არქივი
13 თებერვალი 2026, 08:03
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილმა მეუღლესთან ერთად ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს და მის მეუღლეს, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მეუღლესთან ერთად ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს და მის მეუღლეს, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
13 თებერვალი 2026, 08:01
პოლიტიკა
დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია მეორე სხდომას გამართავს
დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია მეორე სხდომას გამართავს.
13 თებერვალი 2026, 03:43
მსოფლიო
ისრაელის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნეთანიაჰუს შეწყალების საკითხთან დაკავშირებით ტრამპის კრიტიკაზე: ისრაელი სუვერენული სახელმწიფოა - პრეზიდენტ ჰერცოგს ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია
მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელის პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს „საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს“ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს არშეწყალების გამო, ჰერცოგის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
13 თებერვალი 2026, 03:32
მსოფლიო
ტრამპი: ისრაელის პრეზიდენტს უნდა რცხვენოდეს იმის გამო, რომ არ შეიწყალა ბენიამინ ნეთანიაჰუ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელის პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს უნდა რცხვენოდეს იმის გამო, რომ არ შეიწყალა პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი თაღლითობის, ქრთამის აღებისა და ნდობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით.
13 თებერვალი 2026, 03:20
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ უნდა დავდოთ შეთანხმება ირანთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ძალიან მტკივნეული
ჩვენ უნდა დავდოთ შეთანხმება ირანთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ძალიან მტკივნეული, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
13 თებერვალი 2026, 03:01
მსოფლიო
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ურჩევნია საერთოდ არანაირი შეთანხმება არ დადოს, ვიდრე საკუთარ ხალხს ცუდი პირობების მიღება აიძულოს
ამერიკულ გამოცემა The Atlantic-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ურჩევნია საერთოდ არანაირი შეთანხმება არ დადოს, ვიდრე საკუთარ ხალხს ცუდი პირობების მიღება აიძულოს.
13 თებერვალი 2026, 02:38
მსოფლიო
ტრამპი: ვენესუელასა და აშშ-ს შორის ურთიერთობები არაჩვეულებრივია - ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ პრეზიდენტ დელსი როდრიგესთან და მის წარმომადგენლებთან
ვენესუელასა და აშშ-ს შორის ურთიერთობები არაჩვეულებრივია - ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ პრეზიდენტ დელსი როდრიგესთან და მის წარმომადგენლებთან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
13 თებერვალი 2026, 02:04
მსოფლიო
The Atlantic: უკრაინა, შესაძლოა, მზად იყოს ყველაზე რთული დათმობისთვის - დონეცკის ოლქში ტერიტორიებზე კონტროლის დათმობისთვის
უკრაინელებმა თითქმის შეწყვიტეს თავიანთი ადრინდელი დაჟინებული მოთხოვნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და მისი გენერლები სამხედრო დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ, - წერს ამერიკული გამოცემა The Atlantic-ი.
13 თებერვალი 2026, 01:36
მსოფლიო
The Atlantic: მომავალ კვირებში, როდესაც საარჩევნო კამპანია ტრამპის ყურადღებას სულ უფრო მეტად მიიპყრობს, მან შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები მისთვის პოლიტიკურად წამგებიანია
უკრაინული დელეგაციისთვის აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მძიმე აღმოჩნდა. მიუხედავად ხანგრძლივი დისკუსიებისა, პროცესი აშკარა ჩიხშია შესული, - წერს ამერიკული გამოცემა The Atlantic-ი.
13 თებერვალი 2026, 01:08
ეკონომიკა
Aqualia-ს რეგიონული დირექტორი: ჩვენი აზრით საქართველოს მარეგულირებელი სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. კანონმდებლობა, რეგულაციები ხელშემწყობია გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის და არა უბრალოდ ერთჯერადი ინვესტიციისთვის
Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა, ხოსე ენრიკე ბოფილიმ, გადაცემაში „იმედი LIVE“ იმ რეგულაციებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში მოქმედებს და რომელიც ინვესტორისთვის ინვესტირების თვალსაზრისით საინტერესო და მიმზიდველია.
