არქივი

19 თებერვალი 2026, 16:32

საზოგადოება

ComCom-მა რადიოების ხელშეწყობისა და კონკურენციის გაზრდის მიზნით სამაუწყებლო ზონების საზღვრები განაახლა

კომუნიკაციების კომისიამ რადიო სამაუწყებლო სექტორში არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების შეფასების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიის 32 სამაუწყებლო ზონად დაყოფის გადაწყვეტილება მიიღო და „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” 2006 წლის დადგენილებაში ცვლილება შეიტანა.

19 თებერვალი 2026, 16:30

მსოფლიო

Politico: აშშ ნატოს დიდ გადატვირთვას და ერაყში მისიის დასრულებას აიძულებს

აშშ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის მეთაურობით ნატოზე წნეხს ახდენს, რათა მან საგარეო აქტივობების მრავალი მიმართულება შეამციროს, მათ შორის ერაყში მისია დაასრულოს. ინფორმაციას ოთხ დიპლომატზე დაყრდნობით Politico ავრცელებს.

ჯანო კუცია

19 თებერვალი 2026, 16:28

ეკონომიკა

„ბარამბოს“ კომერციული დირექტორი ჯანო კუცია: კომერციულად საინტერესოა, პატარა მარკეტში შევიდე, უფრო იაფი მიჯდება მათთან მომსახურება, მაგრამ, შევიტანე, დავტოვე პროდუქცია და გაკოტრდა, იმიტომ, რომ გვერდზე, „მოდერნ თრეიდმა“ გააკოტრა

ათი წლის წინ, ვმუშაობდით დაახლოებით 13 000 ობიექტში, დღეს, უმრავლესობა ჩვენგანი, ვმუშაობთ 3 000 ობიექტში, რატომ? - დიდმა ქსელმა მოგვთხოვა „ქეშბექი“ დიდი გაყიდვების სანაცვლოდ. ჩვენ მივეცით ეს „ქეშბექი“, რაც ამ ქსელებმა ასახეს ფასებზე, ძალიან გააიაფეს პროდუქტი და ტრადიციული მაღაზიები, რომლებსაც არ ჰქონდათ ამხელა „ქეშბექები“, კონკურენტუუნარონი გახდნენ, ანუ, ამოვარდნენ ამ სტრატეგიიდან, არავინ დაიცვა, - განაცხადა კომპანია „ბარამბოს“ კომერციულმა დირექტორმა, ჯანო კუციამ, საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

თამარ ჩიბურდანიძე

19 თებერვალი 2026, 16:13

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: გაეროს ექსპერტები იყვნენ ჩამოსული და გვითხრეს, რომ ქართული ეთნოსის საკითხია ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო. თუკი ბუნებრივი მატება არ დაფიქსირდება, ქართული ეთნოსი შევა მომაკვდავი ერების სიაში

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობას და აღნიშნა, რომ სურათი მძიმეა. მან გამოყო შობადობის კლების, ეთნოსის გადარჩენისა და მიგრაციის საკითხები. ჩიბურდანიძის შეფასებით, მოსახლეობის კლება ხდება ქართული ეთნოსის ხარჯზე და ამაზე, თავის დროზე, გაეროს ექსპერტებმაც გამოაქვეყნეს დასკვნა:

19 თებერვალი 2026, 16:08

საზოგადოება

ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას III კვარტალში სკვერი და სპორტული მოედნები განახლდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N10-15 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერი და ორი სპორტული მოედანი განახლდება.

ნიკოლოზ სამხარაძე

19 თებერვალი 2026, 16:07

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს ასამბლეაზე: საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით, ეუთოს არეალში წინ უსწრებს დაახლოებით 30 ქვეყანას. ასე რომ საქართველოს გამორჩევა, როდესაც კორუფციაზე საუბრობთ, მსუბუქად რომ ვთქვათ ძალიან უსამართლოა

საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით, ეუთოს არეალში წინ უსწრებს დაახლოებით 30 ქვეყანას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

19 თებერვალი 2026, 16:00

პოლიტიკა

საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2025 წლის 31 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

