არქივი

27 მარტი 2026, 13:25

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 6 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

27 მარტი 2026, 13:23

საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა 1 აპრილიდან ქუთაისი-საჩხერე-ქუთაისის მიმართულებით ელექტრომატარებელს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა 1 აპრილიდან ქუთაისი-საჩხერე-ქუთაისის მიმართულებით ელექტრომატარებელს ნიშნავს.

გიორგი კობერიძე

27 მარტი 2026, 13:18

რეგიონი

გიორგი კობერიძე: წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარება პრიორიტეტად რჩება

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში - „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ - ქვეყნის წყალმომარაგების სფეროში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

27 მარტი 2026, 13:16

საზოგადოება

ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების ფარგლებში, დარგის რეგულირების ახალ მექანიზმებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

27 მარტი 2026, 13:13

ჯანდაცვა

ფსიქოტროპული მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა - ახალი წესი 1 აპრილიდან ამოქმედდება

ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა. ახალი წესი 1 აპრილიდან ამოქმედდება და მიზნად ისახავს ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე კონტროლის გამკაცრებას, მათი არამიზნობრივი გამოყენებისა და არასათანადო მოხმარების პრევენციას. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

27 მარტი 2026, 13:12

რეგიონი

ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი უნებართვო კვების ობიექტის დემონტაჟი დასრულდა

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია, განაშენიანების გეგმის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს მუშაობას უსახური და უნებართვო ობიექტების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების მიმართულებით.

27 მარტი 2026, 13:11

საზოგადოება

საქართველო საერთაშორისო პლატფორმა Global Travel Awards-ის გამარჯვებულია

საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმაზე Global Travel Awards საქართველომ 2026 წლის საუკეთესო განვითარებადი ტურისტული მიმართულების „Best Emerging Travel Destination“ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

27 მარტი 2026, 13:11

რეგიონი

ანსამბლ „ხულოს“ დაარსების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა

„ანსამბლი „ხულო“ უკვე 40 წელია ღირსეულად ემსახურება ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას. თქვენი მრავალწლიანი საქმიანობა მნიშვნელოვანი წვლილია ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების განვითარებაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს გადასცემთ ქართულ ტრადიციებსა და ფასეულობებს. გილოცავთ იუბილეს და გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებულ წელს, ახალ შემოქმედებით მიღწევებსა და ღირსეულ მოღვაწეობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

ვარლამ ლიპარტელიანი

27 მარტი 2026, 13:08

პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი: ჩვენი მიზანი და მოტივაციაა მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, უფრო მეტად იყვნენ ჩართულები არა მარტო პოლიტიკურ პროცესში, არამედ ადგილობრივ დონეზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათი ქალაქის განვითარება

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ ტურნეს იწყებს. ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი „იმედის დღეში“ პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობაზე და გუნდის გეგმებზე საუბრობს.

შალვა პაპუაშვილი

27 მარტი 2026, 13:08

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი პიტერ ანდრეოლის ვიზიტზე: მივესალმები, რომ ამ ვიზიტსაც შინაარსობრივი დატვირთვა ჰქონდა. ორმხრივი ურთიერთობების ნამდვილ საკითხებს ეხებოდა და არა გამოგონილ საკითხებს, როგორც ჩვენ წინა ადმინისტრაციის დროს გვქონდა

ეკონომიკურ საკითხებს ეხებოდა ეს ვიზიტი და ეს გვაძლევს იმ ოპტიმიზმის საშუალებას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა ორი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება და რაღაც გამოგონილ, ყალბ, ცრუ იდეალებზე, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლის ვიზიტთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

27 მარტი 2026, 13:07

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გუშინ ვისმენდი ბატონ ვაშაძესთან, სამი „პ“ რომ არიან - პატიოსანიო, პროფესიონალიო, პატრიოტიო. „პ“-თი დაწყებულ სიტყვებს ნუ გაეთამაშებიან, შეიძლება სხვა სიტყვებიც მოჰყვეს მათ რიგში

ამ ხალხმა მგონი, ჭკუა ვერ ისწავლა. სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან, ცხვირაწეულები საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება და ჰგონიათ, რომ მათ ქართველი ხალხი ხელისუფლებას გააკარებს?! - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ხელისუფლებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებაზე საუბრისას.

ვარლამ ლიპარტელიანი

27 მარტი 2026, 13:06

პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი: ყველასთვის ძალიან ემოციური და მტკივნეული იყო ჩვენი უწმინდესის გარდაცვალება, მაგრამ, თავისი გარდაცვალებით მან მოახერხა ის, რაც ალბათ, არც ერთ ჩვენგანს არ გვინახავს - მართლა შეძლო ჩვენი ერის გაერთიანება

ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან ემოციური, ძალიან მტკივნეული იყო ჩვენი უწმინდესის გარდაცვალება, მაგრამ თავისი გარდაცვალებით, მან მოახერხა ის, რაც ალბათ, არც ერთ ჩვენგანს არ გვინახავს და საქართველოს ისტორიაში, შეიძლება არც მომხდარა. იმხელა სითბო, სიყვარული დათესა ერში, რომ მან მართლა შეძლო ჩვენი ერის გაერთიანება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა, გადაცემაში "იმედის დღე" განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

27 მარტი 2026, 13:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღეს გვყავს ფსევდორელიგიურ ფუნდამენტალიზმში გადავარდნილი ჯგუფი საქართველოს მოქალაქეებისა, რომელსაც უბრალოდ რომ დაანახებ ბრიუსელის რომელიღაც პრესკონფერენციის დარბაზს, რელიგიური საკურთხეველი ჰგონია

დღეს გვყავს ფსევდორელიგიურ ფუნდამენტალიზმში გადავარდნილი ჯგუფი საქართველოს მოქალაქეებისა, რომელსაც უბრალოდ რომ დაანახებ ბრიუსელის რომელიღაც პრესკონფერენციის დარბაზს, რელიგიური საკურთხეველი ჰგონია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

დონალდ ტრამპი

27 მარტი 2026, 13:02

მსოფლიო

ტრამპი მიესალმება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტში მონაწილეობა აეკრძალათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიესალმება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტში მონაწილეობა აეკრძალათ.

შალვა პაპუაშვილი

27 მარტი 2026, 13:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნატომ თავის პასუხისმგებლობაზე იფიქროს - იმაზე იფიქროს, 2008 წლიდან მოყოლებული რა მდგომარეობაში ჰყავდა საქართველო და უკრაინა. ცარიელ დაპირებებზე ვიყავით, რისკში ვიგდებდით საკუთარ თავს და ამის სანაცვლოდ არაფერი ხდებოდა

თვითონ ესტონეთები, ლატვიები და ლიტვები 50-50 კაცით იყვნენ ავღანეთში და ჩვენ 1500-ით ვიყავით, ამის სანაცვლოდ ჩვენ ვერ ვხედავთ ადეკვატურ პასუხებს ნატოს მხრიდან,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილი: ნატომ თავის პასუხისმგებლობაზე იფიქროს - იმაზე იფიქროს, 2008 წლიდან მოყოლებული რა მდგომარეობაში ჰყავდა საქართველო და უკრაინა. ცარიელ დაპირებებზე ვიყავით, რისკში ვიგდებდით საკუთარ თავს და ამის სანაცვლოდ არაფერი ხდებოდა

შალვა პაპუაშვილი

27 მარტი 2026, 12:54

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე: სისხლისღვრაზე მიჰყავდათ ხალხი, შეკრიბეს იქ, მხარდაჭერა მიიღეს სისხლისღვრაზე ევროკომისიის პრესსპიკერის მხრიდან და მხოლოდ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა და ხალხმა ჩაშალა ეს ყველაფერი

სისხლისღვრაზე მიჰყავდათ ხალხი, შეკრიბეს იქ სისხლისღვრისთვის, მხარდაჭერა მიიღეს სისხლისღვრაზე ევროკომისიის პრესსპიკერის მხრიდან და მხოლოდ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა და ჩვენმა ხალხმა ჩაშალა ეს ყველაფერი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე საუბრისას.

