23 მარტი 2026, 12:12 / სანდო წყარო

4-წლიანი პაუზის შემდეგ, BTS-მა სეულში პირველი კონცერტი გამართა

BTS

BTS

კეი-პოპ ჯგუფი BTS სცენაზე დაბრუნდა. 4-წლიანი პაუზის შემდეგ, მათ სეულში, გვანგჰვამუნის მოედანზე გამართეს კონცერტი. ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია Netflix-ზე მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემოდა.

ღონისძიება უფასო იყო. უშუალოდ შემოღობილ ტერიტორიაზე მოხვედრა 22 000-მა იღბლიანმა შეძლო, ათობით ათასი ადამიანი კი შუს ქუჩის დიდ ეკრანებზე ადევნებდა თვალს.

ახალი სიმღერების გარდა, რომლებიც გასულ კვირას გამოსულ ალბომში Arirang შედის, შესრულდა ისეთი ცნობილი ჰიტები, როგორიცაა Butter, MIC Drop და Mikrokosmos. კონცერტამდე ჯგუფის ლიდერმა, RM-მა, რეპეტიციაზე ტრავმა მიიღო - მან კოჭი იღრძო, რასაც იოგების დაჭიმვა და დაბეჟილობა მოჰყვა. ამის გამო, ის საცეკვაო ნომრებში მონაწილეობას არ იღებდა.

ეს იყო ჯგუფის პირველი გამოსვლა სრული შემადგენლობით 2022 წლის შემდეგ. BTS-მა მუსიკალური მოღვაწეობა სამხედრო სამსახურის გამო შეაჩერა. ჯგუფის ყველა წევრი ჯარიდან 2025 წლის ივნისში დაბრუნდა და ახლა მსოფლიო ტურში მიემგზავრებიან, რომლის ფარგლებშიც 82 კონცერტია დაგეგმილი.

ამასთან, კონცერტის შემდეგ, კომპანია Hybe-ის აქციების ფასი, რომელიც BTS-ს წარმოადგენს, რეკორდულად, თითქმის 15%-ით დაეცა. ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ სეულში გამართულ შოუს დაახლოებით 104 ათასი მაყურებელი დაესწრო და არა 250 ათასი, როგორც ამას ორგანიზატორები ვარაუდობდნენ.

ყველა სიახლე

23 მარტი 2026, 13:47

მსოფლიო

გაერო: ბოლო 11 წელი ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა, ვითარებას საგანგებო უწოდა. „გლობალური კლიმატის მდგომარეობა საგანგებოა. დედამიწა საკუთარი შესაძლებლობების ზღვარს მიღმაა. კლიმატის ყოველი საკვანძო ინდიკატორი განგაშის წითელ ფერში ციმციმებს“, - აღნიშნა მან.

23 მარტი 2026, 13:46

საზოგადოება

საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთის პორტსა“ და „ფოთის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონას ახალი ხელმძღვანელები ეყოლებათ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ჩოკოშვილმა მებაჟე ოფიცრებს ახალი ხელმძღვანელი პირები წარუდგინა.

23 მარტი 2026, 13:34

სამართალი

სუს-მა არასრულწლოვანი დააკავა, რომელმაც 22 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ანონიმურად დარეკა და სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის შესახებ ცრუ შეტყობინება დატოვა

ზარების ავტორი ამბობდა, რომ იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია. თუ უახლოეს 20 წუთში არ მოხდებოდა ევაკუაცია, განხორციელდებოდა აფეთქება.

23 მარტი 2026, 13:22

მსოფლიო

ნიუ-იორკის აეროპორტში თვითმფრინავის მანქანასთან შეჯახებას 2 პილოტი ემსხვერპლა

მან ჟურნალისტებს განუმარტა, რომ Air Canada-ს კუთვნილ Bombardier-ის ტიპის თვითმფრინავის ბორტზე 72 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. 41 მათგანი, მათ შრის მანქანაში მყოფი აეროპორტის თანამშრომლები, საავადმყოფოში გადაიყვანეს, 32 ადამიანი კი მალევე გაწერეს.

ვიქტორ ორბანი

23 მარტი 2026, 13:00

მსოფლიო

Politico: ევროკავშირში მნიშვნელოვან საკითხებს სულ უფრო ხშირად უნგრეთის მონაწილეობის გარეშე განიხილავენ

გამოცემა წერს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა ხშირად ხდება არა 27-ვე წევრი ქვეყნის მონაწილეობით, არამედ ვიწრო წრეებში. მაგალითად: E3 (გერმანია, საფრანგეთი, იტალია), „ვეიმარის სამკუთხედი“ (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი), NB8 (ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის 8 ქვეყანა) და სხვა.

23 მარტი 2026, 12:54

მსოფლიო

WSJ: ირანის სარაკეტო დარტყმების გამო ნავთობგიგანტები მილიარდობით დოლარს კარგავენ

ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად, კატარის ბუნებრივი აირის ობიექტები დაზიანდა, რის შედეგადაც Exxon-ი წელიწადში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის შემოსავალს დაკარგავს, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული QatarEnergy-ის მიერ მიყენებული ზიანისა და შემოსავლების დანაკარგის შეფასებით, შეკეთებას შესაძლოა ხუთი წელი დასჭირდეს. Exxon-მა გასულ წელს 330 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი დააფიქსირა", - წერს WSJ.

23 მარტი 2026, 12:50

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

23 მარტი 2026, 12:27

სპორტი

სპორტის მინისტრი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, მარიუს ვიზერს, შეხვდა.

23 მარტი 2026, 11:40

მსოფლიო

ალბანეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის ოფისს ქვები და ე.წ მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საპროტესტო გამოსვლები ალბანეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურამ ვიცე- პრემიერს კორუფციის ბრალდება წაუყენა.

23 მარტი 2026, 11:33

საზოგადოება

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსზე „ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები“ რეგისტრაციას აცხადებს

სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი იწყებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე - „ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები“. ახალი კურსის ფარგლებში მსმენელებს საშუალება მიეცემათ სიღრმისეულად გაეცნონ ელექტროსადგურების მუშაობის პრაქტიკულ ასპექტებს.

გურამ კაშია

23 მარტი 2026, 11:25

სპორტი

გურამ კაშია: დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ

„გამორჩეულია ყველა ემოცია, რომელსაც გულშემატკივრებისგან, როგორც სტადიონზე, ისე მის გარეთ ვგრძნობ. სწორედ ისინი ამრავალფეროვნებენ ჩემს კარიერას. თითოეული სიტყვა და ფრაზა, რომელიც თქვენგან მომისმენია, ჩემთვის ძვირფასია. უახლოეს ორ შეხვედრას ახლა მეც უკვე, როგორც გულშემატკივარი, დაველოდები, ხოლო ივნისში, ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან, ჩემი საამაყო მაისურით საქართველოს ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ. შევხვდებით - ჩემს 129-ე, ბოლო და ყველაზე დაუვიწყარ სანაკრებო მატჩზე“, - განაცხადა კაშიამ.

ვიქტორ ორბანი

23 მარტი 2026, 11:21

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: თუ შევძელით კომუნიზმის დამარცხება და საბჭოთა ჯარების სახლში გაგზავნა, მაშინ არც ზელენსკისთან, ბრიუსელსა და მის აგენტებთან დავიხევთ უკან

„თუ ჩვენ შევძელით კომუნიზმის დამარცხება და საბჭოთა ჯარების სახლში გაგზავნა, თუ შევძელით სამოქალაქო, ეროვნულ და ქრისტიანულ კონსტიტუციაზე დაფუძნებული ქვეყნის აშენება, მაშინ არც ზელენსკისთან, ბრიუსელსა და მის აგენტებთან დავიხევთ უკან“, - წერს ორბანი.

23 მარტი 2026, 11:15

საზოგადოება

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმასთან დაკავშირებით ქვემო ქართლში შეხვედრა გაიმართა

სურსათის ეროვნული სააგენტო, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის გაცნობის მიზნით, მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.

23 მარტი 2026, 11:12

მსოფლიო

საფრანგეთში მუნიციპალური არჩევნები დასრულდა

ემანუელ მაკრონის პარტია „აღორძინებამ“ გამარჯვება ბორდოსა და ანსიში მოიპოვა. „რესპუბლიკელებმა“ ლიდერობა შეინარჩუნეს იმ ქალაქების უმრავლესობაზე, რომლებსაც მანამდე აკონტროლებდნენ.

აბას არაღჩი

23 მარტი 2026, 11:05

მსოფლიო

აბას არაღჩი: ჰორმუზის სრუტე არ არის ჩაკეტილი. გემები ყოყმანობენ იმიტომ, რომ სადაზღვევო კომპანიებს ომის ეშინიათ

„ჰორმუზის სრუტე არ არის ჩაკეტილი. გემები ყოყმანობენ იმიტომ, რომ სადაზღვევო კომპანიებს იმ ომის ეშინიათ, რომელიც თქვენი არჩევანით დაიწყეთ - და არა ირანის გამო. ნაოსნობის თავისუფლება ვერ იარსებებს ვაჭრობის თავისუფლების გარეშე. პატივი ეცით ორივეს,“ - განაცხადა მან.

23 მარტი 2026, 10:58

მსოფლიო

ნიუ-იორკის აეროპორტში თვითმფრინავი მანქანას შეეჯახა

შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ თვითმფრინავის ცხვირის ნაწილი ძლიერად არის დაზიანებული. შეჯახება ასაფრენ-დასაჯდომ ზოლზე, ძლიერი წვიმის გამო გამოწვეული ცუდი ხილვადობის პირობებში მოხდა.

ლევან მაჭავარიანი

23 მარტი 2026, 10:48

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: პატრიარქის ოცნება იყო ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერის ხილვა და ეს მანვე შეგვაძლებინა, ვალდებულები ვართ პატივი ვცეთ ერთმანეთს - წინა დღეების საქართველოსა და ქართველებს ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა!

წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა. საკუთარი ხასიათით, ქცევითა და ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურა და იდენტობაც. ჩვენ ყველანი ერთნი ვიყავით.

23 მარტი 2026, 10:48

სპორტი

მიმდინარე კვირაში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება⛸️

ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. გუნდი ჩეხეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრება: ნიკა ეგაძე, ანასტასია გუბანოვა, ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა და დიანა დევისი და გლებ სმოლკინი.

23 მარტი 2026, 10:42

საზოგადოება

მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები International Media Marketplace-ზე ლონდონსა და პარიზში საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში საერთაშორისო სამოგზაურო მედია კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.