არქივი

ლევან ჟორჟოლიანი

17 მაისი 2026, 11:47

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი: მინდა, მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს დღევანდელი დღე, ოჯახი ეს არის უზენაესი ღირებულება და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს აღვნიშნავთ ყველანი ერთად

მინდა, მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს დღევანდელი დღე. ოჯახი ეს არის უზენაესი ღირებულება და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს აღვნიშნავთ ყველანი ერთად, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

ცოტნე ივანიშვილი

17 მაისი 2026, 11:45

პოლიტიკა

ცოტნე ივანიშვილი: ქართული საზოგადოება ამ ყველაფრის წინაშე მტკიცედ დგას და ყოველთვის დაიცავს სამშობლოს სუვერენიტეტს

მე მგონი კარგად დაინახა ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომ ეს ყველაფერი მანიპულაციურია, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების ახალ ტალღას ითხოვენ. როგორია თქვენი პოზიცია?

ცოტნე ივანიშვილი

17 მაისი 2026, 11:33

პოლიტიკა

ცოტნე ივანიშვილი პატრიარქ შიო მესამის მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე: ეს ყველაფერი იმდენად მძიმე და ამორალურია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც ძნელია

ნებისმიერი ქართველის პოზიცია ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს ერთიანი და მკაცრი; მიუღებელია ეს ყველაფერი და იმდენად მძიმე და ამორალურია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც ძნელია, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც პატრიარქ შიო მესამის მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს შეეხებოდა.

17 მაისი 2026, 11:25

საზოგადოება

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია საყოველთაო მსვლელობას შეუერთდა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია საყოველთაო მსვლელობას შეუერთდა.

ცოტნე ივანიშვილი

17 მაისი 2026, 11:18

საზოგადოება

ცოტნე ივანიშვილი: ცხადია, რომ ოჯახურ ღირებულებებზე დგას ჩვენი საყვარელი სამშობლო, მშობლებისადმი პატივისცემა კი თავისთავად უდიდესი მორალისა და ღირსების გამოხატულებაა

„რაც შეეხება ამ დღის მნიშვნელობას, ცხადია, რომ ოჯახურ ღირებულებებზე დგას ჩვენი საყვარელი სამშობლო, მშობლებისადმი პატივისცემა კი თავისთავად უდიდესი მორალისა და ღირსების გამოხატულებაა. ძალიან მიხარია, რომ მეტი და მეტი ახალგაზრდა გამოდის დღევანდელ დღეს და გვერდში უდგას ამ იდეას და ამით მშობლებისადმი პატივისცემას გამოხატავს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

17 მაისი 2026, 11:12

საზოგადოება

სამების ტაძარში პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე მივიდნენ

სამების ტაძარში პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მივიდნენ.

17 მაისი 2026, 11:08

მსოფლიო

უკრაინამ მოსკოვს დრონებით შეუტია

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მინიმუმ 85 დრონი, რომლებიც რუსეთის დედაქალაქისკენ მიფრინავდნენ. მისივე თქმით, შეტევის შედეგად დაზიანდა კაპოტნიაში მდებარე მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა - დაშავდა 12 ადამიანი, თუმცა ქარხანაში საწარმოო პროცესი არ შეფერხებულა. ასევე, მედია წერს ხანძრის შესახებ სოლნეჩნოგორსკის ნავთობბაზაზე, მოსკოვის ოლქის სოფელ დურიკინოსთან.

17 მაისი 2026, 10:53

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ ოზურგეთში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

17 მაისი 2026, 10:51

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთი ქსელური მარკეტის ფილიალში შეიჭრა, მოლარე ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დაეუფლა სხვადასხვა ნივთს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

17 მაისი 2026, 10:35

საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს. LIVE

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

17 მაისი 2026, 10:27

მსოფლიო

ლონდონში ანტიმიგრაციულ აქციაზე ათობით ათასი ადამიანი გავიდა

ლონდონში ათობით ათასი ადამიანი ანტიმიგრაციულ მარშზე გავიდა. ინგლისის დედაქალაქის ცენტრში გამართული აქცია ულტრამემარჯვენე აქტივისტის, სტივენ იაქსლი-ლენონის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ტომი რობინსონი. მარშის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობისა და მასობრივი იმიგრაციის გამო. აქციის მონაწილეებისადმი მიმართვაში რობინსონმა მათ „ბრიტანეთისთვის ბრძოლისთვის“ მომზადებისკენ მოუწოდა.

17 მაისი 2026, 10:15

საზოგადოება

ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავენ

ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავენ. შესაბამისი ქარდები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სოციალურ ქსელში განათავსეს.

17 მაისი 2026, 10:14

საზოგადოება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მოქალაქეები ქაშვეთის ტაძართან იკრიბებიან

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მოქალაქეები ქაშვეეთის ტაძართან იკრიბებიან.

დონალდ ტრამპი

17 მაისი 2026, 10:13

მსოფლიო

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს მძიმე დრო ელის, თუ აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმებას არ გააფორმებს

„წარმოდგენა არ მაქვს, გააკეთებენ თუ არა ისინი ამას. თუ არა, მათ ძალიან მძიმე დრო ელით, ძალიან მძიმე დრო. მათთვის აჯობებს, რომ შეთანხმება დადონ“, - განაცხადა ტრამპმა.

დარა

17 მაისი 2026, 10:04

კულტურა

ევროვიზია 2026-ის გამარჯვებული ბულგარეთი გახდა

ავსტრიაში, ევროვიზია 2026-ის ფინალურ კონცერტზე, გამარჯვებული ბულგარეთი გახდა. მომღერალმა დარამ (დარინა იოტოვა), რომელიც ქვეყანა ევროვიზიის 70-ე კონკურსზე წარადგინა სიმღერით Bangaranga 516 ქულა დააგროვა.

17 მაისი 2026, 10:00

თემა

რა არის ჰანტავირუსი და როგორ ვრცელდება ის?

საკრუიზო გემი, რომელსაც ჰანტავირუსის ეპიდაფეთქება შეეხო, კანარის კუნძულებზე ჩავიდა. MV Hondius-ზე სამი დადასტურებული და ხუთი საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდასტურდა ჰოლანდიელქალს, რომელიც გარდაიცვალა, ბრიტანელ მგზავრს, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია და შვეიცარიის მოქალაქეს, რომელიც ციურიხის საავადმყოფოში მკურნალობს. საეჭვო შემთხვევებს შორის არიან: ბრიტანელი მამაკაცი, ეკიპაჟის ნიდერლანდელი წევრი და გერმანიის მოქალაქე. ორი მათგანი ნიდერლანდებში ჩაიყვანეს სამკურნალოდ, ხოლო მესამეს, რომელიც სტაბილურ მდგომარეობაშია, საევაკუაციო ფრენა გადაედო. ჰანტავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა, თუმცა ორ მათგანს სიმპტომები აღენიშნება. აღნიშნული გემის ორი ბრიტანელი მგზავრი, ვირუსთან შესაძლო კონტაქტის გამო, სახლის პირობებში იზოლაციაში იმყოფება. დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, მათ გემი დატოვეს მოგზაურობის ადრეულ ეტაპზე, როდესაც არგენტინიდან ატლანტის ოკეანის გავლით, კაბო-ვერდეში მიემგზავრებოდნენ და სიმპტომები დღემდე არ გამოვლენიათ. აშშ-ის ორმა შტატმა - არიზონამ და ჯორჯიამ - BBC-ს დაუდასტურეს, რომ აკვირდებიან სამ მგზავრს, რომელთაც კაბო-ვერდეში ჩასვლამდე დატოვეს გემი და აშშ-ში დაბრუნდნენ. სიმპტომები არცერთ მათგანს აღენიშნება. დანარჩენები ამჟამად სამედიცინო შემოწმებას გადიან და მათ ეტაპობრივად, ეროვნების მიხედვით, MV Hondius-ის დატოვების უფლება ეძლევათ. ესპანელი და ფრანგი მგზავრების ნაწილი უკვე სამშობლოში დააბრუნეს, ხოლო სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, დიდმა ბრიტანეთმა, თავიანთი მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისები დანიშნეს.

17 მაისი 2026, 09:42

ჯანდაცვა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექთნების საერთაშორისო კვირეული აღინიშნა - ჯანდაცვის მინისტრმა მედპერსონალს მადლობის სიგელები გადასცა

ექთნების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ღონისძიება გაიმართა.

17 მაისი 2026, 09:25

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

17 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

17 მაისი 2026, 09:11

საზოგადოება

დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი: პატრიარქმა ილია მეორემ ზუსტად განსაზღვრა, რომ იმ ფსევდოფასეულობებთან იყო ბრძოლა საჭირო, რამაც სამყარო მოიცვა

პატრიარქი ილია მეორე როცა რაიმე გადაწყვეტილებას მიღებდა, შეიძლება იმ დროს ზოგს ვერ გაეგო, მაგრამ გადიოდა დრო და მერე ვხვდებოდით, როგორი დროული და წინმსწრები იყო მისი გადაწყვეტილება. სწორედ ასეთი იყო ამ დღის დაარსება, - განაცხადა დეკანოზმა ნიკოლოზ ტატუაშვილმა „ქრონიკასთან“ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით.

17 მაისი 2026, 08:29

მსოფლიო

იტალიაში მამაკაცი ავტომობილით 10-მდე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

იტალიაში, ქალაქ მოდენაში მამაკაცი ავტომობილით 10-მდე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.

