არქივი
17 თებერვალი 2026, 10:25
მსოფლიო
ტრამპმა უპასუხოდ დატოვა კითხვა, ჩაატარებს, თუ არა კუბაზე ვენესუელის მსგავს სამხედრო ოპერაციას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პასუხის გარეშე დატოვა ჟურნალისტის კითხვა, ჩაატარებს თუ არა კუბაზე იმავე სამხედრო ოპერაციას, რაც ვენესუელაში იანვრის დასაწყისში განახორციელა.
17 თებერვალი 2026, 09:50
მსოფლიო
ტრამპი: უკრაინისთვის უკეთესი იქნებოდა მოლაპარაკებების მაგიდას სწრაფად მიუჯდეს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს და ხვალ ჟენევაში დაგეგმილი უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.
17 თებერვალი 2026, 09:49
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნება“ გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც ჩვენმა საზოგადოებამ მას მეათედ დაუკვეთა - ეს არის ჩვენი ქვეყნის სწორი გზით და სწორი შეხედულებებით მართვა
„ხშირად მოვისმინეთ სიტყვა პრაგმატული. დიახ, პრაგმატიზმია ის, როდესაც შენ საუბრობ და ბედავ, უკვე ხარ იმ დონეზე, რომ ყველას, შენს მეგობარს, შენს პარტნიორს ესაუბრო პარიტეტულ საწყისებზე. როდესაც შენ ყველაფერს აკეთებ და მაქსიმუმს აკეთებ, რომ შენი ქვეყანა იყოს მზად და გამართული ასეთ ტურბულენტურ სიტუაციაში. ატარო იმ გზაზე, რომელ გზასაც მოაქვს შემდეგ ის კეთილდღეობა, რომელ კეთილდღეობასაც დღეს თითოეული ჩვენი მოქალაქე განიცდის. კიდევ ერთხელ, მხოლოდ და მხოლოდ ღირსებით, სუვერენიტეტის და ჩვენი იდენტობის დაცვით ვივლით, ეს არის დაკვეთა. ურთიერთობა და ნებისმიერ კავშირში გაწევრიანება თუ მეგობრობა მხოლოდ და მხოლოდ ღირსეულ და პარიტეტულ საწყისებზე- ეს არის ამოსავალი წერტილი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
17 თებერვალი 2026, 09:46
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ცოტნე კობერიძეს და ნიკა ობოლაძეს: იცით, როდის დაგიჯერებთ რომ გულწრფელები ხართ? როდესაც გამოეხმაურებით იმ დამწვარ და დასახიჩრებულ პოლიციელებს, რომლებიც თავის ქვეყნის ინტერესებს იცავდნენ
„იცით, როდის დაგიჯერებთ რომ გულწრფელები ხართ? როდესაც იტყვით და გამოეხმაურებით იმ დამწვარ ბიჭებს და დასახიჩრებულ პოლიციელებს, რომლებიც თავის ქვეყნის ინტერესებს იცავდნენ. იცით როდის დავიჯერებთ, რომ ცრუები არ ხართ? როდესაც პარლამენტის შენობის და პოლიციელის დაწვას დემოკრატიას და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას არ უწოდებთ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
17 თებერვალი 2026, 09:44
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: გავიხსენოთ 2012 წელი. გვახსოვს კოჰაბიტაცია, რომელიც შეიძლება არ გვინდოდა, მაგრამ ვხედავდით რა ძალებთან გვქონდა საქმე. სწორედ ნებაყოფლობით ტყვეობაში მყოფ მმართველობასთან გვქონდა საქმე და ეს გადმოვიბარეთ