19 თებერვალი 2026, 15:58

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ბოლო 35 წლის განმავლობაში რუსეთთან სამი სხვადასხვა ომი გვქონდა. არ მოვითმენთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებებს, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისგან

არ მოვითმენთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებებს, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისგან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

19 თებერვალი 2026, 15:55

საზოგადოება

იმერეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ზესტაფონსა და საჩხერეში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

19 თებერვალი 2026, 15:48

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს ასამბლეაზე: თქვენ ახსენეთ, რომ საქართველო რუსეთთან არის დაახლოებული. მსურს შეგახსენოთ, რომ საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა ამ დარბაზში, რომელსაც ბოლო 18 წელია რუსეთთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მიმართ რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ გაჟღერებულ უსაფუძვლო ბრალდებებს უპასუხა.

19 თებერვალი 2026, 15:48

რეგიონი

ხაშურში განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე იმსჯელეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ჩადუნელმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა, მერის პირველ მოადგილესთან მაია ხაჩიძესთან და მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად ხაშურის მუნიციპალიტეტის განვითარების 2026-2036 წლების გრძელვადიან სტრატეგიაზე იმსჯელეს.

19 თებერვალი 2026, 15:48

საზოგადოება

ComCom-მა მაუწყებლობის ლიცენზიის ვადა 4 რადიოს 10 წლით გაუგრძელა

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით 4 რადიომაუწყებელს: „ტელე რადიო კომპანია ოდიშს“, „ტვ-სტილს“, „საპატრიარქოს რადიო ივერიასა“ და „მედია ჯგუფს“ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა 10 წლით გაუგრძელა.

19 თებერვალი 2026, 15:38

საზოგადოება

მუნიციპალური განვითარების ფონდი ველისციხის რეაბილიტაციისთვის ახალ ტენდერს გამოაცხადებს

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ხელშეკრულება სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან, შპს „ინსისა“ და შპს „ჯავას“ ერთობლივ საწარმოსთან, - აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინსიტროს მიერ გვრცელებულ ინფორმაციაში.

19 თებერვალი 2026, 15:37

ჯანდაცვა

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკა „ვივამედს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კლინიკა „ვივამედს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბესიკ კუსიდიმ და კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ მოაწერეს.

თამარ იოსელიანი

19 თებერვალი 2026, 15:37

საზოგადოება

თამარ იოსელიანმა ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის და ეთნომუსიკოლოგის თამარ მამალაძის საფოსტო მარკების პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

ფოლკლორის საერთაშორისო ცენტრში ცნობილი ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის და საქართველოში პირველი ქალი ეთნომუსიკოლოგის თამარ მამალაძის საფოსტო მარკების პრეზენტაცია გაიმართა. მარკები, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით გაეშვა მიმოქცევაში, „საქართველოს ფოსტამ“ დაამზადა.

19 თებერვალი 2026, 15:34

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ისრაელის ელჩს შეხვდა

განხილვის ერთ-ერთ თემას ისრაელსა და საქართველოს ირგვლივ არსებული უსაფრთხოების გარემო წარმოადგენდა. საუბარი შეეხო როგორც მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში შექმნილ ვითარებას. ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

მერაბ ვასაძე

19 თებერვალი 2026, 15:33

საზოგადოება

მერაბ ვასაძე: ქსელური მაღაზიები მოლაპარაკებას არ აწარმოებენ. უზარმაზარ შემოსავალს ვკარგავთ იმით, რომ ქსელმა უარი გვითხრა. მას ექსკლუზივი სჭირდება, რადგან მეორე კონკურენტი მუდმივად წნეხის ქვეშ ჰყავდეს

ქეშბექის თემა, რომელსაც გავდივართ განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან ყოველწლიურად ხდება ქეშბექი გადახედვა. ეს არ არის ერთი პრობლემა. ქეშბექი დაახლოებით 13-14 წლის უკან იყო 12%. როდესაც 12% იყო ყოველწლიურად გვიმატებდნენ 2%-ს. ავიდნენ 20%-ზე, დაიწყეს 3%-ის მომატება, ახლა უკვე 5%- დან 7%-მდე ყოველწლიურად გვთხოვენ ქეშბექების გადახდას, - განაცხადა საკონდიტრო კომპანიის „სანდომი“ გენერალურმა დირექტორმა, მერაბ ვასაძემ პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.

