არქივი

27 მაისი 2017, 00:21

მსოფლიო

G7 ინტერნეტ-კომპანიებს ტერორიზმთან ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდებს

G7-ის მონაწილეებმა ინტერნეტ-პროვაიდერებსა და სოციალური ქსელების კომპანიებს მოუწოდეს, ექსტრემისტული კონტენტის აღმოსაფხვრელად ძალისხმევა გაზარდონ. ამისათვის სპეციალური მიმართვაც შემუშავდა, რომელსაც დიდი შვიდეულის ლიდერები აწერენ ხელს.

27 მაისი 2017, 00:12

მსოფლიო

მოსკოვი და პეკინი ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამის წინააღმდეგ გამოდიან

მოსკოვი და პეკინი ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამის წინააღმდეგ გამოდიან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თავის ჩინელ კოლეგასთან, ვან ისთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.

26 მაისი 2017, 23:32

მსოფლიო

ტუსკი რუსეთის მიმართ სანქციების შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

ევროსაბჭოს თავმჯდომარის, დონალდ ტუსკის განცხადებით მოსკოვს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოიხსნას. მისი თქმით, ეს კონფლიქტი მხოლოდ მინსკის შეთანხმების პირობების შესრულების გზით შეიძლება გადაწყდეს.

26 მაისი 2017, 23:30

ეკონომიკა

მსოფლიოს საპენსიო სისტემის დეფიციტი 2050 წლისთვის $400 ტრილიონს გადააჭარბებს

მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 6 ქვეყნის სოციალური სისტემების საპენსიო პრობლემებია შესწავლილი. ეს ქვეყნებია აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ნიდერლანდები, კანადა და ავსტრალია. იმავდროულად, განხილულია ჩინეთის და ინდოეთის მაგალითები.

26 მაისი 2017, 23:23

მსოფლიო

სირიაზე ავიადარტყმის დროს ტერორისტთა ოჯახებიდან 80 ადამიანი დაიღუპა

კოალიციური ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად სირიაში “ისლამური სახელმწიფოს" წევრების ოჯახებიდან 80 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის 33 ბავშვია.

26 მაისი 2017, 22:56

მსოფლიო

ტრამპი ანტირუსულ სანქციებს არ მოხსნის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ აპირებს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნას და მათი გამკაცრების საკითხსაც განიხილავს. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან G7-ის სამიტის დროს განაცხადა, რომელიც სიცილიაზე, ქალაქ ტაორმინში მიმდინარეობს.

26 მაისი 2017, 22:33

ტექნოლოგიები

WannaCry-სგან მიყენებული ზარალი $1 მილიარდს აჭარბებს

რამდენიმე კვირის წინ დაწყებული კიბერთავდასხმით მიყენებულმა ზარალმა მსოფლიოში მილიარდ დოლარს გადააჭარბა. WannaCry მსოფლიოს 150 ქვეყანაში გავრცელდა და მან ჯამში 300 000-მდე კომპიუტერში შეძლო შეღწევა.

26 მაისი 2017, 22:13

მსოფლიო

იტალიური ტელერადიოკომპანია Rai-ს დირექტორი გადადგა

პარასკევს, იტალიური სახელმწიფო ტელერადიოკომპანია Rai-ს გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ტელევიზიის პრესსამსახურის ცნობით, ანტონიო კამპო დალორტომ გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრთან პიერო კარლო პადოანოსთან შეხვედრის დროს მიიღო.

26 მაისი 2017, 22:10

საქართველო

ხვალ თბილისში დიასპორისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართება

27 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სასტუმრო „ბილტმორში“ გამართავს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს - “ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“.

26 მაისი 2017, 21:54

ტაბლოიდი

მუსლიმმა ღორისხორციანი პიცის გამო რესტორნების ქსელს უჩივლა

​მიჩიგანის შტატის ქალაქ დირბორნში, მუსლიმმა მუჰამედ ბაზიმ, რესტორნების ქსელ Little Caesars-ს ღორისხორციანი პიცის გაყიდვის გამო უჩივლა. ბიზის თქმით, შეფუთვაზე მითითებული იყო, რომ საკვები ჰალალურია (მუსლიმურად დაშვებული). კომპენსაციის სახით, ის 100 მილიონ დოლარს ითხოვს.

26 მაისი 2017, 21:11

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: საქართველოს გამოწვევა სამუშაო ძალის უნარ-ჩვევებია

მსოფლიო ბანკი საქართველოში ერთ-ერთ გამოწვევად სამუშაო ძალის უნარ-ჩვევების შრომის ბაზართან შეუსაბამობას ასახელებს. ბანკის რეგიონალური დირექტორი, მერსი ტემბონი ამბობს, რომ გლობალურად ეკონომიკა იცვლება და საქართველომ კადრების გადამზადება უნდა უზრუნველყოს..

26 მაისი 2017, 21:08

ტაბლოიდი

პრინცი უილიამი ტბაში ჩავარდნილი მოზარდის გადარჩენას ცდილობდა

კემბრიჯის ჰერცოგი პრინცი უილიამი, 17 წლის მოზარდის სამაშველო ოპერაციაში ღებულობდა მონაწილეობას. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს და ბიჭი ტბაში ჩაიძირა. ინციდენტი ლონდონის მახლობლად, პარკ ლი ველის ტბაზე მოხდა.

26 მაისი 2017, 20:58

საქართველო

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მთავარი გზავნილები თბილისისთვის

26 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის გახსნა დაემთხვა. ასამბლეის პირველ დღეს საქართველოსთვის მთავარი გზავნილები გაისმა.

26 მაისი 2017, 20:46

ტექნოლოგიები

მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიები დასახელდა

ამერიკული გამოცემა Forbes-ის ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიების 2017 წლის რეიტინგის სათავეში კომპანია Grubhub-ი აღმოჩნდა. რეიტინგის ხუთეულში Facebook-ი მეორე ადგილს იკავებს.

26 მაისი 2017, 20:32

საქართველო

პრემიერმინისტრი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პაოლო ალის შეხვდა. შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები იყო.

26 მაისი 2017, 20:11

მსოფლიო

კიევმა უახლესი უკრაინული რაკეტა გამოსცადა

უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, ოდესის ოლქში სტუმრობის დროს, უახლესი უკრაინული რაკეტის გამოცდას დაესწრო. რაკეტის გაშვების ამსახველი ვიდეო პრეზიდენტმა Facebook-ზე გამოქვეყნა.

26 მაისი 2017, 19:44

საქართველო

გიორგი კვირიკაშვილი ეგვიპტელ ხალხს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერმინისტრი ეგვიპტელ ხალხს სამძიმარს უცხადებს დღეს მომხდარი ტერორისტული აქტის გამო. “მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ეგვიპტის მთავრობას, ხალხს და ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით თანავუგრძნობ მათ“ - წერს გიორგი კვირიკაშვილი.

26 მაისი 2017, 19:30

კულტურა

Wonder Woman-ის ჩვენებაზე მხოლოდ ქალების დაშვების გამო კაცები აღშფოთდნენ

ტეხასურ კინოთეატრ Alamo Drafthouse-ს ფილმი Wonder Woman-ის ("ქალი საოცრება") ჩვენებაზე დასწრების მსურველთათვის აფიშის გამოქვეყნების შემდეგ, სოცქსელების მომხმარებლების მამრობითი სქესის წარმომადგენლებმა, თავი დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნიეს.

26 მაისი 2017, 19:21

საქართველო

ინგლისური სრულფასოვნად თბილისელების 26%-მა იცის

კვლევითმა ორგანიზაციამ ACT თბილისში უცხო ენების ცოდნაზე კვლევა ჩაატარა. როგორც ირკვევა, რუსულ ენა თბილისის მოსახლეობის 70%-მა იცის, მაშინ, როდესაც მხოლოდ 26%-მა იცის ინგლისური ენა სრულფასოვნად.

26 მაისი 2017, 19:14

საქართველო

ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალში დამარცხდა

საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნახივარფინალური დაპირისპირება ფრანგ ჟო -ვილფრედ ცონგასთან წააგო და ტურნირის ფინალში გასვლა ვერ შეძლო.

26 მაისი 2017, 19:14

ტაბლოიდი

ლუქსემბურგის პრემიერმინისტრის მეუღლე პირველი ლედების ფოტოსესიას შეუერთდა

ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების სამიტის დროს, ბელგიელი გოტიე დასტნე, რომელიც ამჟამად ლუქსემბურგის პრემიერმინისტრთან ერთნაირსქესიან ქორწინებაში იმყოფება, პირველი მეუღლეების ფოტოსესიას შეუერთდა.

26 მაისი 2017, 19:10

ტაბლოიდი

ტრიუდომ ნატო-ს სამიტზე ყურადღება ფერადი წინდებით მიიქცია

კანადის პრემიერის წინდებზე ვარდისფერ ფონზე ალიანსის ცისფერი დროშაა გამოსახული. არაფორმალურ გარემოში ჯასტიდ ტრიუდოსთან ერთად იმყოფებოდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელმაც ფოტო Instagram-ზე გამოაქვეყნა.

26 მაისი 2017, 18:40

საქართველო

დამოუკიდებლობის დღე აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან აღინიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ზუგდიდში აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ რუხში, ენგურის ხიდიდან პანტონიმის თეატრის მსახიობების მონაწილეობით გამართულ მშვიდობის აქცია-პერფორმანსით დაიწყო.

26 მაისი 2017, 18:21

ძალოვნები

ქუთაისში ავტოავარიას 11 წლის გოგო ემსხვერპლა

ქუთაისში, გელათის ქუჩაზე ავტოავარიას 11 წლის გოგო ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომანქანა ბავშვს მაშინ დაეჯახა, როცა ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით მიმდინარეობს.

26 მაისი 2017, 18:18

ტექნოლოგიები

ვარსკვლავის ირგვლივ მეთილის სპირტის რგოლი იპოვეს

ასტროფიზიკოსებმა პროტოპლანეტარულ დისკოზე, რომელიც ახალგაზრდა პლანეტა TW Hydrae-ს აკრავს აირისებრი მეთანოლი - სპირტი აღმოაჩინეს, რომელიც სხვადასხვა რთული ორგანული ნაერთის უმნიშვნელოვანს ელემენტს წარმოადგენს.

26 მაისი 2017, 18:07

მსოფლიო

წყალდიდობის დროს შრი-ლანკაში 91 ადამიანი დაიღუპა

შრი-ლანკაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ამ დროისთვის 91 მიაღწია, 110 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. უკვე მეორე დღეა იქ თავსხმა წვიმა არ შეჩერებულა, რამაც ქვეყანაში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია.

26 მაისი 2017, 17:53

ძალოვნები

თურქეთში ქართველი მკითხავები დააკავეს

თურქეთის ქალაქ ადანას უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებმა 24 მაისს, ექვს მისამართზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 12 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის კაფეების 6 მფლობელია, რომლებშიც საქართველოს ხუთი მოქალაქე მუშაობდა.

26 მაისი 2017, 17:48

მსოფლიო

ტრამპის სიძე FBI-ს დაკვირვების ქვეშ არის

დონალდ ტრამპის სიძე და იმავდროულად, პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი, შეერთებული შტატების ფედერალური გამოძიების ბიუროს (FBI) დაკვირვების ქვეშ იმყოფება. როგორც ტელევიზიის ჟურნალისტებს ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, კუშნერს გამოძიებისთვის "მნიშვნელოვანი ინფორმაცია" გააჩნია.

26 მაისი 2017, 17:43

მსოფლიო

უიმბლდონის კორტებზე ცეცხლი გაჩნდა

დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, All England Tennis Club-ის ჩოგბურთის ცნობილ კორტებზე ხანძარი გაჩნდა. ლონდონის სახანძრო სამსახური იტყობინება, რომ ცეცხლი კორტების პირველ შესასვლელთან ახლოს გაჩნდა. ადგილზე 21 მეხანძრე მუშაობს.

26 მაისი 2017, 17:18

მსოფლიო

სიცილიაზე დიდი შვიდიანის შეხვედრა იმართება

დონალდ ტრამპი 2015 წლის პარიზის გლობალური დათბობის შესახებ შეთანხმების წინააღმდეგი და შიდა ბაზრის იმპორტისგან დაცვის მომხრეა. G7-ის ლიდერები მის პოზიციებს არ იზიარებენ.