imedi /  11 აპრილი 2017, 01:15 / დაუდასტურებელი

გერმანიაში 32 წლის ქართველი მოკლეს

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. imedinews-ის ინფორმაციით, წარმოშობით რუსთაველი, 32 წლის კაცი დანით მოკლული იპოვეს. შემთხვევა ქალაქ მანჰაიმში მოხდა.

ამ დროისათვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ფაქტს გერმანიის პოლიცია იძიებს.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოკლულის მეგობრები დააკავეს და დაკითხვაზე ჰყავთ.

კომენტარები ()