შეკეცვა
ENG მთავარი პოლიტიკა ეკონომიკა მსოფლიო ჯანდაცვა საზოგადოება სამართალი თავდაცვა რეგიონი კულტურა სპორტი ტექნოლოგიები ტაბლოიდი
არქივი
თემა ინტერვიუ ინქვიზიცია
არჩევნები 2025 არჩევნები 2018 არჩევნები 2017 საქართველო პოლიტიკა ეკონომიკა მსოფლიო არჩევნები აშშ არჩევნები 2024 LIVE ისრაელი ჯანდაცვა საზოგადოება კომენტარი სამართალი თავდაცვა რეგიონი მოსაზრება კულტურა სპორტი ტექნოლოგიები ტაბლოიდი იმედი CITY ხანძარი ისტორიები
სებ-ის კურსი
2.6963

დოლარის კურსი

2.6963
-0,0002
3.1800

ევროს კურსი

3.1800
+0,0281
Imedinews Facebook Imedinews Twitter Imedinews Youtube
ყველა
  • ყველა
  • არჩევნები 2025
  • არჩევნები 2018
  • არჩევნები 2017
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • არჩევნები აშშ
  • არჩევნები 2024
  • LIVE ისრაელი
  • ჯანდაცვა
  • საზოგადოება
  • კომენტარი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • რეგიონი
  • მოსაზრება
  • კულტურა
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტაბლოიდი
  • იმედი CITY
  • ხანძარი
  • ისტორიები
  • თემა
  • ინტერვიუ
  • ისტორია

დროის მიხედვით

დან
მდე
ძიება

ნაპოვნია 112 სტატია

რაფაელ ნადალი

17 თებერვალი 2021, 17:11

სპორტი

რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა. 2021 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის მეოთხედფინალში ესპანელი ჩოგბურთელი სტეფანოს ციციპასთან ხუთ სეტში, 6:3, 6:2, 6:7, 4:6, 5:7 დამარცხდა. 22 წლის ბერძენი როჯერ ფედერერისა და ფაბიო ფონინის შემდეგ, ისტორიაში მესამე ჩოგბურთელია, რომელმაც ნადალს საწყისი ორი სეტის წაგების შემდეგ მოუგო.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

25 ნოემბერი 2020, 14:33

სპორტი

2020 წელს გამართულ საჩოგბურთო მატჩების ტაი-ბრეიკზე ყველაზე მეტჯერ ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაიმარჯვა

2020 წელს გამართულ საჩოგბურთო მატჩების ტაი-ბრეიკზე ყველაზე მეტჯერ ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაიმარჯვა. მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგბურთელს დაძაბული სეტის შემდეგ, მეტოქეებთან დაპირისპირება 17-ჯერ მოუწია და აქედან 15 ტაი-ბრეიკი თავის სასარგებლოდ დაასრულა, რაც 88,24 პროცენტს შეადგენს.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

21 ნოემბერი 2020, 00:09

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩი ლონდონში წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

სერბმა ჩოგბურთელმა ორ სეტში დაამარცხა ალექსანდრ ზვერევი რომელიც გერმანიას წარმოადგენს და ნახევარფინალში გავიდა, სადაც დომინიკ ტიმს შეხვდება. სერბმა 6-3 მოიგო პირველის სეტი, მეორეში კი ტაი ბრეიკზე 7-4 გაიმარჯვა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

22 ოქტომბერი 2020, 13:46

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩი პარიზის მასტერსზე არ ითამაშებს

ნოვაკ ჯოკოვიჩი პარიზის მასტერსზე არ ითამაშებს. Times Of India-ს ინფორმაციით, 33 წლის სერბ ჩოგბურთელს სურს, რომ მიმდინარე სეზონი მსოფლიოს პირველი ჩოგნის რანგში დაასრულოს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ტურნირი გასულ სეზონში მოიგო, იქ მოპოვებულ ქულებს არ დაკარგავს.

