არქივი

მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი 2026, 12:38

პოლიტიკა

პრეზიდენტი დებატებზე: ინიციატივა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს დეზინფორმაციული კამპანიების მავნე გავლენის შემცირებას, მეორე მხრივ კი ხელოვნურად თავსმოხვეული პოლარიზაციის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება გახდეს

იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი საბოლოოდ მოექცეს სტაბილურ კალაპოტში და ქვეყნის თანმიმდევრულ განვითარებას საფრთხე აღარასდროს შეექმნას, აუცილებელია, პოლიტიკური ველის გაჯანსაღება. ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შექმნა კი, აზრთა სხვადასხვაობის და ამა თუ იმ სახელმწიფოებრივ საკითხზე მსჯელობის გარეშე შეუძლებელია! ამიტომაც, მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე დებატების წახალისებასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტისთვის ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას.

17 თებერვალი 2026, 12:37

სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს 106 საფეხბურთო სკოლასა და აკადემიას სპორტული ინვენტარი გადაეცემა

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა საქართველოში მოქმედი, ფეხბურთის ფედერაციის მიერ კატეგორია მინიჭებულ, საფეხბურთო სკოლებისა და აკადემიებისთვის საფეხბურთო ინვენტარის გადაცემა დაიწყო. კლუბებისთვის „იბერია - 2010“ და „გრანდი“ ინვენტარის გადაცემის პროცესს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ფონდის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე ესწრებოდნენ.

17 თებერვალი 2026, 12:35

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ვისაც საქართველოში რევოლუციის მოწყობა უნდა, შეუძლებელია, მას ჩვენს ქვეყანაზე გული შესტკიოდეს!

საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის გარედან მომავალი ზეწოლის ფონზე, რასაკვირველია, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამორჩეული მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები უმაღლეს დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა, ჩვენი საზოგადოებისთვის აშკარა იყო, რომ რადიკალურ ოპოზიციას სულ სხვა გეგმა ჰქონდა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტისთვის ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას.

17 თებერვალი 2026, 12:33

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი 2026, 12:31

პოლიტიკა

პრეზიდენტი: მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი მდგომარეობის გათვალისწინებით, როდესაც თითოეული აქტორი, საკუთარი სტრატეგიული ინტერესებით ხელმძღვანელობს, მნიშვნელოვანია ბოლომდე დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

არსებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, ეფექტიანად მოქმედების შემთხვევაში, შეგვიძლია, რომ საქართველო საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის საკვანძო ქვეყნად ვაქციოთ. ხელი შევუწყოთ აზიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკურ ინტეგრაციას, განვიმტკიცოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ჰაბის სტატუსი და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან კავშირი კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ.

გია აბაშიძე

17 თებერვალი 2026, 12:27

პოლიტიკა

გია აბაშიძე: „ქართული ოცნება" მრავალი მიმართულებით სთავაზობს ხალხს იმას, რა დაპირებების გამოც აირჩიეს, ამით აიხსნება მრავალჯერადად გამარჯვება

"რუსთავი-2"-ის დებატებში, ერთ-ერთმა ნაცპერსონაჟმა აღიარა, რომ "ქართული ოცნება" PR-ში მაგარია. სწორი პოლიტიკური "პიარი" არის საზოგადოების მოთხოვნებზე რეაგირება საქმიანობით თუ სხვადასხვა პოლიტიკის შეთავაზებით - იქნება ეს მშვიდობა, განვითარება თუ თვითმყოფადობის დაცვა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

17 თებერვალი 2026, 12:25

საზოგადოება

კრიტიკული შეუსაბამობები საზოგადოებრივი კვების ობიექტებში - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 7 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 თებერვალს გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება ჩატარდა 19 ობიექტში. აქედან, 7 ობიექტზე გამოვლინდა ისეთი კრიტიკული შეუსაბამობები, როგორიც არის ინვენტარის არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურისა და გამწოვი სისტემების გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხე, სურსათი ეტიკეტის გარეშე.

მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი 2026, 12:23

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ სირთულეებსა და უსამართლობას ერთიანობით, ეროვნული ინტერესებისა და ჩვენში ღრმად გამჯდარი ღირებულებების ერთგულებით ვპასუხობთ

მისივე თქმით, გასულმა წელმა ფაქტებით დაადასტურა, რომ საფრთხეები და გამოწვევები, რომლებზეც ხელისუფლება ბოლო წლებში საუბრობდა რეალური იყო. მანვე აღნიშნა, რომ ფაქტმა, რომ საქართველომ ზეწოლას გაუძლო, საგრძნობლად გააძლიერა როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოება.

17 თებერვალი 2026, 12:22

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: დღეს, სახელმწიფო მტკიცედ იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებსა და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს კიდეც ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსს

საქართველოს სახელმწიფოს უზენაესი კანონის - ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის პრეამბულაშივე აღნიშნულია, რომ ჩვენ უნდა განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება და სოციალური, სამართლებრივი სახელმწიფო. ეს არის ფიცი, რომელიც ჩვენმა ხალხმა საკუთარი თავისა და მომავალი თაობების წინაშე დადო და ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები სწორედ აღნიშნული პასუხისმგებლობით არიან განმსჭვალული, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტისათვის ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას.

მაკა ბოჭორიშვილი

17 თებერვალი 2026, 12:22

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: სლოვაკეთი არის ის ქვეყანა, რომელიც არ ეთანხმება ევროკავშირის უსამართლო მიდგომებს საქართველოსთან მიმართებაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან საუბრისას სლოვაკეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე ხაზი გაუსვა პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას, რათა პარტნიორ ქვეყანას სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებზე.

17 თებერვალი 2026, 12:19

საზოგადოება

მაია ომიაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს 2026 წლის პროექტები გააცნო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრებს შეხვდა. მაია ომიაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს 2025 წლის შედეგები გააცნო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წლევანდელი გეგმები წარუდგინა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი 2026, 12:17

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: მინდა ჩვენი ოლიმპიელების გუშინდელი წარმატება აღვნიშნო და მივულოცო საქართველოს

„მინდა ჩვენი სპორტსმენების, ჩვენი ოლიმპიელების გუშინდელი წარმატება აღვნიშნო და მივულოცო მთელს ერს და საქართველოს. მინდა მივულოცო თითოეულ მათგანს - მწვრთნელებს, იმ ადამიანებს, ვინც ამ წარმატებისთვის ბევრი იშრომა და ეს ისტორიული შედეგი დადო ჩვენი ქვეყნისთვის და მართლაც, ალბათ ენით აღუწერელი სიხარულია და კიდევ ერთხელ, მივულოცავ მათ და მთელს საქართველოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი 2026, 12:16

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოდის. LIVE

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოდის . მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლის შემდეგ, ფრაქციების თავმჯდომარეებს საშუალება მიეცემათ კითხვები დასვან, რის შემდეგაც პრეზიდენტი დასკვნითი სიტყვით გამოვა.

აბას არაღჩი რაფაელ გროსი

17 თებერვალი 2026, 11:45

მსოფლიო

ჟენევაში დღეს აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებები გაიმართება

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დღეს შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ორდღიანი მოლაპარაკებები იწყება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა

17 თებერვალი 2026, 11:40

სპორტი

მეტელკინამ და ბერულავამ გულშემატკივრებს მიმართეს

„მიხარია, რომ მთელი საქართველო ჩვენ გვერდით დგას. ჩვენი ქვეყნის პირველი ოლიმპიური მედალი ჩვენი საერთო გამარჯვებაა“, - განაცხადა ბერულავამ.

კახა კალაძე

17 თებერვალი 2026, 11:38

პოლიტიკა

კახა კალაძე მაიკ ბენცის განცხადებაზე: აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარი ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ, საზოგადოების ნაწილს არ სჯეროდა, ქილიკობდნენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საუბარი იმ თემებზე, რომელზეც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და კიბერუსაფრთხოების ექსპერტი მაიკ ბენცი თავის განცხადებაში საუბრობს, ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

17 თებერვალი 2026, 11:38

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქართული რძის ნიშნის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, ასევე, სამინისტროს შესაბამისი უწყების და სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

მაკა ბოჭორიშვილი

17 თებერვალი 2026, 11:37

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: USAID-ის დახმარებით არაერთი დაფინანსება მიუღიათ იმ ძალებს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ საქართველოში პოლიტიკაში ჩართულები და პირდაპირ იყვნენ ჩართულები რევოლუციების დაფინანსებაში

ვიცით, რომ ამ დაფინანსებაში დიდი წვლილი ჰქონდათ სწორედ იმ ფონდებს, რომლებზედაც საუბრობენ დღეს უკვე ხმამაღლა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. აღნიშნულით იგი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მაიკ ბენცის მიერ 2024 წლის პროტესტების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

17 თებერვალი 2026, 11:36

საზოგადოება

პროექტის „სტუდენტური დებატ-კლუბი 2026“ ფინალში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი), ა(ა)იპ დემოკრატიის ახალგაზრდულ აკადემიასთან თანამშრომლობით, წარმატებით განახორციელა პროექტი „სტუდენტური დებატ-კლუბი 2026“. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

17 თებერვალი 2026, 11:34

საზოგადოება

ვარკეთილში ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი აქტიურ ფაზაშია

„თბილისის განვითარების ფონდი“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ვარკეთილის მე-3 მასივის მე-10 კვარტალში მდებარე N9 კორპუსის ადგილზე ახალ საცხოვრებელ შენობას აშენებს.

