არქივი

თამთა მეგრელიშვილი

15 თებერვალი 2026, 21:33

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: დებატების შედეგად გამოიკვეთა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის მიმართ სისტემურად ჩამოყალიბებული არგუმენტირებული წინააღმდეგობა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ წინააღმდეგობა წინააღმდეგობისთვის

„იმედის“ ეთერში გამართულმა დებატებმა აჩვენა სხვაობა არაპროფესიულ და პროფესიულ მსჯელობას შორის. პრემიერი და განათლების მინისტრი ყურადღებას ამახვილებდა სისტემურ ცვლილებებზე, ინსტიტუციურ მოწყობასა და გრძელვადიან შედეგებზე - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

ირაკლი ქადაგიშვილი

15 თებერვალი 2026, 21:20

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ევრობიუროკრატებზე: დიპლომატიური, დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ყველა ეტიკეტი და დემოკრატიისთვის დამახასიათებელი ყველა ზღვარი გადაილახა იმ მიზნით, რომ აქ, როგორც ეძახიან - „რეჟიმის“ ცვლილებისთვის მიეღწიათ

დღევანდელ დღეს ჩვენ რასაც ვუყურებთ, ე.წ. მემარცხენე ლიბერალური დემოკრატიის უკიდურესად ანგაჟირებული მიდგომის ნელ-ნელა ნგრევის და ჩამოშლის პროცესია, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ რუსეთის მიმართ ევროპელი ლიდერების შეცვლილი რიტორიკის შეფასებისას.

15 თებერვალი 2026, 21:15

პოლიტიკა

მძიმე მემკვიდრეობიდან კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ - სუს-ის უფროსის მამუკა მდინარაძის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

კოლეგების მიწვევით, ახლახან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

ალექსანდრე დარახველიძე

15 თებერვალი 2026, 21:14

საზოგადოება

ალექსანდრე დარახველიძე: ჰაერის ხარისხი, რომელიც ქვეყანაში დღეს გვაქვს, არ არის სახარბიელო. მთავარი და ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, სწორედ ავტომობილებისგან წამოსული ზემოქმედებაა, რასაც მოძველებული ავტომობილები იწვევენ

ცვლილება ამოქმედდება 2026 წლის პირველი აპრილიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ 2026 წლის პირველ აპრილამდე შეძენილი და ტრანსპორტირებადაწყებულ ავტომობილებს არ შეეხებათ ეს ცვლილებები, ხოლო თუკი ჩვენი მოქალაქეები 2026 წლის პირველი აპრილის შემდგომ საზღვარგარეთ შეიძენენ ავტომობილს, გადაწყვეტენ ქვეყანაში ჩამოყვანას, რეგისტრაციას და ქვეყნის ტერიტორიაზე მისით სარგებლობას, მათ მოუწევთ, რომ დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები რაც დადგენილებაში არის განსაზღვრული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

15 თებერვალი 2026, 21:02

პოლიტიკა

ევროკავშირის საფარქვეშ არსებული მტრობის კავშირი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირა“ მოგიყვებათ ევროკავშირის საფარქვეშ არსებულ მტრობის კავშირზე - როგორ ებრძვიან ევროჩინოვნიკები სუვერენიტეტსა და მშვიდობას.

15 თებერვალი 2026, 20:45

პოლიტიკა

ევრობიუროკრატიის ფსევდო-ღირებულებითი რიტორიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირამ“ მოამზადა მასალა ევრობიუროკრატიის ფსევდო-ღირებულებით რიტორიკაზე რუსეთთან დაკავშირებით. მათ საკუთარი კეთილდღეობისთვის სურთ, რუსეთთან ერთად უსაფრთხოების ახალი სისტემა ააშენონ - იმ რუსეთთან, რომელსაც თან სანქციებს უწესებენ და თან ფარულად ვაჭრობენ.

ნინო თანდილაშვილი

15 თებერვალი 2026, 20:44

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი: სატრანსპორტო სექტორიდან მავნე აირების გაფრქვევა არის ძალიან მავნებელი თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისთვის - იმისთვის, რომ ეს გაფრქვევა ეტაპობრივად შევამციროთ, აუცილებელია, გარკვეული შეზღუდვები შემოვიტანოთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების მავნე ზემოქმედებაზე და აუცილებელ შეზღუდვებზე ისაუბრა.

ნია გიუნაშვილი

15 თებერვალი 2026, 20:41

საზოგადოება

ნია გიუნაშვილი: ჰაერის დაბინძურებაში ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი არის ტრანსპორტის გამონაბოლქვი. ყველა რეგულაცია, რომელიც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული, უნდა მოიაზრებდეს ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირებასაც

ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია ყველაზე უფრო მსხვილ დაავადებებთან, ყველაზე დიდ მკვლელებთან, ეს არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რესპირატორული დაავადებები, სიმსივნეები და დიაბეტი, რომელიც მთლიანი სიკვდილიანობის დაახლოებით 97% შეადგენს საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ NCDC-ს გარემოს ჯანმრთელობის სპეციალისტმა ნია გიუნაშვილმა.

15 თებერვალი 2026, 20:30

პოლიტიკა

ეკოინიციატივა, რომელიც ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების მანქანების შემოყვანას კრძალავს - ვინ და რა მოტივით ეწინააღმდეგება ახალი რეგულაციის დაწესებას. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

ეკოინიციატივა, რომელიც ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების მანქანების შემოყვანას კრძალავს - ვინ და რა მოტივით ეწინააღდეგება ახალი რეგულაციის დაწესებას

დავით გურგენიძე

15 თებერვალი 2026, 20:25

საზოგადოება

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე: ბატონმა პრემიერმა მოისმინა და გაიზიარა ჩვენი წუხილები და გამოაცხადა ის, რამაც ყველა გაგვახარა

სიხარულით შევხვდით ბატონ ირაკლი კობახიძეს, მრავალი შეკითხვები იყო ჩვენთან, ჩვენგანაც იყო კითხვები, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

15 თებერვალი 2026, 20:21

რეგიონი

კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვის ცვენისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ179-კმ182 მონაკვეთზე (კალა-უშგული), დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

15 თებერვალი 2026, 20:18

პოლიტიკა

დებატების წარმატებული სტარტი „იმედზე“ - არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ მთელმა საქართველომ უყურა „ღია ეთერს“ - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ „იმედის“ ეთერში გუშინ გასულ დებატებზე ისაუბრა, სადაც პრემიერისა და განათლების მინისტრის წინააღმდეგ სადებატოდ დარგის ექსპერტები იყვნენ მიწვეული. დებატების თემა უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმა იყო.

15 თებერვალი 2026, 19:15

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, 16 და 17 თებერვალს გამოიჩინონ სიფრთხილე და ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით მტკვრის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 16 და 17 თებერვალს დაგეგმილია ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნურად შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე. აღნიშნული 31 იანვარს მტკვარში გაუჩინარებული პიროვნების სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდება.

ნინო წიკლაური

15 თებერვალი 2026, 18:05

სპორტი

სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაურმა ზამთრის ოლიმპიადაზე გიგანტურ სლალომში ასპარეზობა 49-ე ადგილზე დაასრულა

მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. კორტინაში საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდიდან სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაურმა ქალთა გიგანტურ სლალომში იასპარეზა. მან პირველი დაშვებისას მანძილი 1:12:39 წუთში დაფარა, რაც 55-ე შედეგი იყო, მეორე დაშვებისას კი მანძილის დაფარვისას 1:19:40 წუთი დააფიქსირა; ორი დაშვების ჯამში კი ასპარეზობა 49-ე ადგილზე დაასრულა.

15 თებერვალი 2026, 18:00

სპორტი

„ბორჯღალოსნებმა“ ნიდერლანდების ნაკრები 61:12 დაამარცხეს

„ბორჯღალოსნებმა“ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მეორე თამაში ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართეს და დიდი უპირატესობით მოიგეს.

ლადო სადღობელაშვილი

15 თებერვალი 2026, 17:31

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: დებატებმა „იმედის“ ტრადიციული მაყურებელი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ სახელისუფლებო გუნდი გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ე.წ. აკადემიური წრე - ასეთი ტიპის ეთერებით მთავრობა მიიზიდავს ნეიტრალური მაყურებლის დიდ ნაწილის

ეს იყო აკადემიური დონის დებატები, რომელსაც საზოგადოება მოწყურებულია! ეს იყო ცოცხალი პროცესი, რომელიც ყველა პლატფორმაზე უნდა მიმდინარეობდეს. რაც მთავარია, დებატებმა „იმედის“ ტრადიციული მაყურებელი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ სახელისუფლებო გუნდი გაცილებით მაღლა დგას, სულ სხვა დონეზეა ვიდრე ფულის ტომრებზე შემომჯდარი და სახელმწიფო ქონება მიტაცებული ე.წ. აკადემიური წრე, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, „იმედის“ ეთერში გასული დებატების შესახებ.

