imedi /  13 აგვისტო 2017, 16:12 / სანდო წყარო

მესტიის მთაზე ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო უბნის მესტიის სატყეოს მე-13 კვარტალში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

სააგენტოს ცნობით, დაახლოებით 2ჰა ტყის მასივში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, რის მიზეზადაც მაღალი ტემპერატურა და, სავარაუდოდ, მოსახლეობის დაუდევრობა სახელდება.

ამ დროისთვის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსხურის თანამშრომლები, მობილიზებულია სახანძრო ტექნიკა. რთული რელიეფური და გეოგრაფიული მდებარეობის გამო ხანძრის სრულად ჩაქრობა ჯერ ვერ ხერხდება.

კომენტარები ()