უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა
ილია მეორე
ფოტო: საქართველოს საპატრიარქო
93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა. ინფორმაცია პატრიარქის მოსაყდრე შიომ მედიასთან ოფიციალურად დაადასტურა.
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში შედგა.
ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია.
1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმინდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად გამწესდა; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად; 1961 წელის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972წწ. იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ; 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად; 2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმინდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.
უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა–ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები, წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი; დაარსდა გაზეთები; 1988 წელს უწმინდესისა და უნეტარესის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია; საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები; ხულოში სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია; საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია;
ამ წლების განმავლობაში საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 33-მდე გაიზარდა; მონასტრებისა - 53-მდე; სასულიერო პირთა - 1000-მდე; აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის - წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.
ყველა სიახლე
04 აგვისტო 2026, 03:26
მსოფლიო
ტრამპი: გაკოტრებულმა დიდმა ბრიტანეთმა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის მოპოვება უნდა დაიწყოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი „გაკოტრებული ქვეყანაა“, რითაც ენდი ბერნემს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობისა და გაზის მოპოვება გააფართოოს.
04 აგვისტო 2026, 02:02
მსოფლიო
ტრამპი: მინდა ირანს გამანადგურებელ დარტყმამდე შანსი მივცე
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ცდილობს ირანს მოლაპარაკებებისთვის ყველა შანსი მისცეს „გამანადგურებელ დარტყმამდე“.
04 აგვისტო 2026, 01:54
მსოფლიო
„ეს უკანასკნელი შანსია“ - ტრამპი ირანს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისთვის ეს „უკანასკნელი შანსია“ შეერთებულ შტატებთან „კარგ დოკუმენტს მოაწეროს ხელი“.
04 აგვისტო 2026, 01:24
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ნავთობკომპანიები, მათ შორის Chevron-ი და ExxonMobil-ი, ირანის ომით გამოწვეული ფასების ნახტომის ფონზე „დიდ მოგებას იღებენ“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნავთობკომპანიები, მათ შორის Chevron-ი და ExxonMobil-ი, ირანის ომით გამოწვეული ფასების ნახტომის ფონზე „დიდ მოგებას იღებენ“.
04 აგვისტო 2026, 00:22
მსოფლიო
მოლდოვაში თალიბების დელეგაცია ჩავიდა - საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ ოფიციალური შეხვედრები არ გაიმართება
ავღანეთის სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მეცხოველეობის სამინისტროს დელეგაცია მოლდოვას ეწვია. „თალიბანის“ მთავრობის წარმომადგენელთა ვიზიტი 3 აგვისტოს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.
03 აგვისტო 2026, 23:13
მსოფლიო
„ზღაპრების 12 წელი“ - უკრაინის ყოფილი მთავარსარდალი ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინა ნატოში არასდროს გაწევრიანდება
დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ უკრაინა ოდესმე გახდება ნატოს წევრი და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ამის სანაცვლოდ ყურადღება უსაფრთხოების სხვა ალიანსების განვითარებაზე უნდა გაამახვილოს. ამის შესახებ ზალუჟნიმ კიევში, ელჩების დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
03 აგვისტო 2026, 23:01
მსოფლიო
The Times: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ კრემლის ბირთვული იარაღის უზარმაზარი არსენალი ღვთის „წყალობისა და მოწყალების“ ნიშანია
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ კრემლის ბირთვული იარაღის უზარმაზარი არსენალი ღვთის „წყალობისა და მოწყალების“ ნიშანია. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი ავრცელებს.
03 აგვისტო 2026, 22:52
მსოფლიო
ტრამპი: ყველაფერი ლიბერალური ბინძური და ამაზრზენი ხდება - სოციალიზმი, ლიბერალიზმი, პროგრესივიზმი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ლიბერალური იდეოლოგია და მემარცხენე პოლიტიკური მიმდინარეობები.
03 აგვისტო 2026, 22:33
მსოფლიო
The Times: ჯანი ინფანტინომ, რომელიც ფიფას ხელმძღვანელის თანამდებობის შესანარჩუნებლად იბრძვის, პრეზიდენტ ტრამპთან ტელეფონით დაკავშირება რამდენჯერმე სცადა
ჯანი ინფანტინომ, რომელიც ფიფას ხელმძღვანელის თანამდებობის შესანარჩუნებლად იბრძვის, პრეზიდენტ ტრამპთან ტელეფონით დაკავშირება რამდენჯერმე სცადა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
03 აგვისტო 2026, 22:08
მსოფლიო
სეუტის კრიზისის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტი ესპანეთს მხარდაჭერას უცხადებს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ესპანეთთან დაძაბულობის განმუხტვას შეეცადა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ევროკავშირის უამრავი კოლეგა სეუტაში არსებული მიგრაციული კრიზისის მისი მთავრობის წინააღმდეგ გამოყენებაში დაადანაშაულა.
03 აგვისტო 2026, 21:06
სპორტი
ისტორიული შანსი ქართული სპორტისთვის - ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ისტორიული შანსი ქართული სპორტისთვის - ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ფრანგულმა პრესამ ქართველი შემტევი სეზონის გამორჩეულ ფავორიტად დაასახელა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
03 აგვისტო 2026, 21:04
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში უკრაინის ელჩი ოლგა სტეფანიშინა თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ბრძანებულება აშშ-ში უკრაინის ელჩის, ოლგა სტეფანიშინას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
03 აგვისტო 2026, 20:41
სამართალი
ნარკოტიკების გასაღების გაშიფრული სქემა, ამოღებული დიდი ოდენობით აკრძალული ნივთიერებები და დაკავებული 6 ადამიანი . „ქრონიკის“ სიუჟეტი
გახსნილია კიდევ ერთი ნარკოდანაშაულის ფაქტი. გაშიფრულია დანაშაულებრივი სქემაც. განსაკუთრებით დიდი ოდენობით აკრძალული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და კულტივირების ბრალდებით 6 ადამიანია დაკავებული.
03 აგვისტო 2026, 20:37
პოლიტიკა
ბესარიონ ხარძიანის საქმეზე გამოტანილი განაჩენი - სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა და პოლიტიკური შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების უკანონო ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ბრალდებულებს ათი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდათ.
03 აგვისტო 2026, 20:36
მსოფლიო
ზელენსკის ომის ზამთრამდე დასრულება სურს, თუმცა აღნიშნავს, რომ პუტინი „მის გაჭიანურებას გეგმავს“
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა „ძალ-ღონეს არ დაიშურებს“, რათა ზამთრის დადგომამდე რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების დადებისკენ უბიძგოს.
03 აგვისტო 2026, 20:32
ეკონომიკა
არასასურსათო პროდუქტები, სავაჭრო ქსელების შეთავაზებები და ბაზრის დინამიკა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სამთავრობო პლატფორმამ მომსახურების არეალი გააფართოვა. სასურსათო კალათის პარალელურად, ვებგვერდზე პირველადი მოხმარების 10 დასახელების არასასურსათო ნივთის შეძენაც შესაძლებელია.
03 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
ეროვნული იდენტობისა და ტრადიციული ფასეულობების დაცვა საკანონმდებლო დონეზე - ხელისუფლების მზადყოფნა საინიციატივო ჯგუფების მოთხოვნაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კოორდინირებული შეტევის ავტორები და ეროვნული იდენტობის წაშლის მცდელობები - ღირებულებების დასაცავად ხელისუფლება, საინიციატივო ჯგუფის საპასუხოდ, საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისთვის მზად არის.
03 აგვისტო 2026, 20:17
პოლიტიკა
გაბათილებული სპეკულაციები შოვის ტრაგედიაზე - მიზანმიმართულად აგორებული კამპანია საერთაშორისო ექსპერტულმა დასკვნებმა სრულად გაანულა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
შოვის ტრაგედიის ფონზე იყო სპეკულაციები. მედიაკამპანია საერთაშორისო ექსპერტულმა დასკვნებმა სრულად გააბათილა, ტრაგედიით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა კი ჩაიშალა.
03 აგვისტო 2026, 20:11
მსოფლიო
Bloomberg: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ევროპის ენერგობაზარზე გავლენა იქონია - ივლისში ბელგია სრულად გადავიდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ევროპის ენერგობაზარზე გავლენა იქონია - ივლისში ბელგია სრულად გადავიდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი.
03 აგვისტო 2026, 19:41
მსოფლიო
ტრამპი: ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი
ირანის ხელმძღვანელობა წარმოუდგენლად თვალთმაქცია! ისინი გვთხოვენ შეხვედრას, გვეხვეწებიან კიდეც. იწყება მოლაპარაკებები, რომელთა გაგრძელებაც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი, ისინი კი ღიად და ამაყად აცხადებენ, რომ არანაირ დისკუსიას არ აწარმოებენ, არაფერს განიხილავენ და საქმე მხოლოდ „ომანთან“ აქვთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.