15 თებერვალი 2026, 16:51

სპორტი

ნიდერლანდების ნაკრებთან დაპირისპირების პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ უპირატესობით - 5:28 დასრულდა

ნიდერლანდების ნაკრებთან დაპირისპირების პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ უპირატესობით - 5:28 დასრულდა

15 თებერვალი 2026, 15:51

სპორტი

„ბორჯღალოსნები“ ნიდერლანდების ნაკრებს უპირისპირდებიან🏉

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრას ატარებს. გასვლითი მატჩში ამსტერდამში, ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებთან მიმდინარეობს.

შალვა პაპუაშვილი

15 თებერვალი 2026, 15:44

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ეს არ არის შეცდომა და არც გადაცდომა. ეს არის გაცნობიერებული სტრატეგია, სადაც ახალგაზრდები არიან სახარჯი მასალა, კანონდარღვევა - პოლიტიკური ინსტრუმენტი, ხოლო ქაოსი - ძალაუფლების ხელში ჩაგდების ერთადერთი გზა

როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგები, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ მეტრეველი

15 თებერვალი 2026, 15:36

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატები იყო ერთგვარი ლექცია და ეს ლექცია ირაკლი კობახიძემ და გივი მიქანაძემ ყოვლად მოუმზადებელ ოპონენტებს წაუკითხეს

„ირაკლი კობახიძემ დებატები გადაიყვანა იქ, სადაც ოპონენტები ყველაზე სუსტები იყვნენ - შინაარსში. და სწორედ აქ გამოჩნდა სხვაობა: ერთი მხარე საუბრობდა სისტემურ ხედვაზე და შედეგებზე, მეორე - ზოგად უკმაყოფილებაზე. გივი მიქანაძემ პრაქტიკულად დაშალა თითოეული ბრალდება ნაწილებად და აჩვენა, რომ ბევრი მათგანი ან ზედაპირული იყო, ან პოლიტიკურად მოტივირებული. ზემოთ აღნიშნულის შემდეგ, დისკუსია რამდენჯერმე უბრალოდ იქცა უხერხულ და კომიკურ მომენტებად, რადგან არაკომპეტენტურ ოპოზიციონერებს საკუთარი განცხადებების განმარტებაც კი უჭირდათ“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

გურამ ნიკოლაშვილი

15 თებერვალი 2026, 15:32

პოლიტიკა

ნიკოლაშვილი: ჯანაშიამ საგამზირე ხორცად გაწირული სტუდენტების ბანერები აფრიალა. აშკარად ჩანდა პათოსი - მინდა მაყურებელს ვაჩვენო ის, რასაც გიმალავენ. ეს მეტყველებს, როგორი ვიწროა ამ პარტიათა თვალსაწიერი. „იმედის“ მაყურებელმა ყველაფერი იცის

„ოღონდ „იმედის“ მაყურებელმა ყველაფერი იცის. და იცის იმაზე უკეთ, ვიდრე თქვენ გგონიათ. იცის რას ნიშნავს აკაცუკი, რისთვის დადიან ქუჩაში და ვის წისქვილზე ასხამენ წყალს. იცის ვინ დგას პროცესის უკან და რას ნიშნავს საგამზირე ხორცი. იცის და არ მოსწონს, არც გეთანხმებათ, არც თანაგიგრძნობთ, რადგანაც სიმართლე არ იმალება და სწორედ სიმართლეა, რომლის მოსმენასაც უმრავლესობა ირჩევს. სიმართლე კი ჩვენს მხარესაა. მთავარი სიმართლე, რომ რეალობა რაშიც ვცხოვრობთ, ჩავარდნილი რევოლუციის სინამდვილეა. აქედან მოდის რეიტინგი. პარტიისაც და მედიისაც“, - წერს გურამ ნიკოლაშვილი.

შალვა პაპუაშვილი

15 თებერვალი 2026, 15:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჰიბრიდული ომის ხერხია: გამოგივა გადატრიალება - იღებ ძალაუფლებას, არ გამოგივა - იღებ „მსხვერპლებს", რომლითაც შემდგომ სპეკულირებ, პროკლამაციებს ბეჭდავ და აფრიალებ - ზუსტად ეს სურათი ვნახეთ გუშინდელ დებატში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამართულ დებატებს ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი რადიკალური ოპოზიციის უპასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. ამასთან, იგი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ძალადობრივ აქციებში იმ ადამიანების მონაწილეობაა ასახული, რომელთა პლაკატები გუშინდელ დებატებზე პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ მიიტანა.

ედგარს რინკევიჩი

15 თებერვალი 2026, 15:27

მსოფლიო

ედგარს რინკევიჩი: ვერ წარმომიდგენია, რომ წელს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე შეთანხმებას მივაღწევთ. თუ შევცდები, სიამოვნებით ვაღიარებ

„ახლა ბურთი რუსეთის მოედანზე. თუ რუსეთი არ იძვრის, მაშინ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რას ვიზამთ ევროპის გაფართოებასთან დაკავშირებით. შეგვიძლია თუ არა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე კონკრეტული თარიღის, 2027-ის დასახელება ახლა? გულწრფელად რომ ვთქვა, ამ ეტაპზე ვერ წარმომიდგენია, რომ 2026 წელს შეთანხმებას მივაღწევთ. თუ შევცდები, სიამოვნებით ვაღიარებ ამას ყველგან, მაგრამ ვერ ვხედავ რაიმე ნიშანს იმისა, რომ რუსებს სურთ ხელი მოაწერონ შეთანხმებას“, - განაცხადა მან.

გერმან გალუშენკო

15 თებერვალი 2026, 15:18

მსოფლიო

უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ქვეყნიდან გასვლის მცდელობისას დააკავეს

„უკრაინსკაია პრავდა“ წერს, რომ გალუშენკო მატარებლიდან მოხსნეს. გამოცემის წყაროს ცნობით, მესაზღვრეებს ჰქონდათ სპეციალური მოთხოვნა ანტიკორუფციული ბიუროსგან და პროკურატურისგან, რათა მიეღოთ ინფორმაცია, თუ ექს-მინისტრი ქვეყნის დატოვებას დააპირებდა.

15 თებერვალი 2026, 15:07

რეგიონი

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

15 თებერვალი 2026, 15:02

სპორტი

ტაილანდურ კრივში საქართველოს პირველი ჩემპიონატი მიმდინარეობს

საქართველოში ტაილანდური კრივის ფედერაცია 2025 წელს დაარსდა და ეს ამ ფედერაციის ეგიდით ჩატარებული პირველი ღონისძიებაა. გამარჯვებული სპორტსმენებით ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც მარტში თურქეთში საერთაშორისო ტურნირზე, ივნისში კი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოვა.

ნინო წიკლაური

15 თებერვალი 2026, 14:58

სპორტი

ნინო წიკლაურმა ოლიმპიადაზე გიგანტურ სლალომში იასპარეზა

ნინო წიკლაური ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და მამაკაცთა შორის პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მეხუთედ მონაწილეობს.

15 თებერვალი 2026, 14:54

რეგიონი

ბაკურიანში ჯაზ-ფესტივალი მიმდინარეობს

სტუმრების წინაშე წარსდგა ასევე ნიდერლანდური ბენდი Kraak and Smaak Live, რომელიც წარმოადგენს დინამიკურ შოუს და მოიცავს მათი მუსიკის ყველა ჟანრს. ფესტივალის პირველი დღე ლეგენდარულმა ინგლისელმა ტრომბონისტმა და ვოკალისტმა დენის როლინსმა დაასრულა თავის ბენდთან ერთად.

ცოტნე ანანიძე

15 თებერვალი 2026, 14:48

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: როცა დებატებში მარცხდები, დებატების დაკნინებას იწყებ - ეს არის ოპოზიციის სტრატეგია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განათლების რეფორმის შესახებ გამართულ დებატებს ეხმიანება.

15 თებერვალი 2026, 14:48

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა

შეხვედრაზე განხილეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას და ეუთო-ს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.