დღეიდან საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ფოტო: Shutterstock
დღეიდან საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 2026-2027 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში ბევრი სიახლით იხსნება. შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმა და განახლდა საგნობრივი სტანდარტები, რის საფუძველზეც მიმდინარეობს ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი.
მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში უკვე ახალი სახელმძღვანელოები დახვდებათ. დაწყებით საფეხურზე შემოდის სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება. ასევე, სკოლებში ამოქმედდება მობილური ტელეფონებისა და ჭკვიანი საათების გამოყენების მიზნობრივი შეზღუდვის წესი.
დღესვე ქვეყნის მასშტაბით სააღმზრდელო პროცესი იწყება ყველა საბავშვო ბაღში, როგორც საჯარო, ასევე კერძო ბაგა-ბაღებში.
ყველა სიახლე
15 სექტემბერი 2026, 10:52
მსოფლიო
Financial Times: ირანის მოკავშირეები საუდის არაბეთზე ზეწოლას აძლიერებენ
ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ იემენის წითელი ზღვის სანაპიროზე წინსვლის ფონზე საუდის არაბეთი სულ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. სტატიას ამ შინაარსით Financial Times-ი ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 10:40
საზოგადოება
გივი მიქანაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ოჯახთან და პირველკლასელ შვილთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყება საზოგადოებას თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა.
15 სექტემბერი 2026, 10:38
სამართალი
სამართალდამცველებმა ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში, სხვადასხვა დროს, 4 პირი დააკავეს.
15 სექტემბერი 2026, 10:35
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ არასრულწლოვანს, ახლად გამოვლენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდება შეუმსუბუქა
საქმე ეხება 2026 წლის 5 ივნისს, ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩადენილ მკვლელობას,რა დროსაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა მოკლა უცხო ქვეყნის მოქალაქე.
15 სექტემბერი 2026, 10:33
სამართალი
პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავეს.
15 სექტემბერი 2026, 10:32
თავდაცვა
ეროვნული თავდაცვის აკადემიას პირველკურსელი იუნკრები შეუერთდნენ
პირველკურსელი იუნკერები გაივლიან 6-კვირიან საწყისი საბრძოლო მომზადების პროგრამას. საკარანტინო პერიოდის შემდეგ, ისინი გააგრძელებენ სწავლას საბაკალავრო პროგრამებზე: თავდაცვა და უსაფრთხოება, თავდაცვის მენეჯმენტი, კიბერსივრცითი ოპერაციები და ინფორმაციის უსაფრთხოება, მექანიკის ინჟინერია და საავიაციო ინჟინერია.
15 სექტემბერი 2026, 10:30
კულტურა
Emmy 2026-ის გამარჯვებულები დასახელდნენ
საღამოს ტრიუმფატორი სერიალი „ქვრივების ყურე“ გახდა. Apple TV-ის პროექტმა გამარჯვება 14 ნომინაციაში მოიპოვა, მათ შორის „საუკეთესო კომედიური სერიალის“ კატეგორიაში, რითაც ერთ სეზონში კომედიური სერიალისთვის მიღებული ჯილდოების რაოდენობით რეკორდი დაამყარა. Emmy კატეგორიაში „საუკეთესო დრამატული სერიალი“ ზედიზედ მეორედ „პიტის საავადმყოფომ“ მიიღო.
15 სექტემბერი 2026, 10:26
მსოფლიო
Euractiv: ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ევროპაში დემოკრატიის განვითარებამ წინ გადადგმულ ნაბიჯებზე მეტად უკან დაიხია. ინფორმაციას Euractiv-ი საერთაშორისო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 10:23
საზოგადოება
სურსათის ეროვნულ სააგენტოში პურ-ფუნთუშეულის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა
სურსათის ეროვნულ სააგენტოში პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი ბიზნესოპერატორების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 10:07
პოლიტიკა
გიორგი კალანდია: ისტორიის მე-10 კლასის სახელმძღვანელოს გარშემო „ატეხილი აურზაური" და მთელი კამპანია ტყუილსა და მანიპულაციებზეა აგებული: სიცრუეა, რომ წიგნიდან 1921 წლის ოკუპაციაა ამოღებული
ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ისტორიის მე-10 კლასის სახელმძღვანელოს გარშემო „ატეხილი აურზაურის“ შესახებ ნამდვილად არ ვაპირებდი კომენტარის დაწერას, რადგან: არც აჟიოტაჟი აღმოჩნდა ისეთი მასშტაბური, როგორიც, ალბათ, მის დამგეგმავებსა და დამფინანსებლებს სურდათ, და არც „კრიტიკა“ არის ისეთი წონიანი, რომ "ჩიტი ბრდღვნად ღირდეს". ამიტომ მოკლედ ვიტყვი:- მთელი კამპანია ტყუილზე და მანიპულაციებზეა აგებული, - წერს ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია.
15 სექტემბერი 2026, 10:06
საზოგადოება
კომპანია „ნოვა“ გურამიშვილის გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გურამიშვილის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომპანია „ნოვა“ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ საწარმოს ეზოში განთავსებული CO₂-ის რეზერვუარის დაზიანების შედეგად შენობის ფასადის ნაწილი დაზიანდა.
15 სექტემბერი 2026, 09:51
მსოფლიო
POLITICO: რუსეთის წინააღმდეგ ლინდსი გრემის მიერ შედგენილმა სანქციების კანონპროექტმა წარმომადგენელთა პალატაში პროცედურული ბარიერი გადალახა
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციების შესახებ კანონპროექტმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი იყო, პროცედურული ბარიერი გადალახა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 09:36
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: მტკიცება, რომ ხელოვნური ინტელექტი „მსოფლიოს დაიპყრობს“, ისეთივე ტყუილია, როგორიც გლობალური „დათბობა“, რომლის მიხედვითაც, ამ დროისთვის ყველა უკვე მკვდარი უნდა ყოფილიყო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მტკიცება იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოს დაიპყრობს, ისეთივე ტყუილია, როგორც გლობალური დათბობა, რომლის მიხედვითაც, ახლა ყველა უკვე მკვდარი უნდა ყოფილიყო.
15 სექტემბერი 2026, 09:22
მსოფლიო
Reuters: ნატოს გამანადგურებელმა ლიეტუვაში დრონი ჩამოაგდო
ნატოს გამანადგურებელმა თვითმფრინავმა გვიან ღამით ლიეტუვის ტერიტორიაზე დრონი ჩამოაგდო. ინფორმაციას Reuters-ი ლიეტუვის ეროვნული კრიზისების მართვის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 09:05
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
15 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ტაგანროგში Ozon-ის საწყობი დაბომბეს
უკრაინულმა ძალებმა 15 სექტემბრის ღამეს რუსეთის სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ხოლო როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში რუსული ონლაინ-ვაჭრობის გიგანტ Ozon-ის საწყობი რაკეტებით დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 08:47
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
15 სექტემბერს ქუთაისში ხანმოკლე წვიმა იქნება, დღისით +29 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
15 სექტემბერი 2026, 08:38
ეკონომიკა
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.3 პროცენტით მეტია
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი გაიზარდა 22.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი გაიზარდა 3.3 პროცენტით.
15 სექტემბერი 2026, 08:28
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: 81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. 40 000 ლარიანი ზღვარი უქმდება. ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიან
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის ახალი ინიციატივის შესახებ წერს.
15 სექტემბერი 2026, 08:20
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე გახარიას პარტიაზე: მუდმივად ცდილობენ, რომ დესტრუქციული დღის წესრიგი შესთავაზონ საზოგადოებას. ისინი ვერ გამოვიდნენ საბოტაჟის რეჟიმიდან
მუდმივად ცდილობენ, რომ დესტრუქციული დღის წესრიგი შესთავაზონ საზოგადოებას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ გახარიას პარტიაზე საუბრისას.