13 თებერვალი 2026, 00:57
საზოგადოება
Aqualia-ს დირექტორი: კომპანიის რეორგანიზება მოხდა იმისათვის, რომ ბევრად ეფექტური ყოფილიყო, მათ შორის წყლის შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისთვის ბევრი თანხა ჩავდეთ და შედეგად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მივიღეთ
„როდესაც ჩამოვედით, მოვახდინეთ ინვესტირება და დავიწყეთ ოპერირება, აღმოვაჩინეთ, რომ ქსელზე [წყლის] ბევრი შეწყვეტა იყო და ეს იყო ძალიან კრიტიკული თემა. მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვეუმჯობესებინა ვითარება რაც შეიძლება მოკლე დროში. რამდენიმე წლის შემდგომ, ამჟამად კომპანიის რეორგანიზება მოხდა იმისათვის, რომ ბევრად ეფექტური ყოფილიყო და მათ შორის ამ საკითხის გადაწყვეტისთვის ბევრი თანხა ჩავდეთ და შედეგად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მივიღეთ“, - აღნიშნა ხოსე ენრიკე ბოფილიმ.
13 თებერვალი 2026, 00:56
საზოგადოება
წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმი სემეკის თავმჯდომარემ და კომპანია Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა გადაცემაში „იმედი Live” შეაჯამეს
წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმი სემეკის თავმჯდომარემ და კომპანია Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა გადაცემაში „იმედი Live” შეაჯამეს. დავით ნარმანია და ხოსე ენრიკე ბოფილი ღონისძიებას წარმატებულად მიიჩნევენ.
13 თებერვალი 2026, 00:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ბიზნესის ზოგიერთ წარმომადგენელს შესაძლოა არ ესმოდეს, რომ საბოლოოდ თავად დაზიანდება, თუ საზოგადოებას ზედმეტად გამოფიტავს თუნდაც ფასების მიხედვით
ბიზნესის ზოგიერთ წარმომადგენელს შესაძლოა არ ესმოდეს, რომ საბოლოოდ თავად დაზიანდება, თუ საზოგადოებას ზედმეტად გამოფიტავს თუნდაც ფასების მიხედვით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
13 თებერვალი 2026, 00:34
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: მიდიან ბრიუსელში და იქ ეძებენ პარტნიორებს და ვერ ხვდებიან, რომ მათი პარტნიორი უნდა იყოს ქართველი ხალხი. ხალხის გარეშე არ არსებობს რაიმე პოლიტიკური წარმატება გქონდეს. ამიტომაც დარჩნენ „პუფებად“
მიდიან ბრიუსელში და იქ ეძებენ პარტნიორებს და ვერ ხვდებიან, რომ მათი პარტნიორი უნდა იყოს ქართველი ხალხი. ხალხის გარეშე არ არსებობს რაიმე პოლიტიკური წარმატება გქონდეს. ამიტომაც დარჩნენ „პუფებად“, - გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
13 თებერვალი 2026, 00:31
პოლიტიკა
ნიკოლოზ მეტრეველი მარინე ჩიტაშვილის განცხადებაზე: „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ მოდელი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ეფექტიანად მოქმედებს - აშკარაა, რომ ქალბატონ მარინეს, ელემენტარული წარმოდგენაც არ აქვს განათლების თანამედროვე სისტემებზე
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, თსუ-ის პროფესორის, ფსიქოლოგ მარინე ჩიტაშვილის მიერ "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის" მოდელის კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ აღნიშნული პრაქტიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წარმატებით მოქმედებს.
13 თებერვალი 2026, 00:29
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინა არ აგებს
„უკრაინა არ აგებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა The Atlantic-თან ინტერვიუში, როდესაც მას ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე კითხვა დაუსვეს.
13 თებერვალი 2026, 00:28
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე პრეზიდენტად წერია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი კვლავ ილია დარჩიაშვილია მოხსენიებული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი Live” ის დოკუმენტები წარმოადგინა, რომელიც საქართველოს შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდზეა განთავსებული და რომელიც 2024 წლის შემდეგ არ განახლებულა. დოკუმენტში პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მოხსენიებული, საგარეო საქმეთა მინისტრად კი - ილია დარჩიაშვილი.