თენგიზ შარმანაშვილი

17 თებერვალი 2026, 11:32

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ბენცის განცხადებაზე: ნათლადაა წარმოჩენილი, რა ტიპის არეულობას აფინანსებდნენ და საითკენ მიჰყავდათ საქართველო. ხელისუფლებას პრინციპულობა რომ არ გამოეჩინა, ნახევარი თბილისი ახლა ნანგრევებად იქნებოდა ქცეული

ნათლად არის წარმოჩენილი, რა ტიპის არეულობას აფინანსებდნენ და საითკენ მიჰყავდათ საქართველო. საქართველოს ხელისუფლებას პრინციპულობა, რომ არ გამოეჩინა, ნახევარი თბილისი ახლა ნანგრევებად იქნებოდა ქცეული, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ბენცის განცხადებასთან დაკავშირებით.

გიორგი გაბუნია

17 თებერვალი 2026, 11:31

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია ბენცის განცხადებაზე: ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი და შესაძლებლობა საზოგადოებისთვის, რომ კარგად შეაფასოს, რა რისკები და საფრთხეები აიცილა ჩვენმა ქვეყანამ

ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი და შესაძლებლობა საზოგადოებისთვის, რომ კარგად შეაფასოს, რა რისკები და საფრთხეები აიცილა ჩვენმა ქვეყანამ,- განაცხადა მედიასთან პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.

გურამ მაჭარაშვილი

17 თებერვალი 2026, 11:30

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ბენცის განცხადებაზე: რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტი მოწმე გვემატება იმაზე, რასაც 2-3 წლის წინ ვამბობდით - აქაური ენჯეოსექტორი ამერიკული და ევროპული ფონდებიდან ფინანსდებოდა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, მაიკ ბენცის მიერ 2024 წლის პროტესტების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

ვლადიმერ მედინსკი

17 თებერვალი 2026, 11:29

მსოფლიო

რუსული დელეგაცია უკრაინასთან მოლაპარაკებებზე ჟენევაში ჩაფრინდა

რუსული დელეგაციის წევრები პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის თანაშემწის, ვლადიმერ მედინსკის ხელმძღვანელობთ შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ჩაფრინდნენ, სადაც დღეს და ხვალ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

17 თებერვალი 2026, 11:28

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: საზოგადოებისთვის საკმაოდ საინტერესო გამოსვლა ექნება საქართველოს პრეზიდენტს

„ჩემთვის პირადად საინტერესო იქნება საგარეო პოლიტიკური მიმართულებები - როგორც ხედავს ის ძირითადად 2025 წლის ტენდენციებს და ასევე, როგორც წარმოუდგენია ქვეყნის განვითარება. ამაზე მე პირადად ძალიან დიდ ყურადღებას გავამახვილებ“, - აღნიშნა მახაშვილმა.

რატი იონათამიშვილი

17 თებერვალი 2026, 11:23

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც პირნათლად ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტსა და კონსტიტუციას - დღეს პარლამენტში მისი გამოსვლა საინტერესო იქნება სწორედ ამ თვალსაზრისით

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ დღეს, საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლა საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო იქნება.

ნიკოლოზ კვარაცხელია

17 თებერვალი 2026, 11:09

სამართალი

პროკურატურა: ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნილია

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნილია. განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც გამოძიების დეტალებზე ისაუბრა.

ანა ჰაკოფიანი ნიკოლ ფაშინიანი

17 თებერვალი 2026, 10:54

ტაბლოიდი

ანა ჰაკოფიანი: ძვირფასო თანამემამულენო, გაცნობებთ, რომ ჩემი და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამოქალაქო ქორწინება დასრულებულია. ყველას გთხოვთ, გამოიჩინოთ თავშეკავება და კორექტულობა ამ თემის გარშემო

„ძვირფასო თანამემამულენო, გაცნობებთ, რომ ჩემი და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამოქალაქო ქორწინება დასრულებულია. ყველას გთხოვთ, გამოიჩინოთ თავშეკავება და კორექტულობა ამ თემის გარშემო“, - დაწერა ჰაკოფიანმა.

გურამ მაჭარაშვილი

17 თებერვალი 2026, 10:52

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: დებატებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია

„ამიტომ, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ პრაგმატულ პოლიტიკას, „ხალხის ძალის“ პოზიციაც ეს არის. ბოლო-ბოლო, ამ ყველაფერს, 2022 წლიდან მოყოლებული, ჩვენი წერილები რომ მოვიშველიოთ, ეთანხმება და პირდაპირ იმეორებს ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია. მართალია ოპონენტები ამბობენ, რომ ის ამერიკაა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარტნიორი პარტნიორია და ჩვენც გვაქვს კრიტიკის უფლება, მათ შორის ევრობიუროკრატიის“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

17 თებერვალი 2026, 10:52

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: მთელი ოთხი წელი უცხოელი აქტორები გვაძალებდნენ სამხედრო კონფრონტაციას რუსეთთან — ახლა რას ეუბნებიან მოსახლეობას, რომ უკრაინა უკეთეს მდგომარეობაშია?

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში "დებატები რუსთავი2"-ზე განაცხადა, რომ 2022 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორები პრაგმატული პოლიტიკის გამო აკრიტიკებდნენ და უკრაინის მაგალითს უპირისპირებდნენ.