არქივი
18 თებერვალი 2026, 22:20
მსოფლიო
მერცი: არ მსურს, გერმანია საკუთარი ბირთვული იარაღის ქონის საკითხს საერთოდ განიხილავდეს
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა კატეგორიულად უარყო იდეა იმის შესახებ, რომ ქვეყანამ საკუთარი ბირთვული არსენალი შექმნას. პოდკასტში Machtwechsel საუბრისას მან აღნიშნა, რომ ამ საკითხის განხილვაც კი მიუღებელია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
18 თებერვალი 2026, 21:47
მსოფლიო
ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ევროპელი ლიდერები ბირთვულ იარაღზე მეტისმეტად ბევრი საუბრის გამო გააკრიტიკა
ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, ტეო ფრანკენმა ევროპელი ლიდერები ბირთვულ იარაღზე მეტისმეტად ბევრი საუბრის გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
18 თებერვალი 2026, 21:45
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: პირველი მოსმენით მხარი დავუჭირეთ ცვლილებებს კანონში შშმ პირთა უფლებების შესახებ. გახარიას პარტიის 7-მა წევრმა საწინააღმდეგოდ მისცა ხმა! თან ისე, რომ განხილვის დროს არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
18 თებერვალი 2026, 21:41
პოლიტიკა
ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქის მერმა თამარ ტალიაშვილს ახალი მისია მიულოცა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცების საქმეში წარმატება უსურვა
ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თამარ ტალიაშვილის აუდიენცია ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქის მერთან, მიურიელ ბაუზერთან. მერმა საქართველოს ელჩს ახალი მისია მიულოცა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცების საქმეში წარმატება უსურვა.
18 თებერვალი 2026, 21:38
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
18 თებერვალი 2026, 21:34
სპორტი
ლუკა ბერულავა: აფხაზეთიდან წამოსულმა ჩემმა ოჯახმა გულით მასწავლა ქვეყნის, მიწის, ხალხის სიყვარული, რასაც დღემდე სიამაყით ვატარებ. თუ დღეს ამ წარმატებას ვზეიმობ, ეს წინაპრების გზის გაგრძელებაა, ამ გზაზე ყველაზე დიდი ამაგი ბაბუას მიუძღვის
აფხაზეთიდან წამოსულმა ჩემმა ოჯახმა გულით მასწავლა ჩემი ქვეყნის, მიწის და ხალხის სიყვარული, რასაც დღემდე სიამაყით ვატარებ, - განუცხადა „ქრონიკას“ მოციგურავე ლუკა ბერულავამ.
18 თებერვალი 2026, 21:24
სპორტი
მოციგურავე ლუკა ბერულავა: დღეს ძალიან ამაყი ვარ, საქართველოსთვის ვერცხლის მედლის მოპოვება ჩემთვის დიდი პატივია. მადლობა სახელმწიფოს ამ დიდი ფულადი ჯილდოსა და დაფასებისთვის, ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია
„დღეს ძალიან ამაყი ვარ, საქართველოსთვის ვერცხლის მედლის მოპოვება ჩემთვის დიდი პატივია. მადლობა სახელმწიფოს ამ დიდი ფულადი ჯილდოსთვის და დაფასებისთვის“, - განუცხადა „ქრონიკას“ მოციგურავე ლუკა ბერულავამ.
18 თებერვალი 2026, 21:14
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, ან რეგიონული განვითარების სამინისტრო - ამ ორიდან უმჯობესია გაუქმდეს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, რადგან ხელისუფლების ამ რგოლს კანონით, ფაქტობრივად, არანაირი უფლებამოსილება არა აქვს
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგიონული განვითარების მინისტრის მოსმენისას, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მართვის სისტემაში არსებული ფუნქციური დუბლირების საკითხი დააყენა და ერთ-ერთი ინსტიტუტის გაუქმების აუცილებლობაზე ისაუბრა.
18 თებერვალი 2026, 21:09
პოლიტიკა
საკანონმდებლო ორგანომ „ფაქტორინგის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „ფაქტორინგის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტი პირველი მოსმენით, 85 ხმით მიიღო.
18 თებერვალი 2026, 21:07
სამართალი
საქართველოს ციხეებში წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები არ ყოფილა - რა წერია ევროსაბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის არცერთი ფაქტი არ დასტურდება. ამას წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი ამბობს.