13 თებერვალი 2026, 00:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მინახავს ადამიანები, რომლებიც იხსენებენ ჩვენი ჯარისკაცების გმირობას და ამბობენ, რომ ამერიკელებს, ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ჯართან, ვისთან ერთადაც წინა ხაზზე სურდათ ყოფნა, ქართველები იყვნენ
მინახავს ადამიანები, რომლებიც იხსენებენ ჩვენი ჯარისკაცების გმირობას და ამბობენ ერთ რამეს, რომ ამერიკელებს, რომლებიც წინა ხაზზე იდგნენ სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც შტაბებში ისხდნენ, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჯარი, ვისთან ერთადაც წინა ხაზზე სურდათ ყოფნა, ქართველები იყვნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
13 თებერვალი 2026, 00:20
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე: დრო შეიცვალა და მხოლოდ გონივრული იქნება, თუ ადაპტირებას მოვახდენთ - ეს არ ნიშნავს ნატოს მიტოვებას
დრო შეიცვალა და მხოლოდ გონივრული იქნება, თუ ადაპტირებას მოვახდენთ - ეს არ ნიშნავს ნატოს მიტოვებას, პირიქით, ეს წარმოადგენს ორგანიზაციის საწყისი დანიშნულებისკენ დაბრუნებას, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.
13 თებერვალი 2026, 00:20
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ასე იწყებოდა ყველა ომი და ასე მთავრდებოდა. ერთადერთი კითხვა არის - ვინ ზიანდებოდა ამ ომისგან. როგორც წესი პატარები იჭყლიტებიან, როდესაც აქლემები ჩხუბობენ და ასე გავიჭყლიტებოდით. ჩვენი როლი განსაზღვრული იყო თავიდანვე
ოპორტუნიზმი - ეს არის ის, რაც დღევანდელ ევროკავშირის ზოგიერთ ლიდერს თუ პოლიტიკურ ჯგუფს გამოარჩევს. ფარისევლობა - მეორე, რაც გახსენდება, როდესაც უყურებ ამ პოლიტიკურ ლანდშაფტს დღეს ევროკავშირში, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთი ლიდერის განცხადებას, რომელიც რუსეთთან ურთირთობების დალაგებას ეხებოდა.
13 თებერვალი 2026, 00:19
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მზად ვართ, თვისობრივად ახალი პარტნიორობა დავიწყოთ. ის სტრატეგიული პარტნიორობაც თავის დროზე იყო მხოლოდ ფურცელზე და იყო კომპენსაცია 2008 წლის ომისთვის, ომიდან რამდენიმე თვეში ობამას ადმინისტრაციისგან
მზად ვართ, თვისობრივად ახალი პარტნიორობა დავიწყოთ. ის სტრატეგიული პარტნიორობაც თავის დროზე იყო მხოლოდ ფურცელზე და იყო კომპენსაცია 2008 წლის ომისთვის, ომიდან რამდენიმე თვეში ობამას ადმინისტრაციისგან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
13 თებერვალი 2026, 00:13
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე: იმდენი გვაქვს ნალაპარაკები ქართულად, ინგლისურადაც და ბოლოს გერმანულადაც, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ
როდესაც, ექსტრემისტებს გვერდში იყენებს, როდესაც ფოტოთი პოზირებს ადამიანებთან, რომლებიც ფაშისტური სლოგანებით თავს ესხმიან ქალ დეპუტატს, ამ ადამიანებს რომ გვერდში იყენებს და ამბობს, რომ ეს არის საქართველოს მომავალი, რაღა უნდა ახსნა და რომელ ენაზე, გერმანული უნდა თუ ინგლისური, ვერც ერთ ენაზე ვერ ავხსენით როგორც ჩანს სათანადოდ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ელჩზე საუბრისას. შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის ბოლო ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დიპლომატი საქართველოზე, ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებაზე ჩვეული გონორით საუბრობს. „არ ვიცი ამ ადამიანს, საიდან ასეთი განწყობა, რატომ ფიქრობს რომ ასე ცხვირაწეული შეუძლია გვესაუბროს. მათ შორის საუბრობს იმაზე, რომ რაღაც ვერ გაუგია, გერმანულად მოსაუბრე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რატომ არ ესაუბრებიან. იმდენი გვაქვს ნალაპარაკები ქართულად, ინგლისურადაც და ბოლოს გერმანულადაც, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ. როდესაც ექსტრემისტებს გვერდში იყენებს, როდესაც ფოტოთი პოზირებს ადამიანებთან, რომლებიც ფაშისტური სლოგანებით თავს ესხმიან ქალ დეპუტატს, ამ ადამიანებს რომ გვერდში იყენებს და ამბობს, რომ ეს არის საქართველოს მომავალი, რაღა უნდა ახსნა და რომელ ენაზე, გერმანული უნდა თუ ინგლისური, ვერც ერთ ენაზე ვერ ავხსენით როგორც ჩანს სათანადოდ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
13 თებერვალი 2026, 00:07
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ნაცვლად იმისა, რომ რომელიმე ორგანიზაციისთვის მიეცათ გრანტები, დაიწყეს ამ ორგანიზაციის თანამშრომლებთან პირდაპირ ხელშეკრულებების დადება. ვის ატყუებენ?! მართლა გაგეცინება ადამიანს
მართლა ყველა ყველას იცნობს, არაფერი იმალება ამ ქვეყანაში, არ სჭირდება ამას არც სპეცსამსახური და არაფერი განსაკუთრებული, ყველამ იცის რა სქემების დალაგებაც დაიწყეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
13 თებერვალი 2026, 00:01
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე: ძალისმიერი პოლიტიკა დაბრუნდა და სამხედრო ძალა კვლავ ფართომასშტაბურად გამოიყენება
ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ განაცხადა, რომ ცივი ომის შემდგომი „ერთპოლუსიანი მომენტი“ დასრულდა და ალიანსს ფუნდამენტური ადაპტაცია სჭირდება.
