imedi /  16 სექტემბერი 2026, 12:56 / სანდო წყარო

21-24 სექტემბერს თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმი გაიმართება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21-24 სექტემბერს თბილისში უმასპინძლებს ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმს, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართება.

ფორუმის ფარგლებში თბილისს 1000-მდე მაღალი რანგის დელეგატი ეწვევა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.

ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში. ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო.

21 სექტემბერს, ფორუმის პირველ დღეს ფლორენციის რეგულირების სკოლის (FSR) ორგანიზებით ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოსთან (CEER) და კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნულ ასოციაციასთან (NARUC) თანამშრომლობით, ენერგეტიკის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდება. ტრენინგების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.wfertbilisi2026.com/en/login.

ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონია 22 სექტემბერს გაიმართება. 22-24 სექტემბერს დაგეგმილია პლენარული სესიები ინოვაციებისა და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის, ინსტიტუციონალიზაციისა და რეგიონული ინტეგრაციის, კონკურენტუნარიანობისა და მომხმარებელთა უფლებების გაძლიერების თემატიკებზე.

ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER), ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA). წინა წლებში ფორუმის მასპინძელი ქვეყნები იყვნენ: აშშ, იტალია, საბერძნეთი, კანადა, თურქეთი, მექსიკა, პერუ.

ყველა სიახლე

ურსულა ფონ დერ ლაიენი

16 სექტემბერი 2026, 13:51

მსოფლიო

ფონ დერ ლაიენი: უკრაინას ომის ყველაზე მძიმე ზამთრის გადალახვაში დავეხმარებით

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, რათა ქვეყანამ ომის „ყველაზე მძიმე ზამთარი“ გადაიტანოს.

16 სექტემბერი 2026, 13:45

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. სწრაფი კვების ობიექტში - შპს „ფლოვ თბილისი“ (მისამართი: თბილისი, კანდელაკის ქუჩა N6) გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

16 სექტემბერი 2026, 13:44

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინურ გიგანტ Dabaihui Industrial Group-ს შორის თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც Dabaihui Group-ის მიერ წარმოდგენილ საინვესტიციო პროექტებს განიხილავს. თავის მხრივ, ჩინური მხარე მოამზადებს და წარადგენს კონკრეტულ ინიციატივებსა და საინვესტიციო შემოთავაზებებს განახლებადი ენერგიების ელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებით.

გიორგი გამსახურდია

16 სექტემბერი 2026, 13:36

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია ერიკ ტრამპის განცხადებაზე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია საომარი თეატრის ნაცვლად, ქვეყნის სწრაფი განვითარება, უწყვეტი მშვიდობა და უსაფრთხოების განცდა - ამერიკის პრეზიდენტი და მისი ოჯახი სპონტანურ ნაბიჯებს არ დგამენ, მმართველ პოლიტიკურ ძალას საიმედო პარტნიორად აღიქვამენ

გიორგი გამსახურდია, „𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶“-ს პროექტის პრეზენტაციაზე „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ერიკ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი, რომელმაც ომის ნაცვლად, ქვეყანას უწყვეტი მშვიდობა და სწრაფი განვითარება მოუტანა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

16 სექტემბერი 2026, 13:27

მსოფლიო

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირში 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომა შეეზღუდებათ

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია ხვალ „ევროკავშირის ბავშვთა აქტის“ წარადგენს, რომელიც ბავშვების დაცვის მიზნით სოციალური ქსელების გამოყენების ეტაპობრივ შეზღუდვას ითვალისწინებს.

თამთა მეგრელიშვილი

16 სექტემბერი 2026, 13:18

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: Trump Tower Tbilisi-ის პროექტით ქართული სახელმწიფო საერთაშორისო ბაზარს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს მსხვილ ამერიკულ კაპიტალს და თანმიმდევრული პოლიტიკით ქმნის სტაბილურ გარემოს ასეთი მასშტაბის ამერიკული გიგანტის ქვეყანაში შემოსასვლელად

„ქართული სახელმწიფო ამ პროექტით საერთაშორისო ბაზარს აჩვენებს, რომ მყარად უჭერს მხარს მსხვილ ამერიკულ კაპიტალს და თანმიმდევრული პოლიტიკით ქმნის სტაბილურ გარემოს ასეთი მასშტაბის ამერიკული გიგანტის ქვეყანაში შემოსასვლელად“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

16 სექტემბერი 2026, 13:05

პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი: დღეს შემიძლია გამოვაცხადო დაკავშირებადობის ახალი საერთაშორისო პროექტი. ის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ ევროპულ ბაზარს დაუკავშირებს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკავშირის მომავალი წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა, მათ შორის ახალ საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირის პროექტზე, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ დააკავშირებს ევროპულ ბაზართან.

16 სექტემბერი 2026, 13:01

ტექნოლოგიები

რომში კედლის უდიდესი ანტიკური მოზაიკა წარადგინეს

„ჩვენი შეფასებით, ეს არის ყველაზე დიდი კედლის მოზაიკა, რაც კი რომაულ სამყაროში ოდესმე აღმოუჩენიათ. გათხრებს კვლავ ვაგრძელებთ, რათა დავადგინოთ, სად მთავრდება ის“, - აცხადებს არქეოლოგი ფრანჩესკო პაჩეტი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

16 სექტემბერი 2026, 12:53

მსოფლიო

ფონ დერ ლაიენი: რუსეთზე ზეწოლა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ამისთვის ყოველთვის ახალი სანქციების დაწესება არ არის საჭირო

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთზე ზეწოლა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

16 სექტემბერი 2026, 12:46

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენმა კანადას ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრობა შესთავაზა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კანადას შესთავაზა გახდეს ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

16 სექტემბერი 2026, 12:40

მსოფლიო

Reuters: საუდის არაბეთი მექასთან „ჰუსიტების“ დრონის განადგურების შესახებ იუწყება

საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მექას სამხრეთით „ჰუსიტების“ დრონი გაანადგურა, სანამ ის წმინდა ქალაქის თავზე აკრძალულ საჰაერო სივრცეში შევიდოდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

თამაზ ბორაშვილი

16 სექტემბერი 2026, 12:33

პოლიტიკა

თამაზ ბორაშვილი: მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტებისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, მიგრაციული ნაკადების მზარდი ტენდენცია შეინიშნება, რაც ზრდის უსაფრთხოების რისკებს ჩვენს რეგიონში. კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მიმაჩნია მიგრაციის არხების მონიტორინგი, რაც მათ შორის გულისხმობს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების შესაძლო კავშირში მყოფი პირების გამოვლენას

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტებისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, მიგრაციული ნაკადების მზარდი ტენდენცია შეინიშნება, რაც ზრდის უსაფრთხოების რისკებს ჩვენს რეგიონში, - განაცხადა სუს-ის უფროსობის კანდიდატმა თამაზ ბორაშვილმა სიტყვის გამოსვლისას.

16 სექტემბერი 2026, 12:30

საზოგადოება

„შემოქმედებითი თბილისის“ პირველ ეტაპზე საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყო

დღეიდან იწყება განაცხადების მიღება თბილისის მერიის კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისის“ პირველ ეტაპზე, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

თამაზ ბორაშვილი

16 სექტემბერი 2026, 12:29

პოლიტიკა

თამაზ ბორაშვილი: ჩემი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის ძალისხმევა მიმართული იქნება საფრთხეების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის, მათი პრევენციისა და აღკვეთისკენ, რათა დაცული იყოს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილება და ეროვნული ინტერესები

მსურს, გაგაცნოთ საქმიანობის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც პრიორიტეტული იქნება ჩემი სამსახურის ხელმძღვანელის პოსტის დაკავების შემთხვევაში, -განაცხადა სუს-ის უფროსობის კანდიდატმა თამაზ ბორაშვილმა სიტყვის გამოსვლისას.

თამაზ ბორაშვილი

16 სექტემბერი 2026, 12:27

პოლიტიკა

თამაზ ბორაშვილი: კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება და ამ კუთხით კიდევ უფრო გაძლიერდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და დღემდე, არსებული გამოწვევების მიუხედავად, ლიდერია შავი ზღვის რეგიონში, რასაც სხვადასხვა საერთაშორისო კვლევა და რეიტინგიც ადასტურებს, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სუს-ის ახალი უფროსობის კანდიდატმა.

თამაზ ბორაშვილი

16 სექტემბერი 2026, 12:27

პოლიტიკა

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩია

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი აირჩია.

16 სექტემბერი 2026, 12:26

ტექნოლოგიები

Meta და Nvidia ხელოვნური ინტელექტის კოორდინირებული შენელების წინააღმდეგ გამოდიან

მისი თქმით, დეველოპერები დაინტერესებულნი არიან ისეთი პროდუქტის შექმნით, რომელიც მომხმარებელთა ინტერესებს საუკეთესოდ უპასუხებს. ლაბორატორიებს ეკისრებათ სერიოზული პასუხისმგებლობა ნებისმიერ ზიანზე, რაც მათმა მოდელებმა შეიძლება გამოიწვიონ, ამიტომ ისინი თავადვე არიან დაინტერესებულნი, მაქსიმალური ყურადღება დაუთმონ უსაფრთხოების საკითხებს.

თამაზ ბორაშვილი

16 სექტემბერი 2026, 12:25

პოლიტიკა

თამაზ ბორაშვილი: განვლილი წლების განმავლობაში, მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა პოზიციაზე და კარგად ვიცი ამ სისტემის სპეციფიკა, მისი შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა

განვლილი წლების განმავლობაში, მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა პოზიციაზე და კარგად ვიცი ამ სისტემის სპეციფიკა, მისი შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა თამაზ ბორაშვილმა.

თამაზ ბორაშვილი

16 სექტემბერი 2026, 12:22

პოლიტიკა

თამაზ ბორაშვილი: მიმდინარე წელს „სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას“ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა და მიღებული აკრედიტაციის საფუძველზე, პირველად განახორციელებს „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამას

„სამსახურის ოპერატიული, ტექნიკური და ანალიტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიონალიზმით გამორჩეული კადრების მაქსიმალურად შენარჩუნებას, ასევე, მოტივირებული და შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე პერსონალის მოზიდვასა და მათ განვითარებას.