უკრაინული მედია: ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ არ არის ვალდებული დაეხმაროს უკრაინას
დონალდ ტრამპი
ფოტო: GettyImages
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს უკრაინის დახმარების ვალდებულება არ აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ტრამპ-კენედის ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს წევრებთან ვახშმისას, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა აშშ-ისგან ათასობით მილითაა დაშორებული და მათ ოკეანე ყოფთ. ტრამპმა უკრაინაში არსებული ვითარება ლიბანს შეადარა.
„ისინი უკვე მიეჩვივნენ იმას, რომ ლიბანს ბომბავენ. უკრაინაშიც ცხოვრობს ხალხი - თუმცა შეიძლება იფიქროთ, რომ იქ არ იცხოვრებენ, მაგრამ ისინი ცხოვრობენ. არ ვიცი, მე მოვიქცეოდი თუ არა ასე, მაგრამ ისინი იქ ცხოვრობენ. ისევე, როგორც ლიბანში“, - განაცხადა ტრამპმა.
გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის ფაქტი, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს არ სურთ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საშინელებაა. მან დასძინა, რომ აშშ ალიანსთან უკრაინის საკითხზე „მუშაობს“.
„ჩვენ მათთან [ნატოს ქვეყნებთან] უკრაინის საკითხზე ვთანამშრომლობდით. ჩვენ არ გვჭირდება მათთან უკრაინის საკითხზე მუშაობა. შემდეგ კი ისინი გვეუბნებიან, რომ იქვე ახლოს ნაღმმჭერი ხომალდი გვყავს, მაგრამ მათ ამის გაკეთება [ოპერაციაში მონაწილეობა] არ სურთ. ვფიქრობ, ეს საშინელებაა“, - ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა.
ყველა სიახლე
16 მარტი 2026, 23:58
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ
200-ზე მეტ პირს შეეხო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ეს არის საკმაოდ მაღალი სტატისტიკა, როდესაც საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულებს, რაც შეეხება ნარკოდანაშაულებს, 2500-მდე პირია ამ შემთხვევაში პასუხისგებაში მიცემული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ლოგიკურია კითხვა, რამდენად ეფექტური იყო მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა და ამაზე პასუხია, რომ არ იყო.
16 მარტი 2026, 23:54
მსოფლიო
მერცი: გერმანია ირანში მიმდინარე ომში მონაწილეობას არ მიიღებს
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გამორიცხა ქვეყნის ჩართულობა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებებში. მიუხედავად დონალდ ტრამპის მოწოდებებისა, მერცი აცხადებს, რომ გერმანიას ამის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
16 მარტი 2026, 23:50
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას: რამდენი ქონება გასხვისდა ერთ ლარად, როდესაც თქვენ მოღვაწეობდით მთავრობის ადმინისტრაციაში და გახარია იყო პრემიერი. ჩვენ პოლიტიკური ნება აღმოგვაჩნდა, რომ ნეპოტიზმის პრაქტიკა მოგვესპო
მოვედით და მთლიანად დავარეგულირეთ პროცესი, აუქციონის გარეშე არაფერი აღარ იყიდება, რაც თეორიულადაც კი გამორიცხავს კორუფციის რისკებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამჭვირვალედ აუქციონზე გადის ნებისმიერი ქონება.
16 მარტი 2026, 23:40
პოლიტიკა
პრემიერი: 2023 წლის დეკემბრისთვის ჩვენ გამოვავლინეთ პრობლემების ერთობლიობა, დაიწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და კონკრეტული შედეგები მივიღეთ, ეს შედეგები კონკრეტულ მონაცემებსა და ფაქტებშია გამოხატული
„რაც შეეხება 2 ნაწილად დაყოფას, რეალურად ასეა, იმიტომ, რომ ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ და უნდა ვთქვათ, რომ მძიმე პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული 2 წლის განმავლობაში და ბუნებრივია, ის უნდა შეიცვალოს. ჩვენ გვიწევს ამის ეტაპებად დაყოფა, რეალურად ასეა. ჩვენ კი არ ვყოფთ ამას, ეს ფაქტია, რომ 2023 წლის დეკემბრისთვის ჩვენ გამოვავლინეთ პრობლემების ერთობლიობა, აქედან მოყოლებული დაიწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და კონკრეტული შედეგები მივიღეთ. ეს შედეგები არის კონკრეტულ მონაცემებსა და ფაქტებში გამოხატული”, - განაცხადა პრემიერმა.
16 მარტი 2026, 23:37
პოლიტიკა
პრემიერი: სწორედ ინსტიტუტების დეპოლიტიზებას ვაკეთებთ, როდესაც კონკრეტულ სფეროებში პრაქტიკა უმჯობესდება, როდესაც ეფექტიანობის დეპარტამენტი მთავრობის ადმინისტრაციიდან აკონტროლებს ყველა უწყებას და მის გარეშე არ გადის არც ერთი შესყიდვა
სწორედ ინსტიტუტების დეპოლიტიზებას ვაკეთებთ, როდესაც კონკრეტულ სფეროებში პრაქტიკა უმჯობესდება, როდესაც ეფექტიანობის დეპარტამენტი მთავრობის ადმინისტრაციიდან აკონტროლებს ყველა უწყებას და მის გარეშე არ გადის არც ერთი შესყიდვა და პრივატიზაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში.
16 მარტი 2026, 23:33
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: კორუფციასთან ბრძოლა დგას 3 სვეტზე, პირველი - ეს არის გამჭვირვალობა, მეორე-პრევენცია, მესამე - სამართალდამცავი უწყებების ეფექტური მუშაობა
ზოგადად, კორუფციასთან ბრძოლა დგას 3 სვეტზე, პირველი - ეს არის გამჭვირვალობა, მეორე-პრევენცია, მესამე - სამართალდამცავი უწყებების ეფექტური მუშაობა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში. როგორც მან აღნიშნა, პრევენციის ნაწილში არის ამოქმედებული ისეთი მექანიზმები, რომლებიც არასდროს არ ყოფილა არცერთ ეტაპზე ამ ქვეყანაში.
16 მარტი 2026, 23:19
პოლიტიკა
პრემიერი ბერდია სიჭინავას: თქვენ იყავით მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, თქვენს დროს ჩაიკეტა სამთავრობო აქტების საჯაროობა, თქვენ ჩაკეტეთ - რატომ? როდესაც არ გინდა რაღაც იყოს გამჭვირვალე, ე.ი. რაღაც გაქვს დასამალი
თქვენს დროს ჩაიკეტა სამთავრობო აქტების საჯაროობა, თქვენ ჩაკეტეთ ეს ყველაფერი - რატომ? როდესაც არ გინდა, რომ რაღაც იყოს გამჭვირვალე, ე.ი. რაღაც გაქვს დასამალი, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის დებატებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრს ბერდია სიჭინავას. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სწორედ მისი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის დღიდან გახდა სამთავრობო აქტები გამჭვირვალე.
16 მარტი 2026, 23:12
პოლიტიკა
პრემიერი: კახა ბენდუქიძე მინისტრი იყო და თავის თავზე ყიდდა ქონებას 1 ლარად. ეს არის კორუფციის ხელოვნების დონემდე აყვანა, ჩვენ ამ მაგალითს გამეორება არ გვინდა
ძალიან ცუდი მაგალითია კორუფციასთან ბრძოლისთვის კახა ბენდუქიძე, ჩვენ შემოვიღეთ პრაქტიკა, რომ აუქციონის გარეშე არაფერი არ იყიდება, ამ კაცმა 1 ლარად წაიღო მთელი აგრარული უნივერსიტეტი, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2-ზე“ დებატებში. მთავრობის მეთაურის შეფასებით, კორუფცია ხელოვნების დონემდე სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას იყო ასული.
16 მარტი 2026, 23:02
პოლიტიკა
პრემიერი: ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - კორუფციასთან ბრძოლის კუთხით სწორ გზას ვადგავართ
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა აცხადებს, რომ იბრძვის კორუფციასთან და მზად არის, კორუფციის ნებისმიერ შემთხვევაზე ჰქონდეს რეაგირება.
16 მარტი 2026, 22:54
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: პეტერ ფიშერმა ფეხქვეშ გათელა ყველა ის ნორმა და საწყისი, რასაც დიპლომატია ჰქვია. თითოეული მისი განცხადება არის პარტიული განცხადება. ეს არის ადამიანი, რომელიც „ნაცებთან“ ერთად არ ტოვებს შანს, ქვეყანას ზიანი მიაყენოს
პეტერ ფიშერის მდგომარეობა საკმაოდ ტრაგიკულია ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ ის არის ერთ-ერთი გამორჩეული აქტივისტი და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
16 მარტი 2026, 22:45
პოლიტიკა
კირცხალია „მოსკოვის მექანიზმზე“: ეს ნაკარნახევია იმ ვიწრო პოლიტიკური ანგაჟირებით, რომელსაც დღეს წარმოადგენს ის ადამიანი - აპელირებულია იმ ხელისუფლებასთან, რომელიც რეზოლუციას ავტორობდა, სადაც სააკაშვილი პოლიტპატიმრადაა მოხსენიებული
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში შეაფასა და მას სამარცხვინო დასკვნა უწოდა.
16 მარტი 2026, 22:42
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენს საქმიანობაში ვერავინ ნახავს ერთ კორუფციულ გადაცდომასაც კი, ამოიღონ ნებისმიერი სამთავრობო აქტი, მთავრობის ხაზით გაცემული ნებართვა, თუ ერთ შემთხვევაში მაინც გვაჩვენებენ კორუფციის ფაქტს, მზად ვართ რეაგირებისათვის
ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ჩვენს საქმიანობაში ვერავინ ნახავს ერთ კორუფციულ გადაცდომასაც კი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
16 მარტი 2026, 22:36
მსოფლიო
The Hill: ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე გამარჯვების გამოსაცხადებლად მზად არ არის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი არ არის მზად ირანზე გამარჯვება გამოაცხადოს, მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, აშშ-მა ეს ქვეყანა სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.
16 მარტი 2026, 22:35
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, რომ თვისებრივად შეგვემცირებინა კორუფციის მასშტაბი და აღმოგვეფხვრა კორუფცია პოლიტიკურ დონეზე - ერთია სისხლის სამართლებრივი დევნა, მაგრამ მთავარია მიდგომები, რომლებიც დამკვიდრდა მართვის სისტემაში
მხოლოდ ბოლო 6 თვის განმავლობაში 200-ზე მეტი საქმე აღიძრა პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიმართ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
16 მარტი 2026, 22:26
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დაინერგა ახალი პლატფორმები, რათა გამჭვირვალე გამხდარიყო სახელმწიფო შესყიდვები, შედეგიც სახეზეა - ნეპოტისტური პრაქტიკის აღმოფხვრის შედეგად, მოვახერხეთ მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში 60 მლნ ლარის დაზოგვა
დაინერგა ახალი პლატფორმები, იმისათვის, რომ სრულიად გამჭვირვალე გამხდარიყო სახელმწიფო შესყიდვები. უკვე შედეგიც სახეზეა - არსებითად გაზრდილია ინტერესი კერძო კომპანიების მხრიდან, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
16 მარტი 2026, 22:14
მსოფლიო
ტრამპი: ისრაელი ირანთან ომში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის გამორიცხავს ისრაელის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას ირანთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში.
16 მარტი 2026, 22:09
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა დიდი ბრიტანეთით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „უკმაყოფილოა“ თავისი ბრიტანელი კოლეგით, კირ სტარმერით, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა თავდაპირველად უარი თქვა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნაზე, როდესაც ირანთან ომი დაიწყო.
16 მარტი 2026, 21:59
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ყულევთან დაკავშირებით იმ განცხადებას უნდა დავეყრდნოთ, რომელიც სანქციების კოორდინატორმა გააკეთა, თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, გამოვიდეს და საჯაროდ თქვას
ყულევის პორტთან დაკავშირებით იმ განცხადებას უნდა დავეყრდნოთ, რომელიც სანქციების კოორდინატორმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთეს, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
16 მარტი 2026, 21:47
ეკონომიკა
ვინ განსაზღვრავს სასურსათო ფასებს ბაზარზე - პარლამენტის დროებითი კომისია საცალო ქსელებზე მიანიშნებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ე.წ. ქეშბექი კვლავ ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. დღეს კომისიის წევრები ორგანიზებული ბაზრის ლიდერ კომპანიებს უსმენდნენ, რომლებთანაც წინა სხდომებზე ყველაზე მეტი პრეტენზია გამოითქვა.


