არქივი

16 თებერვალი 2026, 16:10

პოლიტიკა

მიმდინარე სასესიო კვირაში, პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და რეგიონული განვითარების მინისტრს მოუსმენს

საკანონმდებლო ორგანოში, 17 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება, ხოლო 18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და რეგიონული განვითარების მინისტრის, კახაბერ გულედანის ინტერპელაციები გაიმართება.

მაიკ ბენცი

16 თებერვალი 2026, 16:02

მსოფლიო

მაიკ ბენცის განცხადებით, საქართველოში „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ პროტესტი აშშ-ის მიერ იყო ორგანიზებული

„არა, ჩვენ პირდაპირ განვათავსეთ ჩვენი დაქირავებული ხალხი. ხალხი, ვინც ქუჩაში გავიდა, ჩვენი გავლენის კვანძებია. ისინი არიან USAID-ის ხელფასზე, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელფასზე, დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) ხელფასზე და ჩვენ ისინი იქ იმისთვის გავგზავნეთ, რომ შეეჩერებინათ კანონი, რომელიც ქართულ საზოგადოებას გააგებინებდა, რომ ჩვენ მათ ვასპონსორებთ“, - განაცხადა ბენცმა.

16 თებერვალი 2026, 15:36

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ახალი მოადგილე წარადგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი წარუდგინა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ალის ვაიდელი

16 თებერვალი 2026, 15:32

მსოფლიო

ალის ვაიდელი: ამ ომის მანქანის კვება აბსოლუტურად ანტირუსული რიტორიკით, ფინანსური რესურსებითა და სხვა საშუალებებით, როგორიცაა იარაღის მიწოდება, უნდა შეწყდეს. არ შეიძლება ადამიანი მსგავსი რეჟიმის გამოკვებას აგრძელებდეს

„ამ ომის მანქანის კვება აბსოლუტურად ანტირუსული რიტორიკით, ფინანსური რესურსებითა და სხვა საშუალებებით, როგორიცაა იარაღის მიწოდება, უნდა შეწყდეს. არ შეიძლება ადამიანი მსგავსი რეჟიმის გამოკვებას აგრძელებდეს. მათი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმაა საჭირო, როგორც ეს ამერიკის პრეზიდენტმა გააკეთა. ეს გერმანიის ამოცანაც უნდა ყოფილიყო. მსგავსი რამ არასდროს მოხდებოდა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მმართველობის პირობებში. ჩვენი მთავრობაში ყოფნის შემთხვევაში, უკრაინაში დიდი ხნის წინ იქნებოდა მშვიდობა“, - განაცხადა ვაიდელმა.

კაია კალასი

16 თებერვალი 2026, 15:23

მსოფლიო

Politico: კაია კალასს მიუნხენის კონფერენციაზე ყველაზე ცუდი „პოკერ ფეისი“ ჰქონდა

Politico-მ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სახალისო შეჯამება მოამზადა, რომელშიც პოლიტიკოსები სხვადასხვა კატეგორიებად დაყო. ერთ-ერთი მათგანი „ყველაზე ცუდი პოკერ ფეისი“ იყო, რომელიც გამოცემამ ევროკავშირის უმაღლეს კომისარს კაია კალასს მიანიჭა.

16 თებერვალი 2026, 15:19

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, „გრანტების შესახებ“ კანონპროექტის იმ ნაწილში, სადაც განმარტებულია, თუ რა მიიჩნევა გრანტად, ცვლილება შევა. კანონპროექტში ჩაიწერა, რომ ეს არ შეეხება ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებს.

