არქივი
23 მარტი 2026, 10:48
სპორტი
მიმდინარე კვირაში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება⛸️
ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. გუნდი ჩეხეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრება: ნიკა ეგაძე, ანასტასია გუბანოვა, ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა და დიანა დევისი და გლებ სმოლკინი.
23 მარტი 2026, 10:48
საზოგადოება
ლევან მაჭავარიანი: პატრიარქის ოცნება იყო ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერის ხილვა და ეს მანვე შეგვაძლებინა, ვალდებულები ვართ პატივი ვცეთ ერთმანეთს - წინა დღეების საქართველოსა და ქართველებს ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა!
წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა. საკუთარი ხასიათით, ქცევითა და ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურა და იდენტობაც. ჩვენ ყველანი ერთნი ვიყავით.
23 მარტი 2026, 10:42
საზოგადოება
მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები International Media Marketplace-ზე ლონდონსა და პარიზში საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში საერთაშორისო სამოგზაურო მედია კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
23 მარტი 2026, 10:32
პოლიტიკა
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
თამარ ბაგრატიონი მონაწილეობას მიიღებს მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომლის მიზანია ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისათვის მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების უზრუნველყოფა.
23 მარტი 2026, 10:29
სპორტი
ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის „გრანდ სლემზე“ ასპარეზობა ექვსი მედლით დაასრულა
თბილისმა 20-22 მარტს ძიუდოს „გრანდ სლემს“ უმასპინძლა. საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა ექვსი მედლით დაასრულა, აქედან ორი ოქროსა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.
23 მარტი 2026, 10:11
ტექნოლოგიები
სამხრეთ კორეაში დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს
აღმოჩენა ეფუძნება ნამარხს, რომელიც 3 წლის წინ კუნძულ აპჰეზე იპოვეს. თავდაპირველად მეცნიერებს ის მყარი ქანის ნატეხი ეგონათ, რომლიდანაც რამდენიმე ძვალი იყო ამოშვერილი. თუმცა, ლაბორატორიაში გაირკვა, რომ ეს დინოზავრის ნაშიერის თითქმის სრული ჩონჩხია.
23 მარტი 2026, 10:04
საზოგადოება
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
23 მარტი 2026, 09:56
მსოფლიო
Reuters: კაია კალასმა აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა
„ეს კონტაქტები ევროკავშირის იმ მიმდინარე ძალისხმევის ნაწილია, რომელიც დიპლომატიური გზების ძიებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ „კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ახალი მუქარები ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ მილიონობით ადამიანს უქმნის საფრთხეს“.
23 მარტი 2026, 09:45
საზოგადოება
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, იოჰანესბურგში, მელროუზის ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პანაშვიდი ჩატარდა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქართული დიასპორის და საქართველოს მეგობრების ორგანიზებით, 22 მარტს, ქ. იოჰანესბურგში, მელროუზის ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პანაშვიდი ჩატარდა.
23 მარტი 2026, 09:38
საზოგადოება
დუბლინის მთავარეპისკოპოსის, ირლანდიის პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ირლანდიაში საქართველოს საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის გამოსახატად ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ეწვივნენ და სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს დუბლინის მთავარეპისკოპოსის, ირლანდიის პარლამენტის, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა.
23 მარტი 2026, 09:36
მსოფლიო
ცაჰალმა თეირანში ახალი დარტყმების დაწყების შესახებ განაცხადა
„ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიწყო დარტყმების მასშტაბური სერია თეირანში ირანული ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
23 მარტი 2026, 09:34
საზოგადოება
ესპანეთის საგარეო უწყების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ესპანეთში საქართველოს საელჩოში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ეწვივნენ და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს ესპანეთის საგარეო უწყების, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა.
23 მარტი 2026, 09:25
მსოფლიო
ტრამპმა და სტარმერმა ჰორმუზის სრუტის საკითხი სატელეფონო საუბარში განიხილეს
„ისინი თანხმდებიან, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა გადამწყვეტია გლობალურ ენერგო ბაზარზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვლავ მალე დაუკავშირდებიან ერთმანეთს“, - აღნიშნავენ ბრიტანეთის პრემიერის ოფისში.
23 მარტი 2026, 09:20
საზოგადოება
მამა გიორგი ვაშალომიძე: ძალიან მძიმე დღეები გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ, ფაქტობრივად მთელი საქართველო ჭირისუფალი იყო
ძალიან მძიმე დღეები გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ, - განაცხადა თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანმა, მამა გიორგი ვაშალომიძემ „ქრონიკასთან“.
23 მარტი 2026, 09:16
მსოფლიო
სლოვენიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, რომელსაც კოალიციის ფორმირება მოუწევს
ამ მაჩვენებლით მმართველი პარტია მომავალ საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ 29 მანდატს მიიღებს, რაც გოლობს იძულებულს გახდის კოალიციის ფორმირებისთვის მოლაპარაკებები დაიწყოს.
23 მარტი 2026, 09:07
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანის სიკვდილის შემდეგ, ამერიკის მთავარი მტერი, რადიკალური მემარცხენე, უკიდურესად არაკომპეტენტური დემოკრატიული პარტიაა
„ახლა, ირანის სიკვდილის შემდეგ, ამერიკის მთავარი მტერი, რადიკალური მემარცხენე, უკიდურესად არაკომპეტენტური დემოკრატიული პარტიაა“, - წერს თეთრი სახლის ლიდერი.
23 მარტი 2026, 09:04
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: უკრაინაში ომის მხარდაჭერა ევროპას გააკოტრებს
უკრაინაში ომის მხარდაჭერა ევროპას გააკოტრებს, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ მინისტრმა. ვიქტორ ორბანმა მწვავედ გააკრიტიკა გერმანიის ხელისუფლება, რომელიც, მისი თქმით, ომის ერთ-ერთი დამფინანსებელია.
23 მარტი 2026, 08:53
მსოფლიო
მაიამიში აშშ-უკრაინის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართა
მაიამიში ამერიკა-უკრაინის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართა. შეხვედრაში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სიძე, ჯარედ კუშნერი მონაწილეობდნენ.
23 მარტი 2026, 08:46
საზოგადოება
Vatican News: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე კარდინალმა კურტ კოხმა რომის პაპის მიმართვა წაიკითხა, რომელშიც ლეო XIV ილია მეორეს „შერიგების ხმას“ და „ერთობის დაუღალავ მშენებელს“ უწოდებს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე კარდინალმა ქურთ კოხმა რომის პაპის მიმართვა წაიკითხა, რომელშიც ლეო XIV ილია მეორეს „შერიგების ხმას“ და „ერთობის დაუღალავ მშენებელს“ უწოდებს. ამის თაობაზე გამოცემა Vatican News-ი წერს.
23 მარტი 2026, 08:37
საზოგადოება
აზერბაიჯანის პარლამენტი: ქალბატონმა გაფაროვამ აზერბაიჯანელი ხალხის სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა ქართველ ხალხს - პატრიარქს უკანასკნელი პატივი ქუჩებში გამოსულმა ასობით ათასმა ადამიანმა მიაგო
აზერბაიჯანის პარლამენტი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე აზერბაიჯანული დელეგაციის ვიზიტზე წერს, რომელსაც მილი მეჯლისის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა.
23 მარტი 2026, 08:27
საზოგადოება
„მიყვარხარ საქართველო!“ - კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში, დიდ ეკრანებზე ილია მეორის ფოტო გამოჩნდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში, დიდ ეკრანებზე გამოჩნდა ილია მეორის ფოტო წარწერით - მიყვარხარ საქართველო!
23 მარტი 2026, 08:21
საზოგადოება
სიონის ტაძარში პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად მისვლა მოქალაქეებს ყოველდღე, 08:30 საათიდან 20:00-21:00-მდე შეეძლებათ
თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად მისვლა, მოქალაქეებს ყოველ დღე 08:30 საათიდან 20:00-21:00-მდე შეეძლებათ.
23 მარტი 2026, 08:12
საზოგადოება
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ქარის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
23 მარტი 2026, 08:04
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
23 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.
22 მარტი 2026, 23:32
საზოგადოება
„ღობეზე სიყვარულით გადაუსვა ხელი, ვფიქრობდი, ამ კაცს ქვებიც უყვარს-მეთქი ჩვენი ხევისა“... „ნატკენი გულით წავიდა ჩემი პატრიარქი, მაგრამ ვერასოდეს ათქმევინებდი, ის იყო ამოღებული ხმალი თავისი ქვეყნისა“ - მოხევეები პატრიარქზე „იმედის კვირაში“
„იმედის კვირა“ ხევში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მშობლიურ სოფელ სნოში იმყოფებოდა და უწმინდესის ნათესავებსა და მეგობრებს ესაუბრა.
22 მარტი 2026, 23:20
საზოგადოება
„გიყვარდეთ და გწამდეთ“ - სიკეთის ისტორიები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
პატრიარქის გარდაცვალებით დამწუხრებული ერი და ბერი ამ უმძიმეს დღეებში ცდილობდა, ერთმანეთს შეხიდებოდა. ეჩვენებინა სიყვარულით გაერთიანებული საქართველო, რომელიც ასე ძალიან უნდოდა პატრიარქს სიცოცხლეში ენახა.
22 მარტი 2026, 22:58
საზოგადოება
პატრიარქის შემოქმედებითი გზა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, საკუთარი საგალობლების ფონზე მიაბარეს იგი მიწას. ემოციურად ძალიან რთული იყო შემსრულებლებისთვის საყვარელ პატრიარქთან გალობით გამოთხოვება.
22 მარტი 2026, 22:52
საზოგადოება
პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიას პრემიერი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად დაესწრო. ფოტოგალერეა
პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად დაესწრო.
22 მარტი 2026, 22:43
საზოგადოება
სნო - პატრიარქის ნავსაყუდელი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირა“ უწმინდესის ბავშვობის სოფელ სნოში, სტეფანწმინდაშიც იმყოფებოდა. როგორც ირკვევა, ხევს უწმინდესმა ძალიან ბევრი მოგონება დაუტოვა - ისტორიები, რომლებიც მათთან ერთად იცოცხლებს.
22 მარტი 2026, 22:33
საზოგადოება
პატრიარქის უნიკალური ფენომენი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებთან ყოველთვის გამორჩეული დამოკიდებულება ჰქონდა.