19 თებერვალი 2026, 15:19

ეკონომიკა

რატიშვილი: გადახდის ვადები არის ერთი თვიდან 45 დღემდე. ეს განსაკუთრებით მტკივნეულია პურ-ფუნთუშეულის, რძის პროდუქტებისთვის, რომლებიც მაქსიმუმ 2 დღეში იყიდება, თანხას კი, რომელიც მათთან უკვე შესულია, გვიხდიან 45 დღის შემდეგ

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო საწარმოს დამფუძნებელმა, ალექსანდრე რატიშვილმა ქსელურ მარკეტებთან არსებულ კომერციულ პირობებზე ისაუბრა.

ალექსანდრე რატიშვილი

19 თებერვალი 2026, 15:19

პოლიტიკა

ალექსანდრე რატიშვილი პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი ქსელური მარკეტების კომერციულ პირობებზე: ერთ-ერთი კომპონენტი გახლავთ ის, რომ მათ რა ფასზეც შეუთანხმდები, ვალდებულებას გაკისრებენ, რომ სხვას ამაზე იაფად არ მიუტანო

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო საწარმოს დამფუძნებელმა, ალექსანდრე რატიშვილმა ქსელურ მარკეტებთან არსებულ კომერციულ პირობებზე ისაუბრა.

შოთა ბერეკაშვილი

19 თებერვალი 2026, 15:10

პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი: არსებული ფასწარმოქმნის ჯაჭვი და ბიზნესოპერაციები ადგილობრივ წარმოებას არაკონკურენტულ გარემოში აყენებს. შესაბამისად, საბოლოო პროდუქტი, რომელსაც ისინი ქმნიან, არაკონკურენტუნარიანია

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე წინა შეხვედრები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ადგილობრივ მწარმოებლებთან საუბრისას რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა.

შოთა ბერეკაშვილი

19 თებერვალი 2026, 15:05

პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი: ფასწარმოქმნის ჯაჭვში მწარმოებელს, დისტრიბუტორსა და საცალო ქსელის ოპერატორს შორის ასიმეტრიული ურთიერთობა შეიმჩნევა - რგოლის ზედა მხარე განსაზღვრავს კომერციულ პირობებს, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა

როდესაც საუბარი იყო ფასწარმოქმნის ჯაჭვში სუბიექტებს შორის ურთიერთობებზე, მხედველობაში მაქვს მწარმოებელი, დისტრიბუტორი და საცალო ქსელის ოპერატორი - ასიმეტრიული ურთიერთობა შეიმჩნევა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯაჭვში, რგოლის ზედა მხარეს, მოლაპარაკების უფრო მეტი ძალაუფლება აქვს და ის განსაზღვრავს კომერციულ პირობებს, რომელშიც შედის გადახდები და საქონლის ბრუნვა, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

შოთა ბერეკაშვილი

19 თებერვალი 2026, 15:02

ეკონომიკა

შოთა ბერეკაშვილი: კომპანიების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ქსელებთან აქვთ კონკრეტული ტიპის გადასახადები, რომლებიც უზრდით საოპერაციო ხარჯს - საუბარია მაღაზიაში შესვლის ღირებულებაზე, „ქეშბექზე“, თაროს გადასახადზე და ა.შ.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, ადგილობრივ მწარმოებლებთან გამართული წინა შეხვედრები შეაჯამა და აღნიშნა, რომ მათთან საუბრისას გამოიკვეთა რიგი პრობლემებისა, რომლებიც ფასწარმოქმნის ჯაჭვში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და მწარმოებლის დონეზე აძვირებს ერთეულის ღირებულებას.

