imedi /  18 აპრილი 2017, 13:26 / სანდო წყარო

მკვლელობის საქმეზე ბრალდებული პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს

თბილისის საქალაქო სასამართლო

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი იკითხება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე. როგორც განსასჯელმა განაცხადა, დაკავების შემდეგ აღიარებითი ჩვენება პოლიციაში წამების შედეგად გამოსძალეს. მისი თქმით, თანამზრახველად იძულებით დაასახელებინეს ნიკოლოზ პრაზნიკი, რომელსაც ალიბი აღმოაჩნდა. დანაშაულის ჩადენის დროს ის მეტროსადგურში იმყოფებოდა.

ხაბეიშვილმა დაკავების დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავლაბრის მეტროდან დიღმის პოლიციამდე ცემით წაიყვანეს და აიძულებდნენ მკვლელობა ეღიარებინა. ადვოკატის განმარტებით, პროკურატურას ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები აქვს, რაც ხაბელაშვილის დანაშაულს გამორიცხავს. პროკურორის განმარტებით კი, მოწმეების ჩვენებებით და ექსპერტიზებით, დანაშაულის ჩადენა ხაბელაშვილის მიერ უტყუარად დასტურდება.

ნონა რომანაძე და მისი 3 წლის შვილი მარიამ მამფორია 2016 წლის 22 თებერვალს ფონიჭალაში საკუთარ სახლში მოკლეს. კვალის დაფარვის მიზნით კი სახლში ხანძარი გააჩინეს. ხაბელაშვილი 25 ივლისს დააკავეს. მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები იხილავენ.

კომენტარები ()