18 თებერვალი 2026, 21:02
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი „პუბლიკას” ფოტოებზე: სპეციალური მისიით მიავლინეს პარლამენტში ფოტოგრაფი, რომელსაც უნდა მოეგროვებინა რუსული ანალოგის შესატყვისი მასალა. მაწაკობა სისულელეებში, რომლის წახალისებაც პრიზებით ხდება
„მოხეტიალე რუსულმა ინტერნეტ-მემმა ენჯეო-მედიას, ამჯერად “პუბლიკას”, რომლის დონორებიც წუხხან მედიაგარემოს გაუარესებაზე ხოლმე, “პატალა ტრიუკი” მოაფიქრებინა: - “მოდი მსგავსი კადრები გადავიღოთ, გამოვდოთ, დავტროლოთ, პარლამენტში გაბრაზდებიან და აგვიკრძალავენ გადაღებას. მერე ჩვენ გავიქცევით დონორთან, ვეტყვით რომ გვზღუდავენ და თან ვანახებთ როგორ გვებრძვიან რრრრუსული მეთოდებით”- წერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ანალიტიკოსი გურამ ნიკოლაშვილი პარლამენტის პლენარული სხდომიდან “პუბლიკას” მიერ გავრცელებული ფოტოების შესახებ, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობის წევრების უხერხული მომენტებია ასახული.
18 თებერვალი 2026, 20:53
პოლიტიკა
პარლამენტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი წარადგინა.
18 თებერვალი 2026, 20:52
მსოფლიო
უკრაინამ და რუსეთმა სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ ცალკე შეხვედრა გამართეს
ჟენევაში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, რუსტემ უმეროვი რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს, ვლადიმირ მედინსკის შეხვდა.
18 თებერვალი 2026, 20:41
პოლიტიკა
პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა
პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს 78 ხმით 8-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
18 თებერვალი 2026, 20:38
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: კორუფციასთან ბრძოლას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუმცა ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ და პრობლემები არ უნდა შეექმნას მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, სოზარ სუბარი, სიტყვით გამოვიდა პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენდნენ რეგიონალური განვითარების მინისტრის, კახაბერ გულედანის მოხსენებას. დეპუტატმა ისაუბრა თვითმმართველობაში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, კორუფციასა და გაზრდილ ბიუროკრატიაზე.
18 თებერვალი 2026, 20:36
სამართალი
ე.წ. ქოლცენტრების საქმე, ბრალდებულია ოთარ ფარცხალაძე, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე - სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 ადამიანის მიმართ
ე.წ. ქოლცენტრების საქმე - ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე. დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე. სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 ადამიანის მიმართ. მათგან ოთხმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და დანაშაულიც აღიარა.
18 თებერვალი 2026, 20:34
სამართალი
უკომპრომისო ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ბოლო 48 საათში, თბილისსა და რეგიონებში ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97ადამიანია დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება.
18 თებერვალი 2026, 20:32
მსოფლიო
POLITICO: ევროკომისიამ გამოაცხადა გეგმები ევროკავშირის იმ რეგიონებში ინვესტირების შესახებ, რომლებიც რუსეთს, ბელარუსსა და უკრაინას ესაზღვრებიან და ომის გამო ეკონომიკურად ზარალდებიან
ევროკომისიამ ოთხშაბათს გამოაცხადა გეგმები ევროკავშირის იმ რეგიონებში ინვესტირების შესახებ, რომლებიც რუსეთს, ბელარუსსა და უკრაინას ესაზღვრებიან და ომის გამო ეკონომიკურად ზარალდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
18 თებერვალი 2026, 20:21
პოლიტიკა
ბრძოლა უკანონო მიგრაციასთან და დემოგრაფიული გამოწვევები - პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია ორ საათს გაგრძელდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მიგრაციასთან დაკავშირებულ სპეკულაციას პოლიტიკური მოტივი აქვს და არანაირი რეალური საფუძველი. საკითხის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ილაპარაკა. მთავრობის მეთაურმა კონკრეტული არგუმენტებით განმარტა, რა განაპირობებს ჩვენს ქვეყანაში მიგრანტების შემოსვლას.
18 თებერვალი 2026, 20:16
რეგიონი
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
18 თებერვალი 2026, 20:11
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის 70 წლის იუბილე და ისტორიული როლი ქართულ პოლიტიკაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბიძინა ივანიშვილის 70 წლის იუბილე და ისტორიული როლი ქართულ პოლიტიკაში. უდიდესი პიროვნული რისკის ფასად, გარდატეხა ქვეყნისა და სახელმწიფოს ცხოვრებაში. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით 2012 წლის ისტორიული გამარჯვება, რამაც ქვეყანა უმძიმესი კრიზისიდან გამოიყვანა.
