დეკანოზ მამალაძის ადვოკატები პრემიერმინისტრისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
ზვიად გუბელაძე
მიხეილ რამიშვილი
ფოტო: ბელა ზაქაიძე
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები პრემიერმინისტრისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. ისინი გიორგი კვირიკაშვილს დეკანოზის დაკავების პირველივე დღეებში გაკეთებული საჯარო განცხადების გამო ბრალდებულის პატივის და ღირსების შელახვაში ადანაშაულებენ. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, რომელშიც პრემიერმინისტრის გარდა კიდევ 5 მაღალჩინოსანს ადანაშაულებენ პატივის და ღირსების შელახვაში. ბოდიშის მოხდას ითხოვენ საპატრიარქოს იურისტისგან, ედიშერ ქარჩავასგანაც დეკანოზის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების, მათ შორის 50 მილიონთან დაკავშირებიული განცხადების გამო. საქალაქო სასამართლომ სარჩელის განხილვაზე ადვოკატებს უარი უთხრა, რის შემდეგაც იურისტებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.
ბრალდებული დეკანოზის პროცესზე ამ წუთებში ბრალდების მოწმეები იკითხებიან. პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, დაიკითხება მოწმე, ვისაც გიორგი მამალაძე გველის შხამის შეძენაში დახმარებას სთხოვდა. დაკითხავენ ასევე დეკანოზის მძღოლს და მეგობარს. დღესვე ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია დაიკითხება დეკანოზის საქმეზე მის Facebook სტატუსთან დაკავშირებით. როგორც გამზარდიამ განაცხადა, დეკანოზის დაკავებამდე 2 დღით ადრე სოციალურ ქსელში დაწერა სტატუსი, სადაც ამბობდა, რომ პატრიარქის მკვლელობა მზადდებოდა. მოწმის თქმით, მისი სტატუსი მისსავე მოსაზრებას ეყრდნობოდა და არა რაიმე ფაქტობრივ მასალებს. გამზარდიას განცხადებით, მან გამოძიებას ჩვენება მისცა და იმავეს დაადასტურებს სასამართლოშიც. "ანალიტიკოსი ვარ და ანალიზს რაღაც ფაქტებიდან და მოსაზრებებიდან გამომდინარე ვაკეთებ. ჩემს მოსაზრებას ეყრდნობოდა სტატუსიც, რის ირგვლივაც დავიკითხები", - განაცხადა გამზარდიამ.
დღევანდელ პროცესზე სულ ბრალდების 10-მდე მოწმე დაიკითხება.
დეკანოზის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 19 მაისს დაიწყო. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყველა სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდება, რასაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზოციური პარტიები აპროტესტებენ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.
არჩილ გამზარდია
ყველა სიახლე
28 ივლისი 2026, 11:01
ტაბლოიდი
ბრიტანეთის ახალი პრემიერი თავის ძაღლს დაუნინგ-სტრიტზე კატა ლარის გამო არ გადაიყვანს 🐱
„არ მგონია, ქვეყანას ჩემთვის მადლობა გადაეხადა, ექსელი აქ რომ მომეყვანა და ლარის ჩვეული მშვიდობა დარღვეულიყო“, - აღნიშნა ბერნემმა.
28 ივლისი 2026, 10:53
საზოგადოება
დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300-მდე ოჯახს საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის
იმ ოჯახების სია, რომელთა განსახლების თაობაზე დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ და სააგენტოს წარუდგინონ.
28 ივლისი 2026, 10:51
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ ანკარაში ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (Middle East Technical University – METU) მოქმედ პრეზიდენტ ენდერ ჯიეროღლუს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
28 ივლისი 2026, 10:48
ტექნოლოგიები
WSJ: ChatGPT ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის ეტაპობრივ ინსტრუქციებს იძლეოდა
2026 წლის დასაწყისში მომხმარებლები ჩატბოტისგან ვირუსების მოდიფიკაციის, ტოქსიკური ნივთიერებების შექმნისა და პათოგენების გავრცელების გზების გარკვევას ცდილობდნენ. ზოგ შემთხვევაში ხელოვნურმა ინტელექტმა მათ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. ენობრივი მოდელი მომხმარებლებს ეტაპობრივ სახელმძღვანელოებს აძლევდა. OpenAI-ის თანამშრომლებმა გამოცემას განუცხადეს, რომ პასუხები იმდენად მარტივ განმარტებებს შეიცავდა, რომ ისინი სკოლის მოსწავლეებისთვისაც კი გასაგები იყო. ექსპერტებმა მიღებულ მონაცემებს „სახიფათოდ ზუსტი“ უწოდეს.
28 ივლისი 2026, 10:45
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და უკვე განხორციელებული პროექტები დაათვალიერა.
28 ივლისი 2026, 10:45
მსოფლიო
ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
28 ივლისი 2026, 10:40
ჯანდაცვა
საქართველო ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარების ეტაპზეა
საქართველო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის პროცესის ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 10:40
ტექნოლოგიები
კვლევა: სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება, თუმცა ადამიანები ბოლო წლებს დაავადებებთან ბრძოლაში ატარებენ
„მოსახლეობის უმრავლესობა ახლა ათწლეულს ან მეტს ჯანმრთელობის ცუდ მდგომარეობაში ატარებს“, - განმარტა დოქტორმა ნგმა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ მეტი წელი იხარჯება ქრონიკული დაავადებების მართვაზე, როგორებიცაა წელის ტკივილი, სმენის დაქვეითება, ნევროლოგიური დარღვევები და დიაბეტი.
28 ივლისი 2026, 10:38
რეგიონი
საქართველოდან 160 ტონა პოლიქლორირებული ბიფენილების (პქბ) შემცველი სახიფათო ნარჩენი საბოლოო განადგურებისთვის ევროპაში გადაიგზავნა
პროექტის „პოლიქლორირებული ბიფენილებისაგან (პქბ) თავისუფალი ელექტრომომარაგება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, დაახლოებით 160 ტონა სახიფათო ნარჩენი უსაფრთხოდ შეიფუთა, დოკუმენტირდა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა ევროპაში ტრანსპორტირებისთვის, სადაც მისი საბოლოო განადგურება ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებით განხორციელდება.
28 ივლისი 2026, 10:32
მსოფლიო
Financial Times: ევროკავშირის სანქციებში შეტანილი გამონაკლისით ფრანგული TotalEnergies რუსული გაზის აზიაში გაყიდვას გააგრძელებს
ფრანგულ კომპანია TotalEnergies შესაძლებლობა ექნება ციმბირში მდებარე თავისი მთავარი პროექტიდან წარმოებული გათხევადებული ბუნებრივი აირი აზიის ბაზრებზე კვლავ გაყიდოს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ევროპულ კომპანიებს რუსული გაზის ბლოკის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტირების გაგრძელების უფლება მისცა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 10:05
მსოფლიო
Financial Times: ირანის სარაკეტო შესაძლებლობების მდგრადობა აშშ-ის ძალებისთვის ახალ გამოწვევად იქცა
Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-ისა და ისრაელის მიერ თებერვლის ბოლოს ირანზე ერთობლივი შეტევის დაწყებიდან მალევე, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ირანის შეტევითი სარაკეტო შესაძლებლობებისა და რაკეტების წარმოების განადგურება იყო.
28 ივლისი 2026, 09:53
მსოფლიო
იტალიელმა მამაკაცმა ყალბი ამფითეატრი ააშენა და 20 წლის განმავლობაში ექსკურსიებს ატარებდა - მას პატიმრობა ემუქრება
იტალიელმა მამაკაცმა ყალბი ამფითეატრი ააშენა და 20 წლის განმავლობაში ექსკურსიებს ატარებდა. ახლა მას პატიმრობა ემუქრება. ის 2 ათწლეული ატყუებდა ტურისტებს, რომ 2005 წელს, მეწყრის შემდეგ, ვიჩენცის პროვინციაში ე.წ. ბერიკოს ზღვის ამფითეატრი აღმოაჩინა. სარეკლამო ბუკლეტებში კი ეწერა, რომ ამფითეატრი ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში იყო აგებული. ისტორიული ძეგლის დათვალიერებას ტურისტებს 40 ევროდ სთავაზობდნენ.
