არქივი
12 თებერვალი 2026, 11:27
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ჰელსინკის კომისიაზე: არანაირი სანდოობით აღარ სარგებლობს თავად ამერიკაშიც კი ეს კომისია, მითუმეტეს ქალბატონი თორნტონი, რომელიც ასევე არ სარგებლობს არანაირი პატივისცემით თავისივე ქვეყანაში
არანაირი სანდოობით აღარ სარგებლობს თავად ამერიკაშიც კი ეს კომისია, მითუმეტეს ქალბატონი თორნტონი, რომელიც ასევე არ სარგებლობს არანაირი პატივისცემით თავისივე ქვეყანაში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებულ სკანდალზე საუბრისას.
12 თებერვალი 2026, 11:25
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: ლორა თორნტონმა ძალიან ფასეული ინფორმაცია მოგვაწოდა ყველას ერთად - ჩამოთვალა ის ორგანიზაციები, რომლებიც აპირებენ საქართველოში თანხების უკანონოდ შემოტანას
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გზების შესახებ ლორა თორნტონის განცხადებას ეხმაურება.
12 თებერვალი 2026, 11:23
სამართალი
ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა
ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
12 თებერვალი 2026, 11:16
მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-მა, შესაძლოა, ირანს ურანის შეზღუდული გამდიდრების საშუალება მისცეს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, აშშ ირანთან შეთანხმების ფარგლებში, შესაძლოა, თეირანის მიერ ურანის შეზღუდულ გამდიდრებას დათანხმდეს. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
12 თებერვალი 2026, 11:12
სამართალი
ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით აკრძალული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
12 თებერვალი 2026, 11:10
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ინფრასტრუქტურული ნეიტრალიტეტი აღარ ნიშნავს ჩვენთვის სასანქციო იმუნიტეტს. ჩნდება მთავარი კითხვა, ვინ განსაზღვრავს თამაშის წესებს ევრაზიაში - სუვერენული სახელმწიფოები თუ ზენაციონალური რეგულაციები?
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროკავშირის ანტირუსული სანქციების მე-20 პაკეტს. ანალიტიკოსი წერს, რომ სანქციები შეეხება აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-სა და მასთან დაკავშირებულ აქტივებსაც, მათ შორის ყულევის ნავთობის ტერმინალს. ქართველიშვილის სიტყვებით, ეს აღარაა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი და ეხება მესამე და მეოთხე ქვეყანასაც.
12 თებერვალი 2026, 11:04
საზოგადოება
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები სკოლაში „შვეიცარიული აგრარულ სკოლა კავკასია“ იმყოფებოდნენ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, მეცხოველეობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტში პროფესიული სკოლის „შვეიცარული აგრარული სკოლა კავკასია“ დირექტორს, მიხო სვიმონიშვილს შეხვდა.
12 თებერვალი 2026, 10:55
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: გასულმა წლებმა გვიჩვენა, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოს ხელისუფლებას ვერაფერი მოუხერხა - სწორედ დასუსტებული ევროპის ხელით სურს „დიფ სთეითს“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, ევროკავშირის მიერ ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მხარდაჭერის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
12 თებერვალი 2026, 10:53
ტექნოლოგიები
კვლევა: წერა, კითხვა და ენების სწავლა დემენციის რისკს 40%-ით ამცირებს
კვლევის ფარგლებში, სპეციალისტები აკვირდებოდნენ თითქმის 2000 ადამიანს, რომელთა საშუალო ასაკი 80 წელი იყო და თავიდან კოგნიტიური დარღვევები არ აღენიშნებოდათ. 8 წლის განმავლობაში მონაწილეები ავსებდნენ კითხვარებს, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე - ახალგაზრდობაში, სიმწიფესა და სიბერეში მათ გონებრივ აქტივობას აფასებდა.
12 თებერვალი 2026, 10:51
პოლიტიკა
კირცხალია: ჩვენი ქვეყნის პირველი პირებისა და „ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს და ეს მათზე გავლენას ვერ მოახდენდა
ორწლიანი მუქარის, ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილების მექანიზმში ცვლილებების შეტანისა და ხმამაღალი განცხადებების შემდეგ დადგა დღე, როდესაც „ევრობიუროკრატიებმა”, რეალურად კი მათ უკან მდგარმა „დიფ სთეითმა“ „ქმედითი ნაბიჯების“ გადადგმა გადაწყვიტა და არც მეტი, არც ნაკლები, ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირა, - აღნიშნულია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
12 თებერვალი 2026, 10:45
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე: თუკი სასწორზე ქვეყნის ინტერესები და სავიზო რიგში დგომა დევს, ეს უკანასკნელი პრობლემას არ წარმოადგენს
ჩვენი ქვეყნის პირველი პირებისა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს და ეს მათზე გავლენას ვერ მოახდენდა. იმასთან ერთად, რომ თუკი სასწორზე ქვეყნის ინტერესები და სავიზო რიგში დგომა დევს, ეს უკანასკნელი პრობლემას არ წარმოადგენს, ითქვა ისიც, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და უხეში ფორმით თავის გამოჩენის მცდელობას წააგავს, რადგანაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ასევე აქვთ ჩვეულებრივი პასპორტები, რომლითაც ევროპაში გადაადგილება უვიზოდ შეუძლიათ, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.
12 თებერვალი 2026, 10:45
სამართალი
გეკა გელაძემ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
სამუშაო შეხვედრაზე გეკა გელაძემ თანამშრომლებს დეპარტამენტის დირექტორის ახლად დანიშნული მოადგილე, თეიმურაზ კუპატაძე წარუდგინა და მას წარმატებული საქმიანობა უსურვა. თეიმურაზ კუპატაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ალადაშვილმა შეცვალა.
12 თებერვალი 2026, 10:36
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
12 თებერვალი 2026, 10:33
სამართალი
პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.დ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
12 თებერვალი 2026, 10:31
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
12 თებერვალი 2026, 10:27
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი, შესაძლოა, 17 ან 18 თებერვალს გაიმართოს
უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 17 ან 18 თებერვალს გაიმართება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში.
12 თებერვალი 2026, 10:26
კულტურა
„კლინიკის“ გაგრძელების პირველი თრეილერი გამოვიდა
თრეილერში მთავარი გმირები: ჯეი დი (ზაკ ბრაფი), კრისტოფერ თერკი (დონალდ ფეიზონი), ელიოტ რიდი (სარა ჩოკი), ასევე კარლა ესპინოსა (ჯუდი რეიესი) და პერი კოქსი (ჯონ მაკგინლი) კვლავ ერთად მუშაობენ სამედიცინო ცენტრში Sacred Heart. მაყურებლისთვის უკვე ნაცნობ პერსონაჟებს ახალი გმირები, მათ შორის ახალგაზრდა ინტერნებიც შეუერთდებიან.
12 თებერვალი 2026, 10:26
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა
დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ჩადენილი ქურდობებისთვის იძებნებოდა. სამართალდამცველებმა მ.ი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულში დააკავეს. დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
12 თებერვალი 2026, 10:22
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ორწლიანი მუქარის შემდეგ დადგა დღე, როდესაც „დიფ სთეითმა“ „ქმედითი ნაბიჯების“ გადადგმა გადაწყვიტა და ვროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირა
ორწლიანი მუქარის შემდეგ დადგა დღე, როდესაც „დიფ სთეითმა“ „ქმედითი ნაბიჯების“ გადადგმა გადაწყვიტა და არც მეტი, არც ნაკლები, ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირა, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.
12 თებერვალი 2026, 10:01
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: სამარცხვინოა ფიგურულ სრიალში საქართველოს შემადგენლობა, მოვუწოდებ მსოფლიოს, არ აღიქვას ეს ნაკრები საქართველოს წარმომადგენლად, მოვუწოდებ ქართველებს, მათ გაემიჯნონ
სრულიად სამარცხვინოა ჩვენი ფიგურული მოსრიალე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. რვიდან ექვსი სპორტსმენი რუსეთის მკვიდრია, რუსეთის სპორტის ნაწილია ან მჭიდროდ არის დაკავშირებული ოკუპანტ ქვეყანასთან, – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
12 თებერვალი 2026, 09:43
პოლიტიკა
ლორა თორნტონი: არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა საქართველოში. არ მინდა მეთოდებსა და ტაქტიკაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ ჩვენ კარგად გამოგვდის გზების პოვნა
არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა საქართველოში. არ მინდა მეთოდებსა და ტაქტიკაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ ჩვენ კარგად გამოგვდის გზების პოვნა, - განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა ლორა თორნტონმა ბრიფინგზე, რომელიც აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ გამართა.
12 თებერვალი 2026, 09:41
მსოფლიო
Politico: დიდი ბრიტანეთი ნატოს მეშვეობით უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის სქემას შეუერთდა
დიდი ბრიტანეთი ე.წ. PURL-ის ინიციატივას შეუერთდა, რომელიც უკრაინისთვის ნატოს მეშვეობით ამერიკული იარაღის შესყიდვას ითვალისწინებს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
12 თებერვალი 2026, 09:41
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: 2022 წელს კითხვა მხოლოდ ერთი იყო: საქართველო დანგრეული და განადგურებული შეხვდებოდა, თუ ჩვენივე გამოცდილებიდან ვისწავლიდით და სხვისი ყალბი პათეტიკის აყოლას, ჩვენი გზის გაყოლას ვამჯობინებდით
გეოგრაფიას ვერ შეცვლი. ვერც ისტორიას წაშლი. ვინც ამ სიმართლეს თვალს უსწორებს, ის ომს არ ემსახურება და ქვეყანას იცავს,- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
12 თებერვალი 2026, 09:33
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია აშშ-სთან ურთიერთობაზე: მზად ვართ, რომ ისტორიულად ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან საერთოდ არ გავიხსენოთ მძიმე მემკვიდრეობა და თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ და გავაგრძელოთ სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „ღამის კურიერი“ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, აშშ-სთან ურთიერთობა თვისებრივად ახალ ეტაპზე გააგრძელოს.
12 თებერვალი 2026, 09:15
მსოფლიო
მედია: თავდამსხმელი, რომელმაც კანადაში დედის და ძმის მკვლელობის შემდეგ სკოლის ბიბლიოთეკაში ცეცხლი გახსნა და ექვსი ადამიანი მოკლა, 18 წლის ტრანსგენდერი, ჯესი ვან რუტსელაარი აღმოჩნდა
თავდამსხმელი, რომელმაც დედის და ძმის მკვლელობის შემდეგ, კანადის ქალაქ ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლის ბიბლიოთეკაში ცეცხლი გახსნა, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 18 წლის ტრანსგენდერი, ჯესი ვან რუტსელაარი აღმოჩნდა.
12 თებერვალი 2026, 09:01
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 12 თებერვალს
12 თებერვალს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
12 თებერვალი 2026, 09:00
მსოფლიო
რუსეთმა კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
12 თებერვალი 2026, 08:45
პოლიტიკა
ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დღეს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს
ვიზიტის ფარგლებში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოს გუშინ საღამოს ესტუმრა. დახვედრის ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ზორან მილანოვიჩი საქართველოს მეუღლესთან, სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
12 თებერვალი 2026, 08:36
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ჰელსინკის კომისიის ძალიან ბევრი ბიუროკრატი თანამდებობის პირი მხილებულია კორუფციაში, ზოგი ბრალდებულია, ზოგი ფასიანი განცხადებებით შემოიფარგლება
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებულ სკანდალს აფასებს. იგი კომისიის წევრების მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე ამახვილებს ყურადღებას.
12 თებერვალი 2026, 08:28
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: როდესაც გაჟღერდა ჰელსინკის კომისიის წევრების მიმართ ბრალდებები, სადაც არის მთელი ჩამონათვალი დანაშაულებისა, რომლებშიც მათ სდებენ ბრალს, ბუნებრივია, მართლაც ჩალის ფასი აქვს ამ კომისიას
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმაურება. მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ბრალდებების გაჟღერების შემდეგ კომისიის აქტივობებს ჩალის ფასი აქვს.