ლევან მაჭავარიანი

16 თებერვალი 2026, 15:18

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: მოგიწოდებთ, პოპულიზმს თავი დაანებოთ. პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარეშე დავრჩეთ ქვეყანაში? პენსიონერებს გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობა აქვთ, ვიდრე თქვენს გუნდს

„მოგიწოდებთ, პოპულიზმს თავი დაანებოთ და როდესაც ასეთ სენსიტიურ საკითხზე ვსაუბრობთ, თან მოაყოლოთ, რაღაც ტიპის დაზღვევა. როდესაც ჰაერზე ლაპარაკობთ 250 ათას ადამიანზე, რომ დავაწესოთ ქვედა ზღვარი დაეწიოთ ხელფასი, ძალიან კარგია. ვისურვებდით, რომ ორჯერ დიდი ხელფასი ჰქონდეთ, მაგრამ ვხედავთ რისკს, რომ აქედან შეიძლება თუნდაც, ნახევარი უმუშევარი დარჩეს“ - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

16 თებერვალი 2026, 15:17

სპორტი

სამთო მოთხილამურე ლუკა ბუჩუკურმა ოლიმპიადაზე სლალომში იასპარეზა

მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. კორტინაში სლალომზე პირველი დაშვებისას ლუკა ბუჩუკურმა მანძილის დაფარვა ვერ მოახერხა და ასპარეზობას გამოეთიშა.

16 თებერვალი 2026, 15:14

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც შშმ პირებისთვის ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის საკითხს ეხება

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, შესაბამის სუბიექტებს გაუჩნდებათ ვალდებულება ვებსაიტები და მობილური აპლიკაციები შშმ პირებისათვის მისაწვდომი გახადონ, ასევე შეიქმნება ადაპტირებისათვის შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი.

კირ სტარმერი, ფრიდრიხ მერცი და ემანუელ მაკრონი

16 თებერვალი 2026, 15:10

მსოფლიო

Berliner Zeitung: მერცი და სტარმერი მაკრონს არ მიესალმნენ. ეს ფაქტი ევროპის ღრმა კრიზისს ააშკარავებს

გერმანულმა გამოცემამ Berliner Zeitung-მა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მომხდარ ინციდენტს, როდესაც გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები მაკრონს თითქოს შეგნებულად არ მიესალმნენ, ფორუმის ყველაზე სიმბოლური მომენტი უწოდა.

16 თებერვალი 2026, 15:07

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძესთან ერთად, შსს მიგრაციის დეპარტამენტს ეწვია, თანამშრომლებს შეხვდა და ახლად აშენებული, თანამედროვე სტანდარტების ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა.

16 თებერვალი 2026, 14:57

მსოფლიო

ბრიტანეთში ბავშვების დაცვის მიზნით სოცქსელებზე კონტროლის გამკაცრება იგეგმება

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ მედიაპლატფორმებს ახალ შეზღუდვების დაწესების მიზნით პარლამენტს მიმართავს. კირ სტარმერის განცხადებით, ონლაინ-სივრცეში ბავშვთა დაცვის მიზნით უნდა გაკონტროლდეს არალეგალური კონტენტი და ისეთი ელემენტები, რომლებიც არასრულწლოვანთა დამოკიდებულებას გამოიწვევს. ბრიტანეთის პრემიერის მიერ ინიცირებულ შეზღუდვებს უნდა დაემორჩილოს ყველა ტექნოლოგიური ფირმა, გამონაკლისების გარეშე.

16 თებერვალი 2026, 14:51

პოლიტიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარიშები განიხილეს.

ვატო შაქარიშვილი

16 თებერვალი 2026, 14:50

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ბატონი პეტრე მამრაძის შემოერთება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს პარტიას, მისი გამოცდილებით და მისი ინტელექტუალური რესურსით

ბატონი პეტრე მამრაძის შემოერთება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს პარტიას, მისი გამოცდილებით და მისი ინტელექტუალური რესურსით, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა.

გეკა გელაძე

16 თებერვალი 2026, 14:49

სამართალი

გეკა გელაძე არასრულწლოვანის საქმეზე: უწყების რეაგირება იყო დროული, საქმეზე კი გამოძიება გრძელდება

„ქართული პოლიცია არის ძლიერი, ორიენტირებული, რომ ქვეყანაში შექმნას უსაფრთხო გარემო და უზრუნველყოს მართლწესრიგი. ნამდვილად ცუდი ფაქტი იყო, შსს-მ როგორც კი ამის შესახებ გაიგო, დანაშაული მოხდა თუ არა, რეაგირება მოახდინა. საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, დაკავებულია სამმართველოს უფროსის მოადგილე, გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნა გეკა გელაძემ.

კახა კალაძე

16 თებერვალი 2026, 14:45

საზოგადოება

მუხიანის აგარაკებზე გზის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

მუხიანის აგარაკებზე, რაჭის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობა იწყება, სადაც გასულ წელს მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

16 თებერვალი 2026, 14:44

მსოფლიო

ევროპარლამენტარები აკრიტიკებენ ფონ დერ ლაიენის გადაწყვეტილებას ერთსულოვნების პრინციპის დათმობის შესახებ

ევროპარლამენტარები მწვავედ აკრიტიკებენ ევროკომისიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ უსაფრთხოებისა თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ევროკავშირმა ერთსულოვნების პრინციპი უნდა დათმოს და გადაწყვეტილებები წევრი სახელმწიფოების ხმათა უმრავლესობით მიიღოს. ევროდეპუტატ ჰერმან ტერხეს განცხადებით, ამით ურსულა ფონ დერ ლაიენმა საბოლოო დარტყმა მიაყენა ევროპელი ერების სუვერენიტეტს.

პეტრე მამრაძე

16 თებერვალი 2026, 14:42

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე პარტია „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“ შეუერთდა

პეტრე მამრაძე ამბობს, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში ეროვნული ინტერესების დამცველი კონსტრუქციული ოპოზიციის არსებობა დემოკრატიის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელების აუცილებელი პირობაა. ასეთი ოპოზიცია კი ამ დრომდე არ არსებობდა.

16 თებერვალი 2026, 14:39

საზოგადოება

თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა დააფინანსა

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის განხორციელება 2022 წელს, სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით დაიწყო, რაც საარჩევნო დაპირება იყო.

დავით მათიკაშვილი

16 თებერვალი 2026, 14:36

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი საია-ს სარჩელზე: ტყუილების ლაბირინთში არიან თვითონვე მოქცეულები. დღეს საია-მ „კამიტის“, ანუ ერთი დიდი ტყუილის გარეშე გადაწყვიტა რაღაც დავის აღძვრა, ბრიფინგიც გამართეს

„ტყუილების ლაბირინთში არიან თვითონვე მოქცეულები. დღეს საია-მ „კამიტის“, ანუ ერთი დიდი ტყუილის გარეშე გადაწყვიტა რაღაც დავის აღძვრა, ბრიფინგიც გამართეს. ამბობენ, რომ წყლის ჭავლში შესაბამისი ნივთიერება იყო გარეული. გაგვცენ პასუხი მაშინ აქამდე „კამიტზე“ რატომ ჰქონდათ მაშინ ასეთი აქცენტი, ამ ტყუილს რა მიზანი ჰქონდა?! ალბათ რაღაც კორექტირება შეიტანეს თავის სტრატეგიაში, თუმცა ბოლომდე მაინც უნდათ თავისი მრუდე დღის წესრიგი გაამართლონ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ნინო წილოსანი

16 თებერვალი 2026, 14:35

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ოპოზიციის პროპაგანდაზე: მას შემდეგ, რაც ჩვენ BBC-ის ვუჩივლეთ, ყველა მხარე, რომელიც ამ სიბინძურეში მონაწილეობს, უფრო მეტად ფრთხილად იქნება განცხადებებში

მას შემდეგ, რაც ჩვენ BBC-ის ვუჩივლეთ, ყველა მხარე, რომელიც ამ სიბინძურეში მონაწილეობს, უფრო მეტად ფრთხილად იქნება განცხადებებში, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ოპოზიციის პროპაგანდაზე საუბრისას.

არჩილ გორდულაძე

16 თებერვალი 2026, 14:32

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გარედან დაფინანსებული ადამიანები ქმნიან რადიკალურ ფონს, ექსტრემიზმს ახალისებენ, ადამიანებს დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებენ და შემდეგ მიატოვებენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ გარედან დაფინანსებული ადამიანების მთავარი მიზანი და ამოცანა დავალების შესრულებაა. როგორც გორდულაძე აღნიშნავს, ეს ადამიანები ქვეყანაში ქმნიან რადიკალურ ფონს, აქეზებენ ექსტრემიზმს და შემდეგ ადამიანებს განსაცდელში ტოვებენ.

ლევან მაჭავარიანი

16 თებერვალი 2026, 14:31

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: პირველ რიგში აყენებდნენ ახალგაზრდებს, რომ მომხდარიყო შეტაკება, შემდეგ რაღაც ემოციური კადრები გამოეტანათ იქიდან და ესაუბრათ, რომ თურმე, როგორ შეიძლება ახალგაზრდების დაკავება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აქციებზე ახალგაზრდების ბოროტი მიზნებისთვის გამოყენებასა და ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

პეტრ მაცინკა და ჰილარი კლინტონი

16 თებერვალი 2026, 14:28

მსოფლიო

ჰილარი კლინტონი და ჩეხეთის ვიცე-პრემიერი ერთმანეთს ტრამპის პოლიტიკის გამო დაუპირისპირდნენ

შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს შეეწინააღმდეგა ჩეხეთის ვიცე-პრემიერი. მაცინკამ თქვა, რომ ამერიკის პრეზიდენტი საკმაოდ შორს წასული პრობლემების მოგვარებას ცდილობს და ის ტრამპის ახალი პოლიტიკის მხარდამჭერია, განსაკუთრებით, იმ საკითხებში, რომლებიც გენდერულ რევოლუციას და კლიმატურ ცვლილებებს ეხება. მაცინკამ კლინტონს უთხრა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი: მდედრობითი და მამრობითი.

კახა კალაძე

16 თებერვალი 2026, 14:25

საზოგადოება

ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი 31 მარტს დასრულდება

ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ გამოცხადებული ტენდერი 31 მარტს დასრულდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

16 თებერვალი 2026, 14:23

პოლიტიკა

იურიდიულმა კომიტეტმა მეორე მოსმენით „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა

იურიდიულმა კომიტეტმა მეორე მოსმენით გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები განიხილა. კანონპროექტი პასუხობს არსებულ გამოწვევებს, მათ შორის არის ბრძოლა ექსტრემიზმთან. კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით ჩადენილი დანაშაული და საჯარო მოწოდება დასჯადი ხდება.

ალექსანდრე დარახველიძე

16 თებერვალი 2026, 14:16

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: ახალი შენობა მოემსახურება მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, აქამდე მათ უწევდათ მუშაობა იმ შენობაში, სადაც პარალელურად განთავსებული იყო დროებითი განთავსების ცენტრი

აღნიშნული შენობა მოემსახურება მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, სხვადასხვა სამმართველოს მოსამსახურეებს. აქამდე მათ უწევდათ მუშაობა იმ შენობაში, სადაც პარალელურად განთავსებული იყო დროებითი განთავსების ცენტრი, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

გეკა გელაძე

16 თებერვალი 2026, 14:13

პოლიტიკა

გეკა გელაძე: ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მიმართულებით შსს ძალიან აქტიურად მუშაობს. წელს ვგეგმავთ 4000-მდე არალეგალის გაძევებას ქვეყნიდან

ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მიმართულებით შსს ძალიან აქტიურად მუშაობს. წელს ვგეგმავთ 4000-მდე არალეგალის გაძევებას ქვეყნიდან, - განაცხადა შს მინისტრმა გეკა გელაძემ მედიის წარმომადგენლებთან

16 თებერვალი 2026, 14:11

რეგიონი

ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, ფიზიკური პირი ლ. ჯ. ყველს ამზადებდა არალეგალურ საწარმოში, რომელსაც არ ჰქონდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარება, ასევე არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა მიკვლევადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არ იცავდა ეტიკეტირების მოთხოვნებს.

ირაკლი კობახიძე

16 თებერვალი 2026, 14:02

პოლიტიკა

პრემიერი: უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, ჩვენი ამოცანაა, საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად გათავისუფლდეს ჩვენი ქვეყანა არალეგალი მიგრანტებისგან, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად მოვინახულეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.