„თავისუფლების მოედნის" წევრი თამარ გამყრელიძე კოპენჰაგენის აქციაზე: პროტესტის თუნდაც ძალადობრივი მეთოდებით დაშლა, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა
თამარ გამყრელიძე
ფოტო: ვიდეოკადრი
როდესაც „ოცნებას" კოპენჰაგენის მაგალითი მოჰყავს, ყველამ კარგად იცის, რომ პროტესტის თუნდაც ძალადობრივი მეთოდებით დაშლა, ეს ჩვეულებრივად მიღებული პრაქტიკაა, მთავარია, აქ დაცული იყოს ძალის გამოყენების პროპორციულობა, - განაცხადა „თავისუფლების მოედნის" ეროვნული საბჭოს წევრმა თამარ გამყრელიძემ რადიო "სივრცის" ეთერში.
„რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ძალადობრივი მეთოდების გამოყენება არასასიამოვნოა და ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოქალაქე იქნება ამ პოზიციაზე, რომ მსგავსი ძალა არ იყოს გამოყენებული და რაც შეიძლება, მეტად ჰქონდეს სახელმწიფოს შეზღუდული მსგავსი ფუნქციები. თუმცა, მსგავსი მეთოდების გამოყენება არ არის უცხო, ყველა ქვეყანა იყენებს ამ მეთოდებს. განსხვავება იმაშია, შემდგომ, თუ როგორ ხდება ამ დარბევაზე რეაგირება. თუ არის დემოკრატიული ქვეყანა, ორიენტირებულია მოქალაქეებზე - შემდეგ აქვთ მოქალაქეებს შესაძლებლობა ამისი განხილვა მოხდეს და შესაბამისი ზომების მიღება. ეს ისეთი ძალადობრივი სტრუქტურებია, პოლიცია თუ სხვა რამ, შესაძლოა მოხდეს გადაჭარბება - აშშ იქნება თუ სხვაგან. ცნობილი ფაქტია, ამაზე მუდმივად მიდის მუშაობა. მთავარია არსებობდეს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სტრუქტურები, რომელიც შემაკავებელ და დამაბალანსებელ ფუნქციას შეასრულებენ, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს",- განაცხადა, თამარ გამყრელიძემ.
შეკითხვაზე, განსხვავდება თუ არა აქციის დაშლის მეთოდები დანიასა და საქართველოში- თამარ გამყრელიძის თქმით, ყველა სახელმწიფოს აქვს აქციის დაშლის სხვადასხვა მეთოდები.
"ის მეთოდები რომელიც გამოიყენება, წყლის ჭავლი თუ სხვა მეთოდები დაშლის- ყველა სახელმწიფოს აქვს სხვადასხვა მეთოდი, რომელსაც მოიაზრებს ისევ თავისი უსაფრთხოებისთვის, თუ მოხდა ესკალაცია... მაგრამ სახელმწიფოს უნდა ეშინოდეს, რომ გადააჭარბოს თავისი უფლებამოსილება და უნდა ეშინოდეს გადააჭარბოს პროპორციას ამ მეთოდის გამოყენების. თუ იცის, რომ დადგება მისი პასუხისმგებლობა, თუ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ძალას გადააჭარბა, მაშინ აირჩევს სიფრთხილეს. ეცდება, რომ ნაკლებ დამაზიანებელი მეთოდი გამოიყენოს. სახელმწიფოს აქვს უფლება ფაქტის პროპორციულად მიიღოს გადაწყვეტილება აქციის დაშლის. საქართველოშიც არსებობს აქციის დაშლის უფლება, თუმცა უნდა იყოს პროპორციულობა დაცული და არსებობდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები და თუ მოხდა გადაცდომა"- განაცხადა თამარ გამყრელიძემ.
ყველა სიახლე
19 მაისი 2026, 22:55
ჯანდაცვა
ზაზა ლომინაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე: ფაქტობრივად, ყველა ქვეყანა დგას გამოწვევის წინაშე, თუ რაზე შეაჩერონ არჩევანი - მრავალი კლინიკური კვლევის შედეგად ერთიანი ჩამოყალიბებული აზრი არ არსებობს
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე დიუშენის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტების შესახებ აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა ქვეყანა გამოწვევის წინაშეა.
19 მაისი 2026, 22:39
კულტურა
30 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით, საქართველო „თორაძის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს“ უმასპინძლებს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ფესტივალი წელს უკვე მეოთხედ გაიმართება და ტრადიციულად, თავს მოუყრის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მუსიკოსებსა და ახალგაზრდა შემსრულებლებს. ფესტივალი, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, კომპოზიტორ დავით თორაძისა და მისი შვილის, პიანისტისა და პედაგოგის, ლექსო თორაძის შემოქმედებით მემკვიდრეობას ეძღვნება.
19 მაისი 2026, 22:19
მსოფლიო
ვენსი: ირანმა უარი უნდა თქვას ბირთვულ იარაღზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ მზად არის სამხედრო კამპანიის განახლებისთვის
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ირანთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონს აქვს „მარტივი წინადადება“, მოვლენები კი შესაძლოა „ორი გზით“ განვითარდეს.
19 მაისი 2026, 22:10
პოლიტიკა
მაია ბითაძე ზაარბრიუკენის მიერ თბილისთან კავშირის გაწყვეტაზე: გასაოცარი და გასაკვირია, თუ რაოდენ დასუსტდა ის მანქანა, რასაც ჩვენ ევრო ბიუროკრატიას ვუწოდებთ და თუ რა მეთოდებს იყენებს საქართველოზე ზეწოლის განხორციელების თვალსაზრისით
ზაარბრიუკენი თბილისს დაუმეგობრდა საბჭოთა საქართველოს დროს და აქტიური კავშირი შეინარჩუნა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, რომლის მმართველობა და პოლიტიკური წყობა სტრასბურგის სასამართლოს მიერ დანაშაულებრივად შერაცხილი ადამიანების სისტემური წამების საკითხთან მიმართებით, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ზაარბრიუკენის მიერ თბილისთან კავშირის გაწყვეტაზე საუბრისას.
19 მაისი 2026, 22:08
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებაზე, დაძმობილებულ თბილისთან ურთიერთობა გაწყვიტოს: ეს არის უსუსური მცდელობა, გარკვეული ანგარიშსწორება მოახდინონ საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან, ქართველ ხალხთან
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი აფასებს გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებას, 50 წლის წინ დაძმობილებულ თბილისთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტოს.
19 მაისი 2026, 21:37
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ნიშანდობლივია, რომ ჩვენი ვიზიტი გრძელდება ქალაქ სიანში, ხენანის პროვინციაში, რომელიც არის სწორედ ის ადგილი, საიდანაც დაიწყო აბრეშუმის გზა
პეკინში გვქონდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები უმაღლესი დონის ხელმძღვანელობასთან, როგორც ჩინეთის სახალხო კრების, ასევე საკონსულტაციო ასამბლეის, - აღნიშნა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთში ვიზიტისას.
19 მაისი 2026, 21:18
მსოფლიო
მერკელის განცხადებით, ევროპა ჯერ კიდევ შორს არის თავისი ამბიციისგან - გახდეს ყველაზე ძლიერი კონტინენტი მსოფლიოში
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა სამშაბათს განაცხადა, რომ ევროპა ჯერ კიდევ შორს არის თავისი ამბიციისგან - გახდეს „ყველაზე ძლიერი და მეცნიერებაზე დაფუძნებული კონტინენტი მსოფლიოში“.
19 მაისი 2026, 21:17
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: არ შეიძლება ჩაითვალოს გამოხატვის თავისუფლებად ის შემთხვევა, როდესაც პირდაპირ უცენზურო გამონათქვამები, ლანძღვა-გინება შეიძლება გაისმოდეს თუნდაც საჯარო პირის მიმართ. ეს დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
19 მაისი 2026, 21:03
სამართალი
ბექა ძამაშვილი: სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რომ საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას თავდასხმებისგან
ევროპულმა სასამართლომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას თავდასხმებისგან, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა საქმეზე - „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას“.
19 მაისი 2026, 20:54
საზოგადოება
ზაზა ლომინაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიაში მონაწილეობს
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიაში მონაწილეობს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
19 მაისი 2026, 20:51
საზოგადოება
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება.
19 მაისი 2026, 20:50
პოლიტიკა
ოპოზიციური ალიანსი ისევ 26 მაისზე ლაპარაკობს და სიურპრიზებს აანონსებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციური ალიანსი ისევ 26 მაისზე ლაპარაკობს და სიურპრიზებს აანონსებს. თუმცა მმართველი გუნდისთვის ესეც ბევრჯერ ნანახი ფილმია და ოპონენტებს მორიგ კრახს უწინასწარმეტყველებენ. ალიანსის ეგრეთ წოდებული „კარდაკარი“ კი მხოლოდ მათთვის სასურველი მედიასაშუალებებისთვის არის ხელმისაწვდომი.
19 მაისი 2026, 20:48
პოლიტიკა
ზაარბრიუკენი თბილისთან ოფიციალურ კავშირს წყვეტს - რას პასუხობს თბილისი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ზაარბრიუკენი თბილისთან ოფიციალურ კავშირს წყვეტს. დედაქალაქის მუნიციპალიტეტისთვის ამ გერმანული ქალაქის მერის გადაწყვეტილება ბევრ რამეზე მეტყველებს - ისტორიული მეგობრობა, რომელიც 50-თ წელზე მეტს ითვლის, პოლიტიკურ სპეკულაციებს ეწირება.
19 მაისი 2026, 20:46
მსოფლიო
ბრიტანეთის მთავრობამ გამოსცა გენერალური სავაჭრო ლიცენზია, რომელიც ნებას რთავს ქვეყანაში იმ აკრძალული საქონლის იმპორტს, რომელიც მესამე ქვეყნებში რუსული ნედლი ნავთობისგან არის დამუშავებული
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოსცა გენერალური სავაჭრო ლიცენზია სანქცირებულ გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებზე. აღნიშნული ლიცენზია ნებას რთავს ქვეყანაში იმ აკრძალული საქონლის იმპორტს, რომელიც მესამე ქვეყნებში რუსული ნედლი ნავთობისგან არის დამუშავებული. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
19 მაისი 2026, 20:45
ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში და კონკრეტული სარგებელი. რა შედეგს აძლევს ქვეყანას მიღწეული და გაფორმებული შეთანხმებები? „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტს ქვეყნისთვის კონკრეტული სარგებელი აქვს. გაზის იმპორტი, უცვლელი ტარიფი, ელექტროენერგია, სარკინიგზო მიმოსვლა და თბილისი-სუფსის მილსადენის აღდგენა 4 წლის შემდეგ.
19 მაისი 2026, 20:44
მსოფლიო
Bloomberg: რუსული რუბლი მიმდინარე კვარტალში დოლართან მიმართებით მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვალუტა გახდა. ამის მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ ნავთობის გაყიდვიდან მიღებული უცხოური ვალუტის შემოსავლების ზრდაა
Bloomberg-ის ცნობით, რუსული რუბლი ამ კვარტალში დოლართან მიმართებაში მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვალუტა გახდა. მისი ზრდა ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ ნავთობის გაყიდვიდან უცხოური ვალუტის მკვეთრმა შემოდინებამ განაპირობა.
19 მაისი 2026, 20:35
მსოფლიო
რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გამჟღავნებას ავალდებულებს - კანონპროექტი საბოლოო დამტკიცებისთვის დეპუტატთა პალატას გადაეცა
რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ დადებითი დასკვნა გასცა Alliance for the Union of Romanians (AUR)-ის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, ასოციაციებსა და ფონდებს ევალებათ გამოაქვეყნონ ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირის ვინაობა, რომლებიც მათი დონორები არიან. RFI România-ს ცნობით, კანონპროექტს მხარი 76-მა კანონმდებელმა დაუჭირა, ხოლო, წინააღმდეგი 32 მათგანი იყო. ამის შემდეგ, კანონპროექტი განსახილველად გადაეცემა დეპუტატთა პალატას, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა.
19 მაისი 2026, 20:33
მსოფლიო
ტრამპი ირანს ომის დასასრულებლად და ახალ შეთანხმებაზე მისაღწევად ვადას მიმდინარე კვირის ბოლომდე აძლევს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ირანს ომის დასასრულებლად და ახალ შეთანხმებაზე მისაღწევად ვადას მიმდინარე კვირის ბოლომდე აძლევს.
19 მაისი 2026, 20:33
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში გრძელდება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
საქართველოს დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, პეკინიდან ქალაქ სიანში გადაინაცვლა. გამგზავრებამდე საქართველოს დელეგაცია ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტს ესტუმრა. ვიზიტი შალვა პაპუაშვილის კოლეგის მიწვევით მიმდინარეობს.


