკავების გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების პროცესი შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს.

19 თებერვალი 2026, 18:55

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა.

19 თებერვალი 2026, 18:49

ეკონომიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე კვებითი პროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრებმა კვების პროდუქციის მწარმოებლებს მოუსმინეს.

19 თებერვალი 2026, 18:47

რეგიონი

ახალქალაქი - სომხეთის რესპუბლიკის საზღვრის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ72-კმ112 (ახალქალაქი-სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გიორგი ღურჯუმელიძე

19 თებერვალი 2026, 18:45

პოლიტიკა

გიორგი ღურჯუმელიძე: პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტების გრძელვადიან გეგმებზე, რაც მათ სტაბილურ და მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა როგორც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ ხელმძღვანელობდა, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ.

ირაკლი ქადაგიშვილი

19 თებერვალი 2026, 18:42

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თვითმმართველობის ფინანსური შესაძლებლობების გაზრდას ინსტიტუციური ზრდის მიმართულებით. ის სახსრები უნდა იყოს გამოყენებული მაქსიმალურად ეფექტურად

სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თვითმმართველობის არა მარტო ინსტიტუციურ განვითარებას, არამედ მისი ფინანსური შესაძლებლობების გაზრდას, ინსტიტუციური ზრდის მიმართულებით, - განუცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს.

ბექა ვაჭარაძე

19 თებერვალი 2026, 18:37

რეგიონი

ბექა ვაჭარაძე: ბოლო წლებში, რეგიონებში, ძალიან ბევრი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ფოთი, მეორე წელია, პრემიერის გადაწყვეტილებით, დამატებით - 20 მლნ ლარის დაფინანსებას იღებს

ბოლო წლებში ძალიან ბევრი მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება რეგიონებში ცენტრალური ხელისუფლების მიერ და, ასევე, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მიზნობრივი დაფინანსებები ინფრასტრუქტურის მიმართულებებით, მათ შორის, განსაკუთრებით თვითმმართველ ქალაქებში, - განუცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ ჟურნალისტებს.

შოთა ბერეკაშვილი

19 თებერვალი 2026, 18:37

პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომა იქნება, რომ ადგილობრივ წარმოებას მოვეხმაროთ, გავხადოთ კონკურენტუნარიანი და იმაზე ძლიერი, ვიდრე იმპორტული პროდუქციაა. ჯამში მივიღებთ სერიოზულ კორექციას ფასების კლების მიმართულებით

ის 6 პრობლემა რაც არის, რომელიც დიდწილად განაპირობებს ფასნამატის ზრდას, აქვე უნდა ვთქვა, რომ ფასნამატი არ არის ერთსაფეხურიანი პროცესი. ეს არის სულ ცოტა სამ საფეხურიანი პროცესი, რომელიც შედგება მწარმოებლისგან, იმპორტიორ/დისტრიბუტორისგან და საცალო ქსელების ოპერატორებისგან, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვის დროს.

სოზარ სუბარი

19 თებერვალი 2026, 18:33

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ყველას არ აქვს საშუალება, რომ იყიდოს ახალი მანქანა, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტია ისეთი მოწესრიგებული რეგიონებში, როგორც ეს შეიძლება თბილისში იყოს, ასე რომ, ეს მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას

ყველას არ აქვს საშუალება, რომ იყიდოს ახალი მანქანა, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტია ისეთი მოწესრიგებული რეგიონებში, როგორც ეს შეიძლება თბილისში იყოს, ასე რომ, ეს მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ემანუელ მაკრონი ჯორჯია მელონი

19 თებერვალი 2026, 18:20

მსოფლიო

„ყველამ საკუთარ საქმეს მიხედოს და ყველაფერი რიგზე იქნება“ - ემანუელ მაკრონმა ჯორჯია მელონის მოუწოდა, თავი შეიკავოს საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი მკაცრად გააკრიტიკა და მოუწოდა, თავი შეიკავოს საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

სოზარ სუბარი

19 თებერვალი 2026, 18:15

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: თუ სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი გაუქმდება, რომელსაც ბევრი არაფერი ფუნქცია არ აქვს, გარდა იმისა, რომ 13 მილიონი ლარი დაიზოგება ქვეყანაში, გაუქმდება ზედმეტი ერთი ბიუროკრატიული რგოლი

თუ სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი გაუქმდება, რომელსაც ბევრი არაფერი ფუნქცია არ აქვს, გარდა იმისა, რომ 13 მილიონი ლარი დაიზოგება ქვეყანაში, გაუქმდება ზედმეტი ერთი ბიუროკრატიული რგოლი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

დავით მათიკაშვილი

19 თებერვალი 2026, 18:15

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: კონკრეტულ ქვეყნებთან, ისევე როგორც აშშ-თან ჩნდება იმედი ურთიერთობის გადატვირთვის, ახალი ფურცლიდან დაწყების, თუმცა ეს ევრობიუროკრატიას - ევროკავშირის ხელმძღვანელ რგოლს, სამწუხაროდ არ ეხება

კონკრეტულ ქვეყნებთან, ისევე როგორც აშშ-თან ჩნდება იმედი ურთიერთობის გადატვირთვის, ახალი ფურცლიდან დაწყების, თუმცა ეს ევრობიუროკრატიას - ევროკავშირის ხელმძღვანელ რგოლს, სამწუხაროდ არ ეხება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

ირაკლი კობახიძე

19 თებერვალი 2026, 18:13

პოლიტიკა

პრემიერი: კონკრეტული დანაშაულის ჩადენისას ვიღაცებისთვის პოლიტიკა და ე.წ. მედიაც არის ხოლმე თავშესაფარი, რაც ფაქტია ელისო კილაძის შემთხვევაშიც, როცა დანაშაული არის ჩადენილი, მასშესაბამისი სამართლებრივი რეაგირება სჭირდება

„მან უკვე მეორე გააკეთა ეს განცხადება პირველად გააკეთა დაახლოებით 1 წლის წინ. რამე რომ ჰქონოდა, გამოაქვეყნებდა. ბიტკოინების შესახებ ინფორმაცია არის კონფიდენციალური ანუ პრაქტიკული კუთხითაც აბსურდული იყო მისი ეს განცხადება. სერიოზულ კომენტარს მისი ასეთი განცხადებები, არ იმსახურებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე

19 თებერვალი 2026, 18:10

პოლიტიკა

პრემიერი გახარიას პარტიაზე: ინტელექტუალური რესურსი - 0, ყველანაირი რესურსი - 0, ლიდერი თავს აფარებს გერმანიას, რომ თავიდან აირიდოს შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ეს არის ამ პარტიის დღევანდელი მდგომარეობა

„ზოგადად, ეს ყველაფერი სრულიად არასერიოზულია, ბუნებრივია. საბოლოო ჯამში, გაირკვევა რა და როგორ მოხდა. აბსოლუტურად არასერიოზულია კონკრეტული ქმედებები, რასაც ვხედავთ მისი მხრიდან, მისი პარტიის მხრიდან. რესურსი - ნული. თქვენ ხედავთ, მათ შორის, პარლამენტში მათ საქმიანობას: ინტელექტუალური რესურსი - ნული, ყველანაირი რესურსი - ნული, ლიდერი არის გაქცეული გერმანიაში, თავს აფარებს გერმანიას იმისათვის, რომ თავიდან აირიდოს შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ეს არის ამ პარტიის დღევანდელი მდგომარეობა, აბსოლუტურად არასერიოზულია ის ვითარება, რომელიც ამ პარტიაში არის შექმნილი“,- აღნიშნა პრემიერმა.