არქივი
16 თებერვალი 2026, 18:08
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: BBC-ის ფილმი იყო კლასიკური მაგალითი, თუ როგორ უნდა ააგორო ქვეყნის წინააღმდეგ მომწამლავი, შხამიანი კამპანია
BBC-ის ფილმი იყო კლასიკური მაგალითი, თუ როგორ უნდა ააგორო ქვეყნის წინააღმდეგ მომწამლავი, შხამიანი კამპანია, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
16 თებერვალი 2026, 18:05
კულტურა
„ბერლინალეს“ ევროპული კინოს ბაზრობაზე გიორგი ოვაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის „მთვარე მამაა ჩემი” კინოჩვენება გაიმართა
ბერლინალეს ევროპული კინოს ბაზრობაზე, ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის „მთვარე მამაა ჩემი” კინოჩვენება გაიმართა.
16 თებერვალი 2026, 18:00
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე: ჩვენი მზაობა ამ კუთხით ნათელია და ცნობილი. ყოველთვის ველოდებით კონსტრუქციულ ნაბიჯებს
ჩვენი მზაობა ამ კუთხით [ურთიერთობების გაუმჯობესების] ნათელია და ცნობილია. ყოველთვის ველოდებით კონსტრუქციულ ნაბიჯებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
16 თებერვალი 2026, 17:48
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: როდესაც დიდი გარიგების (მსოფლიოს ახალ გავლენის სფეროებად გადანაწილება) ერთ-ერთი წამყვანი ვიოლინო, თუ არა დირიჟორი, იქნება აშშ-ს ახლანდელი ადმინისტრაცია, მასთან პირიქით, რაც შეიძლება მეტი კონტაქტი უნდა გვქონდეს
საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების მეტ-ნაკლებად გააქტიურებაზე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შექმნილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საჭიროა მეტი სიბრძნე და სიდინჯე.
16 თებერვალი 2026, 17:39
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ვლადიმერ ხუჭუაზე: გავიდა მოსამართლის ჩარჩოებიდან და მიუხედავად იმისა, რომ მანტიას ატარებს, გადაქცეულია „ნაცმოძრაობის“ ნარატივის ამყოლ კონკრეტულ პირად
მას პრობლემა აქვს კომპეტენციასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ ცდილობს, რომ გამოიყენოს თავისი განცხადებები, მათ შორის სამწუხაროდ სამართლებრივი მექანიზმები პოლიტიკური მიზნებისთვის, ზუსტად ისევე, როგორც ეს მოხდა 2024 წელს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის უკანაც მისი მეუღლე იდგა, რომელიც თავის მხრივ ერთი ჩვეულებრივი „ნაც აქტივისტია“, გამოყენებულ იქნა პოლიტიკური მიზნებისთვის, აქაც იგივე მცდელობა იყო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუაზე საუბრისას.
16 თებერვალი 2026, 17:37
სამართალი
ბაჩო ახალაია: პირადად მე ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება არის დასამხობი რაც შეიძლება სწრაფად, ნებისმიერი გზით. დასამალი არაფერია, ეს არის ჩემი მყარი შეხედულება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართა.
16 თებერვალი 2026, 17:33
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: თავად ევროკომისია გვეუბნება, რომ საქართველო სხვადასხვა დემოკრატიული ინდიკატორის მიხედვით ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა, მაგრამ ხვალ შეიძლება რომელიმე ევრობიუროკრატი გამოვიდეს და გაგვაკრიტიკოს დემოკრატიული უკუსვლის გამო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი „ქრონიკასთან“ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კანონის უზენაესობის ინდექსს ეხმაურება, სადაც სისხლის სამართლის სისტემის კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
16 თებერვალი 2026, 17:28
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი რადიკალებზე: როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, ისინი მტრულ პოზიციას იკავებენ. როდესაც ჩვენ კონსტიტუციის დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტს ვიცავთ, ისინი ებრძვიან ჩვენს სუვერენიტეტსაც
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებას გამოეხმაურა, რომელიც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ექსტრემიზმს აკრძალავს.
16 თებერვალი 2026, 17:25
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ სწორი გზით ვვითარდებით, მაგრამ მეორე მხრივ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ევრობიუროკრატიის და პოლიტიკოსთა ნაწილი ჯერ კიდევ ომის ნარატივშია ჩარჩენილი
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „ქრონიკასთან“ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კანონის უზენაესობის ინდექსს ეხმაურება, სადაც სისხლის სამართლის სისტემის კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
16 თებერვალი 2026, 17:21
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ახალ მუხლზე: ქვეყანამ არაერთი არეულობის მცდელობა გადაიტანა, მათ შორის ბოლო გახლდათ 4 ოქტომბრის მაგალითი
ქვეყანამ არაერთი არეულობის მცდელობა გადაიტანა, მათ შორის ბოლო გახლდათ 4 ოქტომბრის მაგალითი, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ახალ მუხლზე საუბრისას.
16 თებერვალი 2026, 17:13
პოლიტიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა რამდენიმე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად წარადგინა.
16 თებერვალი 2026, 17:13
ეკონომიკა
დავით უტიაშვილი: S&P-ის პოზიტიური შეფასება ზრდის ნდობას საქართველოს საბანკო სექტორის მიმართ, რაც ხელს უწყობს კაპიტალის შემოდინებას და რესურსის ფასის შემცირებას
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა (S&P) კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საბანკო სექტორების მორიგი მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო, ყაზახეთთან ერთად, რეგიონში ყველაზე მაღალი შეფასების მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა.
16 თებერვალი 2026, 17:03
პოლიტიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრების ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტები განიხილა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული: „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები განიხილეს.
16 თებერვალი 2026, 16:54
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
16 თებერვალი 2026, 16:48
პოლიტიკა
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა. კანონში ცვლილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.
16 თებერვალი 2026, 16:40
საზოგადოება
მესტიასა და ცაგერში ტექნიკური საფეხბურთო ცენტრებისა და სტადიონების მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მესტიასა და ცაგერში ტექნიკური საფეხბურთო ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.
16 თებერვალი 2026, 16:37
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი PABSEC-ის ბიუჯეტისა და აუდიტის კომისიის შეხვედრაში მონაწილეობს
16 თებერვალს სტამბოლში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (PABSEC) საპარლამენტო ასამბლეის ბიუჯეტისა და აუდიტის კომისიის სხდომა გაიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა.
16 თებერვალი 2026, 16:32
რეგიონი
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
16 თებერვალი 2026, 16:20
პოლიტიკა
მაიკ ბენცი ქართველ რადიკალებზე: ჩვენ პირდაპირ განვათავსეთ ჩვენი დაქირავებული ხალხი. ისინი იქ იმისთვის გავგზავნეთ, რათა შეეჩერებინათ კანონი, რომელიც ქართულ საზოგადოებას გააგებინებდა, რომ ჩვენ მათ ვასპონსორებთ
ჩვენ პირდაპირ განვათავსეთ ჩვენი დაქირავებული ხალხი. ისინი იქ იმისთვის გავგზავნეთ, რათა შეეჩერებინათ კანონი, რომელიც ქართულ საზოგადოებას გააგებინებდა, რომ ჩვენ მათ ვასპონსორებთ, - აცხადებს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, მაიკ ბენცი, რომელიც საქართველოში 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის კანონთან“ დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებზე საუბრობს.
16 თებერვალი 2026, 16:20
მსოფლიო
მაიკ ბენცი ქართველ რადიკალებზე: ხალხი, ვინც ქუჩაში გავიდა, ჩვენი გავლენის კვანძებია. ისინი არიან USAID-ის ხელფასზე, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელფასზე, NED-ის ხელფასზე
ხალხი, ვინც ქუჩაში გავიდა, ჩვენი გავლენის კვანძებია. ისინი არიან USAID-ის ხელფასზე, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელფასზე, NED-ის ხელფასზე, - განაცხადა მაიკ ბენცმა ქართველ რადიკალებზე საუბრისას.
16 თებერვალი 2026, 16:17
პოლიტიკა
მაიკ ბენცი: ქართველი დემონსტრანტები, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებითა და პიროტექნიკით იბრძოდნენ, სინამდვილეში აშშ-ის მიერ ფინანსდებოდნენ
ქართველი დემონსტრანტები, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებითა და პიროტექნიკით იბრძოდნენ, სინამდვილეში აშშ-ის მიერ ფინანსდებოდნენ, - კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, მაიკ ბენცი, საქართველოში 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის კანონთან“ დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებზე საუბრობს.
16 თებერვალი 2026, 16:10
პოლიტიკა
მიმდინარე სასესიო კვირაში, პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და რეგიონული განვითარების მინისტრს მოუსმენს
საკანონმდებლო ორგანოში, 17 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება, ხოლო 18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და რეგიონული განვითარების მინისტრის, კახაბერ გულედანის ინტერპელაციები გაიმართება.
