ლევილში ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა
ფოტო: კულტურის სამინისტრო
ლევილის ქართველთა მამულში მმართველი საბჭოს გაფართოებულ სხდომას საქართველოს კულტურის მინისტრი და მმართველი საბჭოს თავმჯდომარე მაია ბითაძე ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე განხილული იყო ლევილის მამულის რეაბილიტაციის, მართვის, განვითარების და სამომავლო საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხები.
მმართველი საბჭო წარმოადგენს სათათბირო ორგანოს, რომლის მიზანია ლევილის მამულის განვითარებასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა.
სხდომის გახსნისას, მაია ბითაძემ ხაზი გაუსვა მმართველი საბჭოს მნიშვნელობას ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის შემდეგ მისი ეფექტიანი მართვისა და განვითარების პროცესში.
„ლევილის მამული არის განსაკუთრებული ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის ადგილი. შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ მისი რეაბილიტაციით არ სრულდება. მნიშვნელოვანია, რომ მმართველი საბჭოს ფარგლებში ჩამოვაყალიბოთ მამულის ფუნქციონირების მკაფიო ხედვა და უზრუნველვყოთ მისი მდგრადი განვითარება.
დღეს ჩვენ სწორედ ამ პროცესის მნიშვნელოვან ეტაპზე ვიმყოფებით. საბჭოს წევრებთან ერთად განვიხილეთ უკვე განხორციელებული სამუშაოები, არსებული მდგომარეობა და ის საკითხები, რომლებიც ლევილის მამულის მომავალ ფუნქციონირებას უკავშირდება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
სხდომაზე წარმოდგენილი იყო ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია. პროექტის ფრანგმა იურისტმა ალექსანდრე დიელმა სანოტარო აქტით განსაზღვრული სახელმწიფო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით სამართლებრივი შეფასება წარმოადგინა.
მმართველი საბჭოს წევრებმა დაათვალიერეს მამულის ტერიტორია და განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
საბჭოს წევრებმა, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის სანოტარო აქტის ხელმომწერი ოჯახების წარმომადგენლებმა, ირენ ციციშვილმა და ტიერი ბერიშვილმა, ასევე საბჭოს წევრმა, სამსონ ფირცხალავას ოჯახის შთამომავალმა და წარმომადგენელმა გიორგი რურუამ სხდომაზე მამულის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მოსაზრებები და გარკვეული მიმართულებით საკუთარი რეკომენდაციები გამოთქვეს.
ლევილის მამულის მმართველი საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: მაია ბითაძე – კულტურის მინისტრი, მმართველი საბჭოს თავმჯდომარე; მიხეილ კიკნაძე – კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე; გიორგი კაკაურიძე – ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; ნინო ენუქიძე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე; ირაკლი შენგელია – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე; ირენ ციციშვილი – ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის სანოტარო აქტის ხელმომწერი ოჯახების წარმომადგენელი; ტიერი ბერიშვილი – ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის სანოტარო აქტის ხელმომწერი ოჯახების წარმომადგენელი; ასინეთ კალატოზიშვილი – საფრანგეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელი; შორენა ციცაგი – კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი; გიორგი რურუა – სამსონ ფირცხალავას ოჯახის შთამომავალი/წარმომადგენელი; მარიამ გორდაძე – მმართველი საბჭოს მდივანი.
სხდომას ასევე ესწრებოდნენ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იუნესკოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ყურაშვილი და ლევილ-სიურ-ორჟის მერი ერიკ ბრევი.
26 სექტემბერს ლევილის ქართველთა მამულში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება საზეიმოდ აღინიშნება.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
ყველა სიახლე
25 სექტემბერი 2026, 10:58
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ირაკლი კობახიძემ გაეროს წინაშე იმ სახელმწიფოს პოზიციიდან ისაუბრა, რომელიც მსოფლიოს საკუთარ როლს ახალ რეგიონულ არქიტექტურაში სთავაზობს - ეს კი ცენტრალური როლია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას.
25 სექტემბერი 2026, 10:50
მსოფლიო
Reuters: აშშ და ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნასა და ბლოკადის ეტაპობრივ მოხსნაზე მსჯელობენ
აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები ნიუ-იორკში ომის დასრულების გზებზე მსჯელობენ. მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილება ეტაპობრივი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც თეირანი ჰორმუზის სრუტეს გახსნის, ხოლო ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ ბლოკადას მოხსნის, იუწყება Reuters-ი.
25 სექტემბერი 2026, 10:50
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: დღეს რეალურად შექმნილმა გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ შეიძლება თავისი შედეგი გამოიღოს, უცხოეთში ვიზიტების დროს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ღირსეული გამოსვლებიც გავითვალისწინოთ და ფრთხილი ოპტიმიზმით ვივარაუდოთ, რომ დღეს კომუნისტურ „ცეკად“ გადაქცეული დასავლური წამყვანი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ისევ დაუბრუნდეს დიალოგზე, ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორუფლებიანობაზე და ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებულ იმ პოზიციებს, რისთვისაც თავის დროზე შეიქმნა ევროგაერთიანება
დღეს რეალურად შექმნილმა გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ შეიძლება თავისი შედეგი გამოიღოს, უცხოეთში ვიზიტების დროს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ღირსეული გამოსვლებიც გავითვალისწინოთ და ფრთხილი ოპტიმიზმით ვივარაუდოთ, რომ დღეს კომუნისტურ „ცეკად“ გადაქცეული დასავლური წამყვანი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ისევ დაუბრუნდეს დიალოგზე, ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორუფლებიანობაზე და ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებულ იმ პოზიციებს, რისთვისაც თავის დროზე შეიქმნა ევროგაერთიანება, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.
25 სექტემბერი 2026, 10:38
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავა
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია 3 000 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი. ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 19 200 ლარს შეადგენს.
25 სექტემბერი 2026, 10:36
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
25 სექტემბერი 2026, 10:36
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
25 სექტემბერი 2026, 10:32
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე ბიოუსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე კომპანია Perimeter-ის წარმომადგენლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ბიოუსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მიმართულებით მომუშავე კომპანია Perimeter-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
25 სექტემბერი 2026, 10:29
მსოფლიო
The Telegraph: მრჩევლები ენდი ბერნემს ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ უბიძგებენ
დაუნინგ სთრითის მრჩევლები მომავალ წელს დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ემხრობიან. ინფორმაციას The Telegraph-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
25 სექტემბერი 2026, 10:10
სამართალი
სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
25 სექტემბერი 2026, 10:10
სამართალი
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
25 სექტემბერი 2026, 10:00
თავდაცვა
ლისის ტბასთან დაჭრილი მებრძოლების მხარდასაჭერად ყოველწლიური საქველმოქმედო მარათონი გაიმართა
მარათონში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, მოქმედმა და დაჭრილმა სამხედროებმა, ასევე უწყების სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს. მარათონის დისტანციები (21კმ, 7კმ და 3კმ) დაფარეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.
25 სექტემბერი 2026, 09:55
რეგიონი
კახეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
სოფელ ომალოს მიმდებარედ, ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა და დაასაწყობა 28 ცალი წიფლის სახეობის სამასალე მერქანი საერთო მოცულობით 12 კუბური მეტრი. ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქნის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილი.
25 სექტემბერი 2026, 09:48
პოლიტიკა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა სრულად. ფოტო/ვიდეო
ბატონო პრეზიდენტო, ბატონო გენერალურო მდივანო, თქვენო აღმატებულებავ, პატივცემულო დელეგატებო, საქართველოს მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია ამ ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლა საქართველოს სახელით - ქვეყნისა, რომლის იდენტობაც საუკუნოვანი ისტორიით, გამძლეობით და ცვალებად სამყაროსთან ურთიერთქმედების გზით ყალიბდებოდა. ჩვენ დღეს აქ ვიკრიბებით იმ დროს, როცა საერთაშორისო ვითარება მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის.
25 სექტემბერი 2026, 09:41
მსოფლიო
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო პროცესი განიხილეს
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში ნიუ-იორკში შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან. ინფორმაციას სომხეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
25 სექტემბერი 2026, 09:40
კულტურა
გალერეა „ვერე“-ში სალომე გომელაურის პერსონალური გამოფენა „სამკაული როგორც ხელოვნება“ გაიხსნა
გალერეა ,,ვერე“-ში სალომე გომელაურის პერსონალური გამოფენა ,,სამკაული როგორც ხელოვნება“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ავტორის მიერ ძვირფასი თვლებისგან დამზადებული ექსკლუზიური ნამუშევრები. კოლექციის ინსპირაციას თანამედროვე, დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი წარმოადგენს.
25 სექტემბერი 2026, 09:29
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: ის, რომ ჩვენ და აფხაზებს ერთმანეთი არ გვიყვარს, ფაქტია! არ გვიყვარს მეგობრებო და სიყვარულით ვერ შევცვლით ამ ურთიერთობას
სკანდალური განცხადებების შემდეგ, რომელიც ანტიაფხაზურად შეფასდა, პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ „ჩვენ და აფხაზებს ერთმანეთი არ გვიყვარს“ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს.
25 სექტემბერი 2026, 09:28
მსოფლიო
CNN: რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ნიუ-იორკში უიტკოფსა და კუშნერს შეხვდა
რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი და კრემლის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
25 სექტემბერი 2026, 09:23
რეგიონი
შემოსავლების სამსახური: განხორციელდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია - საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, სგპ „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ განხორციელდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია, რის შედეგადაც მაღალი სიზუსტის სისტემამ ,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
25 სექტემბერი 2026, 09:15
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, მილი მეჯლისის კომიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, მილი მეჯლისის კომიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.