18 თებერვალი 2026, 19:42
მსოფლიო
ნიგერიაში, მაღაროში გაზის აფეთქებას 38 ადამიანი ემსხვერპლა
ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში, პლატოს შტატში, ტყვიის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხშაბათს დილით 38 მაღაროელი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით AFP ავრცელებს.
18 თებერვალი 2026, 19:36
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ახალგაზრდულ ცენტრში მოხალისეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ახალგაზრდულ ცენტრში მოხალისეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
18 თებერვალი 2026, 19:21
მსოფლიო
POLITICO: ბერლინის სასამართლომ პლატფორმა X-ს უნგრეთის არჩევნებთან დაკავშირებული მონაცემების გაცემა დაავალა
გერმანიის სასამართლომ სამშაბათს დაავალა ილონ მასკის სოციალურ ქსელ X-ს, გადასცეს მკვლევრებს უნგრეთის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებული მონაცემები მათი დეტალური შესწავლის მიზნით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
18 თებერვალი 2026, 18:51
მსოფლიო
მაკრონი: 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ ნატო გამოაფხიზლა - თუმცა, გამოიღვიძა თუ არა მან სპინალური ბაყაყის მსგავსად? დღეს ამის თქმა არ შემიძლია
ელისეის სასახლეში ვახშამზე შეკრებილი ფრანგული ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლების წინაშე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ნატოს მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელიც ტრამპისტულ ამბიციებს უპირისპირდება, - წერს ფრანგული გამოცემა L'Express.
18 თებერვალი 2026, 18:35
სამართალი
ბესარიონ ჟვანიას ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
18 თებერვალი 2026, 18:29
სამართალი
ძამაშვილი: 2012 წლის შემდეგ არ ყოფილა შემთხვევა, რომ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილიყო და ის დასაშვებად გამოცხადებულიყო, რაც ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშიდან იკვეთება, რომ სახელმწიფოს მიდგომა არის ის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ადამიანის უფლებები, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბექა ძამაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშზე საუბრისას.
18 თებერვალი 2026, 18:28
მსოფლიო
სპორტის საკითხებში ევროკომისარი არ დაესწრება პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც რუს და ბელარუს სპორტსმენებს საკუთარი ეროვნული დროშების აღმართვის უფლებას აძლევს
სპორტის საკითხებში ევროკომისარი, გლენ მიკალეფი არ დაესწრება პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც რუს და ბელარუს სპორტსმენებს საკუთარი ეროვნული დროშების აღმართვის უფლებას აძლევს.
18 თებერვალი 2026, 18:26
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი CPT-ზე: დინამიკა რომ დავინახოთ, რა იყო მათი რეკომენდაცია წლების წინ და რა არის დღეს, წლების წინ საუბარი იყო, რომ პერსონალი აწამებდა პატიმრებს და დღეს არის, რომ პატიმრებსაც არ ჰქონდეთ ერთმანეთთან ძალადობის მცდელობა
მნიშვნელოვანია დინამიკა დავინახოთ, რა იყო მათი რეკომენდაცია წლების წინ და რა არის დღეს. წლების წინ საუბარი იყო, რომ პერსონალი ძალადობდა, აწამებდა პატიმრებს და დღეს არის, რომ პატიმრებსაც არ ჰქონდეთ ერთმანეთთან ძალადობის მცდელობა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის რეკომენდაციებზე საუბრისას.
18 თებერვალი 2026, 18:20
სამართალი
ბექა ძამაშვილი: CPT-ს სტანდარტია, რომ 1 მსჯავრდებულზე 4 კვადრატული მეტრი უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ეს სტანდარტი დაცულია, რაც დასკვნაშიცაა აღნიშნულია
„პარალელურად ხდება ახალი, უფრო თანამედროვე, მცირე ტიპის პენიტენციური დაწესებულებების აშენება და ანგარიშში დადებითად არის მოხსენიებული ლაითურის ციხის გახსნა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც პატიმრების საჭიროებების კუთხით, ასევე ჩვენი თანამშრომლების საჭიროებების კუთხით. თანდათანობით გაიხსნება მცირე ტიპის დაწესებულებები,, იმისთვის რომ პატიმრების დიდი რაოდენობის კონცენტრირება არ მოხდეს ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში. არის მუდმივი პროცესი, ამის შესახებ ინფორმაცია აქვს CPT-ს და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ძამაშვილმა.