„გავიარეთ ეს გზა, გავიარეთ ის მძიმე მემკვიდრეობა, გამოიწრთო გუნდი და რეალურად დღეს ვართ იმ მოცემულობაში და იმ ვითარებაში, როდესაც ღირსეულად, საზოგადოების დაკვეთით მიიღება გადაწყვეტილებები და არავის ვეკითხებით ამ გადაწყვეტილებებს. ეს არის ყველაზე მთავარი და კარგად გვახსოვდეს, რა მძიმე მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ და როცა აქ კითხვები ჩნდება, რომ „ეს როგორ დაუშვით“, გაგახსენებთ კოჰაბიტაციას, რომელიც დამერწმუნეთ, ნამდვილად არავის გვინდოდა და შევხედოთ, სად ვართ დღეს, სად არის დღეს ჩვენი ქვეყანა, როგორი ეკონომიკური ზრდა აქვს ჩვენს ქვეყანას და რეალურად ღირსეულად თვალებში უყურებს და პარიტეტულ საწყისებზე ესაუბრება აბსოლუტურად ყველას, მათ შორის, ბრიუსელს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
17 თებერვალი 2026, 09:41
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ცოტნე კობერიძეს: იდეოლოგიურ ლიდერად გყავდათ ადამიანი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან, სადაც ჩვენი მშობლების სისხლი დაიღვარა, რა პერფორმანსი მოაწყო, ყველამ ვნახეთ. ამ ყველაფრის მერე რამე კითხვას სვამთ?
„თქვენი გარე აქტორების და გარე პატრონების დაკვეთით, როგორც იქცეოდით რუსთაველის გამზირზე, თქვენ იდეოლოგიურ ლიდერად გყავდათ ადამიანი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან, სადაც ჩვენი ძმების, მშობლების სისხლი დაიღვარა, იქ რა პერფორმანსი მოაწყო, ყველამ კარგად ვნახეთ. ამ ძალის წარმომადგენელი, ამ ადამიანთან ერთად ერთ მაგიდასთან იჯექი, ქვეყნის მომავალზე ფიქრობდი და შემდეგ რაიმე კითხვას სვამ და ამ ყველაფრის მერე, გარე აქტორებთან ერთად საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანეთ, ადგილები გერგოთ პარლამენტში, შემდეგ ბრძანებით დატოვეთ პარლამენტი და თქვენ ახლა მე მესაუბრებით იმ ურთულესი პოლიტიკის და იმ ვითარების, რომელშიც მოგვიწია ცხოვრება და ჩვენს დიდ პოლიტიკურ გუნდს, პარტიას მოღვაწეობა მოგვიწია იმ დროს, როდესაც მილიარდობით დაფინანსება შემოდიოდა ჩვენთან და მათ შორის, მილიარდობით თანხები იხარჯებოდა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
17 თებერვალი 2026, 09:38
მსოფლიო
აზიაში მთვარის კალენდრით ახალ წელს ზეიმობენ
მთვარის კალენდრის მიხედვით ახალი წელი, კალენდრის პირველ ახალმთვარეობას ემთხვევა. ის 15-დღიანი ფესტივალით აღინიშნება და ყოველწლიურად 21 იანვრიდან 20 თებერვლამდე პერიოდში იმართება.
17 თებერვალი 2026, 09:26
მსოფლიო
მედია: აშშ-ში ტრანსგენდერმა მამაკაცმა ჰოკეის მატჩზე ცეცხლი გახსნა. ორი ადამიანი დაიღუპა
56 წლის ტრანსგენდერმა მამაკაცმა როდ-აილენდის შტატის ქალაქ პოტაკეტში ჰოკეის სასკოლო მატჩზე ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას The New York Post-ი ავრცელებს.
17 თებერვალი 2026, 09:19
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკა ბოჭორიშვილისა და იურაი ბლანარის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
17 თებერვალი 2026, 09:15
სპორტი
ტაილანდურ კრივში საქართველოს პირველი ჩემპიონატი ჩატარდა
მედლების 26 კომპლექტი გათამაშდა. ღონისძიებას ტაილანდური კრივის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ერდოღან აიდინი ესწრებოდა; ტურნირის მსაჯი იყო საერთაშორისო კატეგორიის მოწვეული მსაჯი, მურატ კაზაზი.
