ნიუ-იორკის აეროპორტში თვითმფრინავი მანქანას შეეჯახა
ფოტო: Reuters
ნიუ-იორკის ლა-გუარდიას აეროპორტში ავარია მოხდა. ავიაკომპანია Air Canada-ს კუთვნილი Bombardier-ის ტიპის თვითმფრინავი, დაფრენის შემდეგ აეროპორტის სამსახურეობრივ მანქანას შეეჯახა.
The New York Post-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ მცირე 2 მეხანძრე მძიმედ დაშავდა. ლაინერის ბორტზე დაახლოებით 100 მგზავრი იმყოფებოდა. მათი ევაკუაცია განხორციელდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა მათ შორის დაშავებულები.შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ თვითმფრინავის ცხვირის ნაწილი ძლიერად არის დაზიანებული.
ამჟამად ლა-გუარდიას აეროპორტი დაკეტილია, ხოლო რეისები სხვა საჰაერო ნავსადგურებში გადამისამართდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აეროპორტი მუშაობას, შესაძლოა, მხოლოდ ადგილობრივი დროით 18:00 საათისთვის დაუბრუნდეს.
ყველა სიახლე
23 მარტი 2026, 12:27
სპორტი
სპორტის მინისტრი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, მარიუს ვიზერს, შეხვდა.
23 მარტი 2026, 12:12
სპორტი
4-წლიანი პაუზის შემდეგ, BTS-მა სეულში პირველი კონცერტი გამართა
ეს იყო ჯგუფის პირველი გამოსვლა სრული შემადგენლობით 2022 წლის შემდეგ. BTS-მა მუსიკალური მოღვაწეობა სამხედრო სამსახურის გამო შეაჩერა. ჯგუფის ყველა წევრი ჯარიდან 2025 წლის ივნისში დაბრუნდა და ახლა მსოფლიო ტურში მიემგზავრებიან, რომლის ფარგლებშიც 82 კონცერტია დაგეგმილი.
23 მარტი 2026, 11:40
მსოფლიო
ალბანეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის ოფისს ქვები და ე.წ მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საპროტესტო გამოსვლები ალბანეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურამ ვიცე- პრემიერს კორუფციის ბრალდება წაუყენა.
23 მარტი 2026, 11:33
საზოგადოება
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსზე „ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები“ რეგისტრაციას აცხადებს
სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი იწყებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე - „ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები“. ახალი კურსის ფარგლებში მსმენელებს საშუალება მიეცემათ სიღრმისეულად გაეცნონ ელექტროსადგურების მუშაობის პრაქტიკულ ასპექტებს.
23 მარტი 2026, 11:25
სპორტი
გურამ კაშია: დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ
„გამორჩეულია ყველა ემოცია, რომელსაც გულშემატკივრებისგან, როგორც სტადიონზე, ისე მის გარეთ ვგრძნობ. სწორედ ისინი ამრავალფეროვნებენ ჩემს კარიერას. თითოეული სიტყვა და ფრაზა, რომელიც თქვენგან მომისმენია, ჩემთვის ძვირფასია. უახლოეს ორ შეხვედრას ახლა მეც უკვე, როგორც გულშემატკივარი, დაველოდები, ხოლო ივნისში, ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან, ჩემი საამაყო მაისურით საქართველოს ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ. შევხვდებით - ჩემს 129-ე, ბოლო და ყველაზე დაუვიწყარ სანაკრებო მატჩზე“, - წერს კაშია.
23 მარტი 2026, 11:21
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: თუ შევძელით კომუნიზმის დამარცხება და საბჭოთა ჯარების სახლში გაგზავნა, მაშინ არც ზელენსკისთან, ბრიუსელსა და მის აგენტებთან დავიხევთ უკან
„თუ ჩვენ შევძელით კომუნიზმის დამარცხება და საბჭოთა ჯარების სახლში გაგზავნა, თუ შევძელით სამოქალაქო, ეროვნულ და ქრისტიანულ კონსტიტუციაზე დაფუძნებული ქვეყნის აშენება, მაშინ არც ზელენსკისთან, ბრიუსელსა და მის აგენტებთან დავიხევთ უკან“, - წერს ორბანი.
23 მარტი 2026, 11:15
საზოგადოება
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმასთან დაკავშირებით ქვემო ქართლში შეხვედრა გაიმართა
სურსათის ეროვნული სააგენტო, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის გაცნობის მიზნით, მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.
23 მარტი 2026, 11:12
მსოფლიო
საფრანგეთში მუნიციპალური არჩევნები დასრულდა
ემანუელ მაკრონის პარტია „აღორძინებამ“ გამარჯვება ბორდოსა და ანსიში მოიპოვა. „რესპუბლიკელებმა“ ლიდერობა შეინარჩუნეს იმ ქალაქების უმრავლესობაზე, რომლებსაც მანამდე აკონტროლებდნენ.
23 მარტი 2026, 11:05
მსოფლიო
აბას არაღჩი: ჰორმუზის სრუტე არ არის ჩაკეტილი. გემები ყოყმანობენ იმიტომ, რომ სადაზღვევო კომპანიებს ომის ეშინიათ
„ჰორმუზის სრუტე არ არის ჩაკეტილი. გემები ყოყმანობენ იმიტომ, რომ სადაზღვევო კომპანიებს იმ ომის ეშინიათ, რომელიც თქვენი არჩევანით დაიწყეთ - და არა ირანის გამო. ნაოსნობის თავისუფლება ვერ იარსებებს ვაჭრობის თავისუფლების გარეშე. პატივი ეცით ორივეს,“ - განაცხადა მან.
23 მარტი 2026, 10:48
სპორტი
მიმდინარე კვირაში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება⛸️
ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. გუნდი ჩეხეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრება: ნიკა ეგაძე, ანასტასია გუბანოვა, ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა და დიანა დევისი და გლებ სმოლკინი.
23 მარტი 2026, 10:48
საზოგადოება
ლევან მაჭავარიანი: პატრიარქის ოცნება იყო ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერის ხილვა და ეს მანვე შეგვაძლებინა, ვალდებულები ვართ პატივი ვცეთ ერთმანეთს - წინა დღეების საქართველოსა და ქართველებს ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა!
წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა. საკუთარი ხასიათით, ქცევითა და ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურა და იდენტობაც. ჩვენ ყველანი ერთნი ვიყავით.
23 მარტი 2026, 10:42
საზოგადოება
მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები International Media Marketplace-ზე ლონდონსა და პარიზში საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში საერთაშორისო სამოგზაურო მედია კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
23 მარტი 2026, 10:32
პოლიტიკა
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
თამარ ბაგრატიონი მონაწილეობას მიიღებს მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომლის მიზანია ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისათვის მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების უზრუნველყოფა.
23 მარტი 2026, 10:29
სპორტი
ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის „გრანდ სლემზე“ ასპარეზობა ექვსი მედლით დაასრულა
თბილისმა 20-22 მარტს ძიუდოს „გრანდ სლემს“ უმასპინძლა. საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა ექვსი მედლით დაასრულა, აქედან ორი ოქროსა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.
23 მარტი 2026, 10:11
ტექნოლოგიები
სამხრეთ კორეაში დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს
აღმოჩენა ეფუძნება ნამარხს, რომელიც 3 წლის წინ კუნძულ აპჰეზე იპოვეს. თავდაპირველად მეცნიერებს ის მყარი ქანის ნატეხი ეგონათ, რომლიდანაც რამდენიმე ძვალი იყო ამოშვერილი. თუმცა, ლაბორატორიაში გაირკვა, რომ ეს დინოზავრის ნაშიერის თითქმის სრული ჩონჩხია.
23 მარტი 2026, 10:04
საზოგადოება
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
23 მარტი 2026, 09:56
მსოფლიო
Reuters: კაია კალასმა აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა
„ეს კონტაქტები ევროკავშირის იმ მიმდინარე ძალისხმევის ნაწილია, რომელიც დიპლომატიური გზების ძიებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ „კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ახალი მუქარები ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ მილიონობით ადამიანს უქმნის საფრთხეს“.
23 მარტი 2026, 09:45
საზოგადოება
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, იოჰანესბურგში, მელროუზის ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პანაშვიდი ჩატარდა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქართული დიასპორის და საქართველოს მეგობრების ორგანიზებით, 22 მარტს, ქ. იოჰანესბურგში, მელროუზის ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პანაშვიდი ჩატარდა.
23 მარტი 2026, 09:38
საზოგადოება
დუბლინის მთავარეპისკოპოსის, ირლანდიის პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ირლანდიაში საქართველოს საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის გამოსახატად ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ეწვივნენ და სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს დუბლინის მთავარეპისკოპოსის, ირლანდიის პარლამენტის, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა.


