თინათინ რუხაძე მანანა ანდრიაძის სახელობის სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის პრობლემები“, დასკვნით ღონისძიებას დაესწრო
თინათინ რუხაძე
ფოტო: საქართველოს კულტურის სამინისტრო
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მანანა ანდრიაძის სახელობის სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის პრობლემები“, დასკვნით ღონისძიებას დაესწრო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები საქართველოდან და უცხოეთიდან.
კონფერენციის დასკვნითი ღონისძიება გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და ფონდ „ქართული გალობის“ თანადამფუძნებელმა, ნანა გოთუამ გახსნა.
კონფერენციის მთავარი მიზანია ახალგაზრდა მეცნიერებისა და ხელოვნებათმცოდნეების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის აქტუალური საკითხების გარშემო საერთაშორისო აკადემიური დიალოგის გაღრმავება და კვლევით საქმიანობაში ახალი პერსპექტივების წარმოჩენა.
„ჩემთვის დიდად სასიხარულო და საპატიოა გალობის უნივერსიტეტის გვერდით დგომა. ამ უნივერსიტეტის შექმნაში ჩვენთვის ძვირფასმა და საყვარელმა, არაერთმა დიდმა ადამიანმა შეიტანა საკუთარი წვლილი, მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.
ქართულ ფოლკლორზე საუბრისას, რასაკვირველია, გვახსენდება ლეგენდარული ანზორ ერქომაიშვილი, ადამიანი, რომელმაც არა მხოლოდ ქართული ფოლკლორი გადაარჩინა, არამედ ახალგაზრდებსაც შეაყვარა ეს საქმე.
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ქალბატონი მანანას ღვაწლი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა საგალობლის სწავლებისა და კვლევის დაწყებაში.
მჯერა, რომ გალობის უნივერსიტეტი კიდევ უფრო ძლიერი ცენტრი გახდება. ამ საქმის ერთგულებით ყველაფერს შევძლებთ - უნივერსიტეტსაც განვავითარებთ, ინფრასტრუქტურასაც მოვაწესრიგებთ და მომავალ თაობებსაც ღირსეულ გარემოს დავუტოვებთ“, - აღნიშნა თინათინ რუხაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიებაზე კონფერენციის მონაწილე გამორჩეულ ახალგაზრდა მეცნიერებს ჯილდოები გადაეცათ.
კონფერენცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა.
ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ყველა სიახლე
15 მაისი 2026, 22:04
პოლიტიკა
ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს - ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის
გვიწუნებენ მიდგომას, ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს და ამ დროს, კადრები გავრცელდა დანიიდან, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას, ადგილობრივებს და ჟურნალისტებსაც უსწორდებიან ხელკეტებით, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, რომელმაც შეაფასა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პოლიციის მიერ აქციის ძალადობრივი მეთოდებით დაშლა.
15 მაისი 2026, 22:00
პოლიტიკა
ხელაძე: დანია საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი საქართველოსთან მიმართებით, ცდილობენ ჭკუა დაგვარიგონ, საკუთარ ქვეყანაში კი დემონსტრანტების ასეთი ფორმით უსწორდებიან - ეს მიანიშნებს, რომ ევროპული ბიუროკრატია არის დეკორაციად გადაქცეული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ხელაძემ, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პოლიციის მიერ აქციის ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტი შეაფასა და აღნიშნა, რომ დანია საქართველოს არიგებს ჭკუას და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიუთითებს, თავად კი საკუთარ მოქალაქეებს ამგვარი ფორმით უსწორდება.
15 მაისი 2026, 21:58
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულებაა, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ შეაფასა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარებული პროცესები, როდესაც პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენა.
15 მაისი 2026, 21:35
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დონალდ ტრამპს ესმის ჩინეთის პოზიცია ტაივანთან დაკავშირებით
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, რომ პეკინის დასკვნით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესმის ჩინეთის პოზიცია ტაივანთან დაკავშირებით.
15 მაისი 2026, 21:35
პოლიტიკა
პარლამენტში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „ძლიერი ოჯახი - ძლიერი სახელმწიფო“ გაიმართა
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ხაზი გაუსვა ოჯახური ღირებულებებისა და ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობას. როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ოჯახი ყოველთვის იყო ის ინსტიტუტი, სადაც სინამდვილეში ხდებოდა ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და ფასეულობების ჩამოყალიბება.
15 მაისი 2026, 21:13
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-18 სხდომაში მონაწილეობდა
საქართველოს დაკავშირებადობის გასაძლიერებლად და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, TRACECA-ს ფარგლებში წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის მეთვრამეტე ყოველწლიურ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
15 მაისი 2026, 21:08
კულტურა
დიმიტრი შევარდნაძის დაბადების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დიმიტრი შევარდნაძის დაბადების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა დიდი შემოქმედის ცხოვრების ქრონიკას ასახავს. ექსპონატების გარკვეული ნაწილი ფართო საზოგადოების წინაშე პირველადაა წარმოდგენილი.
