ნაპოვნია 300 სტატია
20 სექტემბერი 2023, 15:19
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებამ გაიაზროს, რა პროცესები მიდის საქართველოში. არის მცდელობა, უნიჭო ქმედებებით გადაიფაროს სუს-ის მიერ 2 დღის წინ გაკეთებული განცხადება მოსალოდნელი არეულობის შესახებ
ყაველაშვილის თქმით, საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რადგან ქართული ოპოზიცია იმართება ქვეყნის გარედან და მოწოდებულია, ქვეყანაში მოახდინოს არეულობა
20 სექტემბერი 2023, 15:05
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გახარია, რამდენიმე პარტია და მედიასაშუალება საქართველოში აწარმოებენ აგენტურულ საქმიანობას, მათი მიზანია, ქვეყანა უკრაინად აქციონ, ამას ვერ ეღირსებიან
„სად იყო ფარცხალაძე, ესენი ამას რომ აკეთებდნენ. ესენი არიან ჯაშუშები. არის დაახლოებით ხუთი პარტია – „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გახარია, რამდენიმე პარტია, არის რამდენიმე ყველაზე მდიდარი „ენჯეო“ და არის რამდენიმე მედიასაშუალება, რომლებიც პირდაპირ აწარმოებენ“
20 სექტემბერი 2023, 15:04
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: პროცედურულად, როდესაც გამჟღავნდება, რომ ერთი ადამიანი არის ერთდროულად ჩვენი და სხვა ქვეყნის მოქალაქე, იუსტიციის სამინისტრო იწყებს შესაბამის მოკვლევას
პროცედურულად, როდესაც გამჟღავნდება, რომ ერთი ადამიანი არის ერთდროულად ჩვენი და სხვა ქვეყნის მოქალაქე იუსტიციის სამინისტრო იწყებს შესაბამის მოკვლევას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
20 სექტემბერი 2023, 14:49
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როდესაც მე მაქვს ინფორმაცია კონკრეტული ადამიანების შესახებ, რომ ისინი იმ დავალებას ემსახურებიან, რომ რამენაირად მეორე ფრონტი გააჩაღონ, რევოლუცია მოაწყონ, ჩემი ვალდებულებაა, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებას მივაწოდო
როდესაც მე მაქვს ინფორმაცია კონკრეტული ადამიანების შესახებ, რომ ისინი იმ დავალებას ემსახურებიან, რომ რამენაირად მეორე ფრონტი გააჩაღონ, რევოლუცია მოაწყონ, ჩემი ვალდებულებაა, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებას მივაწოდო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
20 სექტემბერი 2023, 13:56
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს კანონმდებლობის გადაწყვეტილება უნდა იყოს პრიორიტეტული და ქვეყნის კონსტიტუცია თითოეული ჩვენგანის უფლებებს უნდა იცავდეს იმის მიუხედავად, ეს ფარცხალაძე იქნება, თუ ხოშტარია
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სებ-ის გადაწყვეტილებას სანქცირების ნორმის შეცვლასთან დაკავშირებით მიესალმება და აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტილება უნდა იყოს პრიორიტეტული და ქვეყნის კონსტიტუცია თითოეული ჩვენგანის უფლებებს უნდა იცავდეს. შესაბამისი პოზიცია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტშია დაფიქსირებული
20 სექტემბერი 2023, 12:50
ეკონომიკა
ნათია თურნავამ განმარტა, რატომ მიიღო ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვების გადაწყვეტილება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა განმარტავს, რატომ მიიღო ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვების გადაწყვეტილება და შესაბამისად, რატომ შეუჩერა ეროვნულმა ბანკმა თავდაპირველად, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა.
20 სექტემბერი 2023, 12:50
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ცდილობენ ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალონ, მუდმივად იქნება ე.წ. პოლარიზაციის მცდელობები. ალბათ სჯობს ამ აგენტებთან პოლემიკაში შესვლას თავი ავარიდოთ
„ყველას ვთხოვდი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს და ყველა დეპუტატს, ვინც ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობით არის განმსჭვალული, რომ მე მგონია, რომ ამ ჯაშუშებთან და აგენტებთან პოლემიკაში არ უნდა შევიდეთ ხოლმე“
20 სექტემბერი 2023, 12:39
ეკონომიკა
ნათია თურნავა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე: ზეწოლას ადგილი არ ჰქონია - ეროვნულ ბანკს არ სჭირდება ზეწოლა იმისთვის, რომ საქართველოს კონსტიტუცია აღასრულოს
გადაწყვეტილების მიღების დროს არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, ეროვნულ ბანკს არ სჭირდება ზეწოლა იმისთვის, რომ საქართველოს კონსტიტუცია აღასრულოს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.
20 სექტემბერი 2023, 10:04
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: სააკაშვილის ოჯახი აფინანსებდა ლობისტებს იმისათვის, რომ მათ ეზრუნათ საქართველოს, როგორც ქვეყნის სანქცირებაზე, ამაზე მეტი ღალატი რაღა გინდა
„იგივე სალომე სამადაშვილს აქვს ნათქვამი ერთ-ერთ გადაცემაში, რომ „ჩვენ ვითხოვთ საქართველოს სანქცირებას“. ანუ, მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია მისდევს და ცდილობს გაატაროს ხაზი, რომ საქართველოს შეექმნას ბარიერი და ქვეყანა დაასანქცირონ“.
19 სექტემბერი 2023, 23:30
ეკონომიკა
გიორგი ცუცქირიძე: ეროვნული ბანკი მოქმედებს რა სანქცირების საერთაშორისო წესებით, უზრუნველყოფს საბანკო სექტორის უსაფრთხოებასაც, შესაბამისად, არანაირი რისკი საბანკო სექტორზე არ გადადის
ეროვნული ბანკი მოქმედებს რა სანქცირების საერთაშორისო წესებით, უზრუნველყოფს საბანკო სექტორის უსაფრთხოებასაც, - ასე ეხმიანება ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი“.
19 სექტემბერი 2023, 20:56
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტრო: „ნაცმოძრაობა“ დაუსაბუთებლად ამტკიცებს, რომ საქართველო არღვევს საერთაშორისო სანქციებს - საქართველოს წარმატებული მუშაობა სანქციების აღსრულების მიმართულებით, აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ
„ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები, წელიწადზე მეტია, მიზანმიმართულად აზიანებენ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს და შეგნებულად, ჩრდილს აყენებენ ქვეყნის რეპუტაციას, დაუსაბუთებლად ამტკიცებენ რა, რომ საქართველო არღვევს საერთაშორისო სანქციებს, - ამის შესახებ ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
19 სექტემბერი 2023, 16:50
სამართალი
პროკურატურა: ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა 2013 წელს, ხოლო პირველად სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაიწყო 2014 წლის 28 ივლისს, მხოლოდ ამ თარიღებითაც ჩანს მსგავსი სპეკულაციების აშკარა სიყალბე
„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს გამოვეხმაუროთ ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლების მხრიდან, საქართველოს პროკურატურის მიმართ დეზინფორმაციის განახლებული კამპანიის წამოწყებას“
19 სექტემბერი 2023, 14:41
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია განცხადება, რომელიც გაკეთდა ეროვნული ბანკის მხრიდან
საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია განცხადება, რომელიც გაკეთდა ეროვნული ბანკის მხრიდან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
19 სექტემბერი 2023, 10:15
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: მადამ „ევროპელო“ პრეზიდენტო! გახსოვთ გვარამიამ ФСБ-ს აგენტად რომ გამოგაცხადათ? ანუ აწი ორნი ხართ, ნიკას ვერსიით თქვენ და აშშ-ს ფარცხალაძე. დავიჯეროთ?
„მადამ „ევროპელო“ პრეზიდენტო! უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ გსმენიათ ევროპაში? არც აშშ-ს საელჩოში? საქართველოში? არა? გახსოვთ გვარამიამ ФСБ-ს აგენტად რომ გამოგაცხადათ? ანუ აწი ორნი ხართ ФСБ-ს აგენტები, ნიკას ვერსიით თქვენ და აშშ-ს ფარცხალაძე. დავიჯეროთ?“ - წერს ხაინდრავა.
18 სექტემბერი 2023, 21:35
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოს მოქალაქეს მტკიცებულებების გარეშე სანქცია დაეკისროს
პირველი შემთხვევაა საქართველოს მოქალაქეზე სანქციის დაწესების. პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოს მოქალაქეს სანქცია დაეკისროს ქვეყნის შიგნითაც, მტკიცებულებების გარეშე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
18 სექტემბერი 2023, 20:56
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებების ნაწილში საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებების ნაწილში საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
18 სექტემბერი 2023, 20:47
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ფარცხალაძის დასანქცირებაზე: ზოგადად, საჭიროა მტკიცებულებების გამოქვეყნება, ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების მიმართ
ზოგადად, საჭიროა ასეთ დროს მტკიცებულებების გამოქვეყნება. ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების მიმართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას.
