ნაპოვნია 300 სტატია
16 მაისი 2017, 14:28
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტი შემაშფოთებელია
პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი უმაღლესი თანამდებიბის პირის ცემის ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს. "გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ინციდენტიდან ოთხი დღის თავზე, საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს კითხვებზე პასუხი", - განაცხადა მიშველაძემ.
16 მაისი 2017, 12:30
პოლიტიკა
ადვოკატები: ლაშა თორდიამ, სავარაუდოდ, თვითდაზიანებები მიიყენა
ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ლაშა თორდიამ დაზიანებები თავად მიიყენა. გაგი მოსიაშვილის განცხადებით, "ელ ცენტროში" თორდიას ფარცხალაძის მისალმება არ მოეწონა და ამან გამოიწვია თორდიას აგრესია. ადვოკატის თქმით, სწორედ ლაშა თორდია იყო კონფლიქტის ინიციატორი. პრესკონფერენციას თავად ფარცხალაძე არ დაესწრო.
16 მაისი 2017, 12:14
პოლიტიკა
ევროპული საქართველო თორდიას ცემის საქმეზე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს
"ევროპული საქართველო" გენერალური აუდიტორის ცემის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. შესამისი ინიციატივა ფრაქციამ საკანონმდებლო ორგანოში გუშინ დაარეგისტრა, დღეს კი ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ.
16 მაისი 2017, 11:39
პოლიტიკა
ვაშაძე: ფარცხალაძე საქართველოს დატოვებას გეგმავს
”სულ რამდენიმე დღე დაჭირდება ალბათ, სანამ დაალაგებს სამართალდამცავ ორგანოებში გარკვეულ სტრატეგიას ამ საქმესთან დაკავშირებით. სწორედ იმ ფარულ კადრებში, რომელშიც ის არის საკუთარ სახლში საავიაციო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, დეტალურად იყო შემუშავებული ქვეყნიდან დატოვების გეგმა”, - განაცხადა ვაშაძემ.
16 მაისი 2017, 11:05
სამართალი
ლაშა თორდიასთან გამომძიებლები მივიდნენ
ლაშა თორდია გამოძიებასთან თანამშრომლობს, თუმცა ფიქრობს, რომ საგამოძიებო უწყება მომხდარი ფაქტის გადაფარვის მიზნით სხვა საკითხებზე აკეთებს აქცენტს. გუშინ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა, ლაშა თორდიამ დაკითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადო.
16 მაისი 2017, 00:05
პოლიტიკა
ოთარ ფარცხალაძე დღეს პრესკონფერენციას მართავს
ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი ადვოკატი გაგი მოსიაშვილი დღეს, 12:00 საათზე, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. ოთარ ფარცხალაძის განცხადებით, აგროვებენ იმ ინფორმაციას, რომელიც გენერალურ აუდიტორთან მომხდარ ინციდენტში ფარცხალაძის უდანაშაულობას ადასტურებს.
15 მაისი 2017, 17:49
სამართალი
ლაშა თორდიას გამოკითხვა ისევ ვერ მოხერხდა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა, ლაშა თორდიამ დაკითხვაზე უარი განაცხადა. თორდიამ დაკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადო. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ლაშა თორდიას საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ მივიდნენ, თუმცა მალევე დატოვეს. მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
15 მაისი 2017, 17:40
სამართალი
ხუციშვილმა ფარცხალაძის სახლში ღამით შსს თანამშრომლების სავარაუდო ყოფნაზე კომენტარი გააკეთა
გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სახლში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ყოფნის შესახებ შსს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, უწყებაში 40 ათასი ადამიანი მუშაობს და "შეიძლება, ვინმე პირადი ურთიერთობების გამო იმყოფებოდა ფარცხალაძესთან სახლში."
15 მაისი 2017, 15:11
სამართალი
ფარცხალაძის ადვოკატები ხვალ მასალებს გაასაჯაროებენ
"ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან. ხვალ გავმართავთ პრესკონფერენციას, ვისაუბრებთ დეტალებზე. ამ ქმედების ინიციატორი არ ყოფილა ოთარ ფარცხალაძე, უფრო პროვოცირებასთან გაქვს საქმე“, - აღნიშნა ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა.
15 მაისი 2017, 14:29
სამართალი
ომბუდსმენი მთავარ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტს შეისწავლის
სახალხო დამცველის აპარატი ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტის შესწავლას საკუთარი ინიციატივით იწყებს. უჩა ნანუაშვილის განმარტებით, ეს საქმე საგამოძიებო უწყებებისთვის ერთგვარი ტესტი იქნება.
15 მაისი 2017, 14:14
პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" თორდია-ფარცხალაძის ინციდენტის ჩანაწერის გასაჯაროებას ითხოვს
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა. "ახლა, როდესაც ვსაუბრობთ, საქართველოს მთავარი პროკურატურა და ძალოვანი უწყებები დანაშაულის დაფარვის ფარტომასშტაბიან ოპერაციას ახორციელებენ. საუბარია დანაშაულზე, რომელიც ოთარ ფარცხალაძემ და მისმა ამალამ 3 დღის წინ ჩაიდინა, როდესაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია სცემეს", - დასძინა ბიბილაშვილმა.
15 მაისი 2017, 12:08
პოლიტიკა
ლაშა თორდია: ფარცხალაძე და პროკურატურა შეთანხმებულად მოქმედებენ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია საავადმყოფოდან გამოწერეს. მისი თქმით, ის გამოძიებასთან თანამშრომლობას გააგრძელებს, თუმცა პროკურატურის მიმართ ნდობა არ მაქვს. ლაშა თორდია ფიქრობს, რომ მოწმეებზე ზეწოლა განხორციელდა.
14 მაისი 2017, 22:40
პოლიტიკა
თორდია ფარცხალაძეს ნარკოტესტის ჩატარებას სთავაზობს
ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს, რომელშიც ფარცხალაძე თორდიაზე წერს: "კონფლიქტის ინიციატორი გახლდათ თავად ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია." თორდია მოუწოდებს ფარცხალაძეს ორივემ ჩაიტაროს ნარკოლოგიური შემოწმება და დადგინდეს "ვინ რისი თრობის ქვეშ იყო პარასკევს".
14 მაისი 2017, 21:30
პოლიტიკა
საგამოძიებო სამსახური ფარცხალაძისთვის მანქანების გამოყოფას უარყოფს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამხახური ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სამინისტროს მანქანების მომსახურებასთან დაკავშირებით მცდარს უწოდებს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში წერია.
14 მაისი 2017, 20:45
პოლიტიკა
ფარცხალაძე: კონფლიქტის ინიციატორი ლაშა თორდია იყო
"როგორც ჩანს, მას გულში აქვს ჩარჩენილი ჩემი გარკვეული ქმედებები სამართალდამცავ უწყებებში ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, რაზეც შესაბამის ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას. ის სიცრუეები კი, რასაც იგი ყვება ტელევიზიების საშუალებით, გავს თავისი ქმედებების სხვისთვის გადაბრალების მცდელობას...", - წერს ფარცხალაძე სპეიცალურ განცხადებაში.
14 მაისი 2017, 20:28
პოლიტიკა
ლაშა თორდია ფარცხალაძის მერიასთან შესაძლო გარიგების დეტალებზე ლაპარაკობს
გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას თქმით, საქმე ეხება ყოფილ მთავარი პროკურორის კუთვნილი კომპანიებისათვის თბილისის მერიიდან მიწის ნაკვეთების გაცვლას. ასევე, ფარცხალაძისათვის აუქციონის გზით მიწის გადაცემასა და მისი კომპანიისათვის სპეციალური პირობების შექმნას. ამ საქმეს აუდიტის სახელმწიფო სამსახური იძიებს.
14 მაისი 2017, 19:23
პოლიტიკა
მდინარაძე თორდიას ცემის ფაქტზე საგამოძიებო კომისიის შექმნას არ გამორიცხავს
"შესაძლებელია ეს საკითხიც დადგეს დღის წესრიგში, ამას ჩვენ ნამდვილად არ გავექცევით, გამომდინარე იქიდან, რომ საუბარია აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
14 მაისი 2017, 15:12
სამართალი
ლაშა თორდიას ჯანმრთელობის გამო, გამოკითხვა გადაიდო
გამოკითხვის შეწყვეტის მიზეზი ლაშა თორდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. კერძოდ, დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა. დაკითხვა სავარაუდოდ ხვალ გაგრძელდება. ლაშა თორდიასთან დღეს, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში პროკურატურის 3 წარმომადგენელი მივიდა.
13 მაისი 2017, 21:24
პოლიტიკა
არასამთავრობოები გენერალურ აუდიტზე თავდასხმის გამო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ
რვა არასამთავრობო ორგანიზაცია გენერალურ აუდიტზე თავდასხმის ფაქტს სპეციალური განცხადებით ეხმიანება და მიიჩნევს, რომ კვალიფიკაცია, რითაც შსს-მ გამოძიება დაიწყო არასწორია. ამიტომაც ისინი პარლამენტს სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებენ.
13 მაისი 2017, 20:20
პოლიტიკა
ლაშა თორდია: ფარცხალაძის გვარი საეჭვო კონტექსტში მერიის შემოწმების დროს აღმოვაჩინეთ
ლაშა თორდია “ქრონიკასთან“ ინტერვიუში ოთარ ფარცხალაძესთან კონფლიქტის მიზეზებს აღწერს. გენერალური აუდიტის თქმით, როდესაც აუდიტის სამსახური მერიის დოკუმენტაციას სწავლობდა, სწორედ იქ აღმოაჩინა ოთარ ფარცხალაძის გვარი საეჭვო კონტექსტში.
13 მაისი 2017, 19:01
პოლიტიკა
ევროპული საქართველო ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს
“ევროპული საქართველო“ Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოკადრებს იმის დასადასტურებლად, თუ როგორ ემსახურება ოთარ ფარცხალაძეს ფინანსური პოლიციის სახელმწიფო დაცვა.
13 მაისი 2017, 17:29
სამართალი
ლაშა თორდია ორშაბათს ფარცხალაძეზე მასალებს გაასაჯაროვებს
გენერალური აუდიტორი, ლაშა თორდია 15 მაისს აუდიტის სამსახურში არსებულ იმ მასალებს გაასაჯაროებს, სადაც სავარაუდოდ, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებს და რომელიც 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება.
13 მაისი 2017, 16:40
სამართალი
ჯგუფური დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, თორდიაზე თავდამსხმელებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ელით
ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე ან ერთიდან სამ წლამდე. თუკი გამოძიებამ ჯგუფური დანაშაული დაადგინა, თავდამსხმელებს ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ელით.
13 მაისი 2017, 15:55
პოლიტიკა
ლაშა თორდია: ოთარ ფარცხალაძე თავს დამესხა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გუშინ, თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ "ელ ცენტროში" თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა თავს. ლაშა თორდია საავადმყოფოშია და გამოკვლევები უტარდება, მას ტვინის შერყევა აქვს.
22 თებერვალი 2017, 14:05
სამართალი
პროკურატურა: ვანო მერაბიშვილი საკნიდან არ გაუყვანიათ
პროკურატურის თანახმად, საქმეზე ჩატარებული ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებით, არ დადასტურდა და გამოირიცხა ივანე მერაბიშვილის 2013 წლის 14 დეკემბერს №9 პენიტენციური დაწესებულებიდან უკანონო გაყვანის ფაქტი, რის გამოც პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყვიტა.
03 თებერვალი 2017, 15:42
პოლიტიკა
რუსთავში საპროტესტო მსვლელობისას ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა
"რუსთავის აზოტიდან" გათავისუფლებულები, პროფკავშირების და "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავის მერიამდე საპროტესტო მსვლელობას მართავენ. მსვლელობის მონაწილეთა და პატრულს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, სამართალდამცველები გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
02 თებერვალი 2017, 15:19
პოლიტიკა
ვიდეო: დაპირისპირება აზოტის ქარხანაში
26 იანვარს, რუსთავის აზოტის ქარხნის თანამშრომლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საწარმოს ახალმა ხელმძღვანელმა 350-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლა. დღეს რუსთავის "აზოტიდან" გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ქარხანასთან მორიგი აქცია მოაწყვეს, ადმინისტრაციის კარი შეამტვრიეს და შენობაში შეიჭრნენ