12 თებერვალი 2026, 23:51
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რატომ არ ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილობრივი წყაროებიდან? რატომ არავის აქვს სურვილი, რომ მათ ფული მისცეს. იმიტომ, რომ იმ ქართველმა იცის, რომ ფულს აძლევს უცხოური ინტერესების გამტარებელს
ჩვენ არ გვინდა უცხოური აზრები მოვისმინოთ შიდა პოლიტიკაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
12 თებერვალი 2026, 23:49
პოლიტიკა
პაპუაშვილი ევრობიუროკრატიაზე: ერთადერთი, რისაც ეშინიათ ჩვენგან, ეს არის ჩვენი მართალი სიტყვა, ჩვენ უნდა მივიღოთ ეს როგორც აღიარება ჩვენი სიტყვის სიძლიერისა, არ არსებობს საკითხი, რომელიც ჩვენ ვთქვით და არ დადასტურდა
ერთადერთი რისაც ეშინიათ ჩვენგან [ევრობიუროკრატებს} ეს არის ჩვენი მართალი სიტყვა და სწორიც არის, რადგან ისტორიულად მართალ სიტყვას ყოველთვის გაჰქონდა თავის თავი, ჩვენ უნდა მივიღოთ ეს როგორც აღიარება ჩვენი სიტყვის სიძლიერისა და სწორედ ამ სიტყვაში უნდა გავძლიერდეთ, არ არსებობს საკითხი, რომელიც ჩვენ ვთქვით და რომელიც არ დადასტურდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილი ევროპულ დემოკრატიაზე საუბრისას საქართველოში ხორვატიის პრეზიდენტის ვიზიტს შეეხო და მის მიერ გაკეთებული განცხადებები გაიხსენა.
12 თებერვალი 2026, 23:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ამოცანა და მიზანი არის, რომ ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს
ჩვენი ამოცანა და მიზანი არის, რომ ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
12 თებერვალი 2026, 23:44
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე: პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, კვლავ პრიორიტეტულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი სამშობლოსა და ჩვენს ნახევარსფეროში ჩვენი ინტერესების დაცვას
პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, კვლავ პრიორიტეტულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი სამშობლოსა და ჩვენს ნახევარსფეროში ჩვენი ინტერესების დაცვას, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.
12 თებერვალი 2026, 23:32
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: ეს არის ჩვეულებრივი იარაღი, რომლითაც ცდილობს ბრიუსელი ზეწოლა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ გაგვაჩუმოს, ჩვენი მთავარი იარაღი არის მართალი სიტყვა და ამის ეშინია ბრიუსელს
ეს არის ჩვეულებრივი იარაღი, რომლითაც ცდილობს ბრიუსელი ზეწოლა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე და ზეწოლის მიზანია ერთადერთი, რომ ჩვენ გაგვაჩუმოს, ჩვენი მთავარი იარაღი არის მართალი სიტყვა და ამის ეშინია ბრიუსელს, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას.
12 თებერვალი 2026, 23:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების იმპორტის აკრძალვაზე: ეს კრიტიკა ისმოდა მაშინაც, როდესაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მკაცრი რეგულაცია მოხდა
ეს კრიტიკა ისმოდა მაშინაც, როდესაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მკაცრი რეგულაცია მოხდა. გადასახადები აიწია და ვნახეთ, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები აღარ შემოდის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.