15 მაისი 2026, 20:53
მსოფლიო
ქართულ-ესპანური საპოლიციო თანამშრომლობა - დაკავებულია დაჯგუფების 13 წევრი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრალდებულები 30-მდე ბინის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილნი. ხმაურიანი დაპატიმრებები საქართველოსა და ესპანეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის ერთწლიანი ინტენსიური კოორდინაციის შედეგად გახდა შესაძლებელი.
15 მაისი 2026, 20:48
საზოგადოება
17 მაისი საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
12 წელია 17 მაისი საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეა. წელს პირველ სადღესასწაულო წირვას ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე. დილის 11 საათიდან კი ქაშუეთიდან სამებამდე ტრადიციული მსვლელობა გაიმართება.
15 მაისი 2026, 20:44
ეკონომიკა
კასპის ცემენტის ქარხანა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - 70 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 70 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი ქვეყანას საწარმოო სიმძლავრის უპრეცედენტო ზრდას მოუტანს.
15 მაისი 2026, 20:41
პოლიტიკა
ევროინტეგრაცია, ოკუპირებული ტერიტორიები და საქართველოს მნიშვნელოვანი სამშვიდობო როლი რეგიონში - საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იტალიაში და შეხვედრა რომის პაპთან. დეტალები „ქრონიკაში“
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აუდიენცია რომის პაპთან და შეხვედრები ვატიკანში.
15 მაისი 2026, 20:35
რეგიონი
აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
აბაშის მუნიციპალიტეტში ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - კონსტანტინე გამსახურდიას 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული „კონსტანტინეობა“ გაიმართა.
15 მაისი 2026, 20:34
მსოფლიო
ტრამპი ტაივანზე: არ ვცდილობ იმას, რომ ვინმემ დამოუკიდებლობა გამოაცხადოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის პოლიტიკა ტაივანთან მიმართებით არ შეცვლილა.
15 მაისი 2026, 20:33
პოლიტიკა
სიახლე სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ კანონმდებლობაში - ახალი რეგულაციები მთავრობის მეთაურმა სამშენებლო კომპანიებს და კომერციულ ბანკებს გააცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამშენებლო სექტორის გაძლიერება და მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა - ეს მიზნები დასახელდა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალი პაკეტის წარდგენისას.
15 მაისი 2026, 20:25
მსოფლიო
ხელკეტები, სპეცსაშუალებები, ძაღლები, ნაცემი მოქალაქეები, ჟურნალისტები - კადრებს კოპენჰაგენიდან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელკეტები, სპეცსაშუალებები, ძაღლები, ნაცემი მოქალაქეები, მათ შორის ჟურნალისტები - კადრებს კოპენჰაგენიდან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.
15 მაისი 2026, 20:22
პოლიტიკა
თავდასხმა თავისუფალ მედიაზე - ხელისუფლება კიშინიოვის და ბრიუსელის გადაწყვეტილებებს გმობს. დეტალები „ქრონიკაში“
კიშინიოვში მიმდინარე საერთაშორისო ღონისძიება სამმა ქართულმა მაუწყებელმა, მათ შორის „იმედმა“ მოლდოვის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამო გამოტოვა. აკრედიტაციაზე უარს საქართველოს პირველმა დიპლომატმა შემაშფოთებელი ფაქტი უწოდა. მოლდოვამ თავი ბრიტანეთის ასევე უსაფუძვლო გადაწყვეტილებით იმართლა, ევროპის საბჭომ კი მედიის შეზღუდვა რეაგირების გარეშე დატოვა.
15 მაისი 2026, 20:17
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთი გეგმავს უკრაინაზე ან ნატოზე თავდასხმას ბელარუსის ტერიტორიიდან
რუსეთი აძლიერებს ძალისხმევას, რათა ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაითრიოს, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სამხედრო და დაზვერვის სამსახურებთან შეხვედრის გამართვის შემდეგ.
15 მაისი 2026, 20:10
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილის გზავნილები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის მონაწილეებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მაკა ბოჭორიშვილმა ორმაგ სტანდარტებზე, ასევე, დემოკრატიის სახელით დემოკრატიისთვის გამოცხადებულ ბრძოლაზეც გაამახვილა ყურადღება; სოლიდარობა უკრაინას, რუსეთის ოკუპაცია საქართველოში, მშვიდობის მნიშვნელობა და ხელისუფლების უცვლელი პოლიტიკა.
15 მაისი 2026, 20:08
მსოფლიო
ტრამპის თქმით, მან უარი თქვა პირდაპირ ეპასუხა სი ძინპინისთვის კითხვაზე, დაიცავდა თუ არა აშშ ტაივანს ჩინეთის შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში
დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ მან უარი თქვა პირდაპირ ეპასუხა სი ძინპინისთვის კითხვაზე, დაიცავდა თუ არა აშშ ტაივანს, თუ ჩინეთი მას თავს დაესხმებოდა.