17 მაისი 2026, 08:07

საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლები ეწვივნენ. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

17 მაისი 2026, 07:49

თემა

საშინაო კოსმეტიკა: საკვები პროდუქტი - კანის მოვლის საუკეთესო საშუალება

მრავალფეროვანი საცხების, ლოსიონებისა და ტონიკების ფონზე, რომელთა მოქმედება ხშირად ზედმეტად გადაჭარბებულია, სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს ნატურალური კოსმეტიკა, რომელიც ჩვეულებრივი საკვები პროდუქტით მზადდება და ყველასთვის ხელმისაწვდომია, ბევრად უსაფრთხო და სასარგებლოა.

17 მაისი 2026, 00:00

საზოგადოება

დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება

დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.

დავით ქართველიშვილი

16 მაისი 2026, 22:28

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ირანში, ჰორმუზის ყურეში საეჭვო „წარმატების“ და ასევე, ჩინეთში არცთუ დამაჯერებელი ვოიაჟის ფონზე – უკრაინის საკითხის დემილიტარიზაცია 4 ივლისამდე, ერთადერთი „ჯოკერი“ ხდება დონალდ ტრამპის ხელში

რაც უფრო გვიახლოვდება საკრალური თარიღი – 4 ივლისი, აშშ-ის სახელმწიფოს დაარსებიდან 250 წლისთავი, მით უფრო რეალურ კონტურებს იძენს მსოფლიო მედიაში სულ უფრო ხშირად გაჟღერებული ვარაუდი: საომარი მოქმედებები უკრაინაში დასრულდება 30 ივნისამდე, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

გიორგი ვოლსკი

16 მაისი 2026, 22:22

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სოხუმში წარმატებით ამრავლებენ ჯიღაურას სანერგე მეურნეობიდან გაგზავნილ აფხაზური, ამლაჰუსა და ჭვიტილურის ჯიშის ნერგებს. მათი სანერგედანაც გამოიგზავნა რამოდენიმე აფხაზური ჯიშის ნერგი

სოხუმში წარმატებით ამრავლებენ ჯიღაურას სანერგე მეურნეობიდან გაგზავნილ აფხახური, ამლაჰუსა და ჭვიტილურის ჯიშის ნერგებს, - წერს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და სოციალურ ქსელში ამის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს. დეპუტატის თქმით, მათი სანერგედანაც გამოიგზავნა რამდენიმე აფხაზური ჯიშის ნერგი.

დავით ქართველიშვილი

16 მაისი 2026, 22:18

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სულ უფრო მეტი სახელმწიფო იჩენს სიფრთხილეს იმის გამო, რომ საერთაშორისო სამართალი პოლიტიკურ ომში იარაღად იქცევა

უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც საქართველოსთან ერთად, კიდევ 11 ქვეყანა არ შეუერთდა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ შეთანხმებაზე 12 ქვეყნის უარი საგანგაშო სიგნალია იმისა, რომ მსოფლიო ნელა, მაგრამ შეუქცევადად მიემართება უფრო პრაგმატული, მრავალპოლარული და სამართლიანი წესრიგისკენ.

მაია ბითაძე

16 მაისი 2026, 22:07

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ევროკავშირში გაწევრიანების ინსტრუმენტალიზაციამ ისეთი მახინჯი ფორმა მიიღო, რომელიც დამაზიანებელია ევროკავშირისთვის

„ძალიან მოხშირდა კანდიდატი სახელმწიფოების ე.წ. დაშანტაჟების სხვადასხვა მეთოდი. მაკედონიასთან სხვა მოთხოვნები აქვთ, ჩვენთან ეს მოთხოვნები აქვთ, სერბეთთან სხვა, ასე, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ინსტრუმენტალიზაციამ ისეთი მახინჯი ფორმა მიიღო, რომელიც დამაზიანებელია ევროკავშირისთვის“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

ირაკლი კირცხალია

16 მაისი 2026, 22:05

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: საზოგადოება ისე გაიზარდა და ისე შეიგრძნო რას ნიშნავს თავისუფალ, ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრება, რომ ვერასდროს საქართველო ვერ გახდება ვინმეს ვასალი

ჩვენ ვაპირებთ იმ კურსის გაგრძელებას რა კურსიც დაგვიკვეთა ჩვენმა საზოგადოებამ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, საქართველო ყველა პარტნიორთან ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მუშაობს.

16 მაისი 2026, 22:05

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ვაპირებთ, ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ

ჩვენ ვაპირებთ, ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.

მაია ბითაძე

16 მაისი 2026, 21:54

პოლიტიკა

მაია ბითაძე: დარწმუნებული ვარ, ევროკავშირს მოუწევს იმის გააზრება, რომ თვითონ შევიდა ისეთ სპირალში, საიდანაც გამოსვლა ძალიან უჭირთ - ევროკავშირს საქართველო ძალიან სჭირდება

ევროკავშირს, ადრე თუ გვიან, ქართველი ხალხის ნების გათვალისიწინება მოუწევს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ. მაია ბითაძე არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობა ახლა პიკშია. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს საქართველო ძალიან სჭირდება.