მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები International Media Marketplace-ზე ლონდონსა და პარიზში საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ
ფოტო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში საერთაშორისო სამოგზაურო მედია კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ლონდონსა და პარიზში გამართულ International Media Marketplace-ზე ბრიტანული, ფრანგული და ამერიკული მედიის წარმომადგენლები, PR-ის სპეციალისტები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო პრეზენტაცია საქართველოს შესახებ.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დაესწრო საერთაშორისო მედია კონფერენციებს, რომელიც ბრიტანეთსა და საფრანგეთში გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაზე ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა, გაგვემართა შეხვედრები საერთაშორისო მედია პლატფორმებთან, როგორიც არის: BBC, CNN, Condé Nast Traveler, National Geographic და სხვა. როგორც იცით ჩვენ მათთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მუდმივად მზადდება სტატიები და გადაცემები აღნიშნულ მედიებში. ჩვენთვის ევროპული ბაზარი, კონკრეტულად ბრიტანეთისა და საფრანგეთის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში. ვფიქრობთ, რომ წლევანდელი წელი ამ ქვეყნებიდან წარმატებული იქნება და საქართველოში ბევრად მეტი მოგზაური შემოვა“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
International Media Marketplace მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამოგზაურო მედია კონფერენციაა, ორივე ღონისძიებას 700-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი, ტურიზმისა და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენელი დაესწრო.
საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და ამერიკის ბაზარზე საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს BBC Travel-ის, National Geographic Traveller-ის, TheGuardian-ის, The Telegraph-ის, The Independent-ის, Daily Mail-ის, Conde Nast Traveller-ის, Le Figaro-ს, Voyage-ის, National Geographic France-ის, Le Monde-ის, Le Parisien-ის, GEO-ს, National Geographic Traveller France-ის, Condé Nast Traveller France-ისა და TourMaG-ის, TV5-ის, Lonley Planet-ის, Premium Magazine-ისა და სხვა მედია პლატფორმების ჟურნალისტებთან, მოგზაურ ავტორებთან და ბლოგერებთან.
„უკვე მე-14 წელია, რაც გაერთიანებულ სამეფოში „Travel Media“-ს საერთაშორისო მედია მარკეტინგის (IMM) ღონისძიებას ვმასპინძლობთ. ამ ფორუმს ვატარებთ სინგაპურში, სიდნეიში, ბერლინში, პარიზში, ასევე ლონდონსა და ნიუ-იორკში. კარგი იქნებოდა, ეს ღონისძიება საქართველოშიც რომ ჩაგვეტარებინა.
საქართველო ამ გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მონაწილეა, რადგან ეს ერთადერთი შესაძლებლობაა, როდესაც ქვეყანა აქ ასეთი სახითაა წარმოდგენილი. თქვენ აქ არ გაქვთ მუდმივი ოფისები ან PR-წარმომადგენლობა, ამიტომ რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე უშუალოდ საქართველოდან ჩამოსულ ადამიანებთან საუბარი ქვეყნის შესახებ. ჩვენ ძალიან გვიხარია საქართველოს აქ ყოფნა და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ქვეყანა ბევრ დაინტერესებულ სტუმარს მიიზიდავს“, - ამბობს Travmedia, International Media Marketplace (IMM), The Summit, TravTrade - დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ნიკ ვეილენდი.
ღონისძიების მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ტურისტული მიმართულებების, კურორტების, გასტრონომიისა და სათავგადასავლო ტურისტული შესაძლებლობების შესახებ.
International Media Marketplaceმსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 14 წელია იმართება.
ყველა სიახლე
23 მარტი 2026, 11:40
მსოფლიო
ალბანეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის ოფისს ქვები და ე.წ მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საპროტესტო გამოსვლები ალბანეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურამ ვიცე- პრემიერს კორუფციის ბრალდება წაუყენა.
23 მარტი 2026, 11:33
საზოგადოება
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსზე „ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები“ რეგისტრაციას აცხადებს
სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი იწყებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე - „ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები“. ახალი კურსის ფარგლებში მსმენელებს საშუალება მიეცემათ სიღრმისეულად გაეცნონ ელექტროსადგურების მუშაობის პრაქტიკულ ასპექტებს.
23 მარტი 2026, 11:25
სპორტი
გურამ კაშია: დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ
„გამორჩეულია ყველა ემოცია, რომელსაც გულშემატკივრებისგან, როგორც სტადიონზე, ისე მის გარეთ ვგრძნობ. სწორედ ისინი ამრავალფეროვნებენ ჩემს კარიერას. თითოეული სიტყვა და ფრაზა, რომელიც თქვენგან მომისმენია, ჩემთვის ძვირფასია. უახლოეს ორ შეხვედრას ახლა მეც უკვე, როგორც გულშემატკივარი, დაველოდები, ხოლო ივნისში, ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან, ჩემი საამაყო მაისურით საქართველოს ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ. შევხვდებით - ჩემს 129-ე, ბოლო და ყველაზე დაუვიწყარ სანაკრებო მატჩზე“, - წერს კაშია.
23 მარტი 2026, 11:21
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: თუ შევძელით კომუნიზმის დამარცხება და საბჭოთა ჯარების სახლში გაგზავნა, მაშინ არც ზელენსკისთან, ბრიუსელსა და მის აგენტებთან დავიხევთ უკან
„თუ ჩვენ შევძელით კომუნიზმის დამარცხება და საბჭოთა ჯარების სახლში გაგზავნა, თუ შევძელით სამოქალაქო, ეროვნულ და ქრისტიანულ კონსტიტუციაზე დაფუძნებული ქვეყნის აშენება, მაშინ არც ზელენსკისთან, ბრიუსელსა და მის აგენტებთან დავიხევთ უკან“, - წერს ორბანი.
23 მარტი 2026, 11:15
საზოგადოება
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმასთან დაკავშირებით ქვემო ქართლში შეხვედრა გაიმართა
სურსათის ეროვნული სააგენტო, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის გაცნობის მიზნით, მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.
23 მარტი 2026, 11:12
მსოფლიო
საფრანგეთში მუნიციპალური არჩევნები დასრულდა
ემანუელ მაკრონის პარტია „აღორძინებამ“ გამარჯვება ბორდოსა და ანსიში მოიპოვა. „რესპუბლიკელებმა“ ლიდერობა შეინარჩუნეს იმ ქალაქების უმრავლესობაზე, რომლებსაც მანამდე აკონტროლებდნენ.
23 მარტი 2026, 11:05
მსოფლიო
აბას არაღჩი: ჰორმუზის სრუტე არ არის ჩაკეტილი. გემები ყოყმანობენ იმიტომ, რომ სადაზღვევო კომპანიებს ომის ეშინიათ
„ჰორმუზის სრუტე არ არის ჩაკეტილი. გემები ყოყმანობენ იმიტომ, რომ სადაზღვევო კომპანიებს იმ ომის ეშინიათ, რომელიც თქვენი არჩევანით დაიწყეთ - და არა ირანის გამო. ნაოსნობის თავისუფლება ვერ იარსებებს ვაჭრობის თავისუფლების გარეშე. პატივი ეცით ორივეს,“ - განაცხადა მან.
23 მარტი 2026, 10:58
მსოფლიო
ნიუ-იორკის აეროპორტში თვითმფრინავი მანქანას შეეჯახა
შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ თვითმფრინავის ცხვირის ნაწილი ძლიერად არის დაზიანებული. შეჯახება ასაფრენ-დასაჯდომ ზოლზე, ძლიერი წვიმის გამო გამოწვეული ცუდი ხილვადობის პირობებში მოხდა.
23 მარტი 2026, 10:48
სპორტი
მიმდინარე კვირაში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება⛸️
ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. გუნდი ჩეხეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრება: ნიკა ეგაძე, ანასტასია გუბანოვა, ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა და დიანა დევისი და გლებ სმოლკინი.
23 მარტი 2026, 10:48
საზოგადოება
ლევან მაჭავარიანი: პატრიარქის ოცნება იყო ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერის ხილვა და ეს მანვე შეგვაძლებინა, ვალდებულები ვართ პატივი ვცეთ ერთმანეთს - წინა დღეების საქართველოსა და ქართველებს ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა!
წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა. საკუთარი ხასიათით, ქცევითა და ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურა და იდენტობაც. ჩვენ ყველანი ერთნი ვიყავით.
23 მარტი 2026, 10:32
პოლიტიკა
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
თამარ ბაგრატიონი მონაწილეობას მიიღებს მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომლის მიზანია ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისათვის მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების უზრუნველყოფა.
23 მარტი 2026, 10:29
სპორტი
ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის „გრანდ სლემზე“ ასპარეზობა ექვსი მედლით დაასრულა
თბილისმა 20-22 მარტს ძიუდოს „გრანდ სლემს“ უმასპინძლა. საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა ექვსი მედლით დაასრულა, აქედან ორი ოქროსა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.
23 მარტი 2026, 10:11
ტექნოლოგიები
სამხრეთ კორეაში დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს
აღმოჩენა ეფუძნება ნამარხს, რომელიც 3 წლის წინ კუნძულ აპჰეზე იპოვეს. თავდაპირველად მეცნიერებს ის მყარი ქანის ნატეხი ეგონათ, რომლიდანაც რამდენიმე ძვალი იყო ამოშვერილი. თუმცა, ლაბორატორიაში გაირკვა, რომ ეს დინოზავრის ნაშიერის თითქმის სრული ჩონჩხია.
23 მარტი 2026, 10:04
საზოგადოება
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
23 მარტი 2026, 09:56
მსოფლიო
Reuters: კაია კალასმა აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა
„ეს კონტაქტები ევროკავშირის იმ მიმდინარე ძალისხმევის ნაწილია, რომელიც დიპლომატიური გზების ძიებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ „კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ახალი მუქარები ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ მილიონობით ადამიანს უქმნის საფრთხეს“.
23 მარტი 2026, 09:45
საზოგადოება
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, იოჰანესბურგში, მელროუზის ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პანაშვიდი ჩატარდა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქართული დიასპორის და საქართველოს მეგობრების ორგანიზებით, 22 მარტს, ქ. იოჰანესბურგში, მელროუზის ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პანაშვიდი ჩატარდა.
23 მარტი 2026, 09:38
საზოგადოება
დუბლინის მთავარეპისკოპოსის, ირლანდიის პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ირლანდიაში საქართველოს საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის გამოსახატად ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ეწვივნენ და სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს დუბლინის მთავარეპისკოპოსის, ირლანდიის პარლამენტის, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა.
23 მარტი 2026, 09:36
მსოფლიო
ცაჰალმა თეირანში ახალი დარტყმების დაწყების შესახებ განაცხადა
„ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიწყო დარტყმების მასშტაბური სერია თეირანში ირანული ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
23 მარტი 2026, 09:34
საზოგადოება
ესპანეთის საგარეო უწყების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ესპანეთში საქართველოს საელჩოში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ეწვივნენ და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს ესპანეთის საგარეო უწყების, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა.


