25 სექტემბერი 2026, 10:10 / სანდო წყარო

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებულმა დაზარალებულს საერთო ბიზნესსაქმიანობის დაწყების მიზნით, შესთავაზა სამშენებლო კომპანიის შესყიდვა მიწის ნაკვეთით, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის შეთანხმებული პროექტითა და ნებართვით. ასევე, მან დაზარალებული დაარწმუნა, რომ კავშირების გამოყენებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის შეძენაში დაეხმარებოდა.

დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 350 000 ლარს. პოლიციამ მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2026, 11:18

საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: წყლის მიწოდება დღეს ღამით, 26 სექტემბერს, 03:00 საათზე შეწყდება. წყალმომარაგების შეზღუდვა 27 სექტემბრის 15:00 საათამდე, ჯამში 36 საათის განმავლობაში გაგრძელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: წყლის მიწოდება დღეს ღამით, 26 სექტემბერს, 03:00 საათზე შეწყდება. წყალმომარაგების შეზღუდვა 27 სექტემბრის 15:00 საათამდე, ჯამში 36 საათის განმავლობაში გაგრძელდება

25 სექტემბერი 2026, 11:14

სამართალი

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში „Phoenix Express 2026“ მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა ტუნისში გამართულ მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში „Phoenix Express 2026“ მიიღეს მონაწილეობა. სწავლება ევროპასა და აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სარდლობის მიერ იყო ორგანიზებული.

25 სექტემბერი 2026, 11:10

ეკონომიკა

2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 555.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 555.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი აგვისტოს მდგომარეობით 8.14 მლრდ აშშ დოლარს აღწევს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

25 სექტემბერი 2026, 11:07

რეგიონი

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე დარიალის ხეობაში უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოძრაობა აკრძალულია

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, დარიალის ხეობაში, ძლიერი წვიმის შედეგად ჩაირთო დევდორაკის გამაფრთხილებელი სენსორი, ხეობაში 6 საათსა და 30 წუთზე გამოცხადდა ევაკუაცია.

25 სექტემბერი 2026, 11:06

საზოგადოება

სიონის საკათედრო ტაძარში ნოდარ დუმბაძის მეუღლის, ნანული გუგუნავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს - გარდაცვლილის ხსოვნას ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად მიაგო პატივი

ნოდარ დუმბაძის მეუღლის, ნანული გუგუნავას სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს, საიდანც 14:00 საათზე გამოასვენებენ და დღეს დაკრძალავენ.

25 სექტემბერი 2026, 11:06

საზოგადოება

2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის კომისიამ 10 გამორჩეული პედაგოგი გამოავლინა

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ყოველწლიურად მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია იმართება. წელს ღონისძიება ქალაქ ქუთაისში ჩატარდება.

25 სექტემბერი 2026, 11:02

სამართალი

გურიის პოლიციამ მკვლელობის მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ხოლო „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

25 სექტემბერი 2026, 10:58

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ირაკლი კობახიძემ გაეროს წინაშე იმ სახელმწიფოს პოზიციიდან ისაუბრა, რომელიც მსოფლიოს საკუთარ როლს ახალ რეგიონულ არქიტექტურაში სთავაზობს - ეს კი ცენტრალური როლია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას.

ნანა კაკაბაძე

25 სექტემბერი 2026, 10:50

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: დღეს რეალურად შექმნილმა გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ შეიძლება თავისი შედეგი გამოიღოს, უცხოეთში ვიზიტების დროს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ღირსეული გამოსვლებიც გავითვალისწინოთ და ფრთხილი ოპტიმიზმით ვივარაუდოთ, რომ დღეს კომუნისტურ „ცეკად“ გადაქცეული დასავლური წამყვანი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ისევ დაუბრუნდეს დიალოგზე, ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორუფლებიანობაზე და ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებულ იმ პოზიციებს, რისთვისაც თავის დროზე შეიქმნა ევროგაერთიანება

დღეს რეალურად შექმნილმა გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ შეიძლება თავისი შედეგი გამოიღოს, უცხოეთში ვიზიტების დროს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ღირსეული გამოსვლებიც გავითვალისწინოთ და ფრთხილი ოპტიმიზმით ვივარაუდოთ, რომ დღეს კომუნისტურ „ცეკად“ გადაქცეული დასავლური წამყვანი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ისევ დაუბრუნდეს დიალოგზე, ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორუფლებიანობაზე და ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებულ იმ პოზიციებს, რისთვისაც თავის დროზე შეიქმნა ევროგაერთიანება, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.

25 სექტემბერი 2026, 10:50

მსოფლიო

Reuters: აშშ და ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნასა და ბლოკადის ეტაპობრივ მოხსნაზე მსჯელობენ

აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები ნიუ-იორკში ომის დასრულების გზებზე მსჯელობენ. მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილება ეტაპობრივი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც თეირანი ჰორმუზის სრუტეს გახსნის, ხოლო ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ ბლოკადას მოხსნის, იუწყება Reuters-ი.

25 სექტემბერი 2026, 10:38

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია 3 000 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი. ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 19 200 ლარს შეადგენს.

25 სექტემბერი 2026, 10:36

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

25 სექტემბერი 2026, 10:36

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

25 სექტემბერი 2026, 10:32

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე ბიოუსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე კომპანია Perimeter-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ბიოუსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მიმართულებით მომუშავე კომპანია Perimeter-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ენდი ბერნემი

25 სექტემბერი 2026, 10:29

მსოფლიო

The Telegraph: მრჩევლები ენდი ბერნემს ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ უბიძგებენ

დაუნინგ სთრითის მრჩევლები მომავალ წელს დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ემხრობიან. ინფორმაციას The Telegraph-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

25 სექტემბერი 2026, 10:10

სამართალი

სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

25 სექტემბერი 2026, 10:08

კულტურა

ლევილში ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა

ლევილის ქართველთა მამულში მმართველი საბჭოს გაფართოებულ სხდომას საქართველოს კულტურის მინისტრი და მმართველი საბჭოს თავმჯდომარე მაია ბითაძე ხელმძღვანელობდა.

25 სექტემბერი 2026, 10:00

თავდაცვა

ლისის ტბასთან დაჭრილი მებრძოლების მხარდასაჭერად ყოველწლიური საქველმოქმედო მარათონი გაიმართა

მარათონში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, მოქმედმა და დაჭრილმა სამხედროებმა, ასევე უწყების სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს. მარათონის დისტანციები (21კმ, 7კმ და 3კმ) დაფარეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.

25 სექტემბერი 2026, 09:55

რეგიონი

კახეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

სოფელ ომალოს მიმდებარედ, ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა და დაასაწყობა 28 ცალი წიფლის სახეობის სამასალე მერქანი საერთო მოცულობით 12 კუბური მეტრი. ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქნის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილი.