არქივი
22 მაისი 2026, 12:13
სამართალი
სგპ ყაზბეგის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
მიმდინარე წლის 1-20 მაისის პერიოდში, ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის 31 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
22 მაისი 2026, 12:12
სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინსიტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
22 მაისი 2026, 12:09
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 46 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
22 მაისი 2026, 12:07
სამართალი
კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
22 მაისი 2026, 12:05
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანსუს პროვინციის გუბერნატორის მოადგილეს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანსუს პროვინციის გუბერნატორის მოადგილეს ვანგ პინგს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
22 მაისი 2026, 12:03
ჯანდაცვა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი: გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ მინისტრ მიხეილ სარჯველაძის მიმართ პირველადი ჯანდაცვის ისტორიული და მასშტაბური რეფორმის განხორციელებისთვის
გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ მინისტრ მიხეილ სარჯველაძის მიმართ პირველადი ჯანდაცვის ისტორიული და მასშტაბური რეფორმის განხორციელებისთვის, - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ, მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრის შემდეგ.
22 მაისი 2026, 12:03
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: იმ განცხადებებს, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან ტვ „პირველის“ და მისი ჟურნალისტების მისამართით გაჟღერდა, ვემიჯნები და არ ვეთანხმები, ამასთანავე, ამ განცხადებას განვიხილავ, როგორც პირად თავდასხმას ჩემს წინააღმდეგ
„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ამავე გაერთიანების ლიდერ თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ "ტვ პირველის" მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ემიჯნება და აცხადებს, რომ ჩერგოლეიშვილის განცხადებებს პირად თავდასხმად განიხილავს.
22 მაისი 2026, 12:01
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: უნდათ, შეგვაგუონ, რომ ჩვენ თუ გვინდა დავინახოთ ევროკავშირში პერსპექტივა, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ტერიტორიებზე, დავინახოთ ის, როგორც ტვირთი, ჩამოვიცილოთ და შემდეგ გაგვეხსნება გზა ევროკავშირისკენ და მეორე - უარი ვთქვათ სუვერენიტეტზე
უნდათ, რომ შეგვაგუონ, რომ ჩვენ თუ გვინდა დავინახოთ ევროკავშირში პერსპექტივა, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ტერიტორიებზე, დავინახოთ ის, როგორც ტვირთი, ჩამოვიცილოთ და შემდეგ გაგვეხსნება გზა ევროკავშირისკენ და მეორე - უარი ვთქვათ ჩვენს სუვერენიტეტზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
22 მაისი 2026, 11:59
ჯანდაცვა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე: მინდა შევაქო მინისტრი სარჯველაძე მისი მუშაობისა და შეუპოვრობისთვის, რათა მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის. ეს გამოწვევაა ყველა ქვეყნისთვის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მზად არის, გააგრძელოს პროდუქტიული თანამშრომლობა
მინდა შევაქო მინისტრი სარჯველაძე მისი მუშაობისა და შეუპოვრობისთვის, რათა მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის. ეს გამოწვევაა ყველა ქვეყნისთვის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მზად არის, გააგრძელოს პროდუქტიული თანამშრომლობა, - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ, მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრის შემდეგ.
22 მაისი 2026, 11:56
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს ჰანს კლუგეს შეხვდა
მხარეებმა საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, იშვიათი დაავადებების მედიკამენტების საკითხსა და რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებებს.
22 მაისი 2026, 11:56
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გარე ძალები უნდა შეეგუონ იმას, რომ საქართველოს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს ეროვნული ინტერესებით
განსაკუთრებით ბოლო წლების გამოცდილებამ (როდესაც დაიწყო განსაკუთრებული შეტევა საქართველოზე) გვასწავლა, რომ ვიცოდეთ ერთი რამე - ჩვენი ერთადერთი საზომია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ასე ველაპარაკებით აშშ-საც, ევროკავშირსაც და ყველა ქვეყანას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
22 მაისი 2026, 11:55
პოლიტიკა
პაპუაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ესენი არიან 9 მაისის ევროპის დღის პარტიები, რომლებიც 9 მაისს აღნიშნავენ არა ფაშიზმის დამარცხებას, ულოცავენ არა ქართველ ვეტერანებს, იხსენებენ არა 300 000 ქართველს, არამედ 9 მაისს კოქტეილით აღნიშნავენ ევროკავშირის თუ სხვა ელჩებთან, უცხოელებთან ერთად, რომლებიც არიან მათი დამკვეთები საქართველოში არეულობის, ზიზღისა და პროპაგანდის საწარმოებლად
ჩვენ ველით საკონსტიტუციოს სასამართლოში განხილვებს და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
22 მაისი 2026, 11:53
მსოფლიო
გერმანელმა ევროპარლამენტარმა კაია კალასს უწოდა ევროკავშირის „უდაბლესი წარმომადგენელი“ და პატარა ატომური ბომბი, რომელთან შეხების შემდეგ ყველაფერი მომენტალურად იფერფლება
ევროპარლამენტარმა გერმანიიდან მარტინ ზონებორმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასი მწვავედ გააკრიტიკა.
22 მაისი 2026, 11:52
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირს ჰყავს თავისი ელჩი, თუმცა ფიშერი ცდილობს მის კომპეტენციაში ჩარევას. გერმანიის ელჩი იყოს იმ კვადრატში, რაც მას გამოყოფილი აქვს, როგორც გერმანიის წარმომადგენელს და ნუ იღებს თავის თავზე ევროპის სახელით საუბარს
გერმანიის ელჩი იყოს იმ კვადრატში, რაც მას გამოყოფილი აქვს, როგორც გერმანიის წარმომადგენელს და ნუ იღებს თავის თავზე ევროპის სახელით საუბარს,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერზე საუბრისას.
22 მაისი 2026, 11:51
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „საიას“ განცხადებაზე: იმ ორგანიზაციისგან, რომელსაც გინება გამოხატვის თავისუფლება ჰგონია, დამხობისკენ მოწოდებაც რომ ჰგონია პოლიტიკური განცხადება, გასაკვირი არაფერია
იმ ორგანიზაციისგან, რომელსაც გინება გამოხატვის თავისუფლება ჰგონია, დამხობისკენ მოწოდებაც, რომ ჰგონია პოლიტიკური განცხადება გასაკვირი არაფერია, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „საიას“ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ლევან ხაბეიშვილისთვის და მურთაზ ზოდელავასთვის გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
22 მაისი 2026, 11:42
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დანიას აქვს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ადამიანის უფლებების მხრივ. 90-იანი წლების ჩათვლით მოახდინეს მოტყუებით სტერილიზება ქალი მოსახლეობის ნახევარზე მეტის, მათ შორის არასრულწლოვანების, 12 წლის გოგონების
დანიას აქვს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ადამიანის უფლებების მხრივ. 90-იანი წლების ჩათვლით მოახდინეს მოტყუებით სტერილიზება ქალი მოსახლეობის ნახევარზე მეტის, მათ შორის არასრულწლოვანების, 12 წლის გოგონების, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კოპენჰაგენში აქციის დარბევასთან დაკავშირებით.
22 მაისი 2026, 11:39
რეგიონი
ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ადიგენში ახალგაზრდებს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრები ადიგენში გაიმართა და ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა.
22 მაისი 2026, 11:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე: სამწუხაროა, რომ მან უცხო ქვეყნის ელჩი გააიგივა სტუმართან, რომელიც სახლში გივარდება, ძალადობას, პროპაგანდას აქეზებს
ჟურნალისტებმა მას პეტერ ფიშერის ინტერვიუს შეფასება სთხოვეს, სადაც ამბობს, რომ სასიამოვნო არაა, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან უსამართლო კრიტიკას ისმენს.
22 მაისი 2026, 11:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც დღეს აქვს ევროკავშირს, გარდა იმისა, რომ სხვებს აზიანებს, უპირველეს ყოვლისა აზიანებს თავად ევროკავშირს
სამწუხაროდ კაია კალასი დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სახეა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ევროკავშირის პოლიტიკა მხოლოდ სხვებს არ აზიანებს, არამედ აზიანებს თავად ევროკავშირსაც.
22 მაისი 2026, 11:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა „დიფ სთეითზე“ - აბა სად არის, ოთახში არ იყო, გადავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდაო. დაგვცინის ფაქტობრივად ქართველებს. პარალელურად დასცინის პრეზიდენტ ტრამპს, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს
მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა „დიფ სთეითზე“ - აბა სად არის, ოთახში არ იყო, გადავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდაო. დაგვცინის ფაქტობრივად ქართველებს. პარალელურად დასცინის ამერიკელებს, პრეზიდენტ ტრამპს, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლიზ ტრასს, რომელიც ასევე საუბრობდა „დიფ სთეითზე“ ბრიტანეთში, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
22 მაისი 2026, 11:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი კოპენჰაგენში აქციის დარბევაზე: ჩნდება აღქმა, რომ ბრიუსელისთვის მისაღებია, როდესაც ხდება მშვიდობიანი მიტინგის ხელკეტებით დარბევა და ადამიანებისთვის ძაღლების მიქსევა. სამწუხაროა, რომ საქართველოში მყოფმა ვერც ერთმა ელჩმა ვერ გაბედა ერთი სიტყვა ეთქვა
ეს აჩენს აღქმას, რომ ბრიუსელისთვის მისაღებია, როდესაც ხდება მშვიდობიანი მიტინგის ხელკეტებით დარბევა და ადამიანებისთვის ძაღლების მიქსევა. ის კადრები, რაც ჩვენ ვიხილეთ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანურ მოპყრობასთან. ის, რომ ამაზე რეაგირების ნაცვლად გვესმის ცინიკური განცხადებები დანიის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ დიალოგი ვერ შედგა და ამისთვის ძაღლები უნდა მიექსიათ ადამიანებისთვის და ხელკეტებით შემდგარიყვნენ, ეს რა თქმა უნდა არ არის დამაკმაყოფილებელი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კოპენჰანგენში აქციის დარბევასთან დაკავშირებით.
22 მაისი 2026, 11:20
საზოგადოება
GCCA-მა ონლაინ მაღაზია „ხეირი ნახეს“, 22 მომხმარებლის განცხადების განხილვის საფუძველზე, უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაუდგინა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ი/მ ნიკლოზ ჩახაიას („ხეირი ნახე“), 22 მომხმარებლის განცხადების განხილვის საფუძველზე, უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაუდგინა. საქმის წარმოებაში ჩართული მომხმარებლების განცხადებებში დაფიქსირებული გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრე სისტემატურად არღვევდა მომხმარებლების მიერ შეძენილი საქონლის მიწოდების ვადებს, ხოლო შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნებას არაგონივრული ვადით აგვიანებდა.
22 მაისი 2026, 11:16
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე: ბიძინა ივანიშვილმა დადასტურებულად 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება განახორციელა თავის სამშობლოში, ხაზარაძემ ჩააგდო ანაკლიის პროექტი და ქართველ ხალხს სთხოვდა 1,5 მილიარდ დოლარს - ხალხს ახსოვს „თიბისი ბანკის ჩართულობა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ბიზნესის ტერორში. ახლა საქართველოში ნაშოვნ დიდძალ ფინანსებს მამუკა ხარჯავს სხვა ქვეყანაში
რამოდენა აჟიოტაჟი ატეხეს, თანაც პოზიტიური, ხაზარაძის მიერ ბრიუსელში ისტორიული შენობის და ვითომდა ქართული მულტიფუნქციური ცენტრის გახსნის გამო. არადა, მეუბნებიან რესტორანი იქნებაო. დაველოდოთ. გაირკვევა, - წერს ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში.
22 მაისი 2026, 11:02
სამართალი
პროკურატურამ საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთ პირის ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
22 მაისი 2026, 10:53
მსოფლიო
ტეხასში ქალი დააკავეს Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომლითაც ქალაქში წყლის ხარისხს აკრიტიკებდა და ამტკიცებდა, რომ წყლის მოხმარების შემდეგ ტრინიდადის მცხოვრებლები საავადმყოფოში გადაიყვანეს
აშშ-ის შტატ ტეხასში მცხოვრები ქალი, ჯენიფერ კომბსი დააკავეს Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, რომელშიც აცხადებდა, რომ ქალაქ ტრინიდადში წყლის მოხმარების შემდეგ მცხოვრებლები საავადმყოფოში მოათავსეს.
22 მაისი 2026, 10:50
რეგიონი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს - რობერტო კლაუდიო სორმანის შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს - რობერტო კლაუდიო სორმანის შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
22 მაისი 2026, 10:47
რეგიონი
მდინარე ხობისწყალზე ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ხობის მუნიციპალიტეტში, ქარიატას ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ხობისწყალზე, სოფლების - გაღმა და გამოღმა ქარიატას დამაკავშირებელი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დაასრულა.
22 მაისი 2026, 10:43
პოლიტიკა
მაია ორჯონიკიძე გრიგოლიასა და მიშველაძის მიერ ირმა ინაშვილისთვის დაბადების დღის მილოცვაზე: აი ასეთი იდეური, პრინციპული და არაორტ**კა ოპო ჟურნალისტიკა გვაქვს
აი ასეთი იდეური, პრინციპული და არაორტ**კა ოპო ჟურნალისტიკა გვაქვს, - ამ სიტყვებით ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, მაია ორჯონიკიძე ჟურნალისტების ინგა გრიგოლიასა და ეკატერინე მიშველაძის მიერ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერისთვის, ირმა ინაშვილისთვის, სოციალურ ქსელში დაბადების დღის მილოცვის ფაქტს.
22 მაისი 2026, 10:29
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტი ტრამპს პოლონეთში 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილების გამო მადლობას უხდის
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს პოლონეთში 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა.
22 მაისი 2026, 10:24
რეგიონი
მესტიის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერსა და სოფელ ყარსგურში საჯარო სკოლების მშენებლობას ასრულებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.


