არქივი
12 თებერვალი 2026, 17:28
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ევრობიუროკრატებზე: ადრე თუ გვიან არათუ უსაფრთხოების არქიტექტურაზე იმუშავებენ ერთად, ფრენებსაც აღადგენენ, მატარებლების გადაადგილებასაც, ვიზებსაც და ერთადაც იზეიმებენ ფაშისტებზე გამარჯვებას ასევე მოსკოვში
რუსეთთან ერთად უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის აუცილებლობის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გამოეხმაურა.
12 თებერვალი 2026, 17:28
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ომის დასრულებას სჭირდება მოლაპარაკებები. სწორედ ამ პრინციპიდან ამოვედით, როდესაც გვიბიძგებდნენ რუსეთთან ესკალაციისთვის, თითქოს საკმარისი არ იყოს, რომ ტერიტორიების 20% გვაქვს წართმეული რუსეთის მიერ
საფრანგეთის პრეზიდენტის იმ განცხადებას, სადაც ემანუელ მაკრონმა რუსეთთან ერთად უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის აუცილებლობაზე ილაპარაკა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეხმაურება.
12 თებერვალი 2026, 17:13
საზოგადოება
მეტროს სადგურ „დელისზე“ მატარებლების მოძრაობა, რომელიც რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო, განახლდა
მეტროსადგურ „დელისზე“ მეტროს მუშაობა განახლდა. როგორც თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „იმედინიუსს“ განუცხადეს, მეტროს ერთ-ერთ ვაგონს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც მგზავრობა რამდენიმე წუთით შეფერხდა.
12 თებერვალი 2026, 17:12
მსოფლიო
ბელგიის პოლიციამ უძრავი ქონების გაყიდვის საქმეზე ევროკომისიაში ჩხრეკა ჩაატარა
ბელგიის პოლიციამ უძრავი ქონების გაყიდვისას ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიების ფარგლებში ევროკომისიაში ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
12 თებერვალი 2026, 16:56
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილმა და ეკა სეფაშვილმა გაერო-ს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) 79-ე სესიაში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მდივანმა ეკა სეფაშვილმა, 11–12 თებერვალს, ჟენევაში, გაერო-ს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) 79-ე სესიის მე-7 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
12 თებერვალი 2026, 16:56
საზოგადოება
რატი იონათამიშვილი: პარალიმპიელების ჯილდოები გაუთანაბრდა ოლიმპიელების ჯილდოებს, რის შემდეგაც საქართველომ მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ უსწრებს ევროკავშირის და NATO-ს წევრ ყველა სახელმწიფოს
საქართველოსთვის პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა არ ნიშნავს მხოლოდ პროფესიული და მაღალი მიღწევების სპორტის მხარდაჭერას, არამედ, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის ძლიერი მექანიზმი და ინვესტიცია უკეთესი ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტზე (CESCR) სიტყვით გამოსვლისას, სადაც საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს.
12 თებერვალი 2026, 16:49
პოლიტიკა
ეკა გიგაური გერმანიის ელჩის სახლში კონსპირაციულ შეხვედრაზე იმყოფებოდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური გერმანიის ელჩის სახლში ფარულ შეხვედრაზე იმყოფებოდა. „ქრონიკამ“ გიგაური გერმანიის ელჩის სახლიდან გამოსვლისას დააფიქსირა.
12 თებერვალი 2026, 16:45
საზოგადოება
ComCom-მა სამ რადიოს მაუწყებლობის ლიცენზიის ვადა 10 წლით გაუგრძელა
კომუნიკაციების კომისიამ „რადიო ჯორჯიან თაიმსს“, „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ და „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიას“ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა 10 წლით გაუგრძელა. სამივე კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას მიმართა ლიცენზიის ვადის გაგრძელების თხოვნით, რის საფუძველზეც ComCom-მა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აღნიშნულ რადიოებს ლიცენზიის მოქმედების ვადა 2036 წლამდე გაუგრძელა.
12 თებერვალი 2026, 16:44
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩემთვის პატივია, რომ ვუმასპინძლე ხორვატიის პრეზიდენტს საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩვენმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა და ხორვატიის ურთიერთობების სიმტკიცე
ჩემთვის პატივია, რომ ვუმასპინძლე ხორვატიის პრეზიდენტს ზორან მილანოვიჩს საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
12 თებერვალი 2026, 16:34
პოლიტიკა
პარლამენტში საერთაშორისო კომპანია Aqualia-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ეკონომიკური პოლიტიკის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების წევრებმა საერთაშორისო კომპანია Aqualia-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მონაწილეებმა წყლის რესურსების მართვის და სასმელი წყლის ქსელის მოწყობის საკითხები განიხილეს.
12 თებერვალი 2026, 16:32
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხორვატიის პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
12 თებერვალი 2026, 16:29
მსოფლიო
Lufthansa-ს პერსონალის გაფიცვის შედეგად 800-მდე რეისი გაუქმდა
კომპანიის განცხადებით, გაუქმდა 800-მდე რეისი, რამაც დაახლოებით 100 000 მგზავრის გეგმები შეაფერხა. ავიაკომპანიაში აღნიშნეს, რომ ეს „უკიდურესად მძიმედ და არაპროპორციულად აზარალებს მგზავრებს“ და დასძინეს, რომ პარასკევიდან ჩვეულ განრიგს დაუბრუნდებიან. ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ შეეცდებოდა მგზავრების გადაჯავშნას სხვა შვილობილ ან პარტნიორ ავიახაზებზე.
12 თებერვალი 2026, 16:25
ეკონომიკა
„რითეილ ასოციაცია“ სურსათის ფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
როგორც „რითეილ ასოციაციის“ განცხადებაშია ნათქვამი, საერთაშორისო გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ დაბალ ფასს განსაზღვრავს მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობა.
12 თებერვალი 2026, 16:17
რეგიონი
ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს
პროექტის შესაბამისად 3,3-კილომეტრიან მონაკვეთზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები. სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ 180 ათასი ლარია.
12 თებერვალი 2026, 16:13
საზოგადოება
მთავრობის სხდომაზე სურსათთან კონტაქტში მყოფი პლასტმასის პროდუქციის ეტაპობრივი აკრძალვის საკითხი განიხილეს
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პლასტმასის რეგულირების საკითხებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს პლასტმასის იმ პროდუქციის გამოყენების ეტაპობრივ აკრძალვაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ კონტაქტშია. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
12 თებერვალი 2026, 15:59
საზოგადოება
მაია ბითაძე წყლის მართვის ესპანური კომპანიის, Aqualia-ს ხელმძღვანელებს შეხვდა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე წყლის მართვის ესპანური კომპანიის, Aqualia-ს აღმასრულებელ დირექტორ მიგელ სანტოსსა და კომპანიის რეგიონულ დირექტორ ხოსე ენრიკე ბოფილს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
12 თებერვალი 2026, 15:55
მსოფლიო
კონსერვატორი ევროპარლამენტარების განცხადებით, ევროკომისია სადამსჯელო ზომებს მიმართავს იმ წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს იცავენ
კონსერვატორმა ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ევროკომისია სადამსჯელო ზომებს მიმართავს იმ წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს იცავენ.
12 თებერვალი 2026, 15:51
ჯანდაცვა
ხორვატიის პირველმა ლედიმ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, საჯარო ლექცია გამართა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ხორვატიის პირველმა ლედიმ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა სანია მუსიჩ მილანოვიჩმა საჯარო ლექცია თემაზე - „ჯანმრთელობა თანამედროვე ეპოქაში – ერთად ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის“ ჩაატარა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
12 თებერვალი 2026, 15:45
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: ერთ-ერთი დიდი გამოწვევა სოფლის მეურნეობაში არის, ერთი მხრივ, პესტიციდების მოხმარების ოდენობა, მეორე მხრივ, ფასი
მთვარობის სხდომაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, დეტალურად გაანალიზდეს ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზები, ხოლო მეორე მხრივ, შემუშავდეს ეფექტიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტის მექანიზმი, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებს.
12 თებერვალი 2026, 15:43
საზოგადოება
ComCom-მა „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „რადიო თბილისი FM93.5”-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა
კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა. კერძოდ, „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“ ბრენდული სახელწოდებით „რადიო თბილისი FM93.5“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-12 პუნქტების საფუძველზე, ComCom-ს მიმართა საჩივრით, რომელიც „ტელეიმედის“ გადაცემა „იმედის კვირაში“ განთავსებულ ინფორმაციას ეხებოდა.
12 თებერვალი 2026, 15:40
სამართალი
4 ოქტომბერს დაშავებული ლაშა ჯუღელი: 15 კაცამდე მირტყამდა, ერთ-ერთი ამ დარბაზიდან ამოვიცანი. 50 წლამდეა, ჩემზე მაღალი, გური ჟვანია. მახსოვდა სახეზე. ვიდეოს ყურების შემდეგ ზუსტად ამოვიცანი - წაქცეულს ფეხს მირტყამს
4 ოქტომბრის ორგანიზატორების ეპიზოდზე მოწმეები იკითხებიან. ბრალდების მხარემ სასამართლოში ძალადობის შედეგად დაშავებული სამართალდამცველები გამოიძახა.
12 თებერვალი 2026, 15:37
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი: ახალი რეგულაციით ავტოპარკის გაახალგაზრდავება მოხდება, შემოვა ხარისხიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა გაფრქვევა იქნება ნაკლები და მათი მხრიდან ნაკლებად მოხდება ჰაერის დაბინძურება
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომლის თანახმად საქართველოში 1 აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.
12 თებერვალი 2026, 15:34
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ევროკავშირის ღირსეული ქვეყანა, ხორვატია და მისი პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს, ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან, იმ ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომლებსაც ორმაგი სტანდარტი აქვთ
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს ასეთი ემოციური და თბილი სიტყვებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიელ კოლეგასთან ერთობლივი ბრიფინგისას.
12 თებერვალი 2026, 15:28
მსოფლიო
Reuters: BMW ასი ათასობით მანქანას ხანძრის გაჩენის რისკის გამო უკან იწვევს
გერმანულმა ავტოგიგანტმა BMW-მ მსოფლიო მასშტაბით ასობით ათასი თავისის ავტომობილი ხანძრის გაჩენის რისკის გამო უკან გაიწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
12 თებერვალი 2026, 15:22
სამართალი
ნიკოლოზ ჭინკორაშვილმა, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის საქმიანობაზე ისაუბრა
გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნიკოლოზ ჭინკორაშვილმა, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტში „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიშის განხილვაზე, კორუფციის, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის, გენდერული ძალადობის, ფემიციდის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს პროკურატურის საქმიანობაზე ისაუბრა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
12 თებერვალი 2026, 15:15
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან დიდ ქალაქებში ჩვენ გვაქვს სიმწვავე ჰაერის დაბინძურების. სატრანსპორტო სექტორი არის ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო
ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობამ, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პირველი აპრილიდან აიკრძალება საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტი და რეგისტრაცია და ასეთი ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდნენ ევრო 5 სტანდარტს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.
12 თებერვალი 2026, 15:12
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ბიზნესიც და ხელისუფლებაც ვერევით ქვეყნის საქმეში, ქვეყნის საქმეა, როდესაც რაღაც პრობლემის იდენტიფიცირება ხდება
ბიზნესიც და ხელისუფლებაც უნდა ჩაერიოს ქვეყნის საქმეში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, ქვეყნის საქმე იმ საკითხების იდენტიფიცირებას ეხება, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს და მათ გადაწყვეტაში ორივე მხარის ჩართულობა აუცილებელია.
12 თებერვალი 2026, 15:11
საზოგადოება
სემეკში Aqualia-სა და GWP-ს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომისიის წევრები Aqualia-ს რეგიონულ დირექტორს, ხოსე ენრიკე ბოფილს და შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”(GWP) გენერალურ დირექტორს, ხოსე მიგელ სანტოსს შეხვდნენ.
12 თებერვალი 2026, 15:08
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგები განიხილა, რომელიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელებას ეხება.
12 თებერვალი 2026, 15:06
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: მომხსენებლები თორნტონი და ვართანიანი, დიდად არ განსხვავდებოდნენ საბჭოთა პერიოდში გამართული პოლიტ - აგიტპროპის შეხვედრებზე საგანგებოდ მოწვეული აგიტატორებისგან თუ პოლიტმუშაკებისგან
აშშ-ის კონგრესის ე.წ. "ჰელსინკის კომისიის" გუშინდელ სხდომას ასდიოდა საბჭოური თვეობით გაურეცხავი ტუალეტის სუნი, რადგან გარემო იყო ისეთი - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


