17 თებერვალი 2026, 11:09 / სანდო წყარო

პროკურატურა: ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნილია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნილია. განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც გამოძიების დეტალებზე ისაუბრა.

როგორც გიორგი მიქაიამ აღნიშნა, საქართველოს პროკურატურამ გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.

„ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია.

საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ძმებმა გურამ და დავით კაკულიებმა, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიაზე შურისძიების და კრიმინალურ სამყაროში მათი ავტორიტეტის გამყარების მიზნით, ამ უკანასკნელის შვილის ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, მკვლელობა განიზრახეს. ძმები კაკულიების მამა, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი, დავით კაკულია 2001 წლის 25 აგვისტოს ქ.მოსკოვში მოკლეს, რაზეც კრიმინალურ სამყაროში და ასევე საზოგადოებაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დავით კაკულიას მკვლელობის დამკვეთი თითქოსდა გია კვარაცხელია იყო.

გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება. ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ.

განზრახ მკვლელობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის გამარტივების მიზნით, დავით და გურამ კაკულიებმა 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რაც ცნობილი იყო ბესარიონ ჟვანიასთვის, რომელმაც ისინი ილია ჭავჭავაძის გამზ. N78-ში მდებარე მისივე ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში დააბინავა. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად მიდიოდნენ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. მათ, ძმებმა კაკულიებმა დანაშაულებრივი მოქმედების დროს მათთან კომუნიკაციისათვის განკუთვნილი „რედმის“ მოდელის მობილური ტელეფონი გადასცეს.

ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ თავის მხრივ, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს დანაშაულის ჩასადენად განკუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ასევე, დაადგინეს ნიკოლოზ კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლის მისამართი და ყოველდღიური თვალთვალით სწავლობდნენ მისი გადაადგილების დეტალებს.

2021 წლის 14 სექტემბერს გიორგი კავილაძემ და ალეკო ჭელიძემ იქირავეს „ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომობილი და დანაშაულის ჩასადენად მოემზადნენ.

2021 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 16 საათზე და 20 წუთზე, გიორგი კავილაძე და ალეკო ჭელიძე დაქირავებული „ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომობილით მივიდნენ თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და პირად საქმეზე მყოფ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ. შემთხვევის ადგილზე ალეკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნიკოლოზ კვარაცხელიას. ნიკოლოზ კვარაცხელია თავდამსხმელისგან თავის დაღწევის მიზნით გაქცევას შეეცადა, თუმცა ალეკო ჭელიძე დაედევნა მას და კვლავ განაგრძო მისი მიმართულებით სროლა, რითაც სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა. სროლის დასრულების შემდეგ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით. შემთხვევის ადგილზე შეკრებილმა პირებმა ნიკოლოზ კვარაცხელია საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული დაზიანებების შედეგად იგი იმავე დღეს გარდაიცვალა.

დანაშაულებრივი ქმედების შესრულებისთანავე ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ მკვლელობის შემკვეთებს, გურამ და დავით კაკულიებს ტელეფონით აცნობეს მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც ძმებმა რამდენიმე წუთში დატოვეს მათი დროებითი საცხოვრებელი, ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებული სახლი, ასევე, გიორგი კავილაძე ტაქსის მძღოლის მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ბესარიონ ჟვანიას და საუბრის დროს მიანიშნა ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ.

საქართველოს პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგენს, (2021 წელს მოქმედი რედაქციით) რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე მსჯავრდებულები არიან და სასჯელის სახედ და ზომად შეფარდებული აქვთ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულები გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ძმებმა კაკულიებმა 2022 წელს არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთი პირი დაჭრეს და აღნიშნულ ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.

პროკურატურა ბრალდებულ ბესარიონ ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ბესარიონ ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით“, - აღნიშნა გიორგი მიქაიამ.

ყველა სიახლე

22 აგვისტო 2026, 09:31

სპორტი

23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს

23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს

22 აგვისტო 2026, 09:00

სპორტი

დღეს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს

დღეს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს

21 აგვისტო 2026, 22:34

საზოგადოება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება - რა უნდა იცოდნენ დაინტერესებულმა ადამიანებმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სად არის ნებადართული და ფრინველთა რა სახეობაზე ნადირობა, ამას გარდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მსურველებს აფრთხილებს, რომ კონტროლი იქნება მკაცრი.

21 აგვისტო 2026, 21:43

საზოგადოება

განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კვლავ მზად არის განიხილოს ჰარვარდთან მომავალი თანამშრომლობა — მკაფიოდ განსაზღვრული მიზნების, შეთანხმებული ბიუჯეტის, განხორციელების ვადებისა და გაზომვადი შედეგების საფუძველზე.

21 აგვისტო 2026, 21:11

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრს და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ყურადღება გამახვილდა ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, ტურისტული პოტენციალის ზრდასა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ზურაბ პატარაძის განცხადებით, დაგეგმილი სამუშაოების დროულად და ხარისხიანად განხორციელებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას.

ნიკოლოზ ბენიაიძე

21 აგვისტო 2026, 21:00

ეკონომიკა

ნიკოლოზ ბენიაიძე: საქართველოში ბევრი ფერმერი ელიტურ და პირველი რეპროდუქციის სათესლე მასალას საერთოდ არ იყენებს, რაც პროდუქტიულობის გაზრდის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია

„ვიცი, რომ მარცვლეულის კომბაინებზე სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა არსებობს და ეს ძალიან კარგია. წელს, მაგალითად, წვიმების გამო ალაზნის ველზე, შირაქში, ქვემო ქართლსა და კახეთში მოსავალი თითქმის ერთდროულად შემოვიდა. შესაბამისად, ყველა ფერმერს ერთდროულად დასჭირდა ამღები ტექნიკა. განსაკუთრებით ქერის მოსავალი ვერ იტანს დაგვიანებას. ერთი კვირით დაგვიანებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს მარცვლის დანაკარგი, ერთი ტონა მოსავლიდან შეიძლება 500 კილოგრამიც კი დაიკარგოს. თუმცა ხორბლის ზოგიერთი ჯიში უფრო მოქნილია და ორ კვირას ან თუნდაც ერთ თვეს შეიძლება გაუძლოს. ამიტომ ტექნიკის მხარდაჭერა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

21 აგვისტო 2026, 20:48

სამართალი

შსს-მ მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამართალდამცველებმა მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

21 აგვისტო 2026, 20:26

პოლიტიკა

საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას - გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა და წევრი ქვეყნების მოწოდება რუსეთს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი და მომავალი წევრი ქვეყნები რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ. გმობენ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განგრძობით პროვოკაციებს, მილიტარიზაციას, უკანონო საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლის დაწყებას, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.

21 აგვისტო 2026, 20:23

პოლიტიკა

ვინ რამდენად გაიყიდა - ყოფილ და მოქმედ „ნაციონალებს“ შორის დაპირისპირება ახალ და უმწვავეს ფაზაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინ რამდენად გაიყიდა „ნაციონალურ მოძრაობაში“? პარტიის ყოფილი და მოქმედი ლიდერები ერთმანეთს ღიად ადანაშაულებენ, დაპირისპირების მორიგი მწვავე ტალღის მთავარი გმირები სააკაშვილი და გვარამია არიან.

21 აგვისტო 2026, 20:18

პოლიტიკა

საზოგადოების მოტყუების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანია ქვეყნის საზიანოდ - მმართველი გუნდი ოპოზიციის და „ენჯეო“ სექტორისგან ბოდიშს მოითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ფსიქოლოგიური ტერორი განსხვავებული აზრის გამო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე საზოგადოებას იმ კამპანიას ახსენებს, რომლის სათავეშიც ოპოზიციასთან ერთად სწორედ „ენჯეო“ სექტორის პოლიტაქტიური წარმომადგენლები იდგნენ.

თამარ ბაჩალიაშვილი

21 აგვისტო 2026, 19:57

სამართალი

პროკურატურა: თამარ ბაჩალიაშვილმა გამიზნულად იყიდა მედიკამენტები, გამიზნულად წავიდა სახლიდან შორს, ეძებდა თვითმკვლელობისთვის შესაფერის ადგილს, როგორც ვიდეოში თავადვე საუბრობს - „ძალიან მძიმე პერიოდი მაქვს ახლა სიკვდილის მეტი არაფერზე მეფიქრება, ისიც კი ვიცი თავი როგორ უნდა მოვიკლა, ისიც კი ვიცი, მაგრამ მშობლები მეცოდებიან და გიო მეცოდება ძალიან, რომ წარმოვიდგენ სადღაც ტყეში უნდა ამოვიდნენ, ასე არ მინდა, არ მინდა ტკივილისთვის გავიმეტო

„თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ემოციურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასევე ადასტურებს მის ,,youtube’’-ს არხზე ატვირთული პირადი ვიდეოები, მათ შორის - მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოჩანაწერები, სადაც იგი საკუთარ თავს ესაუბრება. თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ნ.გ.-ს მიმართ გრძნობებზე, აცხადებს, რომ მის ცხოვრებას აზრი არ აქვს და ხშირად ფიქრობს 2012 წლის გეგმის სისრულეში მოყვანაზე. ამ შემთხვევაში თამარ ბაჩალიაშვილი გულისხმობს, მის მიერ თვითმკვლელობის მცდელობას 2012 წელს“.

თამარ ბაჩალიაშვილი

21 აგვისტო 2026, 19:53

სამართალი

პროკურატურა: თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ემოციურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასევე ადასტურებს მის ,,youtube’’-ს არხზე ატვირთული პირადი ვიდეოები, მათ შორის - მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოჩანაწერები, სადაც იგი საკუთარ თავს ესაუბრება. თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ნ.გ.-ს მიმართ გრძნობებზე, აცხადებს, რომ მის ცხოვრებას აზრი არ აქვს

„გამოძიების ფარგლებში დაინიშნა კომპლექსური სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზა. ამ კვლევაში მონაწილეობა შეეთავაზა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მიერ მითითებულ ორგანიზაციასაც, თუმცა მათ ექსპერტიზაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. საექსპეტო დასკვნის თანახმად, სტატისტიკურად სუიციდის განხორციელებას აქვს თავისი წინაპირობები, რომლებიც შეიძლება იყოს ოჯახში განვითარებული კონფლიქტური სიტუაციები, ადამიანის ინტროვერტული ბუნება - რაც გულისხმობს თავისი განცდების და სირთულეების შესახებ არავისთან საუბარს, ჩაკეტილობას, გადაჭარბებული მოთხოვნილება წარმატების მიღწევასა და კარიერულ წინსვლაზე, ასევე ძლიერი ემოციური დამოკიდებულება საყვარელი ადამიანის მიმართ“.

21 აგვისტო 2026, 19:48

სამართალი

პროკურატურა: ძებნის შედეგებიდან თამარ ბაჩალიაშვილი გადავიდა ბმულებზე, სადაც მითითებულია ვრცელი ინფორმაცია ერთ-ერთი პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღების შედეგებზე - სწორედ ამ კონკრეტული მედიკამენტის ცარიელი ფირფიტები, რომელზეც აღმოჩნდა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის დნმ, ამოღებულ იქნა მისი ავტომანქანიდან, ხოლო მედიკამენტის შემადგენლობა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხვა პრეპარატებთან ერთად გადაჭარბებული დოზით აღმოჩნდა მის ორგანიზმში

როგორვ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები.

21 აგვისტო 2026, 19:41

სამართალი

პროკურატურა: ვებგვერდ „momavali.me“-ს საშუალებით, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ თავსაც უგზავნიდა წერილებს, სადაც ასევე საუბრობდა თვითმკვლელობაზე, - რომ სურს სიკვდილი, მაგრამ ამას ვერ აკეთებს - ჯერ კიდევ თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე, 2020 წლის 18 ივნისს, მან „Google“-ის საძიებო სისტემაში ინგლისურ ენაზე დაძებნა ტექსტი თვითმკვლელობის განხორციელების გზების მოსაძებნად

„გამოძიების მიმდინარეობისას, ასევე შესწავლილ იქნა, თუ რა გზით შეიძინა თამარ ბაჩალიაშვილმა მოგვიანებით მის ორგანიზმში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატები. კერძოდ, დადგინდა, რომ 17 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე მდებარე აფთიაქებში, სადაც საერთო ჯამში, შეიძინა საძილე საშუალება 20 აბი, ანტიდეპრესანტი 28 აბი, ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორის შემადგენელი პრეპარატის 30 აბი, არტერიული წნევის პრეპარატი 60 აბი და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატისშემადგენლობის პრეპარატის 12 აბი, ასევე შეიძინა ჩაი“.

თამარ ბაჩალიაშვილი

21 აგვისტო 2026, 19:34

სამართალი

პროკურატურა: გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია

გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

21 აგვისტო 2026, 19:22

სამართალი

საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 17 დეკემბერს დაასრულა. გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიმდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აქვე ხაზგასგასმით ვაცხადებთ, რომ საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია“.

21 აგვისტო 2026, 18:50

რეგიონი

ამბროლაურში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა

საპროექტო უბანი მოიცავს მდ. რიონის ორივე სანაპიროს. მარჯვენა სანაპიროზე არსებული ნაპირდამცავი ნაგებობის ნაწილი დაზიანებულია და სრულყოფილად ვერ ასრულებს ნაპირდაცვით ფუნქციას, რის გამოც საფრთხე ექმნება ამბროლაური-ონის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდსა და მიმდებარედ არსებულ სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს.

ჯაბა ხუბუა

21 აგვისტო 2026, 18:47

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ზელენსკის მიერ მულტფილმ ,,მაშა და დათვის" აკრძალვას კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ - ლიბერალ - ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ

„რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? იმიტომ რომ მას არ ჰქონდა სათამაშო! და რატომ იყო ზელენსკიმდელი ბავშვი პუტინისტი? იმიტომ, რომ იგი უყურებდა ,,მაშა და დათვს". ჰოდა, ზელენსკიმ დაასანქცირა ,,მაშა და დათვი." რასაკვირველია, ზელენსკის მიერ მულტფილმ ,,მაშა და დათვის" აკრძალვას მიესალმებიან და კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ - ლიბერალ - ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინათ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ. სლავა უკრაინულ დემოკრატიას!”- წერს ხუბუა.

21 აგვისტო 2026, 18:21

რეგიონი

ლიანა ისაკაძის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ დღეს ბათუმში გაგრძელდება

20:00 საათზე ბათუმის დრამატულ თეატრში კონცერტი გაიმართება. საღამოს იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი უხელმძღვანელებს.

21 აგვისტო 2026, 18:14

რეგიონი

ბათუმში ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა

„ღამის სერენადების“ პროგრამა ჟანრობრივად განსაკუთრებულად მრავალფეროვანია – შვიდი გამორჩეული კონცერტით აღინიშნება ლეგენდარული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის, დაბადებიდან 80 წლის იუბილე. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებლები.