12 თებერვალი 2026, 18:25 / სანდო წყარო

ლაშა გეგეჭკორი: მოგიწოდებთ, თავი დაანებეთ სააგენტოს სახელის დისკრედიტაციას. იმ ორგანიზაციის, რომელიც 24/7 რეჟიმში ემსახურება მიუსაფარი ცხოველების ცოფზე აცრას და სტერილიზაცია/კასტრაციას

ლაშა გეგეჭკორი

ლაშა გეგეჭკორი

მოგიწოდებთ! თავი დაანებეთ სააგენტოს სახელის დისკრედიტაციას. იმ ორგანიზაციის, რომელიც 24/7 რეჟიმში ემსახურება მიუსაფარი ცხოველების ცოფზე აცრას და სტერილიზაცია/კასტრაციას, - აღნიშნავს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„2025 წლის 30 დეკემბერს მიუსაფარ ცხოველთა მართვის შიდა ქართლის სააგენტოს მიერ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დადებული პოსტიდან ირკვევა რომ მკურნალობისა და შემდეგ გაჩუქების მიზნით ცხოველთა მოყვარულზე გაჩუქდა 32 ლეკვი და 1 ძაღლი.

სოცქსელიდან ასევე ირკვევა რომ სააგენტოდან ცხოველების მჩუქებლის სავარაუდო გულგრილობის, ან/და დანაშაულის გამო ამ ცხოველებიდან რამდენიმე ქუჩაში სიცივისგან დაიღუპა. ზოგის ბედი კი გაურკვეველია და მიმდინარეობს გამოძიება.

ამ ფაქტის გამო დღემდე არ წყდება სააგენტოს კოლექტივის და მისი ხელმძღვანელის, ბექა გიუნაშვილის, რბილად რომ ვთქვა, დადანაშაულება.

როგორც, ამ სააგენტოს კონცეპტუალური პროექტის თანაავტორისთვის, ჩემთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდან მათი მუშაობის შეფასება. მნიშვნელოვანია, აქვს თუ არა ადგილი სააგენტოს მხრიდან რაიმე გადაცდომას ან/და დანაშაულს.

საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიმართვის შემდეგ მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა:

1. 2025 წლის 30 დეკემბერს სააგენტოს განცხადებით მიმართა დ.ბ.-მ. ის, თამაზ ელიზბარაშვილის კერძო თავშესაფარში სამკურნალოდ გადასაყვანად ითხოვდა 1 ფეხმოტეხილი ძაღლის და 32 ლეკვის ჩუქებას.

2. სააგენტოში შედგა ჩუქების ოქმი და მჩუქებელი გაფრთხილებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-მუხლის შესაბამისად. (ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია)

3. მჩუქებელი გაეცნო გაფრთხილებას, იკისრა სააგენტოსგან ჩუქებული ცხოველების შემდგომ ბედზე პასუხისმგებლობა და ოქმს ხელი მოაწერა. იმავე დღეს დ.ბ.-მ 1 ტრავმირებული ძაღლი და 32 ლეკვი სააგენტოდან გაიყვანა.

აქ მთავრდება სააგენტოს კომპეტენცია.

წესდება/დებულებით (მუხლი 2. პუნქტი 2.3.7) მას არ ევალება და არც აქვს რესურსი, უმკურნალოს ტრავმირებულ ძაღლებს და მოუაროს ლეკვებს. ის ვერც გაჩუქებული ცხოველების შემდგომ ბედზე იზრუნებს-ამ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სააგენტოდან ცხოველის გამყვანს.

სხვა შემთხვევაში ეს იქნება საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, რაც კანონით დასჯადია.

სააგენტოს გვერდზე ყველას შეუძლია ნახოს, თუ როგორ აწარმოებს ორგანიზაცია მიუსაფარი ცხოველების გაჩუქების კამპანიას.

ამ დროს:

1. წერენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ თავშესაფრების მონიტორინგის უფლება.

-ეს არის სიცრუე! საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის N 345 დადგენილებით თავშესაფრების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო.

2. წერენ, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში სააგენტოდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით გაიყვანეს 1 000 ძაღლი.

-ეს არის სიცრუე! საბაჟო დეპარტამენტიდან მიღებული პასუხის თანახმად, 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 15 ივნისამდე პერიოდში საბაჟო გამშვები პუნქტი “ყაზბეგის” (ლარსი) გავლით, შინაური ცხოველის (ძაღლი), საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გაყვანის არც ერთი (!) ფაქტი არ დაფიქსირებულა.

3. წერენ, რომ წესდების მიხედვით სააგენტოს არ აქვს უფლება ერთი და იგივე ადამიანზე რამდენიმე ცხოველი გააჩუქოს.

-ეს არის სიცრუე! სააგენტოს დებულება/წესდებაში არ არსებობს არც ერთი მუხლი და პუნქტი, რომელიც კრძალავს ასეთ ქმედებას.

პასუხი ცხოველთა უფლებების ზოგიერთი „დამცველის“ ცრუ ბრალდებაზე გაცემულია.

ამიტომ, მოგიწოდებთ!

თავი დაანებეთ სააგენტოს სახელის დისკრედიტაციას. იმ ორგანიზაციის, რომელიც 24/7 რეჟიმში ემსახურება მიუსაფარი ცხოველების ცოფზე აცრას და სტერილიზაცია/კასტრაციას.

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი“, - აღნიშნავს გეგეჭკორი.

ლაშა გეგეჭკორი
ლაშა გეგეჭკორი

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

04 აპრილი 2026, 01:00

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე.

მარტა კოსი

04 აპრილი 2026, 00:44

მსოფლიო

მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა.

ლაზარეს აღდგინება

04 აპრილი 2026, 00:00

საზოგადოება

დღეს ლაზარეს შაბათია

წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.

03 აპრილი 2026, 23:35

მსოფლიო

The New York Times: სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა

ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, პარასკევს სპარსეთის ყურის რეგიონში სამხედრო-საჰაერო ძალების კიდევ ერთი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მფრინავი უსაფრთხოდ იყო ევაკუირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 23:28

რეგიონი

სულხან თამაზაშვილი „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო

საფეხბურთო სეზონის მეორე საშინაო ოფიციალური შეხვედრა „ბათუმის დინამომ“ ,,სპაერის“ წინააღმდეგ გამარჯვებით 4:1 დაასრულა.

03 აპრილი 2026, 23:07

რეგიონი

ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა, გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეები დაათვალიერეს და უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

ზურაბ ქადაგიძე

03 აპრილი 2026, 22:45

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმაურება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის ინტერვიუს, რომელშიც ამბობს, რომ ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო.

03 აპრილი 2026, 22:42

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის გამანადგურებლის ჩამოგდება აჩვენებს, რომ ირანს კვლავ გააჩნია საჰაერო თავდაცვა

პარასკევს ირანის მიერ ამერიკული F-15E-ს ჩამოგდებამ აჩვენა, რომ თეირანს კვლავ გააჩნია ქმედითი საჰაერო თავდაცვა, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მიერ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული დაბომბვებისა, რომელთა მიზანი მისი სამხედრო პოტენციალის დასუსტება იყო, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

03 აპრილი 2026, 22:33

მსოფლიო

CNN: ჩამოგდებული გამანადგურებელი აშშ-ის ჯარებისთვის მზარდ რისკსა და საჰაერო უპირატესობის შეზღუდულობაზე მიუთითებს

ეს არის აშშ-ის პირველი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს ამ კონფლიქტის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

ნიკოლოზ სამხარაძე

03 აპრილი 2026, 22:31

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება

ისინი შეეცდებიან, რომ ევროკავშირში დაარწმუნონ სხვა ქვეყნებიც, რომ საქართველოსთან დიალოგის ფორმატის გახსნა მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს დელეგაციის სლოვაკეთში ვიზიტის შეჯამებისას.

ემანუელ მაკრონი

03 აპრილი 2026, 22:04

მსოფლიო

მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები

ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სეულის იონსეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი ზურაბაშვილი

03 აპრილი 2026, 21:59

პოლიტიკა

გიორგი ზურაბაშვილი: სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება

სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სლოვაკეთში ვიზიტი შეაჯამა.

03 აპრილი 2026, 21:33

სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.

03 აპრილი 2026, 21:26

კულტურა

თინათინ რუხაძე ქართველი მხატვრების, იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო

სამინისტროს ინფორმაციით, ფერწერული ტილოები წარმოდგენილია „ზარაფხანის“ არტ-დირექტორის, ხელოვან ირაკლი ნასიძის საიუველირო ხელოვნების ნიმუშებთან ერთად.

03 აპრილი 2026, 21:18

პოლიტიკა

დაწესდება თუ არა ფასის ზედა ზღვარი კიდევ 4 ათას მედიკამენტზე - პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც კომისიის წევრები ცდილობდნენ, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არ არის გამორიცხული, რეფერენტული ფასი სამომავლოდ ბავშვთა კვებასაც შეეხოს. განიხილეს დამატებით კიდევ 4 ათას მედიკამენტზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობაც.

03 აპრილი 2026, 21:10

პოლიტიკა

აქციის დაანონსებიდან ოპოზიციური ალიანსის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ - რას ემსახურება თურქეთში გამართული შეხვედრები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოში მორიგი აქციის ანონსი და საზღვარგარეთ ვიზიტი - ასეთია ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური სტარტი.

03 აპრილი 2026, 21:01

სამართალი

ყალბი დიაგნოზი, დოკუმენტი და ქრთამი სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად - დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააპატიმრეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.

03 აპრილი 2026, 20:56

სპორტი

სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.

03 აპრილი 2026, 20:52

პოლიტიკა

საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება სლოვაკეთისთვის მიუღებელია - გზავნილები, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სლოვაკეთისთვის მიუღებელია საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება. ორმხრივი ინტერესები და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა - ეს ის გზავნილებია, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა.

03 აპრილი 2026, 20:43

საზოგადოება

ზრუნვა მიუსაფარ ცხოველებზე - სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კამპანიას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რა აჩვენა ბოლო ორი დღის აქტივობამ, ფაქტების გარეშე - მაკუნა აბულაძის სიუჟეტში ნახავთ.