არქივი
19 თებერვალი 2026, 08:32
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი სააგენტოებთან დაკავშირებით აშშ-ის ახალ სტრატეგიულ გეგმაზე: ჩვენ უკვე წლებია, ხმამაღლა ვამბობთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები გამოიყენება დემოკრატიის ნგრევისთვის სხვადასხვა ქვეყანაში, იქ შავი ფულის შეტანისთვის
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვითაც აშშ აღარ დააფინანსებს უცხოური გავლენის არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახელმწიფო ყველა გზით დაუპირისპირდება უცხოურ გავლენებს, შეფასებების თემაა მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული დოკუმენტი კიდევ ერთხელ ცალსახად ადასტურებს იმას, რომ სახელისუფლებო გუნდის მიერ უცხოური გავლენების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯები ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას იცავდა.
19 თებერვალი 2026, 08:21
პოლიტიკა
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიზანია, გავაკეთოთ ანალიზი, თუ რა გამოწვევებია სექტორში, რა იწვევს ასეთ მაღალ ფასნამატს და შემდეგ დავგეგმავთ, თუ რა მექანიზმები უნდა ავამოქმედოთ იმისათვის, რომ მივიღოთ მნიშვნელოვანი კორექცია კლების მიმართულებით
ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა კომისიის მიზნებზე ისაუბრა.
19 თებერვალი 2026, 08:13
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია - აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია - აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
19 თებერვალი 2026, 08:13
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა. მაღალმთიან რაიონებში ნავარაუდევია თოვლი და ქარბუქი, რომელიც დღის ბოლომდე შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 10-12 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში - შიდა ქართლში 8-10 გრადუსი, კახეთის რეგიონში კი 13-15 გრადუსი.
19 თებერვალი 2026, 08:12
რეგიონი
ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
19 თებერვალი 2026, 08:09
რეგიონი
დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი მეხანძრე-მაშველებმა ხანძარი რამდენიმე საათში ჩააქრეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ცეცხლი ეკალ-ბარდს დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაუჩნდა. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობდა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველების ეკიპაჟი იყო მობილიზებული. საბედნიეროდ, ცეცხლი დასახლებულ პუნქტამდე არ გავრცელებულა და ადგილზე არავინ არ დაშავებულა. შემთხვევის ადგილას ქობულეთის მერი და დაბა ჩაქვის წარმომადგენელი იმყოფებოდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია.
19 თებერვალი 2026, 08:06
რეგიონი
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
19 თებერვალი 2026, 08:01
სამართალი
ქოლცენტრების საქმის ფიგურანტთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს
ქოლ-ცენტრების მასშტაბური დანაშაული პროკურატურამ გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა ათი ადამიანის მიმართ დაიწყო. მათ შორისაა მიმალული, ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ასევე სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული გიორგი მიქაძე.
19 თებერვალი 2026, 08:00
პოლიტიკა
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას განაგრძობს
კომისიის წევრები დღეს კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ.
19 თებერვალი 2026, 02:18
მსოფლიო
ტრამპი ბაიდენზე: ჩვენ გვყავდა იდიოტი პრეზიდენტის პოსტზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბაიდენის მმართველობის პერიოდი მკაცრად შეაფასა და მის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით საკუთარი ძველი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
19 თებერვალი 2026, 02:09
მსოფლიო
ფიცო: თუ ზელენსკის ჰგონია, რომ სლოვაკეთის ნავთობით შანტაჟი უკრაინას ევროკავშირთან დააახლოებს, ის მწარედ ცდება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მისამართით კრიტიკულ განცხადებას აკეთებს.
19 თებერვალი 2026, 02:03
მსოფლიო
ზელენსკი: ტერიტორიების საკითხსა და სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო სიტყვა უკრაინელ ხალხს ეკუთვნის.
19 თებერვალი 2026, 01:59
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან ურთიერთობისთვის ბრიუსელი კვლავ ირჩევს არა დიალოგის რეჟიმს, არამედ ზეწოლის ენას - ეს, რა თქმა უნდა არის სტრატეგიული შეცდომა
მაქვს განცდა, რომ დღეს ბრიუსელში ძალიან ნაკლებად არის ობიექტური რეალობის აღქმის, სწორად აღქმის და შეფასების შესაძლებლობები. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ზოგადად, რაც ხდება ბრიუსელში ვფიქრობ, რომ სათანადოდ არ ხდება ამ ყველაფრის გაანალიზება. ამ ფონზე სულაც არ არის გასაკვირი, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია საერთოდ ვერ ხვდება საქართველოსთან ურთიერთობების მნიშვნელობას. ბრიუსელს აკლია სტრატეგიული ხედვა და ამ ხედვის განხორციელება, რაზეც თავად მარკო რუბიომაც არაერთხელ მიუთითა, მათ შორის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებშიც, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
19 თებერვალი 2026, 01:46
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: რით განსხვავდებოდა საბჭოთა კავშირისგან ევროკავშირი? იმით, რომ ეს იყო სუვერენული სახელმწიფოების გაერთიანება - დღეს ჩვენ რას ვხედავთ, შეიქმნა რაღაც ორგანოები, რომლებიც წყვეტენ, რა უნდა იყოს შენს ქვეყანაში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და იმ სისტემურ პრობლემებზე ისაუბრა, რაც, მისი თქმით, საფრთხეს უქმნის სუვერენული სახელმწიფოს უფლებების განხორციელებას.
19 თებერვალი 2026, 01:31
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს უნიკალურ სტრატეგიულ როლს ვერც ერთი გზა ვერ ჩაანაცვლებს
გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა რეგიონში საქართველოს სტრატეგიულ როლსა და „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
19 თებერვალი 2026, 01:20
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედიLive“-ის ეთერში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებსა და დისკუსიებზე ისაუბრა
„ნამდვილად საინტერესო იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ბევრი თვალსაზრისით. პირველ რიგში, ორ მნიშვნელოვან მიმართულებაში იყო საქართველო წარმოდგენილი, ერთი ეს გახლდათ შუა დერეფნის განვითარება და დაკავშირებადობა, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის, მათ შორის ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში, ხოლო მეორე, გაფართოების საკითხზე გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატი, სადაც მონაწილეობის შესაძლებლობა გვქონდა. გარდა ამისა, უსაფრთხოების კონფერენციას ბევრი სტუმარი ესწრებოდა და კარგი შესაძლებლობა იყო ჩემს კოლეგა მინისტრებთან სხვადასხვა საკითხზე საუბრისთვის.“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
19 თებერვალი 2026, 01:10
პოლიტიკა
პეტრე მამრაძე ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობაზე: მიუნხენის კონფერენციაზე ვერც ერთმა ვერ გაბედა შეერთებული შტატების და მით უმეტეს, პირადად ტრამპის თუნდაც ხსენება, კრიტიკაზე ლაპარაკი ზედმეტია, კრიტიკა გამორიცხულია
რას შეცვლის ევროპის მისამართით შეერთებული შტატების მხრიდან მწვავე განცხადებები - ამ თემაზე გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა პეტრე მამრაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ცვლილებები უკვე ხდება.
19 თებერვალი 2026, 00:46
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი: იმდენად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩასარევად, რომ ყველანაირი ჩარჩო დაიკარგა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საერთაშორისო ორგანიზაციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი პოლიტიკურ ინსტრუმენტებად გამოიყენება.
19 თებერვალი 2026, 00:40
პოლიტიკა
პეტრე მამრაძე: სააკაშვილის წლებში იყო დამოკიდებულება, რომ ხარ ენჯეო, გრანტი აღებულია, უნდა შეასრულო დავალება, ასე უყურებდნენ საქართველოს. მთელი ჩემი გამოცდილებით გეუბნებით
სააკაშვილის წლებში იყო დამოკიდებულება, რომ ხარ ენჯეო, გრანტი აღებულია უნდა შეასრულო დავალება, ასე უყურებდნენ საქართველოს მთელი ჩემი გამოცდილებით გეუბნებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა პეტრე მამრაძემ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებულ დამოკიდებულებაზე საუბრისას. მამრაძეს მიაჩნია, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს, რომელიც სუვერენიტეტის განმტკიცებას ეხება.
19 თებერვალი 2026, 00:35
პოლიტიკა
იონათამიშვილი გახარიას პარტიაზე: კენჭისყრაში რომ არ მიეღოთ მონაწილეობა, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ წინააღმდეგ წასვლას, პასუხისმგებლობა მოჰყვება - ამაზე უხერხული თავის მართლება ძნელად მახსენდება
ამაზე უხერხული თავის მართლება ძნელად მახსენდება, - ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, "გახარია -საქართველოსთვის" წევრის, გიგა ფარულავას განმარტებას, თუ რატომ მისცა მისმა პარტიამ ხმა შშმ პირთა უფლებების წინააღმდეგ.
19 თებერვალი 2026, 00:25
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: თუ როგორი იქნება ახალი ჩარჩო, ამას სჭირდება თანამშრომლობა. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ როდესაც აშშ ჩათვლის საჭიროდ საქართველოსთან ურთიერთობების ახალი ჩარჩო შექმნას, ამაზე ვიმუშაოთ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის შემდეგ ახალი ადმინისტრაციის პოზიციის შეცვლაზე ისაუბრა. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ახალი ადმინისტრაციის განსხვავებულ პოზიციაზე მეტყველებს თუნდაც, ის ერთწლიანი დუმილი, რომელიც იყო სახელმწიფოდ დეპარტამენტის და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიციონირების მხრიდან.
19 თებერვალი 2026, 00:17
მსოფლიო
მაიკ ბენცი: ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში საჭიროა რაღაც ტიპის გამჭვირვალობის კანონი - თუმცა, ევროკავშირის ბიუროკრატების ეს კლასი სანქციებით ემუქრებოდა უნგრეთსა და საქართველოს ასეთი კანონების გამო
ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში საჭიროა რაღაც ტიპის გამჭვირვალობის კანონი - თუმცა, 15 თვის წინ, ევროკავშირის ბიუროკრატების ეს კლასი სანქციებით ემუქრებოდა უნგრეთსა და საქართველოს ასეთი კანონების მიღების გამო, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მაიკ ბენცმა ლიზ ტრასთან ინტერვიუში.
18 თებერვალი 2026, 23:54
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: თუ დაემატება რაღაც გზა ჩვენს რეგიონს, რეგიონის ფასი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება სწორედ დაკავშირებადობის კონტექსტში, მაგრამ ის, რომ რომელიმე გზამ ჩაანაცვლოს საქართველო, ეს წარმოუდგენელია
თუ დაემატება რაღაც გზა ჩვენს რეგიონს, ჩვენი რეგიონის ფასი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება სწორედ დაკავშირებადობის კონტექსტში, მაგრამ ის, რომ რომელიმე გზამ ჩაანაცვლოს საქართველო, ეს წარმოუდგენელია მაშინ, როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში ეს გზა არსებობს, მოქმედებს, ვითარდება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
18 თებერვალი 2026, 23:52
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი: დღეს ბრიუსელში ნაკლებად არის ობიექტური რეალობის სწორად შეფასების შესაძლებლობები. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს - ამ ფონზე არ არის გასაკვირი, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია ვერ ხვდება საქართველოსთან ურთიერთობების მნიშვნელობას
დღეს ბრიუსელში ნაკლებად არის ობიექტური რეალობის სწორად აღქმის და შეფასების შესაძლებლობები. ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს. ზოგადად რაც ხდება, ვფიქრობ, რომ ბრიუსელში კარგად არ ხდება ამ ყველაფრის გაანალიზება და ამ ყველაფრის ფონზე სულაც არ არის გასაკვირი, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია საერთოდ ვერ ხვდება საქართველოსთან ურთიერთობების მნიშვნელობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
18 თებერვალი 2026, 23:48
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სახელმწიფო მდივნის მხრიდან ცალსახად ითქვა, რომ არსებული მემკვიდრეობა არის რთული და სჭირდება გადახედვა. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს მოხდება უფრო მალე, ვიდრე გვიან
სახელმწიფო მდივნის მხრიდან ცალსახად ითქვა, რომ ის მემკვიდრეობა, რომელიც არსებობს არის რთული და მას სჭირდება გადახედვა, ჩვენი მოლოდინია, რომ ეს მოხდება უფრო მალე, ვიდრე გვიან, ფიქრის პროცესი უკვე დაწყებულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჯეი დი ვენსთან და მარკო რუბიოსთან მილანში გამართულ კომუნიკაციაზე საუბრისას. მინისტრს მიაჩნია, რომ კრიტიკა ეკუთვნით მათ, ვინც მონაწილეობა მიიღო იმ პროცესში, რომელმაც წინა ადმინისტრაციის პერიოდში საქართველო-ამერიკის ურთიერთობები დააზიანა.
18 თებერვალი 2026, 23:45
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ევრობიუროკრატიაზე: ჩვენს თვალში ხდება იმ ფასეულობების და იმ სახის ნგრევა, რაც ჩვენ მოგვწონს და რისკენაც ვისწრაფვით
ჩვენს თვალში ხდება იმ ფასეულობების და იმ სახის ნგრევა, რაც ჩვენ მოგვწონს და რისკენაც ვისწრაფვით. ის რომ დღეს შეიძლება მიკროფონით სდიო ადამიანებს, აბა თქვით პუტინი არის თუ არა ტერორისტი, არის თუ არა საერთაშორისო კრიმინალი და მეორე დღეს დაჯდე და თამამად თქვა, რომ მე რუსეთს უნდა ვესაუბრო სხვა გამოსავალი არ არის, ამ დროს შენი სანდოობა და სახე ზიანდება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რუსეთთან დაკავშირებით ევრობიუროკრატების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას. საგარეო საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ ცვალებადი პოზიციებით ევრობიუროკარტები საკუთარ თავს ერჩიან.
18 თებერვალი 2026, 23:39
მსოფლიო
თეთრი სახლის სპიკერი ზელენსკის განცხადებაზე: პრეზიდენტი ტრამპი ამაზე უპასუხებდა, რომ მისი აზრით, სამართლიანი არ არის, როდესაც ამ სასიკვდილო ომში ათასობით უკრაინელი და რუსიც კარგავს სიცოცხლეს
ვფიქრობ, პრეზიდენტი ამაზე უპასუხებდა, რომ მისი აზრით, სამართლიანი არ არის, როდესაც ამ სასიკვდილო ომში ათასობით უკრაინელი და რუსიც კარგავს სიცოცხლეს, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კეროლაინ ლევიტმა.
18 თებერვალი 2026, 23:34
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მზაობა იმისა, რომ სწორად იყოს გაგებული რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, ბრიუსელის ბიუროკრატიაში არ არის. პირიქით, დღეს არიან იქ ადამიანები, რომლებიც საქართველოს საკითხს იყენებენ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის
მზაობა იმისა, რომ სწორად იყოს გაგებული რას აკეთებს საქართველო, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიაში ეს მზაობა არ არის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
18 თებერვალი 2026, 23:21
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი უსაფრთხოების კონფერენციაზე: რაც ჩვენ მოვისმინეთ უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კიდევ უფრო ამტკიცებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის სისწორეს
რაც ჩვენ მოვისმინეთ უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კიდევ უფრო ამტკიცებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის სისწორეს, თუ რამდენად მართებული იყო ის პოლიტიკა, რასაც ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება ატარებს, მაშინ როდესაც ჩვენი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მთავარი ამოსავალი წერტილი სუვერენიტეტის დაცვაა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე საუბრისას. მინისტრის თქმით, კონფერენციის ტრიბუნებიდან ხშირად ისმოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო, თანამედროვე წესრიგის გადალაგების პროცესში ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვა.
18 თებერვალი 2026, 23:02
რეგიონი
ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია: სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის შესასვლელთან თევზის რესტორნებს ანგრევენ სიცრუეა
ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სხვადასხვა მედია საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის შესასვლელთან თევზის რესტორნებს ანგრევენ სიცრუეა. ამ ეტაპზე ე.წ. თევზის ბაზრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს უკანონოდ განთავსებული კონსტრუქციის დემონტაჟი.


