imedi /  10 აგვისტო 2017, 12:26 / სანდო წყარო

დეკანოზის ადვოკატების მოთხოვნა პატიმრობის შეცვლის შესახებ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

პაატა მეხრიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ადვოკატებმა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა დააყენეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახაზინო ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დეკანოზი პატიმრობაში დატოვა. ამ წუთებში სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული. შესვენების შემდეგ ბრალდებამ დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათ დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად დრო მოითხოვეს და სიტყვას 1 სექტემბერს წარმოთქვამენ. ამის შემდეგ ბრალდებული წარდგება სასამართლოს წინასე საბოლოო სიტყვით, შემდეგ კი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი განაჩენის გამოსაცხადებლად სათათბიროდ გავა.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

კომენტარები ()