არქივი

თეა წულუკიანი

12 თებერვალი 2026, 19:22

საზოგადოება

თეა წულუკიანი: იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი, საბჭოთა ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე, რომელიც განისვენებს პარიზთან ახლოს, ქუთაისიდან უნდა იყოს და ოჯახს ეძებენ

იუწყებიან, რომ იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი, მანამდე უცნობი საბჭოთა ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.

ელბრიჯ კოლბი

12 თებერვალი 2026, 19:22

მსოფლიო

პენტაგონის მაღალჩინოსანმა ნატოს მოუწოდა, დაეფუძნოს „პარტნიორობას და არა დამოკიდებულებას“

პენტაგონის პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ელბრიჯ კოლბიმ ხუთშაბათს ნატოს მოუწოდა, დაეფუძნოს „პარტნიორობას და არა დამოკიდებულებას“. როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება, ეს განცხადება მან ბრიუსელში გააკეთა, სადაც სამხედრო ალიანსის თავდაცვის მინისტრებთან მოლაპარაკებებზე ჩავიდა.

ლაშა დარსალია

12 თებერვალი 2026, 19:19

პოლიტიკა

ლაშა დარსალია: ეუთოს რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნით ამოქმედდა ე.წ. „მოსკოვის მექანიზმი“, შესაბამისად ოდირის წინასწარ დამტკიცებული სიიდან შეირჩა ერთი ექსპერტი, რომელიც ეწვევა საქართველოს უახლოეს პერიოდში

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ეუთოს ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

დავით ქართველიშვილი

12 თებერვალი 2026, 19:08

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ბრენდით ჰელსინკის კომისია ისარგებლა საქართველოს სამმა „დაუძინებელმა დაქალმა“, ლორა თორნტონმა, რომელიც ვერშემდგარი რევოლუციონერების მთავარი მუზაა, კლერ კაიზერმა და ვინმე ოლესია ვართანიანმა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეტა აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ჩატარებულ ბრიფინგზე.

12 თებერვალი 2026, 19:01

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღების და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღების და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებული სანდრო წივწივაძე დამნაშავედ ცნო.

12 თებერვალი 2026, 18:57

რეგიონი

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

12 თებერვალი 2026, 18:41

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს პოზიციის გადაცემა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომების დაცვისა და სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების აღკვეთა-პრევენციის მიზნით ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევის თაობაზე.

12 თებერვალი 2026, 18:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი მიესალმა ზორან მილანოვიჩის პირველ ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა ამ ვიზიტის მნიშვნელობას.

12 თებერვალი 2026, 18:38

საზოგადოება

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა კულტურის მინისტრის მოადგილესთან ერთად ხორვატიის პირველ ლედის, სანია მუსიჩ მილანოვიჩს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უმასპინძლა

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა კულტურის მინისტრის მოადგილესთან, მაკა გურგენიძესთან ერთად, ხორვატიის პირველ ლედის, სანია მუსიჩ მილანოვიჩს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უმასპინძლა.

დონალდ ტუსკი

12 თებერვალი 2026, 18:37

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: პოლონეთი აშშ-ის ერთგული მოკავშირეა, თუმცა ვასალი არ იქნება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ხუთშაბათს კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის ერთგულება აშშ-ის მიმართ, თუმცა გამორიცხა რომელიმე ქვეყნის „ვასალად“ გახდომა.

ნათია თურნავა

12 თებერვალი 2026, 18:36

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე შესვლა და ინვესტირება ხელს შეუწყობს რეზერვების დივერსიფიკაციას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (CIBM) წვდომის მოპოვება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საერთაშორისო რეზერვების მართვის ეფექტიანობას და ხელს შეუწყობს მათი დივერსიფიკაციის პროცესს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

გიორგი ჩაკვეტაძე

12 თებერვალი 2026, 18:30

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: ეს სიახლე თითოეულ საჯარო უნივერსიტეტს მისცემს საშუალებას დაიბრუნოს თავისი ისტორიული პროფილი- საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტების მიხედვით გადანაწილდება და თითოეული მათგანი უნიკალურ პროგრამას განახორციელებს

რასაც ვამბობდით, კიდევ ერთხელ დადასტურდა - რაც კი აქამდე ქართული განათლებისთვის არ გაკეთებულა, კეთდება დღეს. ამ რეფორმით, საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცე შეძლებს თავისი კუთვნილი ადგილი განიმტკიცოს საერთაშორისო აკადემიაში“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ლაშა გეგეჭკორი

12 თებერვალი 2026, 18:25

საზოგადოება

ლაშა გეგეჭკორი: მოგიწოდებთ, თავი დაანებეთ სააგენტოს სახელის დისკრედიტაციას. იმ ორგანიზაციის, რომელიც 24/7 რეჟიმში ემსახურება მიუსაფარი ცხოველების ცოფზე აცრას და სტერილიზაცია/კასტრაციას

მოგიწოდებთ! თავი დაანებეთ სააგენტოს სახელის დისკრედიტაციას. იმ ორგანიზაციის, რომელიც 24/7 რეჟიმში ემსახურება მიუსაფარი ცხოველების ცოფზე აცრას და სტერილიზაცია/კასტრაციას, - აღნიშნავს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