რაფაელ ნადალი

11 ოქტომბერი 2020, 20:46

სპორტი

რაფაელ ნადალმა როლან გაროსის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა

ესპანელმა ტურნირი უკვე მე-13-დ მოიგო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, ეს გამარჯვება ნადალისთვის „დიდი სლემის“ მე-20 ტიტული გახდა, რა მაჩვენებლითაც ის რეკორდსმენ როჯერ ფედერერს გაუტოლა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

10 ოქტომბერი 2020, 10:56

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩი საფრანგეთის ღია პირველობის მეორე ფინალისტია

საფრანგეთის ღია პირველობის მეორე ფინალისტი მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩია. ნახევარფინალურ შეხვედრაში სერბმა ჯოკოვიჩმა ბერძენი სტეფანოს ციციპასის 5 სეტში 6:3, 6:2, 5:7, 4:6, 6:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩს მესამე სეტში მატჩ პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. შეხვედრა 4 საათი გაგრძელდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

22 სექტემბერი 2020, 11:25

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩმა რომის ტურნირი მოიგო

რომში ჩოგბურთის ტურნირი Internazionali BNL d’Italia გაიმართა. ტურნირის მთავარ მატჩში ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და არგენტინელი დიეგო შვარცმანი დაუპირისპირდნენ.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

07 სექტემბერი 2020, 00:42

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩი USA Open-იდან დისკვალიფიცირებულია

სერბმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში თავისი მოწოდება წააგო. გაბრაზებულმა სპორტსმენმა ბურთი კორტის კედლის მიმართულებით მოისროლა, მაგრამ ის შემთხვევით ხაზის მსაჯს კისერში მოხვდა. ქალი კორტზე დაეცა და ხველა დაიწყო. ის მოედნიდან გაიყვანეს.

როჯერ ფედერერი
ნოვაკ ჯოკოვიჩი

31 აგვისტო 2020, 00:51

სპორტი

Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი ჩოგბურთელები დაასახელა

Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი ჩოგბურთელები დაასახელა. როგორც სტატიაშია ნათქვამი ტოპ 10-მა ჩოგბურთელმა ჯამში, მხოლოდ წინა წელს $340 მლნ გამოიმუშავა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

30 აგვისტო 2020, 12:33

სპორტი

ციცინატის მასტერსის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა

ჩოგბურთელმა კარიერაში მასტერსის 35-ე ტიტული მოიგო, რითიც რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა, რომელსაც ასევე მასტერსის 35 ტიტული აქვს მოგებული. 2020 წელს ნოვაკს თამაში არ წაუგია, მან 23 მატჩიდან ყველა მოიგო. ჯოკოვიჩი მომდევნო შეხვედრას ამერიკის ღია პირველობაზე ჩაატარებს, სადაც ბოსნიელ დამირ ძუმჰურს შეხვდება, რომელსაც ცინცინატიში პირველ ეტაპზე სძლია.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

15 აგვისტო 2020, 15:13

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობაზე ითამაშებს

ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობაზე ითამაშებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნიუ-იორკში გასამართ პრესტიჟულ ტურნირზე გამოვა და ასევე მონაწილეობას მიიღებს ცინცინატის მასტერსზე. ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ აქამდე შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, შეერთებულ შტატებში ჩასვლის ეშინოდა, თუმცა ახლად შემუშავებული სამედიცინო პროტოკოლის გაცნობის შემდეგ ის დარწმუნდა, რომ ამერიკის ღია პირველობის მიმდინარეობისას არავის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

18 ივლისი 2020, 17:30

სპორტი

ბოსნიაში ნოვაკ ჯოკოვიჩის სახელობის ოლიმპიური სათხილამურო ცენტრი გაიხსნა

ბოსნიაში მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის სახელობის ოლიმპიური სათხილამურო ცენტრი გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას EssentiallySports-ი ავრცელებს. გახსნის საზეიმო ცერემონიას თავად სერბი სპორტსმენიც ესწრებოდა, რომელიც კორონავირუსისგან სრულად განიკურნა და ახლა ბოსნიაში ოჯახის წევრებთან ერთად ისვენებს. პალეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ კი, სადაც ახლად გახსნილი სათხილამურო ცენტრი მდებარეობს, იქვე ახლოს, ჯოკოვიჩს მფლობელობაში 400 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი გადასცა. ჯოკოვიჩი ATP-ის რეიტინგის ლიდერია და დიდი მუზარადის ტურნირი კარიერაში 17-ჯერ აქვს მოგებული.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

02 ივლისი 2020, 18:49

ჯანდაცვა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა COVID-19 დაამარცხა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კორონავირუსი დაამარცხა. სპორტსმენის და მისი მეუღლის ინფიცირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან 10 დღის შემდეგ ჩოგბურთელის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წყვილის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

23 ივნისი 2020, 16:18

ჯანდაცვა

ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდგინდა

მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ნოვაკ ჯოკოვიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

გრიგორ დიმიტროვი

22 ივნისი 2020, 15:50

ჯანდაცვა

ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ მოწყობილი საგამოფენო ტურნირ Adria Tour-ზე მონაწილე ჩოგბურთელებს კორონავირუსი დაუდგინდათ

