ეროვნული ბანკი: საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი

ფოტო: ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება.
„როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ - ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.
შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად.
ამასთან, ამ პროცესში, ადგილი აქვს პირველ პრეცედენტს, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში, რომლის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:
ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;
ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის.
საქართველოს ეროვნული ბანკი ყურადღებით შეისწავლის და განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანს სანქციების გვერდის არიდების თითოეულ სავარაუდო შემთხვევას და რისკებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მზად არის საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალების შესახებ“, - აღნიშნულია ეროვნული ბანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2023, 14:41
პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი პარტიიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების წასვლაზე: გამოაძევეს ხალხი პარტიიდან. ეს არის ოლიგარქიული, ჩრდილოვანი მმართველობის შედეგი როდესაც პარტიას ან ამ ქვეყნიდან ძებნილი პირები მართავენ, ან კრიმინალები
„პარტიის დატოვების ტენდენციის დრამატურგია კარგად არის ჩამოყალიბებული. მელია ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს. როგორც ჩანს, ფინიშის სწორზე თვითონაც გამოჩნდება და ჩაუდგება სათავეში განდგომილებს“

06 დეკემბერი 2023, 14:40
პოლიტიკა
კახა კალაძე უკანონო მშენებლობების დემონტაჟის შესახებ: ტყუილია, რომ იქ ვინმე ცხოვრობდა
არსებობენ თაღლითური ჯგუფები, რომლებიც აჯერებენ ხალხს, თითქოს, შეუძლიათ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე შენობები ააშენონ და შემდეგ ამას დაუკანონებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟის საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.

06 დეკემბერი 2023, 14:37
პოლიტიკა
კახა კალაძე: თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა
თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას ვერც გარედან გადაწყვეტს ვინმე და ვერც მოსახლეობას დააძალებს, თუ რომელი პოლიტიკური პარტია ან პარტიები უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, რადგან ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, - ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ოპოზიციასთან შეხვედრისას კოალიციური მთავრობის ფორმირების შესაძლებლობაზე საუბრის შეფასებას.

06 დეკემბერი 2023, 14:35
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: რეალობა ისაა, რომ გახარიას პარტიამ „ბიძინას პროექტის“ სახელით საპარლამენტო მანდატები აიღო და დღეს ბიძინას სახელის გარეშე ვეღარაფერს იღებენ, გაკოტრდნენ
არჩევნების შემდეგ, გახარიას პარტიის მჭიდრო პარტნიორობამ „ნაცმოძრაობასთან“ ყველა ეჭვი გააქრო და დარწმუნდნენ, რომ ის ბიძინას პროექტი არ იყო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს. იქვე საუბრობს იმაზე, რომ რეალობაში გახარია და მისი ურეიტინგოდ დარჩენილი პარტია სხვისი ნეგატივის ფონზე ცდილობს არჩევნებში ხმების მიღებას.

06 დეკემბერი 2023, 14:33
საზოგადოება
კახა კალაძე: 18-მეტრიანი ავტობუსების გარკვეული ნაწილი ჩამოსულია, დეკემბრის ბოლომდე კი ჯამში, 50 ერთეული იქნება თბილისში
18-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი დედაქალაქში უკვე შემოსულია, დეკემბრის ბოლომდე, ჯამში, 50 ავტობუსი იქნება თბილისში, ხოლო იანვრის ბოლოდან ხაზებზე გადანაწილდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 14:32
პოლიტიკა
კახა კალაძე: რომ გითხრათ დიდად მაღელვებს „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი, არ ვიქნები მართალი, არსებობს პარტიული ბრძოლა სკამებისთვის
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები დიდად არ მაღელვებს, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ არსებობს დაპირისპირება და შიდა პარტიული ბრძოლები სკამისთვის, თანამდებობებისთვის“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარტიის დატოვების შესახებ.

06 დეკემბერი 2023, 14:31
პოლიტიკა
გიორგი ბოტკოველი: „ნაციონალური მოძრაობა“ არ იშლება - ვისი ფლანგი რას საუბრობს, ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა
„ნაციონალური მოძრაობა“ არ იშლება. პარტიას ბევრი რამ გადაუტანია და მთავარი - გადაუტანია ის, რასაც იტანს 11 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა წევრების მიერ პარტიის დატოვების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 14:30
პოლიტიკა
კახა კალაძე: ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან
„ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოზიციას მოჰყვა.

06 დეკემბერი 2023, 14:28
პოლიტიკა
მიხეილ დაუშვილი: „ნაცმოძრაობამ“ ხელი არ უნდა შეუწყოს „ოცნების“ გაძლიერებას - ჩვენ ამას ვითხოვთ
„ნაცმოძრაობამ“ ხელი არ უნდა შეუწყოს „ოცნების“ გაძლიერებას - ჩვენ ამას ვითხოვთ, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი მიხეილ დაუშვილი ხობის საკრებულოს 11 წევრის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას.

06 დეკემბერი 2023, 14:27
პოლიტიკა
რომან გოცირიძე: მძიმე პროცესები მიდის „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ყოველი მათი ახალი გადაწყვეტილება კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს
პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე პროცესები მიდის.

06 დეკემბერი 2023, 14:24
პოლიტიკა
გიორგი ბოტკოველი: საქართველო, უკრაინაც და მოლდოვაც იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი
საქართველო, უკრაინაც და მოლდოვაც იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 14:23
რეგიონი
„ნაციონალური მოძრაობა“ ხობის საკრებულოს 11-მა წევრმა დატოვა
„ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ყოველდღიურად ტოვებენ. პარტიიდან გასვლის პროცესი გრძელდება.

06 დეკემბერი 2023, 14:21
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე: ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველო მზად არის ნატო-ში გასაწევრიანებლად. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური გადაწყვეტილება და ბურთი სწორედ ნატო-ს მოედანზეა
„არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მექანიზმს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გაცხადებული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტი, რომელსაც ეწოდება ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება. უკრაინის მოვლენების შემდგომ, ეს კიდევ უფრო ერთიანი პროცესია ქვეყნის შიგნით რეფორმების გატარების და ქვეყნის გარეთ პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების მიზნით“

06 დეკემბერი 2023, 14:18
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე: საქართველოს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე აქვს იმის საშუალება, რომ ნატოელ კოლეგებთან ერთად შეაჯამოს წელი და ამავე დროს დაგეგმოს მომავალი
„მომავალ წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვაქვს ჩასატარებელი, მათ შორის ვაშინგტონის სამიტი. როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაწევრების თაობაზე საქართველოსთან დაკავშირებით, გვინდა მაქსიმალური მხარდაჭერა მოვიპოვოთ“, -აღნიშნა დოლიძემ.

06 დეკემბერი 2023, 14:15
პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი: ვიქტორ ორბანს უფრო უნდა, იხილოს საქართველო ევროკავშირში, ვიდრე, მაგალითად, სალომე სამადაშვილს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს უფრო უნდა, იხილოს საქართველო ევროკავშირში, ვიდრე, მაგალითად, სალომე სამადაშვილს.

06 დეკემბერი 2023, 14:05
საზოგადოება
კახა კალაძე უკანონო მშენებლობების დემონტაჟის შესახებ: ტყუილია, რომ იქ ვინმე ცხოვრობდა
არსებობენ თაღლითური ჯგუფები, რომლებიც აჯერებენ ხალხს, თითქოს, შეუძლიათ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე შენობები ააშენონ და შემდეგ ამას დაუკანონებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟის საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.

06 დეკემბერი 2023, 14:02
პოლიტიკა
გიორგი კალანდია: დადიანების სასახლის თანამშრომელმა ელზა ზოდელავამ არაერთხელ განახორციელა თანამშრომლების ფარული მიყურადება, შემდეგ კი ჩანაწერები უკანონოდ გამოიყენა, რის გამოც იგი სამსახურიდან გათავისუფლდა
ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილი მუშაკი ქალბატონი ელზა ზოდელავა ფარული ჩაწერისა და მიყურადების არაერთი შემთხვევის გამო გათავისუფლდა სამსახურიდან, - ამის შესახებ ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელშ წერს.

06 დეკემბერი 2023, 14:00
ტექნოლოგიები
YouTube Premium-ი და YouTube Music-ი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია
YouTube Premium და YouTube Music უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ინდივიდუალური პაკეტი თვეში 17,49 ლარი ღირს და მასში შედის: ვიდეოები რეკლამის გარეშე, ვიდეოს ჩამოტვირთვა ინტერნეტის გარეშე საყურებლად, ვიდეოს დაკვრა და აპლიკაციის გაშვება ფონურ რეჟიმში. YouTube Music - მუსიკის სტრიმინგის სერვისი.

06 დეკემბერი 2023, 13:56
საზოგადოება
ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქი - გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს
„აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 10 დეკემბრამდე თოვლია მოსალოდნელი, 7 დეკემბრის დილამდე ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 4, +6 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში

06 დეკემბერი 2023, 13:46
LIVE ისრაელი
CNN: თეთრ სახლში ვარაუდობენ, რომ ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთში საკუთარ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას იანვარში დაასრულებს
თეთრ სახლში ვარაუდობენ, რომ ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთში საკუთარ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას იანვარში დაასრულებს, რის შემდეგაც „ჰამასზე“ წერტილოვანი დარტყმების განხორციელებას დაიწყებს.