არქივი

ლევან მაჭავარიანი

13 თებერვალი 2026, 17:51

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი აშშ-თან ურთიერთობაზე: სასიამოვნოა ის სიგნალები, რომელიც იგივე ბატონი რუბიოს მხრიდან, ბატონი ვენსის მხრიდან მოდის. ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ ამერიკულ მხარესთან და დროსა და სივრცეში გავწეროთ კონკრეტული გზამკვლევი

ძალიან სასიამოვნოა ის სიგნალები, რომელიც იგივე ბატონი რუბიოს მხრიდან, ბატონი ვენსის მხრიდან მოდის. ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ ამერიკულ მხარესთან და დროსა და სივრცეში გავწეროთ კონკრეტული გზამკვლევი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით.

გიორგი მაისურაძე

13 თებერვალი 2026, 17:33

ეკონომიკა

„მილმართის“ დირექტორი: მარკეტების ქსელთან თანამშრომლობა დავიწყეთ 2011 წელს, რაც დრო გადის, პრობლემები იზრდება - მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლის მხრიდან არის მოთხოვნა, ბოლო ორი წელია, იძულებული გავხდით, მეტად გადავერთოთ ექსპორტზე

ჩვენ „შემოქმედის ჩაის“ ბრენდით ვართ წარმოდგენილი 2011 წლიდან. მარკეტების ქსელთან თანამშრომლობა დავიწყეთ 2011 წლიდანვე, სხვათა შორის, საკმაოდ კარგად და რაც დრო გადის, პრობლემები ნელ-ნელა იზრდება. ბოლო ორი წელია, იძულებული გავხდით, რომ უფრო მეტად გადავერთოთ ექსპორტზე, რაც ძალიან სამწუხაროა, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლის მხრიდან არის საკმაოდ მოთხოვნა და პირადი ზარებიც არის, რატომ არ არის ჩვენი პროდუქცია ქსელებში ფართოდ წარმოდგენილი, - განაცხადა შპს „მილმართის“ (შემოქმედის ჩაი) დირექტორმა, გიორგი მაისურაძემ, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

დიმიტრი პესკოვი

13 თებერვალი 2026, 17:31

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება

კრემლის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები მორიგი რაუნდი 17-18 თებერვალს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

13 თებერვალი 2026, 17:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ეროვნული ინტერესები პირად წყენაზე მაღლა უნდა იდგეს, ბატონმა პეტერმა 30-წლიანი სანიმუშო პარტნიორობა სამ წელიწადში რომ დაანგრია, ამ მარტივი ჭეშმარიტების ვერ გააზრების ნიშანია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს.

ალექსანდრე კარტოზია

13 თებერვალი 2026, 17:16

პოლიტიკა

ალექსანდრე კარტოზია: მაკა ბოჭორიშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია

საქართველოს ელჩმა გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზიამ მედიასთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მიუნხენში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მინისტრის მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

13 თებერვალი 2026, 17:08

მსოფლიო

აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდი, USS Gerald Ford-ი გააგზავნა

აშშ ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდს, USS Gerald Fords-ს აგზავნის. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

გოჩა ღვინეფაძე

13 თებერვალი 2026, 17:01

ეკონომიკა

კომპანია „ალალის“ დამფუძნებელი ქსელურ მარკეტებზე: ჩვენთან ფასი როგორ წარმოიქმნება მაგას უკვე ფასის წარმოქმნა არ ჰქვია - დღევანდელი ჩვენი გათვლებით ჩვენ ფასს ემატება 185%

ჩვენთან ფასი როგორ წარმოიქმნება მაგას უკვე ფასის წარმოქმნა არ ჰქვია, - განაცხადა ხილის და ბოსტნეულის გადამამუშავებელი კომპანია „ალალის“ დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე საუბრისას.

მურად ღოღაძე

13 თებერვალი 2026, 16:54

ეკონომიკა

კომპანია „ქალაქურის“ დამფუძნებელი: იმპორტის ნაწილი მაღალია, რაც საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს ადგილობრივ პროდუქციას - კარგი იქნება თუ დარეგულირდება იმპორტის ნაწილი

„იმპორტის ნაწილი საკმაოდ მაღალია, ჩემს სეგმენტზე მაქვს საუბარი, რაც საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს ადგილობრივ პროდუქციას. კარგი იქნება, თუ დარეგულირდება იმპორტის ნაწილი. როდესაც ადგილობრივი წარმოების ნედლეული გაგვაჩნია, ჯობია, რომ ადგილობრივი ნედლეულით ვაწარმოოთ სრულად, შესაბამის ღირებულებაში. მე ვიცი, რომ ჩვენი თხილი უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში გასაყიდი თხილი. არ ვიცი, რატომ. წელს დაფიქსირდა საკმაოდ მაღალი ფასმაჩვენებელი თხილთან მიმართებით, რომელიც საკმაოდ მაღალ ფასს იღებდა ადგილობრივ ბაზარზე, ვიდრე იმპორტით შემოდიოდა.“ - განაცხადა ღოღაძემ

მარკო რუბიო ვან ი

13 თებერვალი 2026, 16:51

მსოფლიო

მარკო რუბიომ და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენში შეხვედრა გამართეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მარიამ მარშავა
გიორგი მუმლაძე

13 თებერვალი 2026, 16:42

სპორტი

ქართველმა ტყვიის მსროლელმა წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

შერეულ წყვილთა ტურნირში ახალგაზრდებს შორის პნევმატური პისტოლეტის 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ მარშავასა და გიორგი მუმლაძის წყვილმა.

ნინო წილოსანი

13 თებერვალი 2026, 16:39

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ადგილობრივ მწარმოებლებს: 60 დღე ქსელი თქვენს ფულს იყენებს, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მგონია, 60 დღე თქვენ იხდით ალბათ ბანკის სესხს, მაშინ, როდესაც თქვენი გაყიდული პროდუქციის თანხას ქსელი ატრიალებს თავის სასარგებლოდ

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.

მურად ღოღაძე

13 თებერვალი 2026, 16:36

ეკონომიკა

თხილეულის მწარმოებელი კომპანია „ქალაქურის“ დამფუძნებელი, მურად ღოღაძე აცხადებს, რომ ქსელის მიერ გაყიდულ პროდუქციაზე ანაზღაურების დალოდების პერიოდი 60-დან 80 დღემდე მერყეობს

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს უსმენენ.

ნინო თანდილაშვილი

13 თებერვალი 2026, 16:11

საზოგადოება

ავტომობილების იმპორტზე პირველად და დროებით რეგისტრაციაზე დაწესებული ახალი რეგულაცია ელექტროავტომობილებზე არ ვრცელდება

მთავრობის დადგენილების თანახმად, საქართველოში 1 აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია იკრძალება.

13 თებერვალი 2026, 16:11

ეკონომიკა

გენადი არველაძე: 2026 წლის იანვრის მონაცემით გვაქვს ექსპორტის 19%-იანი ზრდა - მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულს ხელს უწყობს ის გადაწყვეტილებები, რომელსაც მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში იღებდა სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში

2026 წლის იანვრის მონაცემით ჩვენ გვაქვს ორნიშნა 19-პროცენტიანი ზრდა ექსპორტის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების და საექსპორტო პროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზე განთავსების კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულს ხელს უწყობს ის გადაწყვეტილებები, რომელსაც მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში იღებდა სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.

13 თებერვალი 2026, 16:07

საზოგადოება

პორტალზე „ქართული ენა ემიგრანტებისათვის” ქართული ენის დისტანციური სწავლის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს პროექტს „ქართული დიასპორისთვის დისტანციური სწავლების მხარდაჭერა“.

ოთარ ნადარაია

13 თებერვალი 2026, 16:06

ეკონომიკა

ოთარ ნადარაია: ჩინეთის ეკონომიკა და საფინანსო სისტემა უკვე გლობალური მასშტაბის მოთამაშეა, რაც რეზერვებში იუანის დამატებას სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს

„თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (CIBM) წვდომის მოპოვება ეკონომიკური თვალსაზრისით პირველ რიგში რეზერვების დივერსიფიცირებას ნიშნავს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

13 თებერვალი 2026, 16:06

მსოფლიო

The New York Times: აშშ შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად უკრაინაზე სამშვიდობო გარიგების დადების მიზნით წნეხს ზრდის

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაზე ზეწოლას აძლიერებს, რათა კიევი დონბასის რეგიონთან დაკავშირებით მოსკოვის სასარგებლოდ დათმობაზე წავიდეს და კონფლიქტი ზაფხულის დადგომამდე დასრულდეს. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

თემურ მიქელაძე

13 თებერვალი 2026, 15:53

საზოგადოება

თემურ მიქელაძე: ჰაერის დამაბინძურებლებმა შესაძლოა ნიადაგიც დააზიანოს, წყალიც, გამოიწვიოს ონკოლოგიური დაავადებები. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველანაირი ზომა, რომ ეს მავნე ზემოქმედების ფაქტორები დროულად იქნას მოცილებული

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული გართულება შესაძლოა არ გამოვლინდეს დღეს, თუმცა ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს მოზრდილობაში გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, ფილტვის ქრონიკული დაავადება, სხვადასხვა ონკოლოგიური პათოლოგია, - განუცხადა „ქრონიკას“ პედიატრმა თემურ მიქელაძემ.