16 თებერვალი 2026, 16:02
მსოფლიო
მაიკ ბენცის განცხადებით, საქართველოში „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ პროტესტი აშშ-ის მიერ იყო ორგანიზებული
„არა, ჩვენ პირდაპირ განვათავსეთ ჩვენი დაქირავებული ხალხი. ხალხი, ვინც ქუჩაში გავიდა, ჩვენი გავლენის კვანძებია. ისინი არიან USAID-ის ხელფასზე, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელფასზე, დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) ხელფასზე და ჩვენ ისინი იქ იმისთვის გავგზავნეთ, რომ შეეჩერებინათ კანონი, რომელიც ქართულ საზოგადოებას გააგებინებდა, რომ ჩვენ მათ ვასპონსორებთ“, - განაცხადა ბენცმა.
16 თებერვალი 2026, 15:36
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ახალი მოადგილე წარადგინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი წარუდგინა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
16 თებერვალი 2026, 15:32
მსოფლიო
ალის ვაიდელი: ამ ომის მანქანის კვება აბსოლუტურად ანტირუსული რიტორიკით, ფინანსური რესურსებითა და სხვა საშუალებებით, როგორიცაა იარაღის მიწოდება, უნდა შეწყდეს. არ შეიძლება ადამიანი მსგავსი რეჟიმის გამოკვებას აგრძელებდეს
„ამ ომის მანქანის კვება აბსოლუტურად ანტირუსული რიტორიკით, ფინანსური რესურსებითა და სხვა საშუალებებით, როგორიცაა იარაღის მიწოდება, უნდა შეწყდეს. არ შეიძლება ადამიანი მსგავსი რეჟიმის გამოკვებას აგრძელებდეს. მათი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმაა საჭირო, როგორც ეს ამერიკის პრეზიდენტმა გააკეთა. ეს გერმანიის ამოცანაც უნდა ყოფილიყო. მსგავსი რამ არასდროს მოხდებოდა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მმართველობის პირობებში. ჩვენი მთავრობაში ყოფნის შემთხვევაში, უკრაინაში დიდი ხნის წინ იქნებოდა მშვიდობა“, - განაცხადა ვაიდელმა.
16 თებერვალი 2026, 15:23
მსოფლიო
Politico: კაია კალასს მიუნხენის კონფერენციაზე ყველაზე ცუდი „პოკერ ფეისი“ ჰქონდა
Politico-მ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სახალისო შეჯამება მოამზადა, რომელშიც პოლიტიკოსები სხვადასხვა კატეგორიებად დაყო. ერთ-ერთი მათგანი „ყველაზე ცუდი პოკერ ფეისი“ იყო, რომელიც გამოცემამ ევროკავშირის უმაღლეს კომისარს კაია კალასს მიანიჭა.
16 თებერვალი 2026, 15:19
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, „გრანტების შესახებ“ კანონპროექტის იმ ნაწილში, სადაც განმარტებულია, თუ რა მიიჩნევა გრანტად, ცვლილება შევა. კანონპროექტში ჩაიწერა, რომ ეს არ შეეხება ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებს.
16 თებერვალი 2026, 15:18
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: მოგიწოდებთ, პოპულიზმს თავი დაანებოთ. პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარეშე დავრჩეთ ქვეყანაში? პენსიონერებს გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობა აქვთ, ვიდრე თქვენს გუნდს
„მოგიწოდებთ, პოპულიზმს თავი დაანებოთ და როდესაც ასეთ სენსიტიურ საკითხზე ვსაუბრობთ, თან მოაყოლოთ, რაღაც ტიპის დაზღვევა. როდესაც ჰაერზე ლაპარაკობთ 250 ათას ადამიანზე, რომ დავაწესოთ ქვედა ზღვარი დაეწიოთ ხელფასი, ძალიან კარგია. ვისურვებდით, რომ ორჯერ დიდი ხელფასი ჰქონდეთ, მაგრამ ვხედავთ რისკს, რომ აქედან შეიძლება თუნდაც, ნახევარი უმუშევარი დარჩეს“ - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
16 თებერვალი 2026, 15:17
სპორტი
სამთო მოთხილამურე ლუკა ბუჩუკურმა ოლიმპიადაზე სლალომში იასპარეზა
მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. კორტინაში სლალომზე პირველი დაშვებისას ლუკა ბუჩუკურმა მანძილის დაფარვა ვერ მოახერხა და ასპარეზობას გამოეთიშა.
16 თებერვალი 2026, 15:14
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც შშმ პირებისთვის ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის საკითხს ეხება
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, შესაბამის სუბიექტებს გაუჩნდებათ ვალდებულება ვებსაიტები და მობილური აპლიკაციები შშმ პირებისათვის მისაწვდომი გახადონ, ასევე შეიქმნება ადაპტირებისათვის შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი.