რატი იონათამიშვილი

19 თებერვალი 2026, 15:00

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი გახარიას პარტიაზე: დებატების ადგილი არის პლენარული სხდომა - როდესაც ჩვენ ვამხილეთ იმაში, რომ შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცეს ხმა, დაიწყეს უხერხული და უსუსური თავის მართლება

დებატების ადგილია პლენარული სხდომა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებას, რომელმაც იონათამიშვილი სატელევიზიო დებატებში მიიწვია.

ზურაბ ქადაგიძე

19 თებერვალი 2026, 14:59

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: თვითმმართველობის გაძლიერება - სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი არის ცენტრალური ხელისუფლების „ზედამხედველი“ რეგიონში, რაც ზღუდავს ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობას. მართვის ვერტიკალი უნდა იყოს პირდაპირი

„ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის სოზარ სუბარის ინიციატივას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, ან რეგიონული განვითარების სამინისტრო - ამ ორიდან უმჯობესია გაუქმდეს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, რადგან ხელისუფლების ამ რგოლს კანონით, ფაქტობრივად, არანაირი უფლებამოსილება არა აქვს.“

19 თებერვალი 2026, 14:59

რეგიონი

დავით კოდუა: ანაკლია-განმუხურის ხიდთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია

საფეხმავლო ხიდის და მთლიანად ანაკლია-განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლებისთვის საპროექტო მასშტაბური სამუშაოები იწყება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან უკვე გაფორმდა, რომელშიც მომსახურების გაწევისა და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 8 თვეა განსაზღვრული. თუმცა მანამდე დაზიანებული ხიდის რეაბილიტაციას ადგილობრივი ძალებით ვახერხებთ, რათა ტურისტულ სეზონზე დამსვენებლისთვის ხიდზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს. ხიდის დაზიანებული ნაწილების აღდგენის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბრის დასაწყისში გავაკეთეთ“, - წერს დავით კოდუა ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

პანჩი

19 თებერვალი 2026, 14:58

ტაბლოიდი

დედის მიერ მიტოვებული მაკაკა სათამაშო ორანგუტანგით სოციალური ქსელების გმირი გახდა🐵

პანჩი 2025 წლის ივნისში დაიბადა. დედამ მასზე უარი დაბადებისთანავე თქვა, რის შემდეგაც პატარა მაკაკაზე ზოოპარკის თანამშრომლებმა დაიწყეს ზრუნვა.​ პანჩისთვის შფოთვის შესამცირებლად, მომვლელებმა მას ორანგუტანგiს რბილი სათამაშო მისცეს. მას შემდეგ პანჩი სათამაშოს არ შორდება - მასთან ჩახუტებულს სძინავს და მთელი დღის განმავლობაში ყველგან თან დააქვს.

19 თებერვალი 2026, 14:54

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

19 თებერვალი 2026, 14:52

საზოგადოება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ალექსანდრე რატიშვილი

19 თებერვალი 2026, 14:51

ეკონომიკა

ალექსანდრე რატიშვილი: პრობლემა, რომელიც არსებობს ჩვენს შემთხვევაში, ეს არის საცალო სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობა - იმდენად უსამართლო პირობები აქვთ დაწესებული, რომ რაიმე განვითარებაზე, წინსვლაზე კი არა, თავის გადარჩენაზეა საუბარი

პრობლემა, რომელიც არსებობს მწარმოებლების შემთხვევაში ეს არის ე.წ რითეილებთან ურთიერთობა - საცალო სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობის პრობლემა, - განაცხადა პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო საწარმოს დამფუძნებელმა, ალექსანდრე რატიშვილმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე საუბრისას.

19 თებერვალი 2026, 14:49

მსოფლიო

Reuters: აშშ შექმნის ონლაინ პლატფორმას, რომელიც ევროპისა და სხვა ქვეყნების მცხოვრებლებს მისცემს საშუალებას, ნახონ კონტენტი, რომელიც მათ სახელმწიფოებში აკრძალულია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს ონლაინ პორტალზე, რომელიც ევროპისა და სხვა ქვეყნების მცხოვრებლებს მისცემს საშუალებას ნახონ კონტენტი, რომელიც მათ სახელმწიფოებში აკრძალულია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.