ნანა კაკაბაძე: დღევანდელ ოპოზიციას ხელისუფლებაში ყოფნის 9-წლიან პერიოდში მთელი დასავლური სამყარო „ლიბერალებს“ ეძახდა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ოპოზიციაში ყოფნის 14 წლის განმავლობაში მათ სულ უფრო მეტად გამოავლინეს საკუთარი სახე, დაამტკიცეს, რომ მათი მამოძრავებელი და მაცოცხლებელი იდეოლოგია სწორედ ნაციზმია
ნანა კაკაბაძე
ფოტო: Facebook
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ლიბერალიზმსა და ნაციზმზე წერს და აღნიშნავს, რომ ხშირად დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც საქართველოს 9 წელი მართავდა, დასავლეთში „ლიბერალებს“ უწოდებდნენ.
თუმცა, როგორც კაკაბაძე ფიქრობს, ისინი არა „ლიბერალები“, არამედ „ნაცისტები“ არიან და ოპოზიციაში ყოფნის 14-წლიანმა პერიოდმა საზოგადოებას აღნიშნული კარგად დაანახა.
„ლიბერალიზმის ფურჩში გახვეული ნაციზმი
საქართველოში ხშირად ადარებენ ერთმანეთს 9 და 14 წლიან მმართველობებს.
იმ 9-წლიანი მმართველობის იდეოლოგებს, შემოქმედებს და მხარდამჭერებს დღეს არა მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნების, არამედ ლიბერალური დემოკრატიული პოზიციონერობის პრეტენზია აქვთ.
ისინი სისტემატურად ცდილობენ, ამ ფლანგიდან მიიტანონ იერიში ხელისუფლებაზე, რომელსაც ხან დიქტატორულს, ხან ავტორიტარულს და ხან ოლიგარქიულს უწოდებენ.
სიმართლის გაგების მსურველი თუ კარგად დააკვირდება, დაინახავს რა პოლიტიკური გზა გაიარეს ლიბერალიზმისა და დემოკრატიისათვის მებრძოლების ქურქში გახვეულმა ამ ადამიანებმა და როგორ მივიდნენ რეალურ ნაცისტობამდე.
მოგვიწევს იმის გახსენებაც, რომ ლიბერალიზმი ყველაფრის სათავეში ინდივიდის უფლებებსა და თავისუფლებებს აყენებს.
ლიბერალიზმი არის ინდივიდუალური თავისუფლება, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები (სიტყვის, გამოხატვის, შეკრებების, რელიგიის თავისუფლება), სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი ბაზარი და ა. შ., ხოლო ნაციზმი არის რასობრივი იდეოლოგია, ანტისემიტიზმი, უკიდურესი ნაციონალიზმი და დემოკრატიის უარყოფა.
დღევანდელ ოპოზიციას (და მათ მხარდამჭერებს), ხელისუფლებაში ყოფნის 9-წლიან პერიოდში (2003-2012), მთელი დასავლური სამყარო „ლიბერალებს“ ეძახდა.
მათ ვინც 9 წლიან, სისხლიან რეჟიმი გამოვიარეთ, კარგად ვიცით, თუ როგორი დონის ინდივიდუალური თავისუფლება, კანონის უზენაესობა, სიტყვის, გამოხატვის, შეკრებების, რელიგიის თავისუფლება, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი ბაზარი, კერძო საკუთრების დაცვა იყო ქვეყანაში დღევანდელი ოპოზიციის მმართველობის (2003-2012) დროს.
მაგრამ მთავარი ის არის, რომ ოპოზიციაში ყოფნის 14 წლის განმავლობაში მათ სულ უფრო მეტად გამოავლინეს საკუთარი სახე, დაამტკიცეს, რომ მათი მამოძრავებელი და მაცოცხლებელი იდეოლოგია სწორედ ნაციზმია.
მართალია, ისინი სახელისუფლებო ძალაუფლების არ ქონის გამო, „ვერ ქაჩავენ“ ნაციზმისათვის დამახასიათებელ რასიზმამდე და ანტისემიტიზმამდე, მაგრამ ნაციზმისთვის დამახასიათებელ უკიდურეს ნაციონალიზმს, ასევე დემოკრატიის უარყოფას ბოლო ხანებში სულ უფრო ხშირად ავლენენ.
ეს ეხებათ არა მხოლოდ „საყოველთაო პროტესტის“ ყოველდღიურ მონაწილე რამდენიმე ასეულ აგრესიულ „პატრიოტ“ აკაცუკს, რომლებიც მზად არიან არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით გაანადგურონ როგორც ყველა რუსი ეროვნების ადამიანი, ასევე სხვაგვარად მოაზროვნე, მათ მიერ „ერის მტრებად“ შერაცხილი ქართველებიც.
ეს უპირველესად ეხებათ მათ პოლიტიკურ ლიდერებს, მიხეილ სააკაშვილით დაწყებული და სხვა ყოფილი თუ ახლანდელი ნაცებით დამთავრებული, რომლებიც იდეოლოგიურად ამაგრებენ რიგითი „პატრიოტების“ განწყობებს.
მაგალითად, ნაცების ხელისუფლებაში ყოფნისას და შემდეგაც ერთი მათი მთავარი იდეოლოგი და წონიანი პოლიტიკოსი ყოველთვის ცდილობდა შეენარჩუნებინა დემოკრატის იმიჯი, თუმცა, ამას წინათ, ერთ-ერთი დებატის დროს, მისი პარტიის ("ფედერალისტები") მთავარ იდეოლოგად ქცეულმა მისმა მეუღლემ ნაციზმის ისეთი მასტერკლასი ჩაატარა, რომ ბევრ ნაცისტს მართლა შეშურდებოდა.
თითქმის 2 საათის განმავლობაში აფრიალებდა აფხაზეთის ომის დროს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ქართველების გენოციდის (ბავშვებისა და ქალების მკვლელობების, გაუპატიურებების, ცოცხლად გატყავების და დამარხვის) ამსახველ დოკუმენტებს და პრაქტიკულად აიგივებდა ამ საშინელებების ჩამდენებს მთელ რუს ერთან.
რუსები ქართველების ისტორიული მტერიაო, მტერი კი მხოლოდ უნდა მოკლაო.
ამავე ლოგიკით წარმოიდგინეთ იაპონელი, რომელიც ყველა ამერიკელს აცხადებს თავისი ერის მტრად, რადგან სწორედ ამერიკელებმა მოკლეს ატომური ბომბით ასიათასობით იაპონელი.
იგივე ლოგიკით შეიძლება ასევე წარმოვიდგინოთ "პატრიოტი" ებრაელი, რომელიც გერმანელებს დამნაშავე ერად გამოაცხადებს, ან „პატრიოტი“ სომეხი, რომელიც ყველა თურქს მტრად და დამნაშავედ აცხადებს.
ბოროტმოქმედი ადამიანების გაერთიანება რაღაც ჯგუფებში და მათი დანაშაულების პროეცირება მთელ ერზე არის ნაციზმი.
სწორედ ნაციზმია, როდესაც რამდენიმე ათეული თუ ასეული კაცის მიერ ჩადენილ დანაშაულს, მათ მიმართ ზიზღს ავრცელებ მთელ ერზე, მოუწოდებ, რომ მათი ეთნიკური წარმომავლობის ბავშვიც კი უნდა ეზიზღებოდეთ, მათ ხელი არ უნდა ჩამოართვან და ეს პირადადაც აუცილებლად უნდა აგრძნობინონ.
აი, ასეთი ლიდერების მოძღვრების გამო ხდება სწორედ ნებისმიერი ეროვნებით რუსის დაბულინგება, დევნა და ფიზიკური ანგარიშსწორება ან ასეთისაკენ მოწოდებას თვლიან ესენი დღეს პატრიოტობად და „ნამდვილ ქართულ ვაჟკაცობად“.
ზემოხსენებული ლიდერი ქალბატონი აღნიშნულ დებატებში ისტერიულად კითხულობდა - 1992-93 წლებში ქართველების გენოციდში ხომ მონაწილეობდნენ რუსები და რამდენი ქალი და ბავშვი უნდა გააუპატიუროს კიდევ რუსეთმა, რომ მტრად მიიჩნიოთო?
და კიდევ ერთი უცნაურობა: როდესაც ასეთი ლიდერები ერთმანეთს ადარებენ რუსეთთან 1992-93 და 2008 წლებში წარმოებულ ომებს, სიამაყით ამბობენ, რომ პირველი ომი 13 თვე, ხოლო მეორე ომი მხოლოდ 5 დღე გაგრძელდა, რომ 2008 წლის ომში არ მომხდარა რუსი ჯარისკაცების მხრიდან ქართველი ქალების გაუპატიურებები და ომშიც მხოლოდ 400 კაცი დაიღუპა და ეს სააკაშვილის ხელისუფლების დამსახურებად მიაჩნიათ, 1992-93 წლებში კი 10 000 დაიღუპაო.
ამ ტიპის "პოლიტიკოსების" გაგებით, 5 დღეში კაპიტულაციის გამოცხადება უფრო საამაყო ყოფილა, ვიდრე 13-თვიან უთანასწორო ბრძოლაში თავგანწირვის გამოვლენა.(თუმცა უკრაინის ომის შემთხვევაში მიდგომა საპირისპიროდ შეცვალეს).
მთავარი ის არის, თუ საით მივყავართ ნაციზმის გაბატონებას ბევრი გაბრიყვებული ქართველის თავში.
ადგილობრივ ნაცისტებს დღესაც დანაშაულად მიაჩნიათ აქაური მშვიდობა და ამტკიცებენ, რომ „კოლაბორაციონისტი“ ქართული ხელისუფლება რომ არა, დღეს საქართველოში მეორე ფრონტი იქნებოდა გახსნილი და ქართველებს რუსების ხოცვის შესაძლებლობა მიეცემოდათო.
ასეთი პოლიტიკის მოსალოდნელი შედეგი კი სულაც არ არის მნიშვნელოვანი არც მათთვის და არც მათი დასავლელი ლობისტებისთვის.
დასავლეთისკენ მომზირალ ქართველ ნაცისტებს სულაც არ ანაღვლებთ, რომ 2008 წლის ომში დასავლეთმა საომარი მოქმედებების დამწყებად საქართველო გამოიყვანა ტალიავინის დასკვნის მიხედვით.
2008 წლის ომიდან 2 წელზე ნაკლებ დროში, როდესაც პუტინმა 2010 წლის 9 მაისს აღლუმი ჩაატარა წითელ მოედანზე ფაშისტების დამარცხების 65 წლის აღსანიშნავად ამ აღლუმზე პუტინის წინ ჩაიარეს და მას უპატაკეს უკრაინის, აშშ-ს, საფრანგეთის, ინგლისისა და სხვა ქვეყნების ჯარების ნაწილებმა.
ამაზე მაშინ ხმაც არ ამოუღიათ ჩვენს „პატრიოტებს“, რადგან იმ დროს პუტინთან დასავლეთის პოლიტიკა თანამშრომლობას და დათმობას ითვალისწინებდა.
დღესაც ასეა, დასავლეთი საკუთარი ინტერესებიდან გამოდის და ქართველ ნაცისტებს ისევ დემოკრატებს ეძახის, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას სხვადასხვა სალანძღავი ეპითეტით ამკობს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა ხელისუფლებამ დასავლეთის მოთხოვნაზე, ქცეულიყო მარიონეტად და უპირობოდ აღესრულებინა ყველა მათი ბრძანება, უარი განაცხადა“, - წერს ნანა კაკაბაძე.
ყველა სიახლე
16 სექტემბერი 2026, 14:13
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: როგორ გინდათ არჩევნების ჩატარება? რა არჩევნების? როგორ უნდა ჩაატაროთ არჩევნები იმ 9 მილიონ ადამიანთან ერთად, რომლებიც საზღვარგარეთ არიან?
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი CBS News-თან ინტერვიუში ქვეყანაში არჩევნების ჩატარების საკითხს შეეხო.
16 სექტემბერი 2026, 14:13
პოლიტიკა
ალექსანდრე ტაბატაძე: თამაზ ბორაშვილი არის პროფესიონალი, რომელიც ამ უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ იგი ღირსეულად გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ამიტომ სრული მხარდაჭერა ექნება ყოველთვის
თამაზ ბორაშვილი არის პროფესიონალი, რომელიც ამ უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა, - განაცხადა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ.
16 სექტემბერი 2026, 14:09
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე თამაზ ბორაშვილზე: მან კარგად იცის რა საჭიროებები აქვს თავად სამსახურს, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და რა არის საჭირო იმისთვის, რომ კიდევ უფრო ძლიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გვყავდეს
ჩვენ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება და თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას მხარი დავუჭირეთ, - განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.
16 სექტემბერი 2026, 14:09
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: თამაზ ბორაშვილი არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და ქვეყნის პატრიოტი ადამიანი. არის ძალიან კეთილსინდისიერი კაცი
თამაზ ბორაშვილი არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და ქვეყნის პატრიოტი ადამიანი. არის ძალიან კეთილსინდისიერი კაცი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, სუს-ის ახალი ხელმძღვანელის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის დამტკიცებასთან დაკავშირებით.
16 სექტემბერი 2026, 14:04
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: მინდა სულითა და გულით ვუსურვო თამაზ ბორაშვილს წარმატება და დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა ძალიან ეფექტიანი იქნება
„მხარი დავუჭირეთ წარმოდგენილ კანდიდატურას, ბატონ თამაზ ბორაშვილს - თავისი საქმის პროფესიონალს. ეს არის მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა უახლეს ისტორიაში, როდესაც ძალოვან სტრუქტურას ამ სამსახურში 21-წლიანი სტაჟის [მქონე ადამიანი] უხელმძღვანელებს. ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ინსტიტუციისთვის ასეთი კადრი. მინდა სულითა და გულით ვუსურვო მას წარმატება და დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა ძალიან ეფექტიანი იქნება“, - განაცხადა კირცხალიამ.
16 სექტემბერი 2026, 13:51
მსოფლიო
ფონ დერ ლაიენი: უკრაინას ომის ყველაზე მძიმე ზამთრის გადალახვაში დავეხმარებით
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, რათა ქვეყანამ ომის „ყველაზე მძიმე ზამთარი“ გადაიტანოს.
16 სექტემბერი 2026, 13:45
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. სწრაფი კვების ობიექტში - შპს „ფლოვ თბილისი“ (მისამართი: თბილისი, კანდელაკის ქუჩა N6) გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
16 სექტემბერი 2026, 13:44
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინურ გიგანტ Dabaihui Industrial Group-ს შორის თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც Dabaihui Group-ის მიერ წარმოდგენილ საინვესტიციო პროექტებს განიხილავს. თავის მხრივ, ჩინური მხარე მოამზადებს და წარადგენს კონკრეტულ ინიციატივებსა და საინვესტიციო შემოთავაზებებს განახლებადი ენერგიების ელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებით.
16 სექტემბერი 2026, 13:36
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია ერიკ ტრამპის განცხადებაზე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია საომარი თეატრის ნაცვლად, ქვეყნის სწრაფი განვითარება, უწყვეტი მშვიდობა და უსაფრთხოების განცდა - ამერიკის პრეზიდენტი და მისი ოჯახი სპონტანურ ნაბიჯებს არ დგამენ, მმართველ პოლიტიკურ ძალას საიმედო პარტნიორად აღიქვამენ
გიორგი გამსახურდია, „𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶“-ს პროექტის პრეზენტაციაზე „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ერიკ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი, რომელმაც ომის ნაცვლად, ქვეყანას უწყვეტი მშვიდობა და სწრაფი განვითარება მოუტანა.
16 სექტემბერი 2026, 13:27
მსოფლიო
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირში 15-წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომა შეეზღუდებათ
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია ხვალ „ევროკავშირის ბავშვთა აქტის“ წარადგენს, რომელიც ბავშვების დაცვის მიზნით სოციალური ქსელების გამოყენების ეტაპობრივ შეზღუდვას ითვალისწინებს.
16 სექტემბერი 2026, 13:18
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: Trump Tower Tbilisi-ის პროექტით ქართული სახელმწიფო საერთაშორისო ბაზარს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს მსხვილ ამერიკულ კაპიტალს და თანმიმდევრული პოლიტიკით ქმნის სტაბილურ გარემოს ასეთი მასშტაბის ამერიკული გიგანტის ქვეყანაში შემოსასვლელად
„ქართული სახელმწიფო ამ პროექტით საერთაშორისო ბაზარს აჩვენებს, რომ მყარად უჭერს მხარს მსხვილ ამერიკულ კაპიტალს და თანმიმდევრული პოლიტიკით ქმნის სტაბილურ გარემოს ასეთი მასშტაბის ამერიკული გიგანტის ქვეყანაში შემოსასვლელად“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
16 სექტემბერი 2026, 13:05
პოლიტიკა
ურსულა ფონ დერ ლაიენი: დღეს შემიძლია გამოვაცხადო დაკავშირებადობის ახალი საერთაშორისო პროექტი. ის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ ევროპულ ბაზარს დაუკავშირებს
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკავშირის მომავალი წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა, მათ შორის ახალ საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირის პროექტზე, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ დააკავშირებს ევროპულ ბაზართან.
16 სექტემბერი 2026, 13:01
ტექნოლოგიები
რომში კედლის უდიდესი ანტიკური მოზაიკა წარადგინეს
„ჩვენი შეფასებით, ეს არის ყველაზე დიდი კედლის მოზაიკა, რაც კი რომაულ სამყაროში ოდესმე აღმოუჩენიათ. გათხრებს კვლავ ვაგრძელებთ, რათა დავადგინოთ, სად მთავრდება ის“, - აცხადებს არქეოლოგი ფრანჩესკო პაჩეტი.
16 სექტემბერი 2026, 12:56
ეკონომიკა
21-24 სექტემბერს თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმი გაიმართება
ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში. ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო.
16 სექტემბერი 2026, 12:53
მსოფლიო
ფონ დერ ლაიენი: რუსეთზე ზეწოლა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ამისთვის ყოველთვის ახალი სანქციების დაწესება არ არის საჭირო
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთზე ზეწოლა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.
16 სექტემბერი 2026, 12:46
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენმა კანადას ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრობა შესთავაზა
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კანადას შესთავაზა გახდეს ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
16 სექტემბერი 2026, 12:40
მსოფლიო
Reuters: საუდის არაბეთი მექასთან „ჰუსიტების“ დრონის განადგურების შესახებ იუწყება
საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მექას სამხრეთით „ჰუსიტების“ დრონი გაანადგურა, სანამ ის წმინდა ქალაქის თავზე აკრძალულ საჰაერო სივრცეში შევიდოდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
16 სექტემბერი 2026, 12:33
პოლიტიკა
თამაზ ბორაშვილი: მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტებისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, მიგრაციული ნაკადების მზარდი ტენდენცია შეინიშნება, რაც ზრდის უსაფრთხოების რისკებს ჩვენს რეგიონში. კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მიმაჩნია მიგრაციის არხების მონიტორინგი, რაც მათ შორის გულისხმობს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების შესაძლო კავშირში მყოფი პირების გამოვლენას
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტებისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, მიგრაციული ნაკადების მზარდი ტენდენცია შეინიშნება, რაც ზრდის უსაფრთხოების რისკებს ჩვენს რეგიონში, - განაცხადა სუს-ის უფროსობის კანდიდატმა თამაზ ბორაშვილმა სიტყვის გამოსვლისას.
16 სექტემბერი 2026, 12:30
საზოგადოება
„შემოქმედებითი თბილისის“ პირველ ეტაპზე საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყო
დღეიდან იწყება განაცხადების მიღება თბილისის მერიის კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისის“ პირველ ეტაპზე, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
16 სექტემბერი 2026, 12:29
პოლიტიკა
თამაზ ბორაშვილი: ჩემი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის ძალისხმევა მიმართული იქნება საფრთხეების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის, მათი პრევენციისა და აღკვეთისკენ, რათა დაცული იყოს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილება და ეროვნული ინტერესები
მსურს, გაგაცნოთ საქმიანობის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც პრიორიტეტული იქნება ჩემი სამსახურის ხელმძღვანელის პოსტის დაკავების შემთხვევაში, -განაცხადა სუს-ის უფროსობის კანდიდატმა თამაზ ბორაშვილმა სიტყვის გამოსვლისას.