18 სექტემბერი 2023, 19:13
საზოგადოება
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა
ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა. აღნიშნულ საკითხზე ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.
18 სექტემბერი 2023, 14:10
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: სუსის განცხადება დაწერილია „ფე ეს ბე“-ში
„ზუსტად რუსული ხელწერაა, რომ ფარცხალაძეზე და რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენაზე არ იყოს საუბარი, რაღაც სისულელეებზე, ბოდვებზე იყოს საუბარი, ისევ და ისევ საქართველო დაუპირისპირონ ევროკავშირს, დაუპირისპირონ ამერიკის შეერთებულ შტატებს, დატოვონ მარტო რუსეთის პირისპირ. ეს არის ამ განცხადების შინაარსი. ფარცხალაძე ყოფილა საქართველოს მეგობარი და გია ლორთქიფანიძე ყოფილა მტერი. სად არის ლოგიკა?“ - ამბობს ვაშაძე.
18 სექტემბერი 2023, 13:27
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ქართული მხარე ამერიკელი პარტნიორებისგან იმ მტკიცებულებების გადმოცემას ითხოვს, რომელიც ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების გადაწყვეტილებას უდევს საფუძვლად
„ადამიანი, რომელსაც ბოლო 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან და საჯარო სამსახურთან, არის კერძო პირი და მეორე, სწორედ იმიტომ, რომ ეს არის მძიმე ბრალდება, ამიტომაც არის, რომ სუს-მა დაიწყო ამ საკითხის მოკვლევა“
18 სექტემბერი 2023, 11:10
პოლიტიკა
კახა კალაძე ოთარ ფარცხალაძეზე: სტრატეგიულმა პარტნიორმა დასანქცირებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს
„გახსოვთ, მოსამართლეების შემთხვევა, როდესაც ვიზების შეზღუდვა მოხდა. თუმცა, ახსნა-განმარტებიდან ვერავინ ვერაფერი გაიგო, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რას უკავშირდებოდა. მე ვფიქრობ, სულ მცირე, როცა სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი და ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება, ჩვენთვის მეტი კონკრეტიკა უნდა იყოს მოწოდებული“, - აღნიშნა კალაძემ.
16 სექტემბერი 2023, 22:42
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესებაზე: ქართული საზოგადოება იმსახურებს პასუხს, რა მტკიცებულებებზეა საუბარი
ადამიანს ერთგვარი ბრალი წაუყენო ისე, რომ არავითარი მტკიცებულება საზოგადოებისთვის არ იყოს ცნობილი, უცნაურია ერთი მხრივ და მეორე მხრივ სამწუხაროც. საუბარია კონკრეტულ პირზე, რომ შესაძლოა ის გავლენას ახდენდეს ქართულ საზოგადოებაზე და პოლიტიკაზე, თუმცა არ არის საუბარი არავითარ მტკიცებულებაზე. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესია, საზოგადოება რომ შეცდომაში არ იყოს შეყვანილი და ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ მტკიცებულებები არსებობს, რა მტკიცებულებებზეა საუბარი - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა, აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ საუბრისას.
16 სექტემბერი 2023, 21:19
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი: ოთარ ფარცხალაძეს წლებია არავითარი შეხება არ აქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან
ოთარ ფარცხალაძეს წლებია არავითარი შეხება არ აქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან. ამასთან, ჩვენ ყველამ გავიგეთ ინფორმაცია, რომ მასთან, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქესთან მიმართებაში, დაწესებულია კონკრეტული სანქციები , - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
16 სექტემბერი 2023, 13:36
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: სახელმწიფო დეპარტამენტმა მოქალაქე ფარცხალაძე საჯაროდ ამხილა ФСБ-თან კავშირში. ველოდებით თქვენგან დადასტურებულ ბრალდებას, თუ არა, მაშინ ეს არის ცილისწამება, დასჯადი კანონით
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციის დაწესებას სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
16 სექტემბერი 2023, 10:21
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ფარცხალაძის სანქცირების დაკავშირება ქართულ პოლიტიკასთან და ქართულ საზოგადოებაზე გავლენასთან, არის გამოგონილი ბრალდება
„ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით, რამდენადაც ცნობილია, სუს-მა დაიწყო მოკვლევა და ყველაფერს გაეცემა პასუხი. მაგრამ აქ ფარცხალაძე კი არაა პრობლემა, პრობლემაა კონტექსტი, ის რაც ახლავს ფარცხალაძის სანქცირებას. წაგიკითხავთ სიტყვა-სიტყვით: „რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს იყენებს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასიკეთო გავლენების მოსახდენად", რაც არის აბსოლუტური ტყუილი და კიდევ ერთხელ ფარდას ხდის იმ კონტექსტს, რასაც გლობალური ომის პარტია აწარმოებს. კერძოდ იმას, რომ საქართველო რამენაირად გახადონ ომის მხარე, გაიხსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, ან თუ ეს არ მოხდა, დასაჯონ საქართველო და მისი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა აირიდოს.
15 სექტემბერი 2023, 23:03
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი ფარცხალაძის დასანქცირებაზე: ესტონეთის მოქმედი პრემიერის ქმარს რომ რუსეთში ბიზნესი აქვს, არც ის გადამდგარა და არც ქმარი დაუსანქცირებიათ. ესაა სამწუხაროდ მოქმედი ადმინისტრაციის ორმაგი სტანდარტი
ოთარ ფარცხალაძის სრულიად უსამართლო და გაუგებარ დასანქცირებაზე ერთი რამ გამახსენდა - ესტონეთის მოქმედი პრემიერის ქმარს რომ რუსეთში ბიზნესი აქვს, არც ის გადამდგარა და არც ქმარი დაუსანქცირებიათ- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
15 სექტემბერი 2023, 21:27
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ასეთი მიდგომაა, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ფარცხალაძის საზოგადოებაზე გავლენის რაიმე მტკიცებულება არ არსებობს, მაინც ფაქტად უნდა მივიღოთ, თითქოს მას აქვს მავნე გავლენა ქართულ საზოგადოებაზე
ჩვენ ხომ უკვე გამოცდილება შევიძინეთ და ვიცით, რომ ეს პროცესები, რომლებიც თითქოს ფარცხალაძის სანქცირებით იკვეთება (და ვერც დამალა ოპოზიციამ, რომ აი ეს ყველაფერი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისკენ, ისინი უნდა დასანქცირდნენ და ა.შ.), ამით უნდათ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვიონ. ჩვენ კიდევ ერთხელ მივუთითებთ, რომ საზოგადოება არ შეცდეს, ფხიზლად იყოს და ობიექტურად შეხედოს მოვლენებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
15 სექტემბერი 2023, 21:20
პოლიტიკა
ოთარ ფარცხალაძე: ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა
„ქათულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე 10 წელია, არათუ საჯარო სამსახურში თანამდებობას არ ვიკავებ, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებთან არანაირი კავშირი არ მაქვს! მიუხედავად ამისა, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის პროპაგანდისტულ მედიას, ჩემ წინააღდეგ ტალახის სროლა და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობები, მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი წამითაც არ შეუწყვიტავს“.
15 სექტემბერი 2023, 20:39
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე: თუ პარტნიორები და სტრატეგიული მოკავშირეები ვართ, კონკრეტულად გვითხარით, ვინ რა საფრთხეს წარმოადგენს თუ რას აშავებს
ერთი მხრივ, ჩვენი პარტნიორები და სტრატეგიული მოკავშირეები, მოგვიწოდებენ რომ საქართველოში არ იყოს პოლარიზაცია, თან მეორე მხრივ რადიკალურ ოპოზიციას ხელსაყრელ გარემოს უქმნიან სწორედ პოლარიზაციისათვისა და საზოგადოების დაპირისპირება-გახლეჩისათვის, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
15 სექტემბერი 2023, 17:46
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით მოკვლევას იწყებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თუმცა რამე შეიძლება კონფიდენციალურად დატოვოს ამერიკულმა მხარემ
მნიშვნელოვანია, რომ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით მოკვლევას იწყებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არ ვიცით რამდენად ყველა ინფორმაცია იქნება გახსნილი, რამე შეიძლება კონფიდენციალურად დატოვოს ამერიკულმა მხარემ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.


