20 მარტი 2026, 20:52 / სანდო წყარო

ანზორ ჩუბინიძე: ხალხს ექნება საშუალება, პატრიარქის გამოსვენების მთელი გზის განმავლობაში, რომ გვერდითა პოზიციები დაიკავოს - სიონში დაშვება იქნება მხოლოდ და მხოლოდ სასულიერო პირებისთვის

ანზორ ჩუბინიძე

ანზორ ჩუბინიძე

ხალხს ექნება საშუალება, პატრიარქის გამოსვენების მთელი გზის განმავლობაში, რომ გვერდითა პოზიციები დაიკავოს, - განუცხადა ჟურნალისტებს სამების ტაძრის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ.

მან სამების ტაძრიდან უწმინდესის გამოსვენებაზე ისაუბრა.

„შეიზღუდება შუა ნაწილი, საიდანაც მოხდება მსახურების დასრულების შემდეგ პატრიარქის გამოსვენება და გვერდითი ნაწილები იქნება თავისუფალი. ასევე, ხალხს ექნება საშუალება, პატრიარქის გამოსვენების მთელი გზის განმავლობაში, რომ გვერდითა პოზიციები დაიკავოს.

მაქსიმალურად მოზიდული იქნება პოლიციური ძალები, რათა ხელი შეუწყოს გადასვენების პროცესს და ასევე, საჭირო რაოდენობით მოზიდული იქნება თავდაცვის ძალები.

სიონი იქნება დაკეტილი, დაშვება იქნება მხოლოდ და მხოლოდ სასულიერო პირებისთვის - არც მოქალაქეები, არც ქვეყნის მთავრობა, საკანონმდებლო ორგანო არ იქნება“, - განაცხადა ჩუბინიძემ.

ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

20 მარტი 2026, 22:04

მსოფლიო

ტრამპმა MS NOW-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ის, რაც ზელენსკიმ თქვა იმის შესახებ, თუ რა გააკეთა უკრაინამ აშშ-ის დასახმარებლად, ის ამას მხოლოდ პოლიტიკური და პიარ მიზნებისთვის აკეთებს, მათ არაფერი გაუკეთებიათ“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობა უფრო რთულია, ვიდრე ვლადიმირ პუტინთან. ამის შესახებ ტრამპმა ამერიკულ საკაბელო ტელეარხ MS NOW-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

20 მარტი 2026, 21:42

საზოგადოება

პატრიარქისთვის კიდევ ერთხელ პატივის მისაგებად პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იმყოფებოდა

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მოქალაქეების ნაკადი არ წყდება, პატრიარქისთვის კიდევ ერთხელ პატივის მისაგებად პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მივიდა.

ილია მეორე

20 მარტი 2026, 21:24

საზოგადოება

ილია მეორის განსაკუთრებულ როლს ისტორიაში ქვეყნის გარეთაც აღნიშნავენ - საქართველო სამძიმარს მთელი მსოფლიოდან იღებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს შენობაზე დაშვებულია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. სამძიმარს უცხადებენ ქვეყანას ვატიკანი, სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიები და კონფესიების წარმომადგენლები.

20 მარტი 2026, 21:20

საზოგადოება

უწმინდესთან დასამშვიდობებლად ხალხი საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უწმინდესთან დასამშვიდობებლად ხალხი საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოდის. მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება როგორც მიკროავტობუსები, ისე რკინიგზა.

20 მარტი 2026, 21:16

საზოგადოება

სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი: ილია მეორემ დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც სცილდება მისი ქვეყნის საზღვრებს

სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი, რასტისლავ ჩოვანეცი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო ქართველ ხალხს უსამძიმრებს.

20 მარტი 2026, 21:06

საზოგადოება

პარლამენტის თავმჯდომარემ და პარლამენტის წევრებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, სადაც პატრიარქია დასვენებული, მსვლელობით მივიდნენ.

20 მარტი 2026, 21:02

საზოგადოება

შსს: 21 მარტს, 15:00 საათიდან, თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, შეზღუდვა შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს.

დეკანოზი დავით ტატანაშვილი

20 მარტი 2026, 21:00

საზოგადოება

დეკანოზი დავითი: სიონში, წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატს შორის იქნება პატრიარქის განსასვენებელი

„აირჩა განსაკუთრებული ადგილი, ამბიონი, ამაღლებული ადგილი საკურთხევლის წინ, ჩრდილოეთი მხარე, აქ არის ორი დიდი სიწმინდე და მათ შორის კეთდება ეს საფლავი. წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატს შორის იქნება პატრიარქის განსასვენებელი. სიონი საქართველოსთვის ისედაც დედა ეკლესიაა და პატრიარქის განსვენების შემდგომ უფრო დიდი სითბო და სიყვარული დაივანებს ამ ტაძარში“, - აღნიშნა დეკანოზმა.

20 მარტი 2026, 20:39

საზოგადოება

სამებაში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი ხვალ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება

ტაძარში 24 საათის განმავლობაში ხალხის უწყვეტი ნაკადია. მოქალაქეები ქვეყნის ყველა კუთხიდან იკრიბებიან, რათა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგონ. სამებაში დღეს ქართველი სამხედროებიც იმყოფებოდნენ. ასევე, ხელისუფლების წევრები, პროკურატურის, საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და კიდევ ბევრი სხვა უწყების თუ პროფესიის წარმომადგენლები.

20 მარტი 2026, 20:37

რეგიონი

აჭარის მთავრობის შენობაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ფოტო განთავსდა

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შექმნილი სახელმწიფო კომისიის მიერ იქნა მიღებული. პატრიარქის ბანერები ასევე განთავსდება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე.

გიორგი სიხარულიძე

20 მარტი 2026, 20:20

საზოგადოება

გიორგი სიხარულიძე: ის რაც ახლა სამების ტაძართან ხდება, ყველაფერზე მეტყველებს - საზოგადოების ასეთი კათარზისი, ასეთი ერთიანობა იმედს მაძლევს, რომ ხვალინდელი დღე კარგი უნდა იყოს

„საზოგადოების ასეთი კათარზისი, ასეთი ერთიანობა იმედს მაძლევს, რომ ხვალინდელი დღე ჩვენს ქვეყანაში იმედიანი და კარგი უნდა იყოს. ეს არის ეპოქა, რომელიც დასრულდა, მაგრამ იმედიანად ვარ, როდესაც შევცქერი ახალგაზრდებს. როდესაც ვუყურებ ამდენ ხალხს, რომელიც ასეთ სიყვარულს გამოხატავს პატრიარქის მიმართ“,- აღნიშნა გიორგი სიხარულიძემ.

20 მარტი 2026, 20:15

საზოგადოება

24 საათის განმავლობაში ღია კარი და უწმინდესთან გამოთხოვების მსურველთა მდუმარე რიგი - მშვიდად და მოთმინებით, პატრიარქთან უკანასკნელ შეხვედრას უამრავი ადამიანი ახლაც უცდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამოქალაქო პანაშვიდზე პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად დღესაც იმყოფებოდნენ ხელისუფლების პირველი პირები: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, ასევე მინისტრები, დეპუტატები. ისინი სამების ტაძარში ოჯახის წევრებთან ერთად მივიდნენ.

ალექსანდრე ლუკაშენკო

20 მარტი 2026, 20:06

მსოფლიო

ლუკაშენკოს განცხადებით, დონალდ ტრამპმა იგი შეხვედრაზე მიიწვია მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში

ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-მა მას „დიდი შეთანხმება“ შესთავაზა, რომელიც დიპლომატიურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს მოიცავს.

აკადემიკოსი ვალერი ასათიანი

20 მარტი 2026, 19:42

საზოგადოება

აკადემიკოსი ვალერი ასათიანი: პატრიარქი დაიღალა საქართველოს სიყვარულში და მან ეს „დავიღალე“ არაჩვეულებრივ საგალობელში გამოხატა, რომელიც შეუძლებელია, ადამიანმა ცრემლის გარეშე მოისმინო

„არ შეიძლება მღელვარების გარეშე უყურებდე იმას, რაც ხდება დღევანდელ საქართველოში - ახალგაზრდობა, მის მიერ მონათლული ათასობით ახალგაზრდა, ბავშვები, როგორ მსჯელობენ, როგორ საუბრობენ! მან გააძლიერა დღევანდელი საქართველო. თითქოს, სულ სხვა ცხოვრება იწყება საქართველოში. ყვავილების ეს მდინარე, აურაცხელი ხალხი, საოცარი სიფაქიზით, სიყვარულითა და მადლიერებით განმსჭვალული სიტყვები! არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ჩემი თაობა არ მოსწრებია ადამიანის მიმართ მადლიერების, სიყვარულისა და თაყვანისცემის ასეთ გამოხატვას! ძალიან ბევრი შეიძლება, რომ ვისაუბროთ“, - აღნიშნა აკადემიკოსმა.

დავით ლორთქიფანიძე

20 მარტი 2026, 19:39

საზოგადოება

დავით ლორთქიფანიძე პატრიარქზე: ეროვნული საგანძურის მსგავსი მცველი ჩვენს ქვეყანას არ ჰყოლია

„უნეტარესი და უწმინდესი იყო ფართო მასშტაბის პიროვნება. მსგავსი შერწყმა დიდი სულიერი ლიდერისა და ასევე განსაკუთრებული დამოკიდებულება და ჰარმონია საერო ცხოვრებასთან ძნელად წარმოსადგენია. ეს არის დიდი საერთაშორისო მასშტაბის ფიგურა, რომლის ბიოგრაფიის კვლევა ჯერ კიდევ წინ გვაქვს“.

20 მარტი 2026, 19:29

მსოფლიო

ტრამპის თქმით, ირანთან ომში აშშ-ის სამხედრო ძალების საქმე „ძალიან კარგად მიდის“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ირანში „საქმეს არაჩვეულებრივად ართმევენ თავს“ და რომ ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტი „მთლიანად ზღვის ფსკერზეა“.

20 მარტი 2026, 19:19

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირის ლიდერები ქმედითუუნარონი აღმოჩნდნენ საკუთარ კარიბჭესთან მიმდინარე ომების ფონზე

ევროპის კარიბჭესთან მიმდინარე ორმა ომმა დაჩრდილა ევროკავშირის ლიდერების 12-საათიანი სამიტი - სხვადასხვა მიზეზის გამო, ისინი უფრო პარალიზებულნი აღმოჩნდნენ, ვიდრე ქმედითუნარიანნი, რათა რომელიმე მათგანის მიმართ რაიმე არსებითი ღონე ეხმარათ, - წერს გამოცემა POLITICO.

გურამ ახალაია

20 მარტი 2026, 19:09

საზოგადოება

გურამ ახალაია: ამ დღეებმა ქართული გლოვის კულტურა დაანახა მთელ მსოფლიოს - 4 საათი ვიდექი გუშინ, სანამ კარიბჭემდე მივაღწევდი და ასეთი ერთსულოვნება, ასეთი სიჩუმე მე არსად შემხვედრია

„ბევრჯერ აღვნიშნე და კიდევ ვიტყვი, რამდენი ოჯახი გადაარჩინა, ვისაც შვილი გარდაეცვალა. გურამ დოჩანაშვილი რომ დაუბრუნა საქართველოს, ეს პატრიარქის დამსახურებაა. ყველაფერში გამორჩეული იყო, მინახია ის ძალიან სევდიანიც, მრისხანეც, მაგრამ ყოველთვის იმედიანი“, - აღნიშნა ახალაიამ.

20 მარტი 2026, 18:56

საზოგადოება

პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანმა პოლონეთის პრეზიდენტის სახელით საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანმა, ვოიჩეხ კოლარსკიმ პოლონეთის პრეზიდენტის სახელით საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.