როინ ხინთიბიძე

13 თებერვალი 2026, 15:45

სამართალი

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე რამდენიმე ბრალდებული საპროცესო შეთანხმების გაფორმების ითხოვს

ხელისუფლების დამხობის საქმის პროკურორი როინ ხინთიბიძე აცხადებს, რომ რამდენიმე ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვა.

13 თებერვალი 2026, 15:40

მსოფლიო

The Guardian: ტრამპის მიერ BBC-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე სასამართლო პროცესი 2027 წლის 15 თებერვალს დაიწყება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ BBC-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე სასამართლო პროცესი 2027 წლის 15 თებერვალს დაიწყება. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ლაშა ქავთარაძე

13 თებერვალი 2026, 15:39

ეკონომიკა

Galt & Taggart-ის მთავარი ეკონომისტი: საქართველოსთვის ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წვდომა რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია

სებ-ის მიერ ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მიღება შეიძლება განიხილებოდეს, როგორც საერთაშორისო რეზერვების გეოგრაფიული და ვალუტის ჭრილში დივერსიფიკაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, - ასე აფასებს Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე მიღწევას, რომლის მიხედვითაც საქართველოსთვის პირველად ხელმისაწვდომი ხდება ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წვდომა.

13 თებერვალი 2026, 15:34

საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა: საქართველოს რკინიგზაში რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში

„საქართველოს რკინიგზაში რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში“, - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

13 თებერვალი 2026, 15:31

სამართალი

ლაშა ჯუღელი 4 ოქტომბრის მოვლენებზე: მომიტინგეებს პრეზიდენტის სასახლის ღობე უკვე გადანგრეული ჰქონდათ და შესულები იყვნენ ეზოში. შესასვლელამდე სანამ მივედით, პოლიციელებს დაგვიწყეს ქვების სროლა - დაზიანებები მქონდა ძირითადად თავში

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ჩახუნაშვილის, ევა შაშიაშვილისა და კიდევ 13 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდების მხარემ სასამართლოში ძალადობის შედეგად დაშავებული სამართალდამცველი დაკითხა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე საბურთალოს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა დეტალურად გაიხსენა, როგორ ძალადობდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებზე.

13 თებერვალი 2026, 15:30

პოლიტიკა

ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად მცხეთას ეწვია

ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან, სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად მცხეთას ეწვია, სადაც ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაათვალიერა.

შოთა ბერეკაშვილი

13 თებერვალი 2026, 15:21

პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი საპარლამენტო კომისიის მიზნებზე: ახლა ვართ პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპზე. შემდეგი იქნება ანალიტიკა, ბოლო ეტაპი - შესაბამისი ინსტრუმენტების ამოქმედება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სექტორი გავხადოთ უფრო ეფექტური

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, ისაუბრა კომისიის სამომავლო მიზნებზე.

13 თებერვალი 2026, 15:17

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავი საქართველოს გარდა ნიდერლანდებში, საფრანგეთში, სერბეთსა და არაერთ სხვა ქვეყანაში აღინიშნა

ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვებისა და ისლამური რესპუბლიკის დაარსების 47-ე წლისთავი აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით, თეირანსა და ირანის სხვადასხვა ქალაქში მასშტაბური მსვლელობები გაიმართა.

13 თებერვალი 2026, 15:16

რეგიონი

აბაშასა და სამტრედიაში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აბაშასა და სამტრედიაში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს.

13 თებერვალი 2026, 15:15

რეგიონი

წალენჯიხაში ტერენტი გრანელის სახელობის პარკის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წალენჯიხაში მდებარე ტერენტი გრანელის სახელობის პარკის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

13 თებერვალი 2026, 15:15

მსოფლიო

The Guardian: BBC სააბონენტო გადასახადების შემცირების გამო ხარჯების შეკვეცას 600 მილიონი გირვანქა სტერლინგით გეგმავს

ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (BBC) სააბონენტო გადასახადების მოსალოდნელი შემცირების გამო საკუთარი ხარჯების 600 მილიონი გირვანქა სტერლინგით შეკვეცას გეგმავს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

13 თებერვალი 2026, 15:14

პოლიტიკა

ზვიად გაბისონია: ინფორმაცია, თითქოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი დადგენილება სტუდენტთა კვოტირების შესახებ მოქმედ სტუდენტებს ეხება არის სრული სიცრუე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიას განმარტებით მთავრობის ახალი დადგენილება სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტთა კვოტირების შესახებ არ ვრცელდება მოქმედ სტუდენტებზე.