დავით ქართველიშვილი

12 თებერვალი 2026, 18:20

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: თბილისთან სულ სხვა ტიპის ურთიერთობები აქვს დღეს აშშ-ს, რაც დაკავშირებულია როგორც შეხვედრებთან როგორც სამუშაო ისე არაოფიციალურ ჭრილში, ისე სპეცსამსახურების შეფის და უფროსის ძალიან წარმატებულ ვიზიტთან

თბილისთან სულ სხვა ტიპის ურთიერთობები აქვს დღეს აშშ-ს, რაც დაკავშირებულია როგორც შეხვედრებთან როგორც სამუშაო ისე არაოფიციალურ ჭრილში, ისე სპეცსამსახურების შეფის და უფროსის ძალიან წარმატებულ ვიზიტთან აშშ-ში, - აცხადებს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „დღის ქრონიკაში“.

გიორგი ვოლსკი

12 თებერვალი 2026, 18:18

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: თუ ვინმეს ჰგონია, რომ ზანგეზურის დერეფანი ჩაანაცვლებს სხვა დერეფანს, ამ ადამიანებმა ან არ იციან, ან შეგნებულად იტყუებიან - საქართველოს მნიშვნელობა უალტერნატივოა, როდესაც ვსაუბრობთ აზიასა და ევროპას შორის ურთიერთკავშირებზე

საქართველოს მნიშვნელობა არის უალტერნატივო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აზიასა და ევროპას შორის ურთიერთ კავშირებზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

დავით ქართველიშვილი

12 თებერვალი 2026, 18:16

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი დიპლომატიური პასპორტებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე: იგივე ადამიანები, თავისი სამოქალაქო პასპორტებით უპრობლემოდ შევლენ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში თუ კი ამის საჭიროება დადგა, სასაცილოდ იგდებენ თავს

ეს იგივეა ჩემთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს აუკრძალონ ევროპაში წითელი ფერის ფეხსაცმლით შემოსვლა მაგრამ მწვანე ფერის ფეხსაცმლით შემოსვლა იყოს შესაძლებელი. იგივე ადამიანები, თავისი სამოქალაქო პასპორტებით უპრობლემოდ შევლენ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში თუ კი ამის საჭიროება დადგა, - ასე ეხმაურება „დღის ქრონიკასთან“ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას.

12 თებერვალი 2026, 18:15

მსოფლიო

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, „ტრანსგენდერი ქალები ქალებად სრულად აღიაროს“

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც ევროპულ საბჭოს „ტრანსგენდერი ქალების ქალებად სრულ აღიარებას“ მოუწოდებს.

გიორგი ვოლსკი

12 თებერვალი 2026, 18:12

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მუქარა წლებია უკვე სისტემური პროცესის ნაწილია და ამ სისტემურ პროცესს ჰქვია აჯანყების მოლოდინი საქართველოში

დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მუქარა წლებია უკვე სისტემური პროცესის ნაწილია და ამ სისტემურ პროცესს ჰქვია აჯანყების მოლოდინი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ევროკავშირის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მხარდაჭერაზე საუბრისას.

დავით ქართველიშვილი

12 თებერვალი 2026, 18:07

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მაკრონის ინიციატივა უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე ჩემთვის სხვა არაფერია, თუ არა შიდაევროპული კონკურენცია. დავაკვირდეთ, ვინ ვის გაასწრებს და არასოდეს დაგვავიწყდეს ჩვენი ინტერესების პირველ პლანზე დაყენება

„ჩვენ შეიძლება მართლა სიმწრის ცრემლები გამოგვივიდეს, იმიტომ რომ ყველა ეს ინიციატივა უკავშირდება უკრაინის ტერიტორიული საკითხების დალაგებას, მაშინ როდესაც საქართველოს იგივე პრობლემა აქვს 2008 წლიდან რუსეთთან, მაგრამ აბსოლუტურად ყველა - ცალ-ცალკე და ერთად - საქართველოს უკრძალავდა გაფიქრებასაც კი, საკუთარი ტერიტორიული პრობლემები დაელაგებინა იმავე მოსკოვთან, იმავე კრემლთან. მაგრამ ორმაგი სტანდარტი აქაც მოქმედებს, საქართველო აქაც არის დაბალ ღობედ მიჩნეული და საქართველოსთან იუპიტერის და ხარის პოლიტიკა ამ საკითხშიც ვრცელდება. ამიტომ დავაკვირდეთ, ვინ ვის გაასწრებს, დავაკვირდეთ მაკრონის ინიციატივას და არასოდეს დაგვავიწყდეს ჩვენი საკუთარი ინტერესების პირველ პლანზე დაყენება“, - აცხადებს ქართველიშვილი.

12 თებერვალი 2026, 18:02

საზოგადოება

მთავრობის დადგენილებით, საქართველოში პირველი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია

მთავრობის სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომლის თანახმად საქართველოში პირველი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია, რომელიც იმოქმედებს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული ემისიის (ევრო 5/V) სტანდარტებთან ერთად. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

12 თებერვალი 2026, 17:57

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილმა გაერო-ს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) 79-ე სესიის მე-7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მდივანმა, პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა, 11–12 თებერვალს, ჟენევაში, გაერო-ს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) 79-ე სესიის მე-7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი ვოლსკი

12 თებერვალი 2026, 17:56

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ადმინისტრაციის სტრატეგია აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ვითარდება, ჰელსინკის კომისიის ბრალდებები, მით უმეტეს უსაფუძვლო ბრალდებები, აბსოლუტურად სხვა სურათს ხატავს. ანუ, შეუსაბამობა არსებობს

ადმინისტრაციის სტრატეგია აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ვითარდება, ჰელსინკის კომისიის ბრალდებები, მით უმეტეს უსაფუძვლო ბრალდებები, აბსოლუტურად სხვა სურათს ხატავს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

ეკა კუპატაძე

12 თებერვალი 2026, 17:53

საზოგადოება

ეკა კუპატაძე: მოძალადე ალექსანდრე გაბაშვილის დაცვაზე უარი თქვეს ადვოკატებმა, ირმა ჭკადუამ და თეონა გვაზავამ! ეს არის ღირსეული ქალბატონების ღირსეული სვლა!

მოძალადე ალექსანდრე გაბაშვილის დაცვაზე, უარი თქვეს ადვოკატებმა, ირმა ჭკადუამ და თეონა გვაზავამ! ეს არის ღირსეული ქალბატონების ღირსეული სვლა, - წერს სოციალურ ქსელში მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე.

ეკა ადამია

12 თებერვალი 2026, 17:53

ჯანდაცვა

NCDC წარმომადგენელი: საქართველოში მთლიანი ავადობის 30% და სიკვდილიანობის 23% გარემოს მავნე ზემოქმედებასთან არის პირდაპირ კავშირში. ჰაერის დაბინძურების უმთავრესი ფაქტორი კი საავტომობილო ტრანსპორტის გამონაბოლქვია

„საქართველოში მთლიანი ავადობის 30% და სიკვდილიანობის 23% გარემოს მავნე ზემოქმედებასთან არის პირდაპირ კავშირში. ჰაერის დაბინძურება ურბანულ დასახლებებში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონტრიბუტორს წარმოადგენს ისეთი დაავადებების განვითარებისთვის, როგორიც არის გულსისხლძარღვთა, რესპირატორული, სიმსივნური დაავადებები, ალერგიული დაავადებები, რაც საერთოდ სიკვდილიანობის 93%-თან არის ასოცირებული“, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ განაცხადა.

ანგელა მერკელი

12 თებერვალი 2026, 17:49

მსოფლიო

ანგელა მერკელი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის პოსტის დაკავების სურვილის შესახებ

გერმანიის ყოფილ კანცლერს, ანგელა მერკელს ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების სურვილი არ აქვს. ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს.

ალექსეი ოვერჩუკი

12 თებერვალი 2026, 17:44

პოლიტიკა

რუსეთის ვიცე-პრემიერი: მოსკოვი საქართველოსთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას განიხილავს

რუსეთი საქართველოსთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს, - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა.

ლევან მახაშვილი

12 თებერვალი 2026, 17:37

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებებზე: ევროპის წევრი სახელმწიფოების დიდ უმრავლესობას განსხვავებული პოზიციები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. კარგია, რომ ამ ფორმატში მოსახლეობამ დაინახა, თუ სად არის ევროპა

ევროპის წევრი სახელმწიფოების ძალიან დიდ უმრავლესობას აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები და პოზიციები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. კარგია, რომ ამ ფორმატში საქართველოს მოსახლეობამ დაინახა, თუ სად არის ევროპა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საქართველოში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩის ვიზიტის და მის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.

ნიკოლოზ სამხარაძე

12 თებერვალი 2026, 17:31

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მნიშვნელოვანია ზორან მილანოვიჩის განცხადება, რომ ის აღშფოთებული იყო, როდესაც უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ოპოზიციის აქციაზე ჩამოვიდნენ, რადგან მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო პერიოდში

ყველაფერი ის, რასაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ ეს იარლიყების მიწებება ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ ეს არის პრო რუსული ხელისუფლება, ან რუსეთის ინტერესებს ატარებს, ეს ყველაფერი არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ბატონმა მილანოვიჩმა დაადასტურა, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

12 თებერვალი 2026, 17:30

ეკონომიკა

საქართველოსთვის ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წვდომა პირველად ხდება ხელმისაწვდომი

„ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარი უცხოელი ინსტიტუციური ინვესტორებისთვის, მათ შორის ცენტრალური ბანკებისთვის, ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე პირდაპირი წვდომის ერთ-ერთი ძირითადი არხია. აღნიშნულ ბაზარზე წვდომა გააუმჯობესებს საქართველოს ეროვნული ბანკის საინვესტიციო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს საერთაშორისო რეზერვების პორტფელის დივერსიფიკაციასა და რისკების მართვის პროცესის ეფექტურობის ზრდას“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

12 თებერვალი 2026, 17:29

სამართალი

სგპ სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში 500 გრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.