ირაკლი კობახიძე: ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, რომ თვისებრივად შეგვემცირებინა კორუფციის მასშტაბი და აღმოგვეფხვრა კორუფცია პოლიტიკურ დონეზე - ერთია სისხლის სამართლებრივი დევნა, მაგრამ მთავარია მიდგომები, რომლებიც დამკვიდრდა მართვის სისტემაში
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
მხოლოდ ბოლო 6 თვის განმავლობაში 200-ზე მეტი საქმე აღიძრა პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიმართ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
მთავრობის მეთაურის თქმით, მათ შორის, იყვნენ, სამწუხაროდ, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებიც.
„2023 წლის ბოლოს გამოვლინდა უკვე გარკვეული არსებითი ფორმით პრობლემები მართვაში კორუფციის კუთხით. მაშინ გაკეთდა გაანცხადი ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და ერთ-ერთი მთავარი მინიშნება ჩვენს პარტიულ ყრილობაზე გაკეთდა სწორედ კორუფციის წინაარმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. იქიდან მოყოლებული, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ ჩვენ შეგვემცირებინა თვისებრივად კორუფციის მასშტაბი ჩვენს ქვეყანაში და პრინციპულად აღმოგვეფხვრა კორფუცია პოლიტიკურ დონეზე, რაც იყო ჩვენი უპირველესი ამოცანა.
ეს ყველაფერი გავაკეთეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით. ერთია თვითონ სისხლის სამართლებრივი დევნა, გამოძიება, ეს არის მხოლოდ ერთი ასპექტი, თუმცა აქაც უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ბოლო 6 თვის განმავლობაში 200-ზე მეტი საქმე აღიძრა პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიმართ. 200-ზე მეტი საქმე, რაც არის კორფუციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება, მათ შორის, იყვნენ, სამწუხაროდ, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებიც, თუმცა ეს არ არის ძირითადი ასპექტი კორფუციასთან ბრძოლის.
მთავარი არის ის მიდგომები, რომლებიც დამკვიდრდა მართვის სისტემაში. პირველ რიგში, გამჭვირვალობის კუთხით იყო სერიოზული პრობლემები და პირველივე დღიდან, როდესაც ჩამოყალიბდა მთავრობის ახალი შემადგენლობა, 2024 წლის თებერვალში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მთავრობის ყველა აქტის გასაჯაროების თაობაზე. მთავრობის საქმიანობა გახდა სრულია გამჭვირვალე და დღესაც შეგიძლიათ იხილოთ მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ათასობით აქტი, რომელიც არის სრულიად გამჭვირვალე და აბსოლუტურად ღიად შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი ინფორმაცია. თუ გექნებათ ეჭვები კორუფციასთან დაკავშირებით, ყველა კითხვაზე მზად ვართ პასუხისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა კონკრეტული პრაქტიკების მოწესრიგების საკითხზე.
„ასევე, კონკრეტული პრაქტიკები მოვაწესრიგეთ, რომელიც ეხება, მაგალითად იგივე სახელმწიფო ქონების გასხვისებას. პრივატიზაციის ნაწილში იყო ჩამოყალიბებული ძალიან მარტივი პრაქტიკა, მაგალითად 1 ლარად შეიძლება გასხვისებულიყო სახელმწიფო ქონება. მთლიანად აღმოიფხვრა ეს პრაქტიკა. იმისათვის, რომ მაქსიმალური მოგება მიიღოს სახელმწიფო ბიუჯეტმა ქონების პრივატიზაციიდან, ჩვენ შემოვიღეთ აუქციონის წესი. ყველაფერზე ცხადდება აუქციონი, რომელიც არის გამჭვირვალე და შესაბამისად, აქ თეორიულადაც გამორიცხულია ქონების პრივატიზაციის დროს კორუფცია. თეორიული შანსიც კი არ დავტოვეთ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ხარჯზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე
14 აპრილი 2026, 20:05
მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ბლოკადა არასდროს არის გამოსავალი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ აშშ-ის მიერ ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა გააკრიტიკა და CNN-ს განუცხადა, რომ „ბლოკადა არასოდეს არის გამოსავალი“.
14 აპრილი 2026, 19:49
მსოფლიო
ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებზე: მომდევნო ორი დღის განმავლობაში პაკისტანში „შესაძლოა რაღაც მოხდეს“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში პაკისტანში „შესაძლოა რაღაც მოხდეს“, იმ ფონზე, როდესაც აშშ და ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობენ.
14 აპრილი 2026, 19:39
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი გიორგი თარგამაძეზე: მაგრად გაგართობთ ამ ფარისეველზე
„ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ოპოზიციონერი ჟურნალისტის, გიორგი თარგამაძის მიერ უნგრეთის არჩევნების შედეგების შეფასებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
14 აპრილი 2026, 19:33
მსოფლიო
ტრამპი: ევროპას სასწაულებრივად სჭირდება ენერგორესურსები, თუმცა გაერთიანებული სამეფო მაინც უარს ამბობს ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის მოპოვებაზე
ევროპას სასწაულებრივად სჭირდება ენერგორესურსები, თუმცა გაერთიანებული სამეფო მაინც უარს ამბობს ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის მოპოვებაზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საბადოა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
14 აპრილი 2026, 19:32
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა
შეხვედრის ფარგლებში, გეკა გელაძემ, ადამიანის უფლებათა კომისარს გააცნო დეტალური ინფორმაცია როგორც სამინისტროს საქმიანობისა და პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე, ასევე მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ.
14 აპრილი 2026, 19:23
საზოგადოება
გიორგი სოსიაშვილი და ვლადიმერ ბოჟაძე „დედა ენის“ გამოცემიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძე დაესწრნენ.
14 აპრილი 2026, 19:20
საზოგადოება
ახვლედიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მთაწმინდის რაიონში, გ. ახვლედიანის ქუჩა N6, N12 და N16-ის მიმდებარედ, 15 აპრილს, 01:00-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 19:10
პოლიტიკა
ნათია სახოკია გვარამიას განცხადებაზე: მსგავსი სიტყვის გამოყენება არის ძალიან დიდი შეცდომა, დიდი ტკივილი და ზიანი მიადგა ოჯახებს, მშობლებსა და ბავშვებს, ბოდიშის მოხდა აუცილებელია
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს არასამთავრობო ასოციაცია „გზამკვლევის“ შემქმნელი, აუტისტური სპექტრის მქონე პირის მშობელი, ნათია სახოკია ეხმიანება.
14 აპრილი 2026, 19:04
მსოფლიო
ტრამპი ორბანზე: ის ჩემი მეგობარია, კარგი ადამიანია - მან შესანიშნავი სამუშაო გასწია მიგრაციის კუთხით
იტალიურ გამოცემა Corriere dellac Sera-სთან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანის არჩევნებში დამარცხებაზე კომენტარი გააკეთა.
14 აპრილი 2026, 18:54
მსოფლიო
ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზიანებული ნავთობსადენი „დრუჟბა“ აპრილის ბოლომდე ამუშავდება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზიანებული ნავთობსადენი „დრუჟბა“ აპრილის ბოლომდე ამუშავდება, თუმცა ამის სანაცვლოდ გარკვეული დათმობაა საჭირო.
14 აპრილი 2026, 18:50
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, ბრალდებულმა შელაპარაკებისას, მოკვლის მიზნით, დაზარალებულს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
14 აპრილი 2026, 18:30
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე სასამართლომ სამი პირი დამნაშავე ცნო
საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების ფაქტზე სამი პირი დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 18:27
პოლიტიკა
ნიკოლეიშვილი: უნგრეთში ოპოზიციის პროგრამა დაფუძნებული იყო სერიოზულ განხილვებზე. საქართველოში ოპოზიციას ასეთი პროგრამა არ გააჩნია - ნახონ, რამდენი მხარდამჭერი ჰყავდა იმ პარტიას, რომელმაც გაიმარჯვა და რამდენი მხარდამჭერი ჰყავთ მათ
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ოპოზიციურ პარტიასა და ქართულ ოპოზიციას შორის სხვაობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უნგრეთში ამომრჩეველმა არჩევანი ოპოზიციის პროგრამაზე გააკეთა, საქართველოში კი ოპოზიციას და რადიკალურ ჯგუფებს პროგრამა არ გააჩნიათ.
14 აპრილი 2026, 18:22
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ჯორჯია მელონით „შოკირებულია“ - მისი თქმით, მას ეგონა, რომ პრემიერს სიმამაცე ჰქონდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იტალიის უმსხვილეს ყოველდღიურ გამოცემა Corriere della Sera-სთან სამშაბათს გამართულ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ „შოკირებულია“ პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის ქმედებით. მისი თქმით, მას შეცდომით ეგონა, რომ მელონის ჰქონდა საჭირო სიმამაცე ირანთან ომში აშშ-ის დასახმარებლად.
14 აპრილი 2026, 18:21
პოლიტიკა
საკანონმდებლო ორგანომ „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით, ერთხმად მიიღო „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თანმდევ პროექტებთან ერთად წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 18:15
პოლიტიკა
პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 78 ხმით, ერთხმად მხარი დაუჭირა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 18:15
ეკონომიკა
60 წელს ზევით მომხმარებელთა შესაძლო თაღლითური სქემებისგან დაცვის მიზნით, ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს ამკაცრებს
მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომხმარებლისთვის შესაძლო ფინანსური თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს ამკაცრებს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 18:14
მსოფლიო
მაკრონი აცხადებს, რომ მან აშშ-სა და ირანს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ორშაბათს ესაუბრა თავის ამერიკელ და ირანელ კოლეგებს - დონალდ ტრამპსა და მასუდ პეზეშკიანს. მან მხარეებს მოუწოდა მოლაპარაკებების განახლებისკენ მას შემდეგ, რაც პირველი რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა.
14 აპრილი 2026, 18:08
პოლიტიკა
მათიკაშვილი: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიეწოდება სრული სპექტრი იმ ინფორმაციისა, რაც მას სჭირდება საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და ასევე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაციის კარგად გასაცნობად
დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის საქართველოში ვიზიტი შეაფასა. საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მას მიეწოდება სრული ინფორმაცია, რაც კომისარს სჭირდება საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და ასევ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაციის კარგად გასაცნობად.
14 აპრილი 2026, 18:07
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, ძალიან მალე გამოჩნდება, რომ უნგრეთი არ შეიცვლის თავის ეროვნულ ინტერესებს, იმ კურსს, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, ძალიან მალე გამოჩნდება, რომ უნგრეთი არ შეიცლის თავის ეროვნულ ინტერესებს, იმ კურსს, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა.