მსოფლიოს მე-19 ჩოგანს, ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს, რომელიც ნოვაკთან ერთად თამაშობდა, კორონავირუსი დაუდგინდა. დადებითი პასუხი აჩვენა 33-ე ჩოგანი ხორვატი ბორნა ჩორიჩის ტესტმა, რომელიც აღნიშნულ შეჯიბრში იღებდა მონაწილეობას.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

28 მაისი 2020, 23:04

სამართალი

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს

„ზუსტ დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა საქმეზე ბევრი უცხოელი დაიკითხება, მათ შორის ისინი, ვისთვისაც გარკვეული ფაქტებია ცნობილი. მაგალითად, ამერიკის ღია პირველობაზე, როდესაც ქალბატონი ნეკა ჩავიდა და გარკვეული ინციდენტი მოხდა. მაშინ საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ქალბატონი ნეკა დაცვის თანხლებით გაიყვანეს და აკრედიტაციაც გააუქმეს. სხვა ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპისთვის”, -განაცხადა ირმა ჭკადუამ.

20 აპრილი 2020, 16:52

ჯანდაცვა

ნოვაკ ჯოკოვიჩი კორონავირუსზე აცრის წინააღმდეგია

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი აცხადებს, რომ შეჯიბრებაზე გამოსვლის რისკის ქვეშ დგება, იმ შემთხვევაში, თუ ტურნირებზე მონაწილეობისთივის კორონავირუსზე აცრა სავალდებულო გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია The Guardian-მა ჯოკივიჩის facebok-ზე გასულ ვიდეო ჩართვაზე დაყრდნობით გაავრცელა.

ჟერარდ პიკე

24 მარტი 2020, 00:13

ჯანდაცვა

ჟერარ პიკემ ტუალეტის ქაღალდი ჩოგბურთის ჩოგნით აკენწლა. ვიდეო

„ბარსელონას“ მცველმა ჟერარდ პიკემ, ჩოგბურთელ ანდრეი რუბლევის გამოწვევას #დარჩისახლში უპასუხა და twitter-ზე ვიდეო გაავრცელა, სადაც მან ტუალეტის ქაღალდი ჩოგბურთის ჩოგნით აკენწლა. პიკემ მარკ მარკესი, სესკ ფაბრეგასი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და კარლეს პუიოლი გამოიწვია.

laureus პრემია

18 თებერვალი 2020, 00:22

სპორტი

ლიონელ მესის და ლუის ჰემილტონს Laureus-ის პრემია გადაეცათ

ლიონელ მესი ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც laureus-ის პრემია მიიღო. laureus-ის პრემია 2000 წელს დაარსდა და მისი მფლობელები გახდნენ - ხუთჯერ როჯერ ფედერერი, ოთხჯერ უსაინ ბოლტი და ნოვაკ ჯოკოვიჩი, ორჯერ ტაიგერ ვუდსი და მიხაელ შუმახერი, ხოლო თითოჯერ ლენს არმსტრონგი და სებასტიან ფეტელი.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

02 თებერვალი 2020, 18:23

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მერვედ მოიგო

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. ფინალში ის ავსტრალიელ დომინიკ ტიმს დაუპირისპირდა. მატჩი 3 საათსა და 59 წუთს გაგრძელდა და ანგარიშით 6:4, 4:6, 2:6, 6:3, 6:4 დასრულდა. ამ გამარჯვებით სერბმა „დიდი სლემის“ ამ ტურნირზე საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

ავსტრალიის ღია პირველობა ჩოგბურთი

31 იანვარი 2020, 08:55

სპორტი

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტები ცნობილია

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტები ცნობილია. 2020 წლის პირველი „დიდი სლემის“ ტიტულისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ესპანელი გარბინიე მუგურუსა და ამერიკელი სოფია კენინი დაუპირისპირდებიან. მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა სიაში კენინი მე-15, მუგურუსა კი 32-ე ადგილს იკავებს.

როჯერ ფედერერი

20 იანვარი 2020, 11:50

სპორტი

როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობის რეკორდი დაამყარა

შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობაში 21-ედ მონაწილეობს, რაც ამ ტურნირის რეკორდია. ამ მაჩვენებლით მას ერთი გათამაშებით ავსტრალიელი ლეიტონ ჰიუიტი, სამით კი ფრანგი ფაბრის სანტორო ჩამორჩება. პირველ წრეში 38 წლის ფედერერმა ამერიკელი სტივ ჯონსონი 6:3, 6:2, 6:2 დაამარცხა.

ავსტრალია ხანძარი

16 იანვარი 2020, 08:55

მსოფლიო

ფედერერმა და ნადალმა ავსტრალიაში ხანძრით დაზარალებულებს $172 000 გადაურიცხეს

ლეგენდარულმა ჩოგბურთელებმა რაფაელ ნადალმა და როჯერ ფედერერმა ავსტრალიაში ტყის ხანძრებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების ფონდში 225 ათასი ავსტრალიური დოლარი გადარიცხეს, რაც 172 ამერიკული დოლარის ექვივალენტია.

ჩოგბურთი ჯოკოვიჩი

13 იანვარი 2020, 10:56

სპორტი

ATP Cup-ის 2020 წლის ტურნირში სერბეთის ნაკრებმა გაიმარჯვა

გადამწყვეტი გამოდგა შეხვედრა წყვილთა შორის, სადაც ჯოკოვიჩისა და ტროიცკის დუეტმა კარენო ბუსტასა და ლოპესს ორ სეტში, 6:3, 6:4 აჯობა. სერბების ლიდერმა და მთავარმა ვარსკვლავმა ჯოკოვიჩმა კი მთელი ტურნირი წაუგებლად ჩაატარა. საქართველოს ნაკრებმა სამი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო.

როჯერ ფედერერი

15 ნოემბერი 2019, 11:11

სპორტი

ფედერერმა ჯოკოვიჩს მოუგო

ლონდონში ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე როჯერ ფედერერმა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა. BBC-ის ინფორმაციით, შეხვედრა 1 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა და შვეიცარიელის გამარჯვებით, 6:4, 6:3 დასრულდა. ფედერერი ჯოკოვიჩის დამარცხებას ბოლო 4 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა. წელს ჩოგბურთელები უიმბლდონის ტურნირის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

14 ოქტომბერი 2019, 11:03

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 2 საფეხურით დაწინაურდა

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 2 საფეხურით დაწინაურდა. საუკეთესო ჩოგბურთელთა ახალ რეიტინგში ის 24-ე პოზიციას იკავებს. მისი საუკეთესო შედეგი რეიტინგის მე-16 პოზიცია იყო, რომელზეც ბასილაშვილი პირველად მიმდინარე 27 მაისს აღმოჩნდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

06 ოქტომბერი 2019, 13:38

სპორტი

ტოკიოს ტურნირის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა

ნოვაკ ჯოკოვიჩი ტოკიოს ტურნირის გამარჯვებულია. სერბმა ჩოგბურთელმა ფინალში ჯონ მილმანი დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 10 წუთს გაგრძელდა და ანგარიშით 6:3, 6:2 დასრულდა. 32 წლის ჯოკოვიჩისთვის ეს მიმდინარე სეზონზე მეოთხე, ხოლო კარიერაში 76-ე გამარჯვებაა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

02 ოქტომბერი 2019, 18:14

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP-ის ტოკიოს ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს

ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP-ის ტოკიოს ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს. მსოფლიოს პირველი ჩოგანი მერვედფინალში იაპონელ გო სოედას დაუპირისპირდა. მსოფლიო რეიტინგში 133-ე ადგილზე მყოფი მეტოქის დასამარცხებლად ჯოკოვიჩს 1:36 საათი დასჭირდა. სერბმა 2 სეტში 6:3, 7:5 მოიგო.მსოფლიოს პირველი ჩოგანი წელს მე-12 ტურნირს თამაშობს და მეცხრედ გავიდა მეოთხედფინალურ ეტაპზე.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

30 სექტემბერი 2019, 12:22

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩი ვეტერან სუმოისტებს შეერკინა

ჯოკოვიჩის დებიუტი დოჰიოზე ისეთივე წარმატებული არ აღმოჩნდა როგორც კორტებზე, ჩოგბურთელმა ერთ-ერთი სუმოისტის ადგილიდან დაძვრა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. სუმოისტმა ჩოგბურთელს პოზიციები დაუთმო და დოჰიოდან გადაყვანის შესაძლებლობა მისცა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

02 სექტემბერი 2019, 08:31

სპორტი

ჯოკოვიჩი ტრავმის გამო აშშ-ის ღია პირველობას გამოეთიშა

აშშ-ის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი ტურნირს გამოეთიშა. მეოთხე წრეში შვეიცარიელ სტენ ვავრინკასთან გამართული მატჩში ჯოკოვიჩმა მხრის ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო. ტრავმის მიღებამდე 32 წლის სერბი 4:6, 5:7, 0:2 მარცხდებოდა.

წინა გვერდი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
შემდეგი გვერდი
  • რედაქცია
  • კონტაქტი
© Imedi News
ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას. დახურვა კონფიდენციალურობა

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE