არქივი

გიგლა თამაზაშვილი

19 თებერვალი 2026, 12:34

საზოგადოება

გიგლა თამაზაშვილი: ჩვენი მიზანია, მინიმალური დანაკარგებით მივაწოდოთ წყალი ფერმერებს და ადგილობრივ მოსახლეობას

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის, გიგლა თამაზაშვილის განცხადებით, გამართულ სარწყავ სისტემებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოსავლის რაოდენობა, ხარისხის მაჩვენებელი და აქედან გამომდინარე, ფასიც.

19 თებერვალი 2026, 12:26

თავდაცვა

თავდაცვის ძალების საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვეს

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა. მეთაურმა 2025 წლის მე-4 კვარტლის თავდაცვის ძალების საუკეთესო სამხედროებს, უფროს ლეიტენანტებს: არჩილ პაქსაძესა და ლერი უშხვანს, სერჟანტებს, ნიკოლოზ ბარბაქაძესა და ბექა ჩალიგავას, ასევე კაპრალ გურამ დანელიას კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ფრიდრიხ მერცი

19 თებერვალი 2026, 12:24

მსოფლიო

მერცი: თუ ამერიკელები ფიქრობენ, რომ შეუძლიათ მაღალი ტარიფებით ზეწოლა მოახდინონ, მაშინ ჩვენ, გერმანიასა და ევროპაში საკუთარი მაღალი ტარიფებით ვუპასუხებთ

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, თუ ამერიკელები ფიქრობენ, რომ შეუძლიათ მაღალი ტარიფებით ზეწოლა მოახდინონ, მაშინ ევროპაც საკუთარი მაღალი გადასახადებით უპასუხებს.

მიხეილ სააკაშვილი

19 თებერვალი 2026, 12:11

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: მტკიცედ ვუჭერ მხარს ყულევის პორტის დასანქცირებას

„მტკიცედ ვუჭერ მხარს ყულევის პორტის დასანქცირებას. ეს არის არაკეთილსინდისიერი ოპერაცია, რომელიც რუსეთისა და ივანიშვილის საერთო ინტერესებს ემსახურება და უკრაინის წინააღმდეგ ომს აფინანსებს“, - წერს სააკაშვილი.

19 თებერვალი 2026, 12:05

ტექნოლოგიები

ანტარქტიდის წყლებში ზვიგენი პირველად შენიშნეს🦈

დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ალან ჯეიმისონმა განაცხადა, რომ გადაღება იანვარში, სამეცნიერო დანადგარზე დამონტაჟებული სპეციალური კამერით განხორციელდა. აღმოჩენილი ცხოველის სიგრძე დაახლოებით 3-დან 4 მეტრამდეა. პროფესორის თქმით, ეს ზვიგენები საკმაოდ დიდები არიან. სავარაუდოდ, ანტარქტიდის სანაპიროებთან კიდევ ბევრი ასეთი მტაცებელი ბინადრობს, რომლებიც ვეშაპების ნარჩენებითა და გიგანტური კალმარებით იკვებებიან.

გიორგი ჯინჭარაძე

19 თებერვალი 2026, 12:01

პოლიტიკა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

დიმიტრი ხუნდაძე

19 თებერვალი 2026, 11:57

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანას კრძალავს, უნდა გადაიხედოს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით ეხმიანება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომანქანების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვასთან დაკავშირებით.

იუნ სოკ იოლი

19 თებერვალი 2026, 11:51

მსოფლიო

სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

სეულის სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი, იუნ სოკ იოლი საომარი მდგომარეობის შემოღების მცდელობის საქმეზე დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

გია აბაშიძე

19 თებერვალი 2026, 11:47

პოლიტიკა

გია აბაშიძე: სანქციების გარდა, ევროცენზორებს მნიშვნელოვანი განმაიარაღებელი ციფრული სისტემა დაუპირისპირდება აშშ - დან - ბრიუსელის „ციფრული სერვისების“ სამარცხვინო აქტიც ჩალისფასიანი გახდება?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავითარებს ონლაინ პორტალს, რომელიც ევროპასა და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს საშუალებას მისცემს, ნახონ მათი მთავრობების მიერ აკრძალული კონტენტი, მათ შორის სავარაუდო სიძულვილის ენა და ტერორისტული პროპაგანდა, რაც ვაშინგტონის მიერ ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებად მიიჩნევს, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

დავით ქართველიშვილი

19 თებერვალი 2026, 11:43

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველო ინარჩუნებს იმ იშვიათ კომბინაციას, რომელიც „მღელვარე მსოფლიოში“ გეოპოლიტიკურად ყველაზე მეტად ფასობს: შიდა მართვადობასა და გარე მანევრულობას

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება გეოპოლიტიკურად „მღელვარე“ მსოფლიოსთან მიმართებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ საქართველო ახერხებს სტაბილურობის შენარჩუნებას. ანალიტიკოსის აზრით, ამაზე მეტყველებს მაკროეკონომიკური სურათი, საგარეო „ფრონტი“, რიგი რეფორმები და წარმატება სპორტში.

გიგლა თამაზაშვილი

19 თებერვალი 2026, 11:34

საზოგადოება

გიგლა თამაზაშვილი: ფერმერებისთვის მელიორაციის სერვისები უფრო ხელმისაწვდომი და მარტივად მისაღები იქნება

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა კომპანიაში 2025 წელს განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განხორციელდა რიგი რეფორმები, რომლებიც მოიცავდა სტრუქტურულ რეორგანიზაციას და ისეთი მიმართულებების ჩამოყალიბებას, რამაც ფერმერებისთვის მაღალი ხარისხის სერვისების ეფექტიანი და სწრაფი მიწოდება უნდა უზრუნველყოს.

ლაშა მაღრაძე

19 თებერვალი 2026, 11:34

სამართალი

ლაშა მაღრაძე: სუს-ის დღევანდელი რესურსი აბსოლუტურად განსხვავებულია. გატარებული შიდა რეფორმების, საკადრო ცვლილებების, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გაუმჯობესების ხარჯზე, თვისებრივად გაძლიერდა უწყების შესაძლებლობები

თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი რესურსი აბსოლუტურად განსხვავებულია, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილე ლაშა მაღრაძემ.

ლაშა მაღრაძე

19 თებერვალი 2026, 11:25

სამართალი

ლაშა მაღრაძე: ადამიანებს, რომლებსაც უჩნდებათ სურვილი თავისი მდგომარეობა მატერიალური უპირატესობისთვის გამოიყენონ, ვაფრთხილებთ - კანონის დარღვევის ნებისმიერი ფაქტი იქნება გამოვლენილი და მოჰყვება შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება

ადამიანებს, რომლებსაც უჩნდებათ სურვილი თავისი მდგომარეობა ბოროტად, მატერიალური უპირატესობისთვის გამოიყენონ, ვაფრთხილებთ - კანონის დარღვევის ნებისმიერი ფაქტი იქნება გამოვლენილი და მოჰყვება შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილე ლაშა მაღრაძემ.

19 თებერვალი 2026, 11:20

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტროში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების გეგმა განიხილეს

შეხვედრაზე კომპანიის მიერ წარმოდგენილი კონცეპტუალური ხედვის თანახმად, იგეგმება როგორც არსებული ტერმინალის გაფართოება, ისე ახალი ტერმინალის მშენებლობა. პროექტი აეროპორტის სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტზე აქტიური მუშაობა გაგრძელდება.

19 თებერვალი 2026, 11:10

სამართალი

სუს-მა ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობისას უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა. ბოლო დღე-ნახევარში კი 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია 29 პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 პირი.

მარკო რუბიო

19 თებერვალი 2026, 11:09

მსოფლიო

CNN: მარკო რუბიო 28 თებერვალს ისრაელში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო 28 თებერვალს ისრაელში ჩავა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

19 თებერვალი 2026, 11:03

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ აღმოაჩინეს.

19 თებერვალი 2026, 10:59

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში ტირიფონის მაგისტრალური არხი იწმინდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში ტირიფონის მაგისტრალური არხის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. არხის სიგრძე დაახლოებით 2900 მეტრია.

ვოლოდიმირ ზელენსკი

19 თებერვალი 2026, 10:45

მსოფლიო

ზელენსკი: პარტნიორებმა უნდა თქვან, მათ არჩევნების ჩატარება, თუ ჩემი შეცვლა სურთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პარტნიორებმა უნდა გასცენ პასუხი ერთ კითხვას, მათ არჩევნების ჩატარება, თუ არჩევნების გზით მისი შეცვლა სურთ.

ნაზგული

19 თებერვალი 2026, 10:34

ტაბლოიდი

ცნობილია ძაღლის ვინაობა, რომელმაც ოლიმპიადაზე მოთხილამურეებთან იასპარეზა🐺

„ამ დილით ის ჩვეულებრივზე მეტად ტიროდა, რადგან დაინახა, როგორ მივდიოდით. ვფიქრობ, უბრალოდ ჩვენთან ერთად წამოსვლა უნდოდა. ის ყოველთვის ხალხისკენ ისწრაფვის“, - განუცხადა გამოცემას ნაზგულის პატრონმა.

19 თებერვალი 2026, 10:32

სამართალი

სამართალდამცველებმა რუსთავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1985 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

19 თებერვალი 2026, 10:30

საზოგადოება

ლაშა დოლიძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ოფისის კოორდინატორს სალიჰ ოზერს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თბილისის საკოორდინაციო ოფისის კოორდინატორს სალიჰ ოზერს შეხვდა.

ფრიდრიხ მერცი

19 თებერვალი 2026, 10:29

მსოფლიო

მერცი: მოლაპარაკებების გზით უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინაში მოლაპარაკებების გზით ომის სწრაფად დასრულების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

19 თებერვალი 2026, 10:28

სამართალი

სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს.

19 თებერვალი 2026, 10:28

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინისა“ და სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკის საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

ანასტასია გუბანოვა

19 თებერვალი 2026, 10:18

სპორტი

ანასტასია გუბანოვა ოლიმპიადაზე თავისუფალ პროგრამას დღეს შეასრულებს

ზამთრის 25-ე ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ფიგურულ ციგურაობაში მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდება, რომლისთვისაც ქალები იასპარეზებენ. ბოლო, საუკეთესო ექვსეულში საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა გამოვა. მოკლე პროგრამის შემდეგ ის 71.77 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.

კეროლაინ ლევიტი

19 თებერვალი 2026, 09:20

მსოფლიო

თეთრი სახლი: დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით პრიორიტეტად დიპლომატიას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით პრიორიტეტად დიპლომატიას განიხილავს, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.

ელისო კილაძე

19 თებერვალი 2026, 09:18

პოლიტიკა

„მხილება" ელისო კილაძის ჩვეული, ბინძური ხელწერით: რას გვეუბნება რეალურად 2015 წლის სქრინი, რომლის საფუძველზეც, კილაძე მამუკა მდინარაძეს ბიტკოინების ფლობას აბრალებს?

„ჩემ მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ საფულეზე 241 ბიტკოინის ფლობით", - ეს ნაწყვეტია წერილიდან, რომელსაც „ქოლცენტრების საქმეზე" ბრალდებული, ელისო კილაძე, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ავრცელებს და მის დაკავებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შურისძიებას უკავშირებს, ბრალს კი არ აღიარებს.

ფრედერიკი

19 თებერვალი 2026, 09:00

მსოფლიო

Reuters: დანიის მეფე გრენლანდიას ეწვია

დანიის მეფე, ფრედერიკი გრენლანდიას ეწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

19 თებერვალი 2026, 08:50

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 თებერვალს საქართველოში

19 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +19 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.