17 თებერვალი 2026, 09:12
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მკვიდრდებოდა ეს ერთგვარი ნარატივი, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიძლებოდა კანონით, კონსტიტუციით აკრძალული საქმიანობა გეწარმოებინა
„საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მკვიდრდებოდა ეს ერთგვარი ნარატივი, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიძლებოდა გეწარმოებინა ისეთი საქმიანობა, რომელიც კანონით, კონსტიტუციით აკრძალულია, მათ შორის ქვეყნის საშინაო საქმეში, არჩევნებში უხეში ჩარევა. სინამდვილეში, ვიხილეთ, რომ ეს ყოფილა ქვეყნის შიგნით უცხო ძალების მიერ ისეთი ტიპის ჩარევა, რომ მათ საზოგადოების მანიპულაცია განახორციელონ“, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
17 თებერვალი 2026, 09:03
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ბენცის განცხადებაზე: გამჟღავნდა ის რეალობა, რაზეც ჩვენ ინტენსიურად ვსაუბრობდით
„გამჟღავნდა ის რეალობა, რაზეც ჩვენ ინტენსიურად ვსაუბრობდით. მეტიც, ამ რეალობის შესახებ საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ დაიწყო და დაასახელა კიდევაც ის თანხები, რაც საქართველოში დესტაბილიზაციისთვის იხარჯებოდა. ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო სწორედაც „რუსული კანონის“ შესახებ გარკვეული პოლიტიკური, პროპაგანდისტული პოზიციის ჩამოყალიბება, რომელსაც სათავეში ამერიკის შეერთებული შტატების იმ პერიოდის მაღალი დონის წარმომადგენლები ედგნენ. არანაკლებ აქტიურები და აგრესიულები იყვნენ ევროპელი წარმომადგენლებიც“, - აღნიშნავს ვოლსკი.
17 თებერვალი 2026, 09:00
მსოფლიო
უკრაინული დელეგაცია ჟენევაში რუსეთთან მოლაპარაკებებზე ჩავიდა
უკრაინული დელეგაცია შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ჩავიდა, სადაც დღეს და ხვალ რუსებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებია დაგეგმილი. ინფორმაციას უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი ავრცელებს.
17 თებერვალი 2026, 08:51
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სლოვაკეთი არის ქვეყანა, რომელიც არ ეთანხმება ევროკავშირის უსამართლო მიდგომებს საქართველოსთან მიმართებაში და ევროინტეგრაციის ინსტრუმენტად გამოყენებას
„სლოვაკეთი არის ქვეყანა, რომელიც არ ეთანხმება ევროკავშირის უსამართლო მიდგომებს საქართველოსთან მიმართებაში და ევროინტეგრაციის პროცესის ინსტრუმენტად გამოყენებას. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს პოლიტიკური დიალოგი. იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სლოვაკეთში, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სლოვაკეთში და საქართველოშიც ველოდებით მაღალი დონის ვიზიტს სლოვაკეთის მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს პირველ რიგში პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
17 თებერვალი 2026, 08:41
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: მოსახლეობამ უკეთ გაიგო, რა მოთხოვნებს უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანება და რამდენად პასუხობს საქართველო ამ მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია ევროინტეგრაციის პერსპექტივების ბევრად უფრო რეალისტური შეფასება
„ვფიქრობ ამ მცირე ექსკურსით მაინც ხელი შევუწყვე იმას, რომ ამ საკითხზე დებატები გაიმართოს. ბოლოსდაბოლოს, არც კონსტიტუცია არის რაღაც სამუდამოდ ჩაბეტონებული დოკუმენტი. ისიც შეიძლება, და ჩემი აზრით, აუცილებელია რომ შეიცვალოს, თუკი გარემოებები ამას გვკარნახობს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
17 თებერვალი 2026, 08:38
სპორტი
ანასტასია გუბანოვა ოლიმპიადაზე მოკლე პროგრამას დღეს შეასრულებს⛸️
შეჯიბრი თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.
17 თებერვალი 2026, 08:34
სპორტი
მმართველი გუნდი მოსახლეობას ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას მიერ ოლიმპიადაზე პირველი მედლის მოპოვებას ულოცავს
მმართველი გუნდის წევრები ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს ისტორიულ შედეგს სოციალურ ქსელში ეხმიანებიან და ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას მიერ მოპოვებულ ოლიმპიურ ვერცხლის მედალს, ქვეყნის მოსახლეობას ულოცავს.
17 თებერვალი 2026, 08:26
სპორტი
მაკა გიორგობიანი: ეს მედალი საქართველოს ეკუთვნის - ისტორიაში პირველი მედალი ზამთრის სახეობებში. ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია
„მოლოდინი, რაც ალბათ მთელს საქართველოს ჰქონდა, გავამართლეთ. ეს მედალი საქართველოს ეკუთვნის - ისტორიაში პირველი მედალი ზამთრის სახეობებში. ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვაქვს, გულწრფელად შემიძლია ვთქვა და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის“, - აღნიშნა გიორგობიანმა.
17 თებერვალი 2026, 08:19
სპორტი
ლერი ხაბელოვი: ისტორია დაიწერა - ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედალი მოვიპოვეთ
„ეს ვერცხლის მედალი ძალიან სასიხარულო იყო. როცა მოვდიოდით, ვამბობდით: ასეთი განცდა გვაქვს, რომ აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას და დღეს ისტორია დაიწერა - მილანი/კორტინაში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედალი მოვიპოვეთ“, - აღნიშნა ხაბელოვმა.
17 თებერვალი 2026, 08:06
პოლიტიკა
პრეზიდენტი დღეს პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგება
მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლის შემდეგ, ფრაქციების თავმჯდომარეებს მიეცემათ საშუალება კითხვები დასვან, რის შემდეგაც პრეზიდენტი დასკვნითი სიტყვით გამოვა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მოხსენება მოიცავს მნიშვნელოვან საკითხებს.
17 თებერვალი 2026, 08:02
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისშიც უნალექო და მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.
17 თებერვალი 2026, 03:05
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გერმანიამ პრაქტიკულად ამოწურა საჰაერო თავდაცვის რაკეტების ის მარაგი, რომლის გადაცემაც უკრაინისთვის შეეძლო
გერმანიამ თითქმის ამოწურა საჰაერო თავდაცვის რაკეტების ის მარაგი, რომლის უკრაინისთვის გაგზავნაც შეეძლო. აღნიშნული განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა Deutschlandfunk-თან ინტერვიუში გააკეთა.
17 თებერვალი 2026, 01:57
სპორტი
ლუკა ბრულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოიპოვა
მილანში ფიგურული ციგურაობის სპორტული წყვილების კატეგორიაში თავისუფალი პროგრამით იასპარეზა ლუკა ბერულავასა და ანასტასი მეტელკინას წყვილმა. მათ მსაჯებისგან 146,29 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში 221,75 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს.
17 თებერვალი 2026, 01:49
სპორტი
ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ზამთრის ოლიმპიადაზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში თავისუფალი პროგრამით 146,29 ქულა მოიპოვა
მილანში ფიგურული ციგურაობის სპორტული წყვილების კატეგორიაში თავისუფალი პროგრამით იასპარეზა ლუკა ბერულავასა და ანასტასი მეტელკინას წყვილმა. მათ მსაჯებისგან 146,29 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში 221,75 ქულა დააგროვეს და ამ ეტაპზე მეორე ადგილზე იმყოფებიან.
17 თებერვალი 2026, 01:47
მსოფლიო
Financial Times: მარკო რუბიო აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანის ლიდერობა აშშ-ის ინტერესებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია
მარკო რუბიომ ვიქტორ ორბანის ლიდერობა აშშ-ის ინტერესებისთვის „არსებითად“ შეაფასა და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი „ღრმად არის დაინტერესებული“ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის წარმატებით გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.
17 თებერვალი 2026, 00:42
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: მხოლოდ შვედეთი არ იქნება ჩვენი მხრიდან შეშფოთების საგანი. თითოეულ არასწორ განცხადებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, აუცილებლად გავცემთ ღირსეულ პასუხს
ირაკლი კირცხალია შვედეთზე მის განცხადებას იხსენებს და ამბობს, რომ მისი ეს განცხადება გამოწვეული იყო იმ უტიფარი განცხადებების გამო, რაც საქართველოს მიმართ ჟღერდება. უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, რომ დღეს იმ ქვეყნებშიც კი პრობლემებია, რომლებიც ისტორიულად დემოკრატიის აკვნად მიიჩნეოდნენ.
17 თებერვალი 2026, 00:01
საზოგადოება
რომელმა წყვილებმა დატოვეს მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ - ვის იხილავთ ფინალურ ტურში
დღევანდელ ტურში ხუთმა წყვილმა წარმოადგინა საცეკვაო ნომრები. მაყურებელთა ზარებისა და შეტყობინებების მიხედვით, ფინალში იცეკვებენ: ირაკლი ჭელიძე და კარინა ლისენკო, ლუკა ჭანიშვილი და ელენე დავითაია, ასევე, ეკატერინე გურგენიძე და გიორგი რევიშვილი.
16 თებერვალი 2026, 23:49
პოლიტიკა
კირცხალია: არცერთ ეკონომიკურ კავშირს არ სჭირდება, რომ მან წევრად მიიღოს ქვეყანა, რომელიც არ არის ეკონომიკურად მდგრადი. როდესაც რომელიმე კავშირში მიდიხარ, შენ უნდა იყო წელში გამართული და სწორედ ამას ვაკეთებთ ამ პრაგმატული პოლიტიკით
ასოცირებულ ქვეყანას, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულების 60%-ზე მეტი შესრულებული აქვს, როდესაც ნატო-ზე და უსაფრთხოებაზე გვაქვს საუბარი და გვეუბნებიან, საერთოდ გეგმავენ თუ არა გაფართოებას და ახალი წევრის მიღებას, საერთოდ ბუნდოვანია ეს ყველაფერი. როდესაც ამას ეუბნებიან ქვეყანას, რომელსაც ყველაზე დიდი კონტრიბუცია აქვს ერთ სულ მოსახლეზე ყველა მისიაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „რუსთავი2“-ის ეთერში გამართულ დებატებისას.
16 თებერვალი 2026, 23:38
მსოფლიო
Le Monde: შინაარსობრივად, რუბიოს გზავნილი მიუნხენში ისეთივე იყო, როგორიც ვენსის
მქუხარე ოვაციები, რომლითაც მიესალმნენ მარკო რუბიოს გამოსვლას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ხანმოკლე აღმოჩნდა - მალევე გაირკვა, რომ ეს პატივისცემის გამოხატვა ერთსულოვანი არ ყოფილა, - წერს ფრანგული გამოცემა Le Monde სტატიაში სათაურით „შინაარსობრივად, რუბიოს გზავნილი მიუნხენში ისეთივე იყო, როგორიც ვენსის“.
16 თებერვალი 2026, 23:19
მსოფლიო
POLITICO: „ოქროს ხანა“ - რუბიომ ორბანი უნგრეთის არჩევნების წინ შეაქო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ორშაბათს ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა და ორმხრივ ურთიერთობებში „ოქროს ხანა“ გამოაცხადა, მაშინ როდესაც უნგრეთი აპრილის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, - წერს გამოცემა POLITICO.