28 ივლისი 2026, 09:49
მსოფლიო
ევროპარლამენტში ერთ-ერთ ოთახს წმინდა ბენედიქტეს სახელი მიენიჭება
სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ერთ-ერთ ოთახს წმინდა ბენედიქტეს სახელი მიენიჭება. მისი ოფიციალური გახსნა ევროპარლამენტის მომდევნო პლენარულ სესიაზე, სექტემბერში ან ოქტომბერში იგეგმება.
28 ივლისი 2026, 09:43
მსოფლიო
უკრაინული მედია: ყოფილ უკრაინელ დიპლომატს დონორების მიერ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის მხარდასაჭერად გადარიცხული 1.28 მილიონი დოლარის მითვისების საქმეზე ბრალი წაუყენეს
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენეს უკრაინის მხარდასაჭერად უცხოელი დონორების მიერ გადარიცხული 37 მილიონი გრივნის (1.28 მილიონი დოლარი) მითვისებაში. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 09:42
მსოფლიო
ტყის ხანძრების გავრცელების შესაჩერებლად საფრანგეთის ხელისუფლებამ სტიქიის ზონის გარკვეულ ტერიტორიებზე ხეებისა და ბუჩქების მოჭრა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების შექმნა დაიწყო
ტყის ხანძრების გავრცელების შესაჩერებლად საფრანგეთის ხელისუფლებამ სტიქიის ზონის გარკვეულ ტერიტორიებზე ხეებისა და ბუჩქების მოჭრა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების შექმნა დაიწყო. ცეცხლი ამ დროისთვის ბორდოსთან ახლოს მძვინვარებს და ვენახებსა და ღვინის წარმოებს ემუქრება.
28 ივლისი 2026, 09:37
მსოფლიო
კანადის ქალაქ ტორონტოში, შეერთებული შტატების საელჩოსთან სროლა იყო
კანადის ქალაქ ტორონტოში, შეერთებული შტატების საელჩოსთან სროლა იყო. პოლიციის ცნობით, ინციდენტისას არავინ დაშავებულა. სამართალდამცველები იმასაც აღნიშნავენ, რომ შემთხვევის დროს საელჩოსთან ახლოს საეჭვო თეთრი სედანი შეამჩნიეს, რომელსაც სანომრე ნიშნები არ ჰქონდა. მან მიმალვა შეძლო. გასროლილი ჰილზა კი საელჩოს ფასადზე აღმოაჩინეს. შენობის მიმდებარე ტერიტორია ალყაში მოაქციეს.
28 ივლისი 2026, 09:32
მსოფლიო
„ჩვენ 100 პროცენტით უკრაინის გვერდით ვდგავართ “ - ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოს ეწვია
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურმა უკრაინის პრეზიდენტს პორტსმუთის საზღვაო ბაზაზე უმასპინძლა, სადაც, ბრიტანეთის ხელმძღვანელობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა სწავლება მიმდინარეობს.
28 ივლისი 2026, 09:29
მსოფლიო
Associated Press: აშშ და საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
აშშ-ის დიპლომატებმა ორშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა დროებით დატოვეს, როდესაც სიტყვით საფრანგეთის წარმომადგენელი გამოდიოდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 09:23
მსოფლიო
იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს
იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ ნედლი ნავთობის მიწოდებისა და ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურას დაარტყა, რომლითაც საუდის არაბეთი წითელი ზღვის ნავთობის საექსპორტო ცენტრ იანბუს უკავშირდება.
28 ივლისი 2026, 09:19
პოლიტიკა
მათიკაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: ევროკავშირის საბჭოთა კავშირად გარდაქმნის პროცესი დაჩქარდა
ევროკავშირის საბჭოთა კავშირად გარდაქმნის პროცესი დაჩქარდა, - აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.


