გიორგი ცუცქირიძე: ეროვნული ბანკი მოქმედებს რა სანქცირების საერთაშორისო წესებით, უზრუნველყოფს საბანკო სექტორის უსაფრთხოებასაც, შესაბამისად, არანაირი რისკი საბანკო სექტორზე არ გადადის
გიორგი ცუცქირიძე
ფოტო: Facebook
ეროვნული ბანკი მოქმედებს რა სანქცირების საერთაშორისო წესებით, უზრუნველყოფს საბანკო სექტორის უსაფრთხოებასაც, - ასე ეხმიანება ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი“.
როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, სებ-ის თავდაპირველი კომენტარები რომ პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციას, ვერც ოპოექსპერტებმა უარყვეს და კარგია, რომ თავად ეროვნულმა ბანკმა გააკეთა შესწორება, თავისი ვფიქრობ ნაჩქარევ გადაწყვეტილებაზე.
ცუცქირიძის შეფასებით, არანაირი რისკი საბანკო სექტორზე არ გადადის და თუ რისკებზეა საუბარი, კიდევ უფრო მიუღებელია და მაღალ რისკს ატარებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელზე, ნათია თურნავაზე სანქციების დაწესების და იმპიჩმენტის მოთხოვნა, რასაც რადიკალური ოპოზიცია რომან გოცირიძის პირით აანონსებს! აქედანაც ჩანს თუ რა არის ოპოფლანგის რეალური მიზანი ამ კონკრეტული სანქციის პოლიტიკურ სპეკულაციად ქცევაში!
„რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, არაერთ რუსულ კომერციულ თუ სახელმწიფო კომპანიას თუ ბანკებს დაედო საერთაშორისო სანქციები.
სანქციებს დაექვემდებარა რუსი ბიზნესმენები თუ სახელმწიფო მოხელეები, მათ შორის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები თუ პუტინის უახლოესი გარემოცვაც. სანქცირების სიაში მოყვნენ სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან აფილირებული იურიდიული თუ ფიზიკური პირებიც.
ქართულ საზოგადოებაში გარკვეული გაურკვევლობა და ვნებათაღელვა მოყვა ერთის მხრივ აშშ-ის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების გადაწყვეტილებას და პარალელურად ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, რადგან ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს. ოპოზიციურმა მედიამ როგორც მას ჩვევია აიტაცა ირაკლი კობახიძის კომენტარი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, სადაც მან სებ-ის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების ნაწილში, საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევად შეაფასა, რადგან თავისი არსით არის რა სისხლის სამართლებრივი სანქციები, ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციას ეწინააღმდეგება.
უფრო გასაგები რომ იყოს აღვნიშნავ, რომ ერთის მხრივ, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ - ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.
მაგრამ, მეორეს მხრივ, სებ-ის თავდაპირველი კომენტარები, რომ პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციას, ვერც ოპოექსპერტებმა უარყვეს და კარგია, რომ თავად ეროვნულმა ბანკმა გააკეთა შესწორება, თავისი ვფიქრობ ნაჩქარევ გადაწყვეტილებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკი მოქმედებს რა სანქცირების საერთაშორისო წესებით, უზრუნველყოფს საბანკო სექტორის უსაფრთხოებასაც. შესაბამისად, არანაირი რისკი საბანკო სექტორზე არ გადადის და არც მის შეუფერხებელ საქმიანობას ემუქრება რაიმე საფრთხე, აქ ზოგიერთი საექსპერტო კომენტარში, რომ ვკითხულობთ! და თუ რისკებზეა საუბარი, კიდევ უფრო მიუღებელია და მაღალ რისკს ატარებს მოთხოვნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელზე ნათია თურნავაზე სანქციების დაწესების და იმპიჩმენტის მოთხოვნა, რასაც რადიკალური ოპოზიცია რომან გოცირიძის პირით აანონსებს! აქედანაც ჩანს თუ რა არის ოპოფლანგის რეალური მიზანი ამ კონკრეტული სანქციის პოლიტიკურ სპეკულაციად ქცევაში!“, - გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება.
ყველა სიახლე
01 აგვისტო 2026, 12:50
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი: ლიბერალური ფაშიზმის მორიგი მკაფიო ნიმუში პოლიტიკური რეციდივიზმისკენ მიდრეკილი ელენე ხოშტარიასგან მივიღეთ - შემთხვევითი არ არის, რომ საზოგადოების ეთნიკური და პოლიტიკური ნიშნით პროვოცირების კამპანიებს სწორედ ხოშტარია უდგას ხოლმე სათავეში, რომელიც ამავე დროს სწორედ ოკუპანტი ქვეყნის უწყვეტი დაფინანსებით საზრდოობს
რეალობა გვიჩვენებს, რომ ფაშიზმი, როგორც უკიდურესად რეაქციული პოლიტიკური მიმდინარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია შოვინიზმი, რასიზმი, ქსენოფობია და სიძულვილი, მშვენივრად ხარობს ფსევდო-ლიბერალურ გარემოში. ერთი ასეთი ნიმუში რამდენიმე დღის წინ უკვე შემოგვთავაზა “მკვლევარმა” ქალმა, რომელიც საბჭოთა რეჟიმისა და სისტემის მხილებაში იღებს დონორთა გრანტებს და გვითხრა, რომ კაცის მიერ ქალზე ძალადობას შეიძლება ჰქონდეს ეთნიკური გამონაკლისი, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში.
01 აგვისტო 2026, 12:48
მსოფლიო
მედია: დიდ ბრიტანეთში 1500-ზე მეტ ადამიანს ბრალი წაუყენეს ისრაელის მიერ ღაზაში პალესტინელების „გენოციდის“ საწინააღმდეგო პლაკატების გამო
დიდ ბრიტანეთში 1500-ზე მეტ ადამიანს ბრალი წაუყენეს ისრაელის მიერ ღაზაში პალესტინელების „გენოციდის“ საწინააღმდეგო პლაკატების გამო. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
01 აგვისტო 2026, 12:45
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, მოსახლეობას მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა და დაგეგმილი პროექტები დეტალურად გააცნო. სტრატეგიულ დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ტურიზმის განვითარებაზე, საგზაო, საგანმანათლებლო, სპორტული და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, რაც მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
01 აგვისტო 2026, 12:27
სამართალი
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერს შეხვდა
ლევან მაისურაძემ სტუმარს დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკა და კომპეტენციაში შემავალი ძირითადი საკითხები გააცნო. მხარეებმა, ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერმა ნაყოფიერი შეხვედრისთვის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
01 აგვისტო 2026, 12:19
მსოფლიო
მარკო რუბიო: ნებისმიერი კონფლიქტი აშშ-სა და ჩინეთს შორის კატასტროფის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ეკონომიკური ან სამხედრო კონფლიქტი ჩინეთთან იქნება კატასტროფის მომტანი როგორც ორივე ქვეყნისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.
01 აგვისტო 2026, 12:13
სპორტი
ისტორიაში პირველად საქართველოში „ბარსელონას" აკადემიის ხელბურთის ბანაკი მოეწყო
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელბურთის ეროვნული ფედერაციისა და „ბარსელონას" აკადემიის თანამშრომლობით საქართველომ ხელბურთის ბანაკს - Barça Academy Handball Camp Georgia 2026 ისტორიაში პირველად უმასპინძლა. ბანაკში მონაწილეობა 100-მა სპორტსმენმა მიიღო. ხელბურთელები საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებსა და სასკოლო ხელბურთის ფესტივალებზე შეირჩნენ.
01 აგვისტო 2026, 11:51
მსოფლიო
Euronews: აშშ-ის სენატის კანონპროექტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ შესაძლოა ევროპელი მოკავშირეები დააზარალოს
Euronews-ის ინფორმაციით, ბოლო წლინახევრის განმავლობაში ევროპელები ვაშინგტონს მოუწოდებდნენ, საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები გამოეყენებინა და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაეწესებინა, თუმცა, შესაძლოა, მალე თავად ინანონ ამ მოწოდების გამო.
01 აგვისტო 2026, 11:42
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი აზიის ქვეყნებთან ურთიერთობაზე: მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ სწორედ იმ ქვეყნებზე, რომლებიც არიან მზარდი ეკონომიკები და რომლებიც აცნობიერებენ დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში საქართველოს მნიშვნელობას
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზეა ორიენტირებული.
01 აგვისტო 2026, 11:33
საზოგადოება
გივი მიქანაძე: ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება მიიღოს - ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდის უნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღოს კრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა.
01 აგვისტო 2026, 11:26
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ გასულ ღამეს მხოლოდ ერთი რუსული რაკეტის ჩამოგდება შეძლო, რადგან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემისთვის საჭირო საბრძოლო მასალა აღარ აქვს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ გასულ ღამეს რუსეთმა ათეულობით რაკეტით დაბომბა უკრაინა, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა მხოლოდ ერთის ჩამოგდება შეძლეს.
01 აგვისტო 2026, 11:21
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, „სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - „სარფის" მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სგპ „სარფში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის - 79 აბი „სუბოტექსი”, ასევე 12 აბი „მდმა“ და „მარიხუანა“ აღმოაჩინეს.
01 აგვისტო 2026, 11:17
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა ადამიანის უფლებების დაცვისა და იურიდიული დეპარტამენტების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა.
01 აგვისტო 2026, 11:14
სამართალი
სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად „ფაიფურა“ დააკავეს
სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში იყო ჩართული. შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდა და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, მის სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდა.
01 აგვისტო 2026, 11:07
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.
01 აგვისტო 2026, 11:02
სამართალი
პოლიციამ ქუთაისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
01 აგვისტო 2026, 10:58
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
01 აგვისტო 2026, 10:57
მსოფლიო
POLITICO: პენტაგონი უკრაინის სამხედრო დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელობას თავს ანებებს
პენტაგონი გერმანიაში განთავსებული, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ნატოს სამხედრო სტრუქტურის მართვაზე უარს ამბობს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
01 აგვისტო 2026, 10:51
ეკონომიკა
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO): დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირის შენარჩუნებასა და გლობალური საავიაციო ქსელის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში
დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირის შენარჩუნებასა და გლობალური საავიაციო ქსელის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში, - აღნიშნავს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონული ბიუროს დირექტორი, ნიკოლას რალო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილში და ხაზს უსვამს საქართველოს მიერ საერთაშორისო საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების, მდგრადობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს.
01 აგვისტო 2026, 10:44
ეკონომიკა
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO): რეგიონული საჰაერო სივრცის გარკვეული ნაწილების მიუწვდომლობის გამო, ფრენების მარშრუტები ევრაზიული ქსელის მასშტაბით იცვლება, რის შედეგადაც სამხრეთ კავკასიის რეგიონი, მათ შორის, საქართველოს საჰაერო სივრცე, მნიშვნელოვან ალტერნატიულ სატრანზიტო დერეფნად ყალიბდება
რეგიონული საჰაერო სივრცის გარკვეული ნაწილების მიუწვდომლობის გამო, ფრენების მარშრუტები ევრაზიული ქსელის მასშტაბით იცვლება, რის შედეგადაც სამხრეთ კავკასიის რეგიონი, მათ შორის, საქართველოს საჰაერო სივრცე, მნიშვნელოვან ალტერნატიულ სატრანზიტო დერეფნად ყალიბდება. დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირის შენარჩუნებასა და გლობალური საავიაციო ქსელის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში, - აღნიშნავს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონული ბიუროს დირექტორი, ნიკოლას რალო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილში და ხაზს უსვამს საქართველოს მიერ საერთაშორისო საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების, მდგრადობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს.
01 აგვისტო 2026, 10:10
მსოფლიო
POLITICO: ესპანურ სეუტაში შესული თითქმის ყველა უკანონო მიგრანტი მაროკოში დააბრუნეს
მაროკოდან ესპანეთის ექსკლავ სეუტაში შესული დაახლოებით 50 ათასი მიგრანტიდან 48 300-ზე მეტი უკვე მაროკოში დაბრუნდა. ინფორმაციას POLITICO ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.


