არქივი

თამარ გამყრელიძე

19 მაისი 2026, 21:44

პოლიტიკა

„თავისუფლების მოედნის" წევრი თამარ გამყრელიძე კოპენჰაგენის აქციაზე: პროტესტის თუნდაც ძალადობრივი მეთოდებით დაშლა, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა

როდესაც „ოცნებას" კოპენჰაგენის მაგალითი მოჰყავს, ყველამ კარგად იცის, რომ პროტესტის თუნდაც ძალადობრივი მეთოდებით დაშლა, ეს ჩვეულებრივად მიღებული პრაქტიკაა, მთავარია, აქ დაცული იყოს ძალის გამოყენების პროპორციულობა, - განაცხადა "თავისუფლების მოედნის" ეროვნული საბჭოს წევრმა თამარ გამყრელიძემ რადიო "სივრცის" ეთერში.

ნიკოლოზ სამხარაძე

19 მაისი 2026, 21:37

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ნიშანდობლივია, რომ ჩვენი ვიზიტი გრძელდება ქალაქ სიანში, ხენანის პროვინციაში, რომელიც არის სწორედ ის ადგილი, საიდანაც დაიწყო აბრეშუმის გზა

პეკინში გვქონდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები უმაღლესი დონის ხელმძღვანელობასთან, როგორც ჩინეთის სახალხო კრების, ასევე საკონსულტაციო ასამბლეის, - აღნიშნა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთში ვიზიტისას.

ანგელა მერკელი

19 მაისი 2026, 21:18

მსოფლიო

მერკელის განცხადებით, ევროპა ჯერ კიდევ შორს არის თავისი ამბიციისგან - გახდეს ყველაზე ძლიერი კონტინენტი მსოფლიოში

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა სამშაბათს განაცხადა, რომ ევროპა ჯერ კიდევ შორს არის თავისი ამბიციისგან - გახდეს „ყველაზე ძლიერი და მეცნიერებაზე დაფუძნებული კონტინენტი მსოფლიოში“.

თორნიკე ჭეიშვილი

19 მაისი 2026, 21:17

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: არ შეიძლება ჩაითვალოს გამოხატვის თავისუფლებად ის შემთხვევა, როდესაც პირდაპირ უცენზურო გამონათქვამები, ლანძღვა-გინება შეიძლება გაისმოდეს თუნდაც საჯარო პირის მიმართ. ეს დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ბექა ძამაშვილი

19 მაისი 2026, 21:03

სამართალი

ბექა ძამაშვილი: სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რომ საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას თავდასხმებისგან

ევროპულმა სასამართლომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას თავდასხმებისგან, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა საქმეზე - „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას“.

19 მაისი 2026, 20:54

საზოგადოება

ზაზა ლომინაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიაში მონაწილეობს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიაში მონაწილეობს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

19 მაისი 2026, 20:51

საზოგადოება

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება.

19 მაისი 2026, 20:50

პოლიტიკა

ოპოზიციური ალიანსი ისევ 26 მაისზე ლაპარაკობს და სიურპრიზებს აანონსებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციური ალიანსი ისევ 26 მაისზე ლაპარაკობს და სიურპრიზებს აანონსებს. თუმცა მმართველი გუნდისთვის ესეც ბევრჯერ ნანახი ფილმია და ოპონენტებს მორიგ კრახს უწინასწარმეტყველებენ. ალიანსის ეგრეთ წოდებული „კარდაკარი“ კი მხოლოდ მათთვის სასურველი მედიასაშუალებებისთვის არის ხელმისაწვდომი.

19 მაისი 2026, 20:48

პოლიტიკა

ზაარბრიუკენი თბილისთან ოფიციალურ კავშირს წყვეტს - რას პასუხობს თბილისი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ზაარბრიუკენი თბილისთან ოფიციალურ კავშირს წყვეტს. დედაქალაქის მუნიციპალიტეტისთვის ამ გერმანული ქალაქის მერის გადაწყვეტილება ბევრ რამეზე მეტყველებს - ისტორიული მეგობრობა, რომელიც 50-თ წელზე მეტს ითვლის, პოლიტიკურ სპეკულაციებს ეწირება.

19 მაისი 2026, 20:46

მსოფლიო

20 მაისიდან დიდ ბრიტანეთში ისევ შესაძლებელია რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების - დიზელისა და საავიაციო საწვავების იმპორტი

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოსცა გენერალური სავაჭრო ლიცენზია სანქცირებულ გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებზე. აღნიშნული ლიცენზია ნებას რთავს ქვეყანაში იმ აკრძალული საქონლის იმპორტს, რომელიც მესამე ქვეყნებში რუსული ნედლი ნავთობისგან არის დამუშავებული. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

19 მაისი 2026, 20:45

ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში და კონკრეტული სარგებელი. რა შედეგს აძლევს ქვეყანას მიღწეული და გაფორმებული შეთანხმებები? „ქრონიკის“ სიუჟეტი

პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტს ქვეყნისთვის კონკრეტული სარგებელი აქვს. გაზის იმპორტი, უცვლელი ტარიფი, ელექტროენერგია, სარკინიგზო მიმოსვლა და თბილისი-სუფსის მილსადენის აღდგენა 4 წლის შემდეგ.

19 მაისი 2026, 20:44

მსოფლიო

Bloomberg: რუსული რუბლი მიმდინარე კვარტალში დოლართან მიმართებით მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვალუტა გახდა. ამის მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ ნავთობის გაყიდვიდან მიღებული უცხოური ვალუტის შემოსავლების ზრდაა

Bloomberg-ის ცნობით, რუსული რუბლი ამ კვარტალში დოლართან მიმართებაში მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვალუტა გახდა. მისი ზრდა ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ ნავთობის გაყიდვიდან უცხოური ვალუტის მკვეთრმა შემოდინებამ განაპირობა.

19 მაისი 2026, 20:35

მსოფლიო

რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გამჟღავნებას ავალდებულებს - კანონპროექტი საბოლოო დამტკიცებისთვის დეპუტატთა პალატას გადაეცა

რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ დადებითი დასკვნა გასცა Alliance for the Union of Romanians (AUR)-ის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, ასოციაციებსა და ფონდებს ევალებათ გამოაქვეყნონ ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირის ვინაობა, რომლებიც მათი დონორები არიან. RFI România-ს ცნობით, კანონპროექტს მხარი 76-მა კანონმდებელმა დაუჭირა, ხოლო, წინააღმდეგი 32 მათგანი იყო. ამის შემდეგ, კანონპროექტი განსახილველად გადაეცემა დეპუტატთა პალატას, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა.

დონალდ ტრამპი

19 მაისი 2026, 20:33

მსოფლიო

ტრამპი ირანს ომის დასასრულებლად და ახალ შეთანხმებაზე მისაღწევად ვადას მიმდინარე კვირის ბოლომდე აძლევს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ირანს ომის დასასრულებლად და ახალ შეთანხმებაზე მისაღწევად ვადას მიმდინარე კვირის ბოლომდე აძლევს.

19 მაისი 2026, 20:33

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში გრძელდება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

საქართველოს დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, პეკინიდან ქალაქ სიანში გადაინაცვლა. გამგზავრებამდე საქართველოს დელეგაცია ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტს ესტუმრა. ვიზიტი შალვა პაპუაშვილის კოლეგის მიწვევით მიმდინარეობს.

19 მაისი 2026, 20:31

სამართალი

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამი ადამიანი დააკავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობაში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა.

19 მაისი 2026, 20:27

პოლიტიკა

სამართლებრივი მექანიზმი გარედან მართული სიძულვილის ენის წინააღმდეგ - ასე აფასებს პრემიერი შსს-ს ახალი სამმართველოს დანიშნულებას „ქრონიკის“ სიუჟტი

სამართლებრივი მექანიზმი გარედან მართული სიძულვილის ენის წინააღმდეგ. ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს დანიშნულებას. მონიტორინგი და აღსრულება- ეს იქნება ახალი ორგანოს ფუნქცია და მმართველ გუნდს მიაჩნია, რომ ეს ინიციატივა მიზნის მიღწევის ეფექტიანი გზაა. ანუკი ჩხიკვაძის სიუჟეტი.

19 მაისი 2026, 20:25

პოლიტიკა

გამოხატვის თავისუფლება არ მოიცავს დამცირებას და პირად შეურაცხყოფას. სტრასბურგის გადაწყვეტილება და საიას წაგებული სარჩელი. რა დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ? „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალური ქსელით საჯარო მოხელის შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლებას სცდება. გადაწყვეტილება სტრასბურგს ეკუთვნის. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სარჩელი წააგო და მთელი დღის მცდელობის მიუხედავად, მათი კომენტარი ვერ მივიღეთ.

19 მაისი 2026, 20:20

პოლიტიკა

როგორ აფასებს ბრიუსელი კოპენჰაგენში ძალადობას? საქართველოს პრემიერის ღია წერილი ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების წარმომადგენლებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრიუსელის მიერ პოლიტიკური დიალოგის ცალმხრივად შეწყვეტის პირობებში მთავრობის მეთაური საქართველოს ევროპისკენ სწრაფვას ადასტურებს და როგორც კანდიდატი ქვეყნის ლიდერი, სვამს კითხვას - მიმდინარე პროცესების ფონზე- საით მიდის ევროპა? კოპენჰაგენში აქციის დარბევის შეფასებას “ქრონიკა” ამ დრომდე უცდის.

თამარ იოსელიანი

19 მაისი 2026, 20:13

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა უმნიშვნელოვანესია როგორც ხალხთაშორისი კავშირის, ასევე ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით

ბაქოსთან ყოველდღიური სარკინიგზო კავშირის აღდგენა უმნიშვნელოვანესია, რათა ჩვენმა მოსახლეობამ სერვისით სრულფასოვნად ისარგებლოს, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე მთლიანად რეგიონში დაკავშირებადობის გაძლიერებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.

თამარ იოსელიანი

19 მაისი 2026, 20:05

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა შუა დერეფნის პოზიციებს გაამყარებს და ჩინეთთან თუ ცენტრალურ აზიასთან ტვირთბრუნვას გაცილებით ოპერატიულსა და მოქნილს გახდის

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო სექტორში ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო მონაკვეთთან დაკავშირებით ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლის ხელმოწერის შეფასებისას.

ალის ვაიდელი

19 მაისი 2026, 19:35

მსოფლიო

ალის ვაიდელი: გერმანიის მთავრობა, AfD-ის ხელმძღვანელობით, მხარს დაუჭერს რუსეთთან მშვიდობას - ინტერესთა ბალანსსა და დიალოგს როგორც რუსეთთან, ასევე აშშ-თან, და ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორთან - ჩინეთთანაც

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერმა, ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ მისი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ოფიციალური ბერლინი საგარეო პოლიტიკას რადიკალურად შეცვლის და რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე იზრუნებს.

19 მაისი 2026, 19:27

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

ალექსუს გრინკევიჩი

19 მაისი 2026, 19:27

მსოფლიო

ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი: აშშ ევროპიდან 5 000 ჯარისკაცს გაიყვანს

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ევროპიდან 5 000 სამხედროს გაიყვანს. ამის შესახებ ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

19 მაისი 2026, 19:25

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტიპენდიატ სტუდენტებს წარმატება მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, იმ წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც აჭარის მთავრობის სტიპენდიატები გახდნენ, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ზბიგნევ ზიობრო

19 მაისი 2026, 19:13

მსოფლიო

Reuters: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის დახმარებით, პოლონეთში ძებნილმა ექსმინისტრმა, მადიარის მიერ დაანონსებულ ექსტრადიციამდე, აშშ-ის ვიზის მიღება მოასწრო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს დაავალა, ხელი შეეწყოთ და დაემტკიცებინათ ვიზა პოლონეთის ყოფილი იუსტიციის მინისტრისთვის, რომელიც ამჟამად მიმალვაში იმყოფება - ამ ნაბიჯმა მას საშუალება მისცა, უნგრეთიდან აშშ-ში გამგზავრებულიყო, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

19 მაისი 2026, 18:44

მსოფლიო

უკრაინული მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ შეზღუდვების ვარიანტებს გასაწვევი ასაკის იმ უკრაინელი მამაკაცებისთვის, რომლებიც ევროკავშირში იმყოფებიან

იმ ცვლილებების ფონზე, რომლებსაც ევროკავშირში უკრაინელი ლტოლვილებისთვის ამზადებენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ შეზღუდვების ვარიანტებს გასაწვევი ასაკის იმ უკრაინელი მამაკაცებისთვის, რომლებიც ევროკავშირში იმყოფებიან. ამის შესახებ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ევროკავშირში უკრაინელების საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა, ილვა იოჰანსონმა განაცხადა.

თამარ იოსელიანი

19 მაისი 2026, 18:44

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: 6-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს და ასევე ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, იმოგზაურონ შესაბამისი მატარებლებით, ბაქო-თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად შესრულდება რეისები

გუშინ ისტორიული დღე გვქონდა, შესაბამისი საეტაპო ხელშეკრულებები გაფორმდა, მხარეებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრისას.

თამარ იოსელიანი

19 მაისი 2026, 18:30

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ბაქო–სუფსის ნავთობსადენის აღდგენისა და ეფექტიანი ოპერირების შესახებ მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ისე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით

ბაქო–სუფსის ნავთობსადენის აღდგენისა და ეფექტიანი ოპერირების შესახებ მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ისე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მაჯედ ალ-ანსარი

19 მაისი 2026, 18:23

მსოფლიო

კატარი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის სტაბილური

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თეირანს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, ჰორმუზის სრუტის მოსაზღვრე არცერთმა ქვეყანამ არ უნდა შეაფერხოს ნაოსნობა.