შალვა პაპუაშვილი

27 მარტი 2026, 12:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ბაჩო ახალაიაზე: სამართლებრივი შეფასება მიეცემა ამ ყველაფერს, პოლიტიკურად კი ყველა ვხვდებით, რომ ესენი არიან მოძალადეები, რომლებიც თავის დროზე თავზე დაასვეს ქართველ ხალხს, ძალადობრივი რეჟიმი ჩამოაყალიბებინეს

სამართლებრივი შეფასება მიეცემა ამ ყველაფერს, პოლიტიკურად კი ყველა ყველაფერს ვხვდებით, რომ ეს ხალხი არიან მოძალადეები, რომლებიც თავის დროზე თავზე დაასვეს ქართველ ხალხს, ძალადობრივი რეჟიმი ჩამოაყალიბებინეს. წამების სისტემა, რომელიც შეიქმნა ციხეებში ბიზნესის რეკეტი, მედიის შევიწროება, ეს ყველაფერი ხდებოდა საზღვარგარეთიდან ხელდასხმით, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ბაჩო ახალიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხელისუფლების დასამხობად“.

შალვა პაპუაშვილი

27 მარტი 2026, 12:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ არის ცილისწამება საქართველოსთან დაკავშირებით, ვერცერთი ფაქტი ვერ დადასტურდა და ვერ მოიტანეს, რომ საქართველოში რაიმენაირად ხდება სანქციების დარღვევა

რისკს ვერ ვხედავ, ვინაიდან შეზღუდვები გვაქვს დაწესებული დონეცკის და ამ ტერიტორიებიდან ეკონომიკურ, პოლიტიკურ ურთიერთობებზე. ასე, რომ ეს შეუძლებელია რაიმე ვაჭრობა ხდებოდეს, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომ „ქართველი ბიზნესმენი ოკუპირებული დონეცკიდან ქვანახშირისა და ლითონის შემოტანას გეგმავს და ხედავს თუ არა რისკს სანქციების გვერდის ავლაში“.

ილჰამ ალიევი

27 მარტი 2026, 12:35

პოლიტიკა

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ეწვია და ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩანაწერი გააკეთა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

27 მარტი 2026, 12:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაზე: ეს არის სინამდვილეში ლამის რელიგიური ომი იმისთვის, რომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ საქართველოში ის სულიერი საყრდენი, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა

ეს არის სინამდვილეში ლამის რელიგიური ომი იმისთვის, რომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ საქართველოში ის სულიერი საყრდენი, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეკლესიის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიაზე საუბრისას.

შალვა პაპუაშვილი

27 მარტი 2026, 12:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან პირადი პატიმრები ჰელსინკის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების, აქეზებენ მათ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ მოაწყონ განხილვები

ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან პირადი პატიმრები ჰელსინკის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების, აქეზებენ მათ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ მოაწყონ განხილვები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

27 მარტი 2026, 12:12

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

27 მარტი 2026, 12:09

რეგიონი

„საქართველოს მელიორაცია“ იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში დიმი-როკითის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ახორციელებს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში დიმი-როკითის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ახორციელებს.

27 მარტი 2026, 12:02

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო: წარმოუდგენელია, ევროკავშირი სუვერენული სახელმწიფოს საკანონმდებლო პროცესში ერევა

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბრიუსელი სუვერენული სახელმწიფოს საკანონმდებლო პროცესში ერევა.

27 მარტი 2026, 11:58

საზოგადოება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით მატარებლების რეისებს ამატებს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით მატარებლების რეისებს ამატებს. მოძრაობის განრიგი მოცემულია თანდართულ ფოტოზე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://gr.com.ge ჩვენი აპლიკაციის საშუალებით: onelink.to საქართველოს რკინიგზის სალაროებში საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

27 მარტი 2026, 11:56

რეგიონი

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის შესახებ მცხეთა-მთიანეთში შეხვედრა გაიმართა

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხები მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

27 მარტი 2026, 11:49

საზოგადოება

იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს

ბიზნესსუბიექტებისთვის სარეგისტრაციო მონაცემების “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადის 1 აპრილს ამოწურვასთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს.

27 მარტი 2026, 11:49

რეგიონი

კამპანიის - „დაზოგე წყალი“ ფარგლებში კასპისა და ქარელის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კასპისა და ქარელის საჯარო სკოლებში კამპანია - „დაზოგე წყალი“ გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მართავს.

27 მარტი 2026, 11:49

რეგიონი

გივი მიქანაძემ ხაშურის N2 საჯარო სკოლა გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა.

27 მარტი 2026, 11:47

მსოფლიო

„ცაჰალმა“ თეირანის ცენტრში ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელა

ისრაელის თავდაცვის ძალების („ცაჰალის“) განცხადებით, წუხელ თეირანის ცენტრში ისრაელელმა სამხედროებმა ